რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. პრემიერზე, სერგეი შამბაზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა. ინფორმაციას ოვაციები მოჰყვა აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან საპროტესტო აქციების ფონზე ითხოვდნენ. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მეტი...

“შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!” – დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ლიდერებს მიმართავს რომ არ მოკლან აქციის მონაწილეები. „ირანის ლიდერებს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით ხალხს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. შეწყვიტეთ დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!”-წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ცნობილია, როდის ჩატარდება ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ, ასლან ბჟანიამ გააკეთა. 10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 22 მარტს განმეორებითი „არჩევნების“ ჩატარების შესახებ, გაასაჩივრებს.

მეტი...

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 22 მარტს განმეორებითი „არჩევნების“ ჩატარების შესახებ, გაასაჩივრებს. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება საკასაციო კოლეგიის უსამართლო განსაზღვრების საფუძველზე მიიღეს. „განმეორებითი არჩევნების ჩატარება საერთო პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის გზას გვაშორებს. ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მას დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ“,- ნათქვამია განცხადებაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

მეტი...

“ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე – ასეთი რამ სინოდს აქამდე არ გაუკეთებია” – მაუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს რეკომენდაცია წერილობით გაუგზავნა. „ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს და თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ასეთი რამე სინოდს აქამდე არ გაუკეთებია, წერილობით მიმართა პრეზიდენტს. რა ვქნათ, მეორედ მივმართოთ ისევ?“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს. „თუ მამა გიორგის…

მეტი...

“ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, რადგან არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში” – ილია მეორე

“ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია, რადგან არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მრევლს მისი სიტყვები შეახსენა და ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება. „დღეს არის ხსენება  სხვა წმინდანებთან ერთად  წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

“პატარა ანიტამ თვალები გაახილა და დედიკოსაც ეკონტაქტა” – ბავშვის ბებია

ანიტა ფაცაციას ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს. თამუნა გლურჯიძე წერს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა წინ რამდენიმე კრიტიკული დღეა. „ჩემმა ბედნიერებამ დილით გაახილა თავისი ბრიალა თვალები, დედიკოსაც ეკონტაქტა. სიტუაცია ამ მომენტისთვის სტაბილურია, თუმცა წინ კრიტიკული 2-3 დღე გვაქვს,”– წერს ანიტა ფაცაციას ბებია სოციალურ ქსელში. ანიტასთვის “ეკმოს” აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება დადგა, რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა. 

მეტი...

რა საფრთხის შემცველია პლასტმასის მეორად ბოთლებში მოთავსებული პროდუქტი?

ღვინო არაყი, თაფლი და რძე – ეს ნაწარმი უკვე წლებია პლასტმასის მეორად ბოთლში მოთავსებული იყიდება ბაზარსა თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, რაც ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია. ფტალატი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი – ეს იმ ათასობით კანცეროგენული ნივთიერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პლასტმასის არასწორი გამოყენებისას გამოიყოფა, შემდეგ კი ყველა ჩვენგანის ორგანიზმში ხვდება. სპეციალისტების განმარტებით, მათი ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა, ისეთი მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელიც კი გახდეს, როგორიც კიბოა. პლასტმასის ნივთიერების მავნებლობაზე საუბრობენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე პოლიეთილენის პროდუქციის ეტაპობრივი ჩანაცვლების აუცილებლობაზე მიუთითებს. პლასტმასის ჭურჭლის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. ნარჩენების მართვის…

მეტი...

კანადა ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით, მკაფიო პასუხებს ელოდება

“კანადა ირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით, მკაფიო პასუხებს ელოდება”, – ეს განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როუჰანისთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. ლიდერების სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე, თეირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ირანულმა მხარემ შეცდომით ჩამოაგდო. ირანში ამბობენ, რომ ეს ადამიანური შეცდომა იყო. კანადის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ირანის მხრიდან აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შემდეგი ნაბიჯი კი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა უნდა იყოს. გარდა ამისა, გავრცელებული ვერსიით, კანადური მხარე ირანისგან დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს.

მეტი...

ავსტრალიაში, ცეცხლი ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება

ავსტრალიის ტყის ხანძრებმა კატასტროფული მასშტაბი მიიღო. რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, მაშველები ცეცხლს ვეღარ აქრობენ. ავსტრალიის რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევაკუაცია დაგვიანებულია. მაშველები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანას ვეღარ ახერხებენ. ცეცხლი უკვე 150-ზე მეტ კერას უკიდია. ამჯერად ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ხანძრის მასშტაბურობის გამო, ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ავსტრალიელ მეხანძრეებს კანადელი და ამერიკელი მაშველები ეხმარებიან. დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, გერმანია – ავსტრალიაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო მთელი მსოფლიოში აქცია-პერფორმანსები იმართება. დემონსტრანტები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ. ტყის ხანძრებმა ავსტრალიის ფლორასა და…

მეტი...

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრის ფაქტზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

კლუბ “ბასიანში” მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995…

მეტი...

“შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით” – ტრამპი ირანელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ირანში გამართულ ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.​ მან ირანელ ხალხს, როგორც ინგლისურ, ასევე სპარსულ ენებზე მიმართა: „მამაც და დიდი ხნის ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან, თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტი-სამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტი-სამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

მეტი...

სროლა კლუბ „ბასიანთან” – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...