ქუთაისში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. შემთხვევა ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იმერეთის რაიონიდან იყო და ის ქუთაისში ქირით ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები