კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება

2020 წლიდან კიბოს სკრინინგის სერვისის მიწოდება ყველა იმ დაწესებულებას შეუძლია, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება. „კიბოს სკრინინგი ძალიან დიდი ხანია, ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ მაჩვენებელი, თუ რამდენად ბევრ ადამიანს მოიცავს ის, არის საკმაოდ დაბალი. არ აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც სასურველია. პროგრამა ხდება ვაუჩერული და სერვისის მიწოდება შეეძლება ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაინტერესდება, შეასრულებს პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებს და ამ მექანიზმით, მივაღწევთ მაქსიმალურად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ვიმედოვნებ, რომ ეს გაზრდის მომსახურების ხარისხს და რაოდენობას“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.

მეტი...

ნატო-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს

“როიტერის” ინფორმაციით, ნატო-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღეს. „საუბარია აუცილებელ ზომებზე, რათა ჩვენი ხალხი დაცული იყოს. ეს ითვალისწინებს პერსონალის ნაწილის ერაყის ტერიტორიიდან გაყვანას და მათ გადაადგილებას ქვეყნის სხვა ნაწილშიც“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

მეტი...

შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს, ექიმის მიმართვის საფუძველზე, ტყვიაზე კვლევას უფასოდ ჩაუტარებენ

ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება.  ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. „გასულ წელს დავიწყეთ „მიქსის“ კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან…

მეტი...

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხულოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით კი ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ხულოში, სოფელ ღორჯუმში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“გადაწყვეტილება მიღებულია, კომენტარები აღარ იქნება” – პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალებაზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის  შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. “ყველაფერი, რაც ეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვთქვი მე გუშინ განცხადებაში და არ ვაპირებ არცერთი სიტყვით მეტის თქმას. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე კომენტარები აღარ იქნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.  მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა. სიაში არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მეტი...

“ქრისტეშობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა. „გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება, დღეს აქ გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა. ალილოს მსვლელობა დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა.

მეტი...

“ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას” – გიორგი გახარია

“პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა. „შობა იმედების, სიკეთის დღესასწაულია, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ იმედებით ვხვდებით ჩვენ ამ დღესასწაულს და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების აღსრულება. უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. საბოლოო ჯამში, მან…

მეტი...

თერჯოლაში 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, შემთხვევის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, იარაღი გარდაცვლილის 3 წლის ძმას გაუვარდა და მეორე ძმას მოხვდა. ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

“სანთებელისთვის ჩასხდნენ მანქანაში” – ნაწამები ახალგაზრდის ოჯახი მანქანის გატაცების ფაქტს უარყოფს

“დამპალოს” სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაწამები ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს და მის ძმას მანქანის გატაცება სურდათ. მათი განცხადებით, 2 იანვარს მამის საფლავზე მყოფი ძმები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ერთ-ერთ მანქანაში მხოლოდ გასათბობად ჩასხდნენ და სიგარეტს მოუკიდეს, რა დროსაც მანქანის პატრონი და მისი მეგობარი მივიდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ერთ-ერთმა ძმამ გაქცევა მოასწრო, დაღუპული კი გააშიშვლეს, აწამეს და შემდეგ ერთ-ერთ კორპუსთან დატოვეს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალებაში დამნაშავე ორი პირია, ბრალი კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს წარდგენილი. ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს,…

მეტი...

“ყველა კომპანიას სჭირდება განახლება, ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება, წყლის კომპანიას გრიგოლ მანდარიამ უხელმძღვანელოს” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელს, ეკატერინეს გალდავას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლაზე გადაწყვეტილება გალდავასთან შეთანხმებით იყო მიღებული. „ეკა გალდავასთან შევთანხმდით ამ გადაწყვეტილებაზე. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გაკეთდა წყლის კომპანიაში. წლების განმავლობაში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ მიმართებაში იყო სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ბევრი საუბარი იყო შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე და ა.შ. ეკა გალდავამ სწორედ ეს ვითარება გააჯანსაღა კომპანიაში. კომპანიამ პირველად 2019 წელს მიიღო აუდიტორული დასკვნა, რაც მანამდე არ ჰქონდა, მოხდა ქსელების ინვენტარიზაცია, ძალიან ბევრი პროექტი დასრულდა, მათ შორის უკვე ვრთავთ ქუთაისს, ზუგდიდს, აბაშას, ჯვარს, ჭიათურას. ვმუშაობთ…

მეტი...

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქერმანის რეგიონში მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა. თეირანში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიას მილიონი ადამიანი დაესწრო. გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.

მეტი...

სამართალდამცავს, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის წამებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს.  შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

მეტი...

“დამპალოს სასაფლაოზე”, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომელი, ცემის ფაქტს აღიარებს

ვარკეთილში, “დამპალოს სასაფლაოზე”, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა, მან ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რომელმაც მომხდარის შესახებ მოუყვა. “გუშინ მქონდა კომუნიკაცია დროებითი მოთავსების იზოლატროში ამ პირთან. ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა – მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად.…

მეტი...

აშშ-ს საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს პირად უსაფრთხოებაზე იზრუნონ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და საქართველოში მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა. “ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, რის გამოც, შესაძლოა, უცხოეთში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეები საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ,”-ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს და იზრუნონ პირად უსაფრთხოებაზე.

მეტი...

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა, შიმშილობა დაიწყო. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილობა საფრთხის შემცველია. ოჯახი შეეცდება, დეკანოზი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნოს. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საპატიმროში მის მონახულებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მას ამაში ხელს შეუშლის. თორნიკე მამალაძე აპირებს, საზოგადოებას პატრიარქზე მიაწოდოს სიმართლე, რომელსაც საპატრიარქო მალავს. ასევე, დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს. “ჩემს ძმასთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, შეეცდება ხელისუფლება, ხელი შემიშალოს ჩემი ძმის მონახულებაში, მაგრამ არსებობს სამართლებრივი გზებიც, რისი უფლებაც მაქვს, რომ შევიდე ჩემს ძმასთან. ვაპირებთ,…

მეტი...

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში” წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. “გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. მას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას “გაერთიანებული…

მეტი...

“გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას შობას ულოცავს. „გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას! გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში. მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება. შობას გილოცავთ!“ – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში, რომელსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მეტი...

“ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს” – მეუფე ნიკოლოზი დეკანოზზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. „პრეზიდენტმა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა თავის სიტყვაში და მათ შორის ძალიან საინტერესოდ თქვა სიტყვა შეწყალება. საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს. შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს,…

მეტი...

“ველოდი, რომ შეიწყალებდა” – მიტროპოლიტი დეკანოზის შეწყალებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მოელოდა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული და განზრახული არ იყო. “მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა,” – უთხრა მედიას მეუფემ. მეუფე გრიგოლ კაციამ სადღესასწაულო, პირველი საშობაო ლიტურგია აბაშის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქრისტეშობა მიულოცა.

მეტი...

“უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, გარეთაც პასუხს მოვთხოვთ” – მეუფე იაკობი

ბოდბის მონასტერში ქრისტესშობა იზეიმეს. სადღესასწაულო მსახურება, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. საშობაო წირვის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქვეყანაში ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. “ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა – რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი შობას საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში შეხვდა

საქართველს პრეზიდენტი შობას საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრებოდა. პრეზიდენტს დამატებით კომენტარი მამა გიორგი მამალაძის საკითხზე აღარ გაუკეთებია. ამ საკითხზე თავის ქადაგებაში არ უსაუბრია არც ატენისა და გორის მიტროპოლიტს. მეუფე ანდრიამ ქადაგება მთლიანად შობის დღესასწაულის მნიშვნელობის განმარტებას მიუძღვნა და ამბიონიდან მრევლს შობა მიულოცა. “ჩვენ უკვე ვიცით, რომ გამოხსნილები ვართ ჯოჯოხეთიდან და მხოლოდ ცოდვას შეუძლია ჩვენი ჯოჯოხეთში დატოვება. უნდა გავიაროთ ცხოვრების გზები, რომლის ბოლოსაც უნდა ვიცოდეთ, რომ შეგვხვდება ქრისტე. ხომ გვირჩევნია, სიხარული გვქონდეს და არა ტკივილი და სიმწარე. მაშ, დავიწყოთ ამ შეხვედრებისათვის მზადება,” – აღნიშნა ქადაგების…

მეტი...

შსს-ს თანამშრომლებმა “დამპალოს” სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცი აწამეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით შს სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომლებს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულებმა 24 წლის მამაკაცი აწამეს, ხოლო შემდგომ სასაფლაოს ტერიტორიაზე დატოვეს, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა. გამოძიება 2 იანვარს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, ხოლო შემდგომ გადაკვალიფიცირდა  სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,…

მეტი...

დღეს, ტრადიციულად, სამების ტაძრის მიმართულებით ალილოს მსვლელობა მოეწყობა

7 იანვარს, 14:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ალილოს მსვლელობა მოეწყობა. ალილო ჩატარდება ასევე თბილისის ყველა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობა მოეწყობა ჯვარ-ხატებით, კმევით და ნაკურთხი წყლის სხურებით. 7 და 8 იანვარს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც 9 იანვარს 12:00 საათიდან დარიგდება ბავშვთა სახლებში, არასრულწლოვანთა კოლონიაში, მოხუცთა და უმწეოთა თავშესაფრებში.

მეტი...

“ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე” – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქომ  სრულიად   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და  ყოველნო ერნო: აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა…

მეტი...