შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ სავალუტო ჯიხურზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ დაუდასტურეს ინფორმაცია ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში გვითხრეს, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება გრძელდება „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და დაკავებულია ერთი პირი“ – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ „მედიაცენტრმა მთავარმა“ რამდენიმე წუთის უკან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის მოქალაქეების ვალუტის გადამცვლელ პუნქტს თავს დაესხნენ, მოლარე ოპერატორი გოგონა კი მძიმე მდგომარეობაშია.      

მეტი...

ირანელები სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ, მოლარე გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 15 იანვარს, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. მძიმედ არის ნაცემი მოლარე ოპერატორი გოგონა. თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ, რომელიც გამვლელებმა გადაარჩინეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  წყარომ მიაწოდა ინფორმაცია,  გოგონა სიკვდილს სწორედ გამვლელმა ახალგაზრდა მამაკაცებმა გადაარჩინეს. „თავდასხმა მოხდა 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათიდან 21:30-საათამდე. მაშინ, როცა მოლარე ოპარატორი სავალუტო ჯიხურს კეტავდა. მას თავს დაესხა ორი ირანელი, დაახლოებთ 30 წლამდე ასაკის მამაკაცები. გოგონა სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მის გაგუდვას, რომ შემდეგ გადამცვლელ ჯიხურში თავისუფლად „ემუშავათ“. მაგრამ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა ეს გოგონა, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მათ ერთ-ერთი თავდამსხმელი…

მეტი...

გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების წარდგენა დასრულდა, როგორია შემდგომი პროცედურები?!

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, საპროკურორო საბჭოში 17 კანდიდატი დარეგისტრირდა. „აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს. კანდიდატების წარდგინება და მათი მონაცემები ხელმისაწვდომია   საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge. საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილე  კანდიდატების  სია შმდეგია: ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი  რაულ გამისონია; შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი  სოფიო შენგელია; საქართველოს…

მეტი...

“ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია” – ახალი ელჩი

„თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“ – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა. ელჩმა საარჩევნო წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, მსოფლიოს ის პროგრესი აჩვენონ, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს. „ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო…

მეტი...

„გახარიას წინააღმდეგ მარგინალურ ჯგუფს ვხედავ, ოცნებობენ, რომ ის წავიდეს, მაგრამ, ვერ მოესწრებიან“ – ხაინდრავა

კინორეჟისორ გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში, თანამდებობის პირებს სახრჩობელაზე არავინ უშვებს და მისი ჩანაცვლების 2 გზა არსებობს – ან გადააყენებენ, ან თავისით მიდის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ხაინდრავას შეფასებით, ის დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენია და მისი ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კომენტარი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, როცა ჟურნალისტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. „დემოკრატიულ ქვეყანაში, მინისტრს ან აყენებ ან თავისით მიდის. ამიტომ, თუ რაიმე ცვლილება იქნება, ან წავა ან დარჩება. ვფიქრობ, გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა პოლიტიკურ სივრცეში,  მე მას კარგად ვიცნობ. არ ვიცი რა ხდება სამთავრობო კულუარებში, არანაირი…

მეტი...

“სოციალურ მუშაკებს 2020 წლის 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები  და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა. არჩილ თალაკვაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ორასამდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის შესახებ მიღებულ კანონზეც, რომელმაც მუშაკებს…

მეტი...

“გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა” – დავით ჭიჭინაძე

“გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.  დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობისა და გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი. “გახარიამ  მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“  „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. და თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს. რადგან კახი კალაძის სახით  უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც  პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა …

მეტი...

„საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის – ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე სოფელ წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის. ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ყურადღება. რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას გაამახვილა. „თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს. ამიტომ, რაზდახანში “საზღვარი” დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება…

მეტი...

ხაინდრავა ხელისუფლებას მიმართავს, NDI-ის საკითხი შტატებში განიხილოს

“მეტის მოთმენა არ შეიძლება” აცხადებს კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა და ხელისუფლებას მიმართავს, ლორა ტორნტონის საკითხი შტატებში დააყენოს. NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით კინორეჟისორმა “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. „სახელმწიფოს მოვუწოდებ, ეს საკითხი დადგეს იქ, სადაც საჭირო, ეს არ უნდა მოვითმინოთ. შედგების არასანდოობასთან დაკავშირებით, ტორნტონი ადრეც მიმხილებია. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში მოიხადა, ისევ ისე გააგრძელა. ესაა მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამაზე არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, არამედ ქართულმა ხელისუფლებამაც“ – ასე გამეხმაურა კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაინდრავა შედეგების არასანდოობასა და შედეგად მსოფლიო ასპარეზზე…

მეტი...

„ამერიკის მხარდაჭერა რომ არა, რუსული ჯარი, რომელიც გორთან დგას, თელავში იქნებოდა“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის “ კვლევებს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან გათიშვის მცდელობის მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ რასაც ქალბატონი ტორნტონი აკეთებს, რუსეთის ინტერესებშია. კინორეჟისორმა მაგალითად კვლევების ის ნაწილი მოიყვანა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა. „მთლიანობაში, როგორც ქალბატონი ტორნტონი გვიმტკიცებს, გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატი არ არის.  არადა, ეს ქალბატონი 2012 წელს გვარწმუნებდა, რომ მოსახლეობის 50%-ის აზრით საქართველოშ დემოკრატიაა. სწორედ ეს არის სიყალბე, ეს ქალბატონი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველო არ ვითარდება“ – განაცხადა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“. მან კვლევის კიდევ ერთი ნაწილი მოიყვანა, სადაც პოლიტიკურ ლიდერებზეა საუბარი.  …

მეტი...

„მინდა, ტორნტონმა იცოდეს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკური წუმპე არ არის, როგორც ეს მას წარმოუდგენია“ – გიორგი ხაინდრავა

„ქალბატონი ტორნტონი, წლების მანძილზე შეურაცხმყოფელ მოქმედებებს ახდენს და მანიპულირებს ქართული საზოგადოების აზრით. ქართული საზოგადოება ბევრად გონიერია, ვიდრე ქალბატონი ტორნტონი, ის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და პროვოკაციას ეწევა“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც NDI-ს კვლევები შეაფასა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ამ მშფოთვარე რეგიონში, აშშ-ის ერთადერთი მყარი დასაყრდენი საქართველოა, რომელსაც ქალბატონი ტორნტონი თავისი მიზანმიმართული საქმიანობით ანგრევს. „ამ ხნის განმავლობაში, ქალბატონი ტორნტონი და მასი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია სერიოზულ ინსტიტუტში, „ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტუტში“, შეურაცხმყოფელ საქმინობას ჩადის. ის ქართული საზოგადოებით მანიპულირებს. რასაც ის ჩადის, დეგრადირებულ, მარგინალიზებული ჯგუფის მხარდაჭერაა. ის რასაც ეს…

მეტი...

“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი” – გიორგი გახარია

„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება,“- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას. პრემიერის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატს გარკვეული დროის შემდგომ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს და იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. „ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად,…

მეტი...

“პრობლემური საკითხები გასული წლის ბოლოს დალაგდა, კლინიკების უდიდესი ნაწილი ანაზღაურებულია” – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. „თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით, 520-ე…

მეტი...

„საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩვენი გარიყვა სასიკვდილო საფრთხის მაჩვენებელია“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველო გამუდმებით აგრესიის ქვეშ იმყოფება, ამერიკის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არადა, მისივე შეფასებით, გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციები NDI-ს სახით, საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახდენენ. არსებულ საფრთხეებზე გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზზე ძირს უთხრის. „საქართველო ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. ჩვენ გამუდმებით აგრესიის ქვეშ ვართ. ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აგრესიული ქვეყნის ჯარი იმყოფება, თბილისიდან 25 კმ-ის მოშორებით. გამუდმებული აგრესიის ქვეშ ვართ. ამის მაგალითია ორი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და ოსეთი. ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია საერთაშორისო პატრნიორების დამოკიდებულება, განსაკუთრებით აშშ-ის…

მეტი...

„პროკურატურას ხალხის სამსახურში ჩავაყენებ და არავის ექნება ეჭვი, რომ ის დავალებას ასრულებს“ – პროკურორობის კანდიდატი

“პროკურატურა ხალხის სამსახურში უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის. სისტემაში სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ პროკურატურა ჩადგეს ხალხის სამსახურში“, – ეს განცხადება მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. კანდიდატმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დღეს პროკურატურის სისტემაში არსებობს და მთავარ გამოწვევად სისტემის პოლიტიზირება დაასახელა. „რა თქმა უნდა, კონკრეტული იდეები და მოთხოვნები მაქვს.  აუცილებლად მოვახდენ ადამიანური რესურსების ძირეულ ცვლილებებს; ყურადღებას გავამახვილებ პროფესიული კუთხით და ავამაღლებ კვალიფიკაციას. კვალიფიკაციის ამაღლებაში კონკრეტულ საკითხს ვგულისხმობ. პრობლემაა ის, რომ დღეს, გამოძიება სრულყოფილი და ობიექტური არ არის. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ  პროკურატურა…

მეტი...

“დიდი რისკია, რომ მთავარი პროკურორი შოთაძე გახდეს” – პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი

მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ირაკლი შოთაძის მიმართ ტენდენციურობა უკვე გამოკვეთილია და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული შეფასებები სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე. როგოც „ძალიან სამწუხაროა, რომ ტენდენციურობა უკვე გამოიკვეთა, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა, უმრავლესობის ლიდერებმა გააკეთეს გაცხადება, რომ შოთაძე კარგი კაცია. ეს პირდაპირი ზეწოლაა საპროკურორო საბჭოზე და არ შეიძლებოდა, რომ ჯერჯერობით, მათ ეს განცხადება გაეკეთებინათ. ფაქტობრივად, საპროკურორო საბჭოს მინიშნებაც კი მისცეს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული ოდიოზური პიროვნების, შოთაძის არჩევა” – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”. როგორც ადვოკატი აცხადებს, ყოფილი პროკურორის ისევ დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ…

მეტი...

“ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ,” – გიორგი გახარია

“ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ,” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მისნიტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

მეტი...

საქართველოში აშშ-ს ახალმა ელჩმა ფიცი დადო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი დეკემბერში დაამტკიცა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში, სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას…

მეტი...

ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

5 ქვეყანა ირანს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს

5 ქვეყანა ირანს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, კომპენსაციის გადახდას სთხოვს. კანადის, ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ავიაკატასტროფის გამჭვირვალე და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანმა კომპენსაცია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს უნდა გადაუხადოს. 8 იანვარს ირანის მიერ ჩამოგდებულ უკრაინულ ლაინერს 176 ადამიანი ემსხვერპლა. თეირანმა მომხდარი “ადამიანურ შეცდომად” შეაფასა.

მეტი...

გარდაბანში თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში  230 მეგავატიანი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ნავთობისა და გზაზის კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. ობიექტი ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს. „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სამინისტროს განმარტებით, ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა…

მეტი...

აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა და კონგრესმენებმა ფიცი უკვე დადეს. ჯონ რობერტსი იმპიჩმენტის პროცესის მთავარი მოსამართლეა. შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპის ოპონენტები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პირზე ზეწოლა განახორციელა, რომ ზელენსკის ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ამერიკის პრეზიდენტი.

მეტი...

საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა

16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020”, საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც. გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus. გამოფენას  80 000-მდე ვიზიტორი ესწრება, ხოლო ღონისძიებაზე 86 ქვეყნის 22 500 ტურიზმის…

მეტი...