ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კიდევ 2 პირს შეხვდა

სახალხო დამცველის „მატროსოვის“ ციხეში შეცვლის მიზეზი სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა დაასახელა. როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში ვკითხულობთ, ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ნამდვილად შედგა. „დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან…

მეტი...

ნინო ლომჯარია ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა, ინფორმაციის გაჟონვით კი გაკვირვებული დარჩა და კითხვებს არ უპასუხა

სახალხო დამცველი „მატროსოვის ციხეში“ იმყოფებოდა. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა  და ციხესთან ჟურნალისტები დახვდნენ. გაკვირვებულმა სახალხო დამცველმა კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა რომ გაკვირვებულია. „ძალიან მეცინება, არ მჯერა რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კომიკურია ეს ყველაფერი. ფაქტია რომ მე აქ მოვედი და გარეთ გამოსულს დამხვდა მედიასაშაულებები, ვინ გააფრთხილა და რატომ, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები. საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია? სავარაუდოდ, ამ სისტემიდან“ – განაცხადა სახალხო დამცველმა. კითხვაზე, რა მოხდა ასეთი, რომ ამ ინფორმაციის გახმურება არ გსურდათ, მან უპასუხა: „არაფერი, კონკრეტულ პატიმრებს ჰქონდათ თხოვნა, რომ შევხვედროდი. შემდეგ კვირას არ ვარ საქართველში…

მეტი...

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი  პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს.  საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, Camille Bloch-ი უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება.  ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე, აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და „ნოუ ჰაუს“ გავრცელებას…

მეტი...

რვამეტრიანი ავტობუსები დღეიდან, დამატებით ოთხ მარშრუტზე იმოძრავებს

„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დღეიდან თბილისში მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N17 ავტობუსი – გადასასვლელი ხიდი-მუხიანის მეოთხე მიკრორაიონის მიმართულებაზე იმოძრავებს; N27 – სადგურის მოედანი-ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 – სადგურის მოედანი-ზღვის უბნის დასახლება; N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“-გლდანულა; 27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ ოთხ სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 – ვარკეთილის მეურნეობა-ისანი; N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“-სოფელი გლდანი; N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი. 40  ახალი ავტობუსი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220…

მეტი...

ჩინეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქ უხანში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

ჩინეთში გავრცელებული ვირუსის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო. დიპლომატიურმა უწყებამ ჩართო ცხელი ხაზიც. “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ.უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას. გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან. ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635″, – ნათქვამია ჩინეთში საქართველოს…

მეტი...

ე.წ. გამშვები პუნქტი 5 დღით, მხოლოდ პენსიონერებისთვის იხსნება

დე-ფაქტო რეჟიმი ე.წ. გამშვებ პუნქტს 5 დღით, მხოლოდ პენსიონერებისთვის ხსნის. სოფელ ოძისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსულ მოქალაქეებს დილიდან ელოდება. ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამ დრომდე არ არის გახსნილი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ის 2-3 საათში გაიხსნას. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეციალური საშვით გადმოსული ხანდაზმულები პენსიას წეროვანში აიღებენ. ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის 150 პენსიონერია, აქედან მხოლოდ ახალგორში 72, მაგრამ საშვის აღება ბოლო მონაცემებით მხოლოდ 30-მა შეძლო.

მეტი...

კორონავირუსის წყარო, შესაძლოა, ქვეწარმავლები და ვირთხა იყოს, რომელიც ჩინურ ბაზარში იყიდება

„გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყვნენ“- აცხადებს CNN, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით. მათი თქმით, „სწორედ გველები იყო ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“. პარალელურად, მსოფლიო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩინეთის ბაზარზე, კერძოდ  დაავადების ეპიცენტრ ვუჰანის ბაზარზე არსებული საეჭვო პროდუქციის შესახებ. “Daylmail”-ის ცნობით,  ვუჰანის ბაზარზე დღემდე აქტიურად ყიდიან საეჭვო წარმომავლობის ხორცს, მათ შორისაა, ცოცხალი მელა, ნიანგები, გიგანტური სალამანდრები, გველები, ფარშევანგები და მაჩვზღარბები. სიაში სულ 112 ცოცხალი ცხოველი და ცხოველური პროდუქტია. როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესახებ პირველად გასული…

მეტი...

სასამართლოში, ზაზა სარალიძე და თენგიზ კალანდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვაზე ხმაური იყო. დაპირისპირება თავიდან მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ. მიხეილ კალანდიას ძმის თქმით, გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია. „გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის…

მეტი...

რაში დაიხარჯება დედაქალაქის 2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი?

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ირაკლი ზარქუამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელზეც ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილი დაიხარჯება. „გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ  მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, თანხები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებზე დაიხარჯება. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ იზრდება ბიუჯეტი აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებისთვის. ასევე მუნიციპალიტეტი ახალ პროგრამას დააფინანსებს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მიმართულებით. ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. საკრებულოს…

მეტი...

ჩინეთში ნამყოფმა ადამიანებმა, სიმპტომების შემთხვევაში, ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ

„ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, „გამოიყო, ძირითადად, რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები,…

მეტი...

“სახალხო დამცველი კონიუნქტურის ტყვეობაშია, შთაბეჭდილება რჩება, რომ ის ოპოზიციის თამაშს თამაშობს” – უფლებადამცველი

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სახალხო დამცველის ანგარიშსა და იუსტიციის მინისტრის რეპლიკებს აფასებს და ამბობს, რომ, მისი შთაბეჭდილებით, ნინო ლომჯარია კონიუქტურის ტყვეობაშია. აღნიშნული შეფასება ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. “სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციხეში დახეული ჯინსებით შევა თუ შარვალ-კოსტუმით, ეს დარღვევა არ არის. რაც შეეხება ციხის კადრების შენახვას, ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას. არც ის არის დარღვევა, რომ სახლხო დამცველის წამომადგენელი 4-5 საათი დარჩეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახალხო დამცველი, ხშირად, კონიუნქტურის ტყვეობაშია”, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა: “ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით,…

მეტი...

„რაგბის კავშირმა ვაკესა და გლდანში ბავშვების კუთვნილი მიწა გაყიდა“ – პრეზიდენტობის კანდიდატი

„ვიწრო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მიწა უნდა გაყიდულიყო, ბავშვების კუთვნილი მიწა – არა მარტო მზიურში, არამედ გლდანშიც“, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით,  რაგბის კაბშირში არსებობს სხვა ფინანსური დარღვევებიც.„წელს ვალით ვიწყებთ. 25 მილიონი იყო, 17 მილიონი იყო სახელმწიფო 8 მილიონი კი სპონსორებისგან. შედეგი მითხარით, სად არის?“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა „მედიაცენტრ მთავარში“ და რაგბის კავშირის არსებულ ხელმძღვანელობა, პრობლემებთან დაკავშირებით, დებატებში გამოიწვია. „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

„უსამართლობას სამართლიანობით დავუპირისპირდები“ – ირაკლი აბუსერიძე

„დაძაბულობას არჩევნებში ქმნის უსამართლობა… უსამართლობას სამართლიანობით დავუპირისპირდები“- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უსამართლობაა თუნდაც დღევანდელი წესდება და ხმების გადანაწილება. „უსამართლობა არ არის, როდესაც 2 წლის შექმნილი გუნდი და 50 წლის შექმნილი გუნდი ერთნაირად, თანაბარი ხმებით სარგებლობენ?!“ – კითხულობს ის და აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ რაგბის კავშირის დღევანდელ ხელისუფლებას დებატებში იწვევს. აბუსერიძის თქმით, მცდარია რაგბის დღევანდელი პრეზიდენტის განცხადება, რომ მან დაპირებების 40 % შეასრულა. „40 % კი არა, 15 % არა აქვს შესრულებული, ხმები მორგებული აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ. გათვლა აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ..…

მეტი...

„სამხრეთ აფრიკელ მწვრთნელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მწვრთნელის არჩევა ე.წ. სივით არ უნდა ხდებოდეს“ – ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუნდის მწვრთნელი, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი იქნება. გოჩა სვანიძემ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაუფორმა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ რაგბსაც ჩაიბარებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის წევრი, მორაგბე, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ მწვრთნელის არჩევა ე.წ. სივით არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „არასწორია, როცა არჩევნების წინ ამას აანონსებ. მთავარი მწვრთნელის არჩევა არ არის არც გოჩასი (სვანიძე, მოქმედი პრეზიდენტი) და არც ჩემი გადასაწყვეტი. ამაზე რაგბის სამყარომ ერთიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ” – დავით ჭიჭინაძე

„ნაცები“ ჯერ არ მოსულან  ხელისუფლებაში  და პროპორციული სისტემა თავის მონაპოვრად იჩემებენ, „ოცნება“ – ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელ სურვილს ქვეყნის გადარჩენასთან აიგივებს და ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. “ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე აცხადებს, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო, ესენი კი, ხელისუფლებაში თავიანთ დარჩენას ქვეყნის გადარჩენას ეძახიან. მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“  გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს. თანაც, ის „ქართული ოცნებისგან“ არც არაფრით  განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური…

მეტი...

„ეგოიზმსა და პიროვნულზე აწყობილი კავშირი ვერ განვითარდება“ – ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტზე

„სამწუხაროა, ქართული რაგბი, დღეს, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კავშირის დღევანდელ მდგომარეობას. არსებულ პრობლემებზე ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ყველა მიმართულებით სამუშაოა. რომ ვთქვათ, რომ რაიმე კუთხით წინ წავედით და განვვითარდით -მეთქი, მაგას ვერ ვიტყვით“… – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მცდარია რაგბის დღევანდელი პრეზიდენტის განცხადება, რომ მან დაპირებების 40 % შეასრულა. „40 % კი არა, 15 % არა აქვს შესრულებული“, – აცხადებს აბუსერიძე. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, შედარებით უკეთესი  სიტუაციაა…

მეტი...

„არ უყვარს ამ ადამიანს რაგბის ბურთი და შეეშვით“ – ირაკლი აბუსერიძე კახა კალაძეზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ჭორაობა და ბინძურო თამაშია იმის თქმა, რომ კახა კალაძე მის კანდიდატურას ლობირებს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კალაძეს რაგბის ბურთი არც უყვარს. „არ უყვარს ამ ადამიანს რაგბის ბურთი და შეეშვით, გაქვთ მტკიცებულება რომ კახა კალაძე ლობირებს ჩემს კანდიდატურას? წინა არჩევნებზეც გამოვიდა გოჩა სვანიძე (კავშირის მოქმედი პრეზიდენტი) და საუბრობდა ჭორის დონეზე ვიციო. ასე ხომ არ შეიძლება. მსგავს ბინძურ თამაშს თამაშობს ეს პატივცემული (გოჩა სვანიძე), რაც უსამართლობაა“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.     შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს…

მეტი...

600-დაავადებული და 20-მდე გარდაცვლილი – „ახალი კორონა ვირუსი“ სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება

ჩინეთში, კერძოდ კი იმ კონკრეტულ ქალაქში, სადაც „ახალი კორონა ვირუსის“ სახელით ცნობილი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ქალაქ უხანში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. როგორც უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელება შემცირდება. ქალაქ უხანში დღეიდან არ მუშაობს არც ავტობუსი, არც  მეტრო და არც რკინიგზა. ამ ეტაპისთვის დადასტურებული ინფორმაციით, „ახალი კორონა ვირუსით“ დაავადებულია 600-მდე ადამიანი და გარდაიცვალა 20-მდე ადამიანი. შეგახსენებთ, რომ „ახალი კორონა ვირუსი“ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა.   

მეტი...

“ვინც ეკლესიას უპირისპირდება, ასუსტებენ იმუნიტეტს”- საპატრიარქო ეკლესიაზე შეტევასა და NDI-ს კვლევაზე

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ეკლესიის მიმართ რეიტინგის კლებას ეხება, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აფასებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება ციფრებით მანიპულაციაც იყოს. “NDI ავტორიტეტზე ბევრი საუბრობს, რომ მისი კვლევები ხშირად აცდენილი იყო რეალობას. გვაეჭვებდა ნებისმიერი კვლევა, რომელიც ეკლესიის რეიტინგს 96%-მდე მაღლა წევდა. ეს ერთგვარი ნიშანი იყო, მინიშნება პირდაპირ მიზანში რა უნდა ამოეღოთ იმისთვის, რომ მათი მიზნები დაბალანსებული ყოფილიყო”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია. დეკანოზის თქმით, ყველა შემთხვევაში, წარმოდგენილი კვლევით, მორწმუნეებისთვის არაფერი იცვლება. “ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს ჩვეულებრივი მანიპულაცია ციფრებით, მეორე მხრივ, შესაძლოა,…

მეტი...