„ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული განკვეთას ითვალისწინებს“ – დეკანოზი მღვდელმონაზონზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტის მიზეზი მისივე უსაფუძვლო განცხადებები და საპატრიარქოს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა გახდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული სასულიერო პირის განკვეთასაც კი ითვალისწინებს. „მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება, თუმცა, მისი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა. მან გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის…

მეტი...

მღვდელმსახურება შეჩერებული სასულიერო პირი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს – ინტერვიუ ანდრია სარიასთან

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საქართველოს პატრიარქმა მღვდელმსახურება შეუჩერა და სინანულისთვის დრო მისცა. როგორც სასულიერო პირი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, სინანულისთვის მიზეზს ვერ ხედავს და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. „მედიაცენტრი მთავარი:“ მამა ანდრია, საპატრიარქოს დოკუმენტს უკვე გაეცანით, აპირებთ სინანულს? მამა ანდრია სარია: დოკუმენტი ვნახე, რომ ვითომ, ცილისწამებისა და  მედიით გაკეთებული განცხადებების გამო შემიჩერეს მღვდელმსახურება, მაგრამ, პირადად რაც მომახსენეს, ეს არის მამა გიორგი მამალაძესთან მისვლა, მონახულება და ის გაკეთებული განცხადებები, რაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გავაკეთე. არადა,  როცა ციანიდის თემაზე მთელი 3 წელიწადია ვსაუბრობ. „მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ, „მედაცენტრიმთავარში“ სტუმრობისას გააკეთეთ განცხადებას,…

მეტი...

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუჩერეს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გადაწყვეტილებით,  მღვდელმონაზონ ანდრიას სარიას მღვდელმსახურება შეუჩერდა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს  ილია მეორე აწერს. „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს მიერ და ჩვენი ბრძანებით (#205) გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი: მოციქულთა 55-ე და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების 6-ე კანონების დარღვევა)“ – ვკითხულობთ პატრიარქის ხელმოწერილ დოკუმენტში. „მედიაცენტრი მთავარი“ თავად ანდრია სარიასაც ესაუბრა, რომელიც სინანულის მიზეზს ვერ ხედავს (ვრცელ…

მეტი...

საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა – ახალი კვლევა

ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ The Economist Intelligence Unit-მა 2019 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  საქართველო 165 ქვეყანას შორის, 2018 წლის მსგავსად ისევ 89-ე ადგილს იკავებს, თუმცა 0.08 ქულით  შეფასება გაუარესებულია და საქართველოს საერთო ქულა 5.42-ია. 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 5.50 იყო. საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი სომხეთს აქვს და ის 86-ე ადგილზეა. 110-ე ადგილზეა თურქეთი,  ისინი საქართველოს მსგავსად ჰიბრიდულ რეჟიმად არიან მოხსენიებული. 147-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 134-ე ადგილზე რუსეთი. ეს 2 ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია. დემოკრატიის ინდექსის პირველ ხუთეულშია ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი.…

მეტი...

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მთიან ზონებში, შესაძლოა, ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

თბილისის მერია 11 ობიექტზე მშენებლობებს დროებით აჩერებს

დედაქალაქის მერია 11 ობიექტზე მშენებლობებს დროებით აჩერებს. მათ შორის არის თბილისის, კოჯრის და შინდისის ტერიტორიები. განცხადება მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ გააკეთა. მერის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში 11 არეალი განისაზღვრა, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ობიექტები ქაოტურად არის განლაგებული, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მოსახლეობას პრობლემები ექმნება. მერია ახალ მშენებლებს ახალ პროექტს შესთავაზებს. “მთელი ქალაქის მასშტაბით 11 არეალი განისაზღვრა, სადაც შევაჩერეთ პროექტები, მშენებლობების განხორციელება. ამ 11 არეალში არის კოჯრისა და შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რომ თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური…

მეტი...

“ლატვია საქართველოს გვერდით დგას” – ლატვიის პრეზიდენტი

“ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,” – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.  მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ლატვიის პრეზიდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა ახალი, ნათელი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ განვითარდეს მომავალში თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ყურადღება დაეთმო საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას.…

მეტი...

“ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ,” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდება,” – აცხადებს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ რკინის ჯებირების აღმართვას ეხმაურება. “გუშინ, როგორც კი პარლამენტის ტერიტორიაზე დამინხეს, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს გარდაცვლილი შვილის მამა.თ შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები 31 დეკემბერს აიღო და მათ ადგილას, საბავშვო…

მეტი...

“ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება“ – სარალიძის მკვლელობის მონაწილესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში მონაწილე გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოკლულის მამას, ზაზა სარალიძეს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია. პირიქით, მამ მოზარდი დალოცა და უსურვა, ამ მძიმე ტვირთის ტარება ღმერთმა შეაძლებინოს. „მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ. მან განმარტა, რომ მეორე მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკითხების არსებითად განხილვას განაგრძობს. პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება. შეგახსენებთ,…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში, გრიპის ვირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გრიპის ვირუსის გამო, ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ე.წ. სანიტარული სამსახური აცხადებს, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში რესპირატორული დაავადებებით ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა. გასული დღეების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებას 400-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათ შორის, 300-ზე მეტი 15 წლამდე ასაკის მოზარდია.

მეტი...

ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას, მსოფლიოში ახალ ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მსოფლიოში გავრცელებულ ახალ ვირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. იქიდან გამომდინარე, რომ “ახალი კორონა ვირუსი” ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში მიფრინავს, ან უკვე საქართველოში დაბრუნდა. „ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის): მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე…

მეტი...

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია” – არჩილ თალაკვაძე

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა. “C ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია,…

მეტი...

2019 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წელს დეკადის, რიგით მეორე,  ყველაზე ცხელი წელიწადის სტატუსი მიენიჭა. გარდა დეკადის მაჩვენებლისა, გასული წელი აქამდე აღრიცხულ წლებს შორის ტემპერატურის მაჩვენებლით, ასევე რიგით მეორე ადგილს იკავებს. ტემპერატურის მონაცემები ოფიციალურად, 1880 წლიდან აღირიცხება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცხელი ხუთი წელიწადი სწორედ 2015 წლის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით აღირიცხა. ამ ხუთი წლის განმავლობაში, რეკორდულ – პირველ ადგილს 2016 წელი იკავებს. შესაბამისი მსოფლიო ორგანიზაციების განმარტებით, ეს თვალსაჩინო ნიშანია, რომ ჩვენი პლანეტა კლიმატის ცვლილებების გამო, უკიდურეს ტრანსფორმაციას განიცდის. მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების…

მეტი...

2019 წელს მანდარინის მოსავალმა 50 000 ტონას გადააჭარბა

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა,  გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთსა (140 ტ) და ყირგიზეთში (58 ტ). საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის,…

მეტი...

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე შავმა ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აუცილებელი კვლევის ჩატარებას სავალდებულოდ თვლიან. „ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. აუცილებელია, ბიოუსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდეს გამოკვლევა, რა იწვევს დელფინების მასობრივ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია, კვლევა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიოლოგიის დოქტორმა, არჩილ გუჩმანიძემ.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მაყურებლების მეშვეობით უნდა მართოს ციხე” – ანა დოლიძე

“თეა წულუკიანმა მისთვის ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა, ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემიდან, რაზეც საუბრობს თავის ანგარიშში სახალხო დამცველი,” – ამის შესახებ იურისტმა, ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონიერი ქურდების მენტალიტეტი დააბრუნა საქართველოს ციხეებში. „ის პრაქტიკა, რაც წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, ე.წ. ობშიაკის შეგროვება, საწევროს გადახდა, პატიმრებისთვის სიგარეტისა და ყავის გამორთმევა, მერე უკან დაბრუნება, პატიმრებთან ურთიერთობის დალაგება მაყურებლების მეშვეობით, არის პრაქტიკები, რომელიც საქართველოში არსებობდა საბჭოთა დროიდან. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სწორედ მაყურებლების მეშვეობით უნდა მართოს ციხე და ამ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი არის თეა წულუკიანი და ამ…

მეტი...

თბილისის მერია, აუტიზმის მქონე კიდევ 230 ბენეფიციარს დააფინანსებს

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება. „გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის,…

მეტი...

„მოლოდინია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება” – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

“საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში  უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია.  რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს რა თქმა უნდა მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით“-ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიდერლანდები გაგრძელებს საქართველოს  მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება. ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა…

მეტი...

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია, მარტიდან ჯანდაცვის ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერიიდან აცნობეს, თითოეული პაციენტისათვის 24 000 ლარი გამოიყოფა. „მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ მედიკამენტები. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან…

მეტი...

თბილისის მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია დღეს პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. კალაძემ მის მოადგილეს, სოფო ხუნწარიას 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც დაავალა. „დღეს ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი თუ არ ვცდები, გასული წლის მაისში, თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების უშუალოდ განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირიად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა – ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული, როცა სამუშაოებს დავამთავრებთ, იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“ ,- განაცხადა კახა…

მეტი...

“სამი წელია, სს პოლიტიკა მკაცრდება, სიმკაცრეს შედეგი არ მოქვს” – ადვოკატი პროკურატურაში არსებულ გამოწვევებზე

“2017 წლამდე სს პოლიტიკა უფრო მეტად იყო მომართული ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, სს პოლიტიკის გამკაცრება ხდება, რასაც შედეგი არ მოაქვს” – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცემტრ მთავარში” გააკეთა და პროკურატურის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. “2017 წლამდე არსებული სისტემა უფრო მეტად იყო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებული. დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი შეთანხმება მოხდა თუ არა, ბოლო სამი წელია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის უფრო გამკაცრება მიმდინარეობს. თუ ადრე მოსამართლეები მეტად იღებდნენ ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს, დღეს ისინი უკვე კმაყოფილდებიან იმით, რომ  სტანდარტმა დაბლა დაიწია და ერთმანეთთან შეთანხმებული ორი მტკიცებულება…

მეტი...

„რა გვქონდა და რა გვაქვს. მაშინ, პატიმარს ადამიანად არ მიიჩნევდნენ და ის იყო პირუტყვი“ – გელა ნიკოლეიშვილი

“პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარება უნდა შევაფასოთ იმით, თუ რა გვქონდა და რა გვაქვს. შევარდნაძის დროს, ციხეს კრიმინალი მართავდა, სააკშვილის დროს კი ადმინისტრაცია საშინელი მეთოდით უსწორდებოდა პატიმარს. პატიმარი იყო ტყვე, ის ადამიანი არ იყო, სასტიკად ეპყრობოდნენ“ – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთა, რომელიც ნინო ლომჯარიამ პარლამენტში წარადგინა. გელა ნიკოლეიშვილმა ე.წ. ციხის მაყურებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში,  ქურდი არც ციხეშია და არც ციხის გარეთ. „ყველაფერი შედარებითია. დღეს მოვედით იმ სისტემამდე, სადაც აშკარაა მცდელობა, სისტემა იყოს დაბალანსებული, დაცული იყოს კანონი და ადმინისტრაციასაც…

მეტი...

„სანამ შოთაძე კანდიდატურას წარადგენდა, გამარჯვების შანსი მე მქონდა “ – გრიგოლ გაგნიძე

მთავარი პროკურორობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ირაკლი შოთაძე დაასახელა და აღნიშნა, რომ შოთაძის სისტემაში დაბრუნების სურვილით მისი გამარჯვების რეალური შანსი განულდა. განცხადება კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე გრიგოლ გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ვინ როგორ გაართმევს თავს არ ვიცი, ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება ამისი თქმა. გენერალური პროკურორის სავარძლის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურა იმ მოტივით დავაყენე, რომ ამჯერად, პროკურორები არ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ამიტომ, ადვოკატებმა და კერძო სექტორში დასაქმებულმა ადვოკატებმა საჭიროდ ჩავთვალეთ მონაწილეობა და კონკურენციაში შევედით. მართალი გითხრათ, გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ რაც ირაკლი შოთაძე გამოჩნდა, გადავწყვიტე, უარი მეთქვა“ – განაცხადა ადვოკატმა…

მეტი...

„შეკრებითობის პრინციპით, ვანო მერაბიშვილი ციხეში 25 წელი უნდა მჯდარიყო“ – გელა ნიკოლეიშვილი

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, პროკურატურის სისტემა მეტ-ნაკლებად გამართულია. ადვოკატმა იმ გახმაურებულ საქმეებზეც ისაუბრა, რის გაუხსნელობასაც ყოფილ გენერალურ პროკურორის და ამჟამად მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს საყვედურობენ და აღნიშნა რომ საბოლოო სიტყვას სტრასბურგის სასამართლო იტყვის.      „დღეს წავიკითხე, ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს უმთავრდებაო სასჯელი და გამოდისო. ყოფილი ხელისუფლების კანონმდებლობითა და მიდგომებით რომ გვეხელმძღვანელა, მერაბიშვილს 25 წლიანი პატიმრობა უნდა შეფარდებოდა, ამას ითვალისწინებდა ის შეკრებითობის პრინციპი, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, დღეს კი შთანთქმის პრინციპი მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ლიბერალიზაცია მოხდა“ – ეს განცხადება ადავოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით…

მეტი...

„შოთაძისთვის ეს დიდი რისკია, შარში თავს არ გავყოფდი, ძალიან დიდ ტვირთს იკიდებს“ – გელა ნიკოლეიშვილი მთავარ პროკურორობაზე

„დასახელებულ კანდიდატებში ზოგი არასერიოზულია, ზოგი კომიკური. ამ ფონზე, შოთაძე რეალურია“ – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, პროკურორობა შოთაძისთვის თავის ტკივილია და თავად ამ შარში თავს არ გაყოფდა.   „მნიშვნელოვანი მომენტია გენერალური პროკურორის არჩევა. არჩევის ახალი მეთოდია საინტერესო. მოგეხსენებათ, ადრე დანიშვნა იყო, დღეს კი არჩევით ხდება. როგორც მოგეხსენებათ, 17 კანდიდატია და მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგი არასერიოზული, ზოგი კომიკური, ზოგი კი  ღირსეული კანდიდატია, მაგრამ, მათ შორის, აშკარაა, რომ ყველაზე რეალური ირაკლი შოთაძეა. ამ ფონზე, სავსებით რეალურია, რომ ის გახდება მთავარი პროკურორი“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ…

მეტი...

 გრიგოლ გაგნიძემ ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

მთავარი პროკურორობის მსურველმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. გაგნიძემ ამ საკითხზე განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მიიღო. „გადავწყვიტე, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა. შესაბამისი განცხადებით საპროკურორო საბჭოსაც მივმართე. ძირითადი მოტივაცია ის არის, რომ მე მხარს ვუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე. თავის დროზე, სწორედ ჩემმა ორგანიზაციამ, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ წარადგინა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად“   –  განაცხადა  გრიგოლ გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.        „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც ჩინეთიდან ვაშინგტონში 15 იანვარს დაბრუნდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კორონავირუსმა უკვე 9 ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთში. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა 430-ს აჭარბებს.  ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ. პნევმონიის გამომწვევი ვირუსი პირველად დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაშიც.  კორონავირუსის გავრცელების…

მეტი...

გრიგოლ გაგნიძე მთავარი პროკურორობისთვის არ იბრძოლებს, ის კანდიდატურას ხსნის

საქართველოს გენერალური პროკურორობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატი, გრიგოლ გაგნიძე დღეს, საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორობის მსურველი განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“ 11:00 საათზე გააკეთებს. როგორც გაგნიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აქვს საკმაოდ მყარ არგუმენტები, რის გამოც, პროკურორის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.     შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორობისთვის 17 ლანდოდატი იბრძვის. მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.  

მეტი...

საპროკურორო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება, ერთი მსურველი კი კანდიდატურას მოხსნის  

გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბება და სხდომას გამართავს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პროკურორობის 17-ვე კანდიდატის დოკუმენტაციას შეისწავლიან და შერჩევის წესსაც განიხილავენ. „საპროკურორო საბჭო, შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის შესაბამისობას “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან. ასევე, წარმოდგენილი  განკარგულების სისრულეს. სხდომაზე ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე“ – აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ , რომ საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 13:00 საათზე გაიმართება. ასევე, ერთ-ერთი კანდიდატი, დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს და…

მეტი...

დავოსის შეხვედრების შემდეგ, ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოლოდინშია

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები. საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.  მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს – ეს არის ენერგეტიკა, ეკონომიკის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. “შეხვედრები გაიმართება ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Oneweb, Coca-cola, Siemens Energy და სხვა. კერძო სექტორის ამ წარმომადგენლებს აერთიანებთ ინტერესი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელონ ინვესტიციები…

მეტი...