ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია იწყება

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავით მოხდება. სამხედრო თვითმფრინავ უხანში უკვე გაფრინდა, რომელიც თურქეთის მოქალაქეებსაც გადმოიყვანს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით დატოვონ. „უხანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლების ოჯახის წევრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საშუალება აქვთ, საევაკუაციო თვითმფრინავით იმ ქვეყნებში გაფრინდნენ“ – აცხადებენ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც უცხოური წყაროები ავრცელებენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. საუბარია აზერბაიჯანის, ალბანეთის, აშშ-ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე.

მეტი...

„რა მნიშვნელობა აქვს “კორონავირუსია” თუ ჰაინეკენი! თქვენ ხართ ქა-ჯე-ბი“ – მიმართვა ჟურნალისტებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი იმ ჟურნალისტებს მიმართავს, ვინც დღეს ინფექციურ საავადმყოფოში, „კორონავირუსის“ შემთავევების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ და მათ „ქაჯებს“ უწოდებს. „ინფექციურში ვინც იყავით ჟურნალისტები, რომლებსაც არ გეკეთათ არც ხელთათმანი არც დამცავი პირბადე, ყველა ხართ ქაჯები. თ​ქვენმა ხელმძღვანელობამ ფული მარტო იმაში კი არ უნდა გიხადოთ, რომ თხებივით მივარდეთ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რა მნიშვნელობა აქვს “კორონავირუსია” თუ ჰაინეკენი! თქვენ ხართ ქა-ჯე-ბი“ – წერს პარლამენტის წევრი. შეგახსენებთ რომ, დღეს, ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის „ბოქსში“ 3 ადამიანი რჩება, რომლებსაც გამოკვლევები უტარდებათ.   

მეტი...

2019 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2019 წელს,  გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა. განხორციელდა დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების 2 750 ინსპექტირება. როგორც მინისტრის ანგარიშში ვკითხულობთ, მასშტაბურად მიმდინარეობს პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესი, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის აკრძალული პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წელს შემოწმდა პარკების მწარმოებელი 36 ობიექტი. სულ, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი.                                                       „2019 წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (გმო) იდენტიფიცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ნიმუშში, გმო მარკერი არ დაფიქსირდა. გრძელდება საავტომობილო საწვავის…

მეტი...

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს პანიკას ნუ აჰყვებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს პანიკას ნუ აჰყვებიან, რადგან საპანიკო მიზეზი არ არსებობს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ „ბოქსში“ მოათავსეს, „ახალი კორონავირუსი“ არ უდასტურდებათ. „არასრულწლოვნებს ჰქონდათ ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება. ამის გამო, მიზანმიმართულად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი, თავის ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა “ა” ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ “კორონავირუსზე”…

მეტი...

ამ ეტაპზე, სააგენტოში, 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი ბინადრობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წის ანგარიშის წარდგენისას ველური ბუნების სააგენტო მუშაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი   კრწანისის ტყე-პარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენა და შენარჩუნებაა. „სააგენტომ 2019 წელს  მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა ფაუნის იშვიათი სახეობების აღდგენის მიმართულებით, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე  კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი. დაწყებულია გნოლის სადედე ჯგუფის შექმნა.  ასევე, სააგენტომ მდინარე რიცეულასა და შაორის ტბაში  „საქართველოს წითელი ნუსხის” ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, საერთო ჯამში, 25 000-ზე მეტი ლიფსიტა გაუშვა. დღეისათვის, ნაკადულის კალმახის  100 000-მდე ლარვაა მიღებული, აღნიშნულია 2019…

მეტი...

2019 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი – ,,Air.gov.ge“ შეიქმნა

2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი –  ,,www.air.gov.ge’’ შეიქმნა. პორტალზე, ერთ სივრცეში თავი მოიყარა სხვადასხვა სტაციონარული სადგურებიდან ავტომატური კავშირის მეშვეობით და ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებულმა ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემებმა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს პორტალთან ინტეგრირდა და საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემები უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის, პორტალის მეშვეობით ატმოსფერული…

მეტი...

ყაზბეგიდან თბილისში ჩინეთის 9 მოქალაქე ჩამოიყვანეს, ნაწილი ინფექციურში, სპეციალურ „ბოქსში“ განათავსეს

საქართველში კორონავირუსი დაფიქსირდა თუ არა, ხვალ დილით გახდება ცნობილი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს. მათ „ახალი კორონავირუსის“ ტიპიური სიმპტომებით მიმდინარე ვირუსი დაუფიქსირდათ, თუმცა, ზუსტი პასუხი ეს არის თუ არა „ახალი “კორონავირუსი“, ექიმები ამ ეტაპისთვის ვერ ამბობენ. ამ ეტაპისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ „ბოქსში“, რომელის სწორედ „კორონავურისის“ მატარებელი პაციენტებისთვის გაიხსნა, 3 ადამიანია მოთავსებული. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადება,  სავარაუდოა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს,”კორონავირუსი” არ ექნებათ. „დღეს ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა. მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა,…

მეტი...

„ხვალ რომ ტრამპმა  გააკეთოს განცხადება, რას იტყვიან „ოცნების“ ლიდერები,  ტრამპი ერთი კაცია და არა  მთელი ამერიკაო?!“

„ესენი არც პრორუსები არიან, არც პროამერიკელები, არც პრო-ევროპელები. ესენი ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“, ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.  „დღეს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გადარჩენას და ყველა  იმის მიხედვით აკეთებს განცხადებას,  რომ პირველ რიგში სწორედ  მისი მატერიალური მდგომარეობა არ დაზიანდეს. რადგან არავისთვის უცხო არ არის,  რომ  ივანიშვილის საკმაოდ დიდი ფინანსური აქტივები სწორედ რუსეთში აქვს და მის უახლოესი გარემოცვა დღესაც რუსულ ფინანსურ წრეებთან კონტაქტობს აქტიურად.   ეს კი ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“ – აცხადებს…

მეტი...

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება“  – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო. „ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძირითად  პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ორი ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადგური დაემატა  და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით უკვე 8 ერთეული ავტომატური სადგური ფუნქციონირებს.  რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავზარდოთ  ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე  დაკვირვების არეალი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალი მობილური ავტომატური სადგურის შეძენა დასავლეთ საქართველოსთვის, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჰაერის…

მეტი...

“ინიციატივა, ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ძალიან წარმატებულად განვითარდა” – გიორგი გახარია

“ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი  ახალი სამუშაო ადგილებია. „დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის…

მეტი...

„რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და ამას არ აქვს არანაირი გამართლება“ – გიორგი გახარია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ლევან იზორიას ძმის დაკავებას და შემდეგ განვითარებულ  მოვლენებზე შეფასებას აკეთებ და ფაქტს ამაზრზენს უწოდებს.  „მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება , – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული უკიდურესად მიუღებელია. „იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და…

მეტი...

„ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და პოზიციების დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა“ – გიორგი გახარია

მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება-მეთქი და დღეს ეს დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სენატორების წერილებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არასოდეს შეშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად იყო, მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაეცა. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას. სხვადასხვა წერილები იყო სხვადასხვა აქცენტებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში…

მეტი...

“ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ, ეფექტური ნაბიჯები გადადგა” – გიორგი გახარია

“ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის განკარგულებაზე, რომლის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა. „ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი…

მეტი...

წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  45 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე გაიზარდა – მინისტრის ანგარიში

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას. უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  45 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 130 ათას ჰა-მდე (2019 წ.), ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14 ათასი ჰა-დან (2012 წ.) 39,5 ათას ჰექტარამდე გაიზარდა. როგორც სამინისტროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, სარეაბილიტაციო პროგრამით კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 31 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 58 კმ საირიგაციო და…

მეტი...

პროექტის: „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე მრავალწლოვანი ბაღი 8400 -ზე მეტ ჰექტარზე გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შეჯამების დროს მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ხალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 2020 და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით.  ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და…

მეტი...

„მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა“ – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები სახეზეა, რომელიც ადასტურებს, რომ მეღვინეობის ინდუსტრიის მნიშვნელოვნად გაძლიერდა.   „გასული წელი იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელება იყო,  რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ბოლო წლებში გვაქვს. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. გაზრდილია ღვინის ექსპორტი და საექსპორტო ბაზრების არეალი, საწარმოების რაოდენობა და ყურძნის მოსავალი. გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“, – აღნიშნა მინისტრმა…

მეტი...

თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთიდან 7 ქართველს წამოიყვანს

თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, საქართველოს შვიდ, ასევე აზერბაიჯანის შვიდ და ალბანეთის ერთ მოქალაქეს თურქეთში თურქეთის თვითმფრინავი ჩაიყვანს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს. თვითმფრინავი უკვე ქალაქ უხანშია და მზადაა მგზავრთა წამოსაყვანად. თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, მგზავრებს სპეციალურ ტანსაცმელს დაურიგებენ და ისინი თურქეთის ტერიტორიაზე, 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან. „ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ დროისთვის არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ამასთან, პირველი სამედიცინო ჩარევა ჩვენი გუნდების მიერ განხორციელდება უხანის აეროპორტში. თვითმფრინავში გვეყოლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი. ყველას, მფრინავიდან დაწყებული, სამედიცინო გუნდის წევრებს და ჩვენს მოქალაქეებს, ეცმევა სპეციალური ეკიპირება“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფარჰეთინ კოჩამ.

მეტი...

„სამწუხაროდ, ჩემი შვილი შეეწირა ამ თამაშს. არ უნდა გავჩერდეთ“ – „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლის დედა

„2017 წელს, სამწუხაროდ, ჩემი შვილი შეეწირა ამ თამაშს. არ უნდა გავჩერდეთ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბოლო დროს, ბევრი თვითმკვლელობა არ ყოფილა, რომელიც უკავშირდება ამ თამაშს. არ უნდა მოვდუნდეთ. გამოსავალი რეალურია. ყველა მოზარდს შეუძლია, თამაშიდან გამოსვლით მოაგვაროს ეს საკითხი და გადაირჩინონ სიცოცხლე. ეს გზავნილი კარგადაა ფილმში გადმოცემული“ – ეს განცხადება ე.წ. მკვლელი თამაშის ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ, ნანა ბერძენიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. შვილმკვდარი დედა სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც „ლურჯ ვეშაპზე“ ფილმი გადაიღო, რომელიც პრევენციას და პრობლემიდან ტავის დაღწევას ეხება. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს და მთელ ჯგუფს,…

მეტი...

კორონავირუსით დაავადებული 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა

29 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.  ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ხოლო ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრები მიმდინარეობს.

მეტი...

რუსეთი ჩინეთთან საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. საზღვრის ჩაკეტვის მთავარ მიზანს კორონავირუსის პრევენცია წარმოადგენს.

მეტი...

მეუფე პეტრე ეკლესიიდან განკვეთას არ გამორიცხავს (ვიდეო)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უმკაცრეს სასჯელს – ეკლესიიდან განკვეთან არ გამორიცხავს. როგორც მეუფემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც ის ამბობს, სიმართლის ქადაგებაა და არა ჭორაობა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ყველაფრისთვის მზადაა.    „მედიაცენტრიმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება.

მეტი...

“ბოროტი ქსელი, რომელიც თინეიჯერებს სიცოცხლეს ართმევს” – ფილმ “ლურჯ ვეშაპში” დედის როლის შემსრულებელი

“ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემას თინეიჯერის თვალით. მხოლოდ მშობელი ამას ვერასდროს მოახერხებს, სამწუხაროდ”, – აცხადებს ფილმ “ლურჯი ვეშაპში” დედის როლის შემსრულებელი, მსახიობი სალომე კოკუაშვილი.  მსახიობმა “მედიაცენტრ მთავარში” თავის პერსონაჟზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმის გზავნილია მშობლებმა და შვილებმა იცოდნენ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. “როდესაც ლევან გაბიძემ დამირეკა და სცენარი გამომიგზავნა, გულწრფელად ვიტყვი, შიშით ვკითხულობდი. მიუხედავად იმისა, რომ მე შვილი არ მყავს, როდესაც ეს ამბები მესმოდა, ვფიქრობდი, რაღაც ხუმრობა იყო. არ მჯეროდა, რომ მართლა არსებობს ასეთი “ბოროტი ქსელი”, რომელიც “თინეიჯერებს” აიძულებს აკეთონ ისეთი რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში მათ სიცოცხლეს ართმევს.…

მეტი...

„ჯერ უნდა იყო კაცი და მერე მღვდელი, არავის ეშინოდეს“ – მეუფე პეტრე სასულიერო პირის დასჯაზე (ვიდეო სრულად)

„არავის უნდა ეშინოდეს. არც მაღალ იერარქს და არც დაბალს. თუ ვინმე მღვდლობის გამოა მოსული ეკლესიაში, ვაი მას. ჯერ უნდა იყო კაცი და მერე მღვდელი. მრევლს მოვუწოდებ, ასეთ ადამიანებს სულს ნუ ანდობენ“ – მეუფე პეტრე კიდევ ერთი სასულიერო პირის შესაძლო დასჯაზე.   „მედიაცენტრიმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება.

მეტი...

მამა გიორგის მიმართ არსებული ბრალდებები აღსარების გათქმასა და სექსუალურ შევიწროებაზე (ვიდეო)

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ მამა გიორგი მამალაძის მიმართ არსებულ ბრალდებებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მამა გიორგისგან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. საუბარია იმ პერიოდზე, როცა მამა გიორგი უკრაინაში მოღვაწეობდა. არსებული ინფორმაციით, მან აღსარების საიდუმლო გათქვა და გარდა აღნიშნულისა, მამა გიორგის ასევე ადანაშაულებენ ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროებაში. როგორც მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მან მამა გიორგისგან ყველა არსებულ კითხვაზე პასუხები მოისმინა და ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთსულოვნად, მამა გიორგისთან შეხვედრა მოვითხოვოთ.   „მედიაცენტრიმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება.

მეტი...

„პირველი, ვინც მამა გიორგის ქმედება დაგმო, სწორედ მე ვიყავი“ – მეუფე პეტრე (ვიდეო)

„წმინდა სინოდის სხდომის წინ, მას შემდეგ რაც გავრცელებული ვიდეო ვნახე, მამა გიორგის ერთ-ერთი შემფასებელი მე ვიყავი და პატრიარქსაც ვუთხარი: ეს არის სახე, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი. პატრიარქს ვკითხე, თქვენს გარემოცვაში რატომ არიან მსგავსი ადამიანები? პირველი, ვინც მამა გიორგის ქმედება დაგმო, სწორედ მე ვიყავი“ –  ეს განცხადება ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა რომ სასულიერო პირი ისე არ უნდა იქცეოდეს და იმ ლექსიკით არ უნდა საუბრობდეს, რასაც მამა გიორგი მამალაძე ამბობდა.      „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება. 

მეტი...

„ლურჯი ვეშაპი“ – „მკვლელ თამაშთან“ დაკავშირებით ლევან გაბაძემ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

ქართული და არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოება, მალე, ე.წ. მკვლელ თამაშთან დაკავშირებით ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან გაბაძის მხატვრულ ფილმს იხილავს. „ლურჯი ვეშაპი“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე. რეჟისორმა, ერთ-ერთ მსახიობთან და შვილმკვდარ დედასთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ფილმზე ისაუბრა. „იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, კარგად მუშაობს ამ თემაზე საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა, ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციოს გამოშვებებს. ამიტომ, ვეცადეთ, რამე განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყვნენ და ენახათ. ფილმი სულ 15 წუთიანია და შექმნილია…

მეტი...

„მაცხოვარი ამბობს: დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ჩვენ ვაკაკუნებთ“ – მეუფე პეტრე რეგიონებში მოგზაურობას იწყებს (ვიდეო)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. „ვაპირებთ რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომ ავუხსნათ, რეალურად რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკლესია. მაცხოვარი ამბობს: დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ჩვენ ვაკაკუნებთ“- ეს განცხადება მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა, სადაც მამა ანდრიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.   სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩანაწერი. „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

„დავიწყოთ მხილება, დავიწყოთ ჩემგან“ – მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებას ითხოვს (ვიდეო)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს დს საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებას ითხოვს. როგოც მეუფემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის, არის, მხილება სწორედ მისგან დაიწყოს. „მდგომარეობა საგანგაშოა. უნდა ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. მსგავსი დამოკიდებულება, რაც დღეს ხდება, აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა უნდა ვაიძულოთ, დავუბრუნდეთ სჯულის კანონს და ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. დავიწყოთ მხილება და დავიწყოთ ჩემგან“ – განაცხადა მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავარში.“     „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

ძალიან მაღალი და მაღალი – ასეთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება ვირუსის გავრცელებაზე

ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნების კატეგორიიდან შეფასება „დაბალი“ საერთოდ ამოიღო და „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, ქვეყნებს ორ კატეგორიად ყოფს –  „ძალიან მაღალი“ და „მაღალი“. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოიპოვა ინფორმაცია, ჩინეთი, „ხალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ ისევ ძალიან მაღალი რისკის ზონად რჩევა, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გლობალური მაჩვენებელი მაღალია.       ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუკასაც ავრცელებს, სადაც წითლად  ჩანს, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყნების რაოდენობა გაზრდილია.    „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.    

მეტი...

მსოფლიოში „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევები მატულობს – როგორია ჯანმო-ს ოფიციალური მონაცემები?!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევები მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, გლობალურად დადასტურებულია 6065 შემთხვევა. რაც შეეხება ქვეყნებს, ჩინეთში 5997 დადასტურებული შემთხვევა; 9239 – საეჭვო შემთხვევა; 1239 მძიმე შემთხვევა; 132  გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს 15 ქვეყანაში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების  68 შემთხვევა დადასტურდა. ეს გახლავთ ხალი მონაცემები, რომელიც „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოიპოვა.    „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.    

მეტი...

უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათები?! – მედიცინის დოქტორი „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

ჩინეთში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებისა და ადამიანთა გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად დადგა საკითხი, რამდენად უსაფრთხოა ჩინეთიდან გამოგზავნილი კერძო ამანათები. იმ ფონზე, როცა საქართველომ ჩინეთთან ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეწყვიტა, ეს თემა მეტად აქტიური გახდა, საქართველოს მოქალაქეები თავს იკავებენ, ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათები გამოიტანონ. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრი მთავარი“ პედიატრს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ თამარ ობგაიძეს ესაუბრა.  როგორც მან გვითხრა, ჩინური ფოსტა ორგზის დეზინფექციის პირობასაც იძლევა. „ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათების თემა, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ,  მთელ. ზოგადად, ვირუსები, მშრალ გარემოში დიდხანს დამოუკიდებლად ვერ ძლებენ. ისინი გაცილებით ახანგრძლივებენ თავის სიცოცხლისუნარიანობას სველ და ნესტიან გარემოში. სავარაუდოდ,…

მეტი...