„კორონა ვირუსის“ საპრევენციოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა

„ახალი კორონა ვირუსის“ პრევენციაში ყველა სახელმწიფო უწყება თანაბრად ერთვება. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია იქნება. უწყების ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში ყველა უწყების წარმომადგენელი ჩაერთვება.   „უწყებები აქტიურად ვმუშაობთ პასუხისმგებლობების გადასანაწილებლად. დრეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ახალი რეკომენდაციების განვიხილეთ. ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად შემოწმდებიან. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, ყველს  ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, მას ექნება საშუალება, რომ საწყისი შემოწმება…

მეტი...

რეკომენდაციები, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები აეროპორტში იღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, რაც მოიცავს კორონავირუსის სიმპტომების შეფასებას. „პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუკლეტი შედგენილია სამ – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. გთავაზობთ ინფორმაციას,…

მეტი...

“წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას” – დიმიტრი ხუნდაძე

“წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას”, – ამის შესახებ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის წერილები პარტნიორულ ურთიერთობებში კომუნიკაციის საუკეთესო ფორმა არ არის. „რაც შეეხება კონგრესმენების ერთი ჯგუფის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია, ვფიქრობ, პარტნიორულ ურთიერთობაში ეს კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არ არის.  ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა აშშ-ის, მითუმეტეს, როცა ჩამონათვალში არიან ის კონგრესმენები, რომლებიც აქტიურობდნენ ჯერ კიდევ 2017 წელს კომერციულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა „ფრონტერასა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის“. ეს დავა არის…

მეტი...

“ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს” – მორიგი კრიტიკული წერილი ვაშინგტონიდან

ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მოვიდა. საქართველოს ხელისუფლებას ღიად უკვე ექვსი კონგრესმენი საყვედურობს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა პიტ ოლსონმა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილიც გააზიარა და თქვა, რომ ეთანხმება კოლეგების კრიტიკას. “ვეთანხმები ჩემს კოლეგა ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და ანტაგონიზმში აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რომლებიც დაეხმარებოდა ორივე ქვეყანას. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რესპუბლიკელმა, ბრაიან ბაბინმა  ვრცელი წერილი მისწერა. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. “როგორც კონგრესის წევრს, მსურს, შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს…

მეტი...

ჩინეთში, ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

 ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ. მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება. მგზავრებს კი, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ. კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთი 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56 მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს. ახალი კორონავირუსის გავრცელება ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში

მეტი...

“უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ” – ჩინეთში საქართველოს ელჩი

ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საელჩო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა. მისი თქმით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „საელჩოს 24 საათიან რეჟიმში აქვს კონტაქტი ჩვენს თანამემამულეებთან, როგორც ქალაქ უხანში, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ უხანში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. მათთან დღეს პირადად მქონდა საუბარი. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და მედიკამენტებიც საჭიროების შემთხვევაში. ამ ქალაქში დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ყოფნა მოუწევთ“, – აღნიშნა ელჩმა. ელჩი განმარტავს, რომ უშუალოდ უხანში უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით უპრეცედენტო ზომები…

მეტი...

აშშ, საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი. განათლების სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და…

მეტი...

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 500-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, კიდევ ათობით შენობა დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 550 ადამიანი, მათგან 11 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. კრიზისების მართვის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობების ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება 30 მოქალაქის სამძებრო ოპერაცია. მათივე თქმით, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც მოჰყვა 97 განმეორებითი ბიძგი. სტიქიური ზონაში მუშაობენ მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მეტი...

საფრანგეთსა და ავსტრალიაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაავადების ერთი შემთხვევა პარიზში დაფიქსირდა, მეორე კი – ბორდოში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაშიც. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიაში ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან 19 იანვარს ჩავიდა. როგორც ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ის იზოლირებულია და მკურნალობის კურსს გადის. ამის პარალელურად, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მედიკოსები ახალ ვირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს ამოწმებენ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსით მათი დაინფიცირება არ დასტურდება. ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების…

მეტი...