“საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ლავროვს დახვდება პროტესტი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი განცხადებით, თუ ლავროვი ქვეყანაში ჩამოვა, დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები.   „სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაც ტრადიციულად თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება თავმჯდომარე ქვეყნების მიერ, ის ღონისძიებები ჩავატაროთ საქართველოში, მათ შორის არის მინისტერიალი. ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი…

მეტი...

ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 14:00 საათიდან რამდენიმე საათით შეიზღუდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ხვალ, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ალილო, რის გამოც თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე. ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

მეტი...

“გიორგი მამალაძემ შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს” – ნიკა გვარამია

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს. “ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!” – ტრამპი

“ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერზე”, მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს. ამასთან, დონალდ ტრამპი მზად არის კვლავაც აწარმოოს მოლაპარაკებები ირანის ხელისუფლებასთან ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა კელიენ კონუეიმ განაცხადა, რომ ირანს თუკი სურს მოიქცეს, როგორც ნორმალური ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

მეტი...

ვინ შეიყვანა ოპოზიციამ ე.წ. შავ სიაში, ცნობილია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი). ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად, სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი…

მეტი...

“ბორჯომი-ლიკანის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს – რა დაპირება მისცა მენეჯერმა?

დღეს, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ 50-მდე თანამშრომელი გაიფიცა და სტუმრების მომსახურებაზე უარი განაცხადა. ისინი შრომის პირობებს აპროტესტებდნენ და სასტუმროს მენეჯერის, კობა აბულაძის გადადგომას ითხოვდნენ. „გაუსაძლისი მდგომარეობაა. ერთ კაცს უწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენსაც 20 თანამშრომელი უნდა აკეთებდეს. ვითხოვთ, ადამიანურ მოპყრობას და სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას. არსებულმა გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავიფიცეთ ყველა – დამლაგებლებით დაწყებული – დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული და უარი ვთქვით სტუმრების მომსახურებაზე“, – განაცხადა „ბორჯომი ლიკანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მოგვიანებით, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის, დახურულ კარს მიღმა, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროს მენეჯერი კობა აბულაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა…

მეტი...

თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქცია გაიმართა

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისში, ირანის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. ირანის მოქალაქეებმა საელჩოსთან სიმბოლურად გვირგვინი მიიტანეს. როგორც საქართველოში ირანის საელჩოს თავდაცვის ატაშემ განაცხადა, ყასემ სოლეიმანი ტერორიზმთან ბრძოლის სიმბოლო იყო და ამიტომაც მოხდა მისი ლიკვიდაცია. “სოლეიმანი არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო პირი, ის იყო ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას არა მარტო ირანი, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მას ჰქონდა გამორჩეული როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოახდინა ამერიკამ მისი ლიკვიდაცია, ეს მომდინარეობს იქიდან, რომ გენერალი უპირისპირდებოდა იმ ტერორისტულ მოძრაობას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მხარდამჭერი…

მეტი...

“წუხილს გამოვთქვამ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო” – ომბუდსმენი დეკანოზის შეწყალებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში გამოკვეთილი სამართლებრივი ხარვეზები შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოცემული საქმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მიანიშნებდნენ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რა ვერსიაც გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს არ განხილულა. როგორც გამოძიების, ისე…

მეტი...

“გუდაურში 5 დღე რომ წყალი არ ყოფილიყო, გავიქცეოდი და ზუსტად 1 საათში ყველაფერს გავაკეთებდი” – სააკაშვილი

“გუდაურში 5 დღეა, წყალი არაა და ესენი მცხეთაში ქეიფობენ, ბაკურიანშიც წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, სადაც მან საქართველოს კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ანალოგიურ სიტუაციაში ის იქ მთავრობას წაიყვანდა და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდა.  „გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებინებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის.…

მეტი...

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა” – EMC დეკანოზის შეწყალებაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის დასაბუთება, რომელიც პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არარელევანტურია და აცდენილია თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს. “დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისი ოჯახი და სასულიერო პირების ნაწილი, სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ციხეში სასჯელის მოხდის სირთულის და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ფუნდამენტური ხარვეზების გამო ითხოვდნენ. სასულიერო პირი უკვე რამდენიმე თვეა პარალიზებულია და სათანადო გადაადგილების შესაძლებლობა წართმეული აქვს. ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტი ციხის პირობებში მისი მკურნალობის…

მეტი...

თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, შობის ღამეს თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. “მეტრო მგზავრებს 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!”, – ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

პრემიერი მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელსაც პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი უწყებები დგამენ. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10 პროცენტს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგად წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა…

მეტი...

ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ.  ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტის მისაღებად აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა. ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს. “5 საკვანძო საკითხია – ვაქცინაცია, ხშირად ხელების დაბანა, სველად დალაგება, ავადმყოფთან ნაკლებად ყოფნა, თუ სიცხე აქვს, სამსახურში, ბაღში თუ სკოლაში არწასვლა და ა.შ. ეს ძალაშია. წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით…

მეტი...

“საპატრიარქოს ჯგუფი თავის სიცრუეში აიხლართა, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ამ საღამოს ვნახავთ წირვაზე დიდი სანთლით” – მღვდელმონაზონი

მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს, რომლითაც დეკანოზი მამა გიორგი მამალაძის შეწყალების გარეშე დატოვების საკითხს ეხმაურება. მღვდელმონაზონი მიიჩნებს, რომ დეკანოზის საპატიმროში დარჩენის საკითხში, აქტიურად იყო ჩართული მეუფე იაკობი. მისი თქმით, საპატრიარქო, რომ იმედგაცრუებული იყოს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაგმობდა. “მამა გიორგის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ შეიწყალებდნენ უდანაშაულოდ მსჯავრდებულს, მაგრამ საშობაო იმედები გაუცრუვდა ოჯახს. უფლის შობა ყველას გვახარებს, მაგრამ მამალაძეების ოჯახისთვის ტკივილთან და ძმართან იქნება გაზავებული. საპტრიარქოს მხრიდან შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ დეკანოზი ,,მოინანიებს” შეკერილ დანაშაულს. საპატრიარქომ ჯერ ვერ მიიღო ის საკვები, რომლითაც გულს დაიჯერებდა. აცდენილი არიან ქრისტიანულ საფუძვლებს. ამ…

მეტი...

საპატრირქომ პრეზიდენტთან გაგზავნილი შეწყალების წერილი გაასაჯაროვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჟურნალისტებს სინოდის წერილი გააცნო, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით. დეკანოზის განცხადებით, წერილი, რომელიც დაიწერა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ლეგიტიმაციისაა. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, – ნათქვამია წერილში, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა. მისი თქმით, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 8 ნოემბერს გაეგზავნა.

მეტი...

მეექვსე სართულიდან ბიჭი გადმოვარდა, სხეულის 65% დამსხვრეული აქვს – მეგობრები დახმარებას ითხოვენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი საბა ბუიძე მეგობრის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და წერს, რომ მას სისხლის დონორები სჭირდება. საბა ბუაძის თქმით, მისი მეგობარი ექვს სართულიანი შენობიდან გადმოვარდა და სხეულის 65% დამსხვრეული აქვს. საბა ბუაძე განმარტავს, რომ სისხლის გაღება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც 12 თვის განმავლობაში ვირუსი არ გადაუტანიათ, არ აქვთ ტატუ და 55 კილოზე მეტნი არიან. “ხალხნო ძალიან ცუდ სიტუაციში ვართ . ჩემი ბავშვობის მეგობარი გადმოვარდა 6 სართულიდან და სხეულის 65% აქვს დამსხვრეული. აქვს სისხლდენა და ვერანაირად ვერ ვშოულობთ დონორებს რომლებიც პირველი უარყოფითი სისსხლის ჯგუფის მატარებლები არიან . ძალიან გთხოვთ და…

მეტი...

“სიცრუეა, თითქოს წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან” – ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უარყოფს ფაქტს, რომ ბაკურიანში წყალი არაა და დამსვენებლები გარბიან. ილია ბეგიაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაკურიანში იმყოფება. მისი თქმით, აბონენტების 90% წყალი 24 საათის რეჟიმში მიეწოდება. ” სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან, არის სიცრუე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტების 90% სრულად მარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში, პრობლემურია დაახლოებით 10%, სადაც აბონენტების ნაწილი წყალს გრაფიკით იღებს, ნაწილს კი წყალმზიდებით ვამარაგებთ. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და…

მეტი...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა დეკანოზის გათავისუფლება” – საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება სასურველი იქნებოდა. როგორც ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განმარტა, დეკაოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პირების მიერ ხშირად ხდება სპეკულაციის მიზეზი. “ეკლესიას მოგეხსენებათ, რომ დღეს სრულიად სხვა სამზადისი აქვს, თუმცა რადგანაც საზოგადოების დიდი ინტერესია, გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს შეწყალების თაობაზე გამოვეხმაუროთ. უპირველესად უნდა ავღნიშნოთ, რომ თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების ეკლესიის მიმართ, ეკლესიის შუამდგომლობის გადაწყვეტილებამ მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მთავარმა ორგანომ – სინდოდმა და სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი…

მეტი...

“დეკანოზის შეწყალების გარეშე დატოვება, პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსჯავდრებული დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივი იყო. მისივე თქმით, შეწყალება მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივა ვერ იქნება. “დეკანოზის შეწყალების გარეშე დატოვება, ნამდვილად არის პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივი თვალსაზრისით ისეთი მასშტაბის, როგორიც ეს იყო წინა შემთხვევებში,” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის…

მეტი...

“საკანი არ არის მამა გიორგის დუმილის გარანტია” – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, პრეზიდენტის მიერ, დეკანოზის შეწყალების გარეშე დატოვების საკითხს ეხმაურება. მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ დეკანოზის საპატიმროში დატოვება, საპატრიარქოს დაკვეთაა. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საპატრიარქოს. “ნურავინ იფიქრებს, რომ ეს, პირადად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაა. ეს არის დაკვეთა საპატრიარქოს მხრიდან, რომ არ შეიწყალონ გიორგი მამალაძე. რადგან, ვისთანაც მე მქონდა ღია შეხვედრები თუ საუბრები, ყველა გაურბოდა ამ საქმეს და ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებდა. ისინი ამბობდნენ, რომ მამა გიორგი არ არის შესაწყალებელი და ის არის დამნაშავე. რა თქმა უნდა, დეკანოზის გარეთ გამოსვლა, შესაძლოა მათთვის დიდი საფრთხეა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ის, რომ მას,…

მეტი...

ირანის სამხედრო ლიდერის ქალიშვილი აშშ-ს და ისრაელს „ბნელ დღეს“ ჰპირდება

ირანის სამხედრო ლიდერის, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელის  ყასემ სოლეიმანის  მოკვლის გამო ირანი შურისძიებით იმუქრება. სამხედრო ლიდერის ქალიშვილი ამერიკას უთვლის, რომ მას სიკვდილი ემუქრება.    სოლეიმანის ქალიშვილმა ზეინაბმა განცხადება დღეს გააკეთა და ტრამპსა და ისრაელს დაემუქრა. „შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ“, – ასეთია ზეინაბის გზავნილი. ირანის დედაქალაქში გლოვაა გამოცხადებული. გამოფენილია მოკლული სამხედრო ლიდერის ფოტოები და წარწერები: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. შეგახსენებთ, აშშ-ს მხრიდან ბაღდადის აეროპორტის მიმდებარედ მიტანილ საჰაერო დარტყმას ირანის სამხედრო ლიდერი შეეწირა.

მეტი...

მზადება ალილოსთვის – შეგროვებული ტკბილეული ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდება

ათასობით მართლმადიდებელი ალილოსთვის ემზადება. საუკუნეების ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. ალილოს მსვლელობა 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ქვეყნის მთავარ ქუჩებზე გაიმართება. თბილისში შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების საკათედრო ტაძარში მოიყრის თავს, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ალილოს ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში პირველი საუკუნეებიდან არსებობს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ის მივიწყებული იყო. “ეს დიდებული ტრადიცია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2000 წელს აღდგა და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება მერიის თანადგომით. მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ყველა სიხარულით ელოდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. შემოწირულობა დახარისხდება და დაურიგდება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს,” – განაცხადა ალილოს…

მეტი...

„რატომ ფიქრობს კერძო კლინიკა, რომ მის მოგებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი“ – სალომე ლოლუა 520-ე დადგენილებაზე

„520-ე დადგენილების ერთადერთ ნაკლს იმაში ვხედავ, რომ გათანაბრებული ტარიფები სრულიად მოულოდნელი იყო საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის, პირველ რიგში კი კლინიკებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მოსამზადებელი ეტაპი უნდა ჩაეტარებინა და წინასწარი ინფორმაციული ფონი შეექმნა დადგენილების მიღებამდე. ამ შემთხვევაში, ასე მტკივნეულად აღარ მოხდებოდა მისი აღქმა“ – განაცხადა „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზე ბიზნესის აწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული, კერძო კლინიკებს, მეტი მოგების მისაღებად, მათ მიერვე მიწოდებული ტარიფები დაუფაროს. სალომე ლოლუამ იმ კონკრეტულ პრობლემაზეც ისაუბრა, რამაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩიხში შეიყვანა.      „აბსოლუტურად ვეთანხმები…

მეტი...

“ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძის საქმეზე” – პრეზიდენტი

რეზიდენტმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დეკანოზის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურება. “რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს. აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას გულისხმობს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად…

მეტი...

პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან ყველა დატოვებს საპატიმროს, თუ ნაწილს სასჯელი შეუმსუბუქდა. ამასთან, შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. გასული წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

მეტი...

„საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე მედიცინა ბიზნესად იქცა, პროგრამა კი ჩიხში შევიდა“ – ბიუჯეტში 360 მილიონიანი დეფიციტია

„სრულიად ვეთანხმებით ჯანდაცვის სამინისტროს იმაში, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად უნდა დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. დიახ, მოქალაქემდე და არა კლინიკების მფლობელების ექსკლუზივ-ჯიპებამდე, სასახლეებამდე“ – ეს განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ლოლუამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და სამინისტროს 520-ე დადგენილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფსკერი არ აღმოაჩნდა, რომელმაც ბიუჯეტს დეფიციტი შეუქმნა. „არაგამჭვირვალობამ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის უფასო პროგრამა ჩიხამდე მიიყვანა და სამინისტრო იძულებული გახდა, რომ სასწრაფოდ დაეწესებინა რეგულაციები ფასებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამა უბრალოდ არსებობას შეწყვეტს. თავად განსაჯეთ, ციფრებს მოგიყვანთ. ყოველწლიურად, მილიონობით ლარი…

მეტი...

“ვეძებ დახმარების გზებს, თუ როგორ ჩავერთო პროცესში” – ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძარზე

ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს.  როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად შექმნილ ვითარებაში დახმარების გზებს ეძებს. შეგახსენებთ, ბერამ რამდენიმე თვის წინ, მილიონზე მეტი ამაზონის ტყის აღსადგენად გადარიცხა. “მე ვლოცულობ ავსტრალიისთვის. ამჟამად ვეძებ დახმარების გზებს, თუ როგორ ჩავერთო პროცესში. ავსტრალიის ხანძრისას 12 მილიონამდე ჰექტარი დაიწვა, რაც მეტია კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძრების შედეგად დამწვარ ტერიტორიებზე,” – წერს ბერა ივანიშვილი. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარს რამდენიმე თვეა ებრძვიან. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია და დამატებითი სამხედრო ძალა. ავსტრალიის ხანძრებს ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ათეული ადამიანი…

მეტი...

პატრიარქის ბრძანებით, იღუმენია თამარს ზიარება აეკრძალა

საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიამ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება აუკრძალა. როგორც იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ბრძანებულებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აწერს ხელს. „ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის მარგალიტ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?!…

მეტი...

“რეგულაციების არარსებობამ მიგვიყვანე იქამდე, რომ მივიღეთ საშიში გარემო ყველა სახლში” – ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, თბილისის საშიში უბნები დაასახელა, სადაც კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გაყვანილობებია. ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონები, ამ მხრივ მთავარ პრობლემურ უბნებად რჩება. მისივე შეფასებით, კერძო დასახლების ეზოებში, კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარებია, რომლის დახურულ სივრცეში არსებობა სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით, ამ საცხოვრებელ შენობებში წლებია სავენტილაციო და საკვამლე არხები არ გაწმენდილა. “პრობლემური უბნებია ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ასევე ჩუღურეთის რაიონებში. ეს უბნები ძირითადად იტალიური შენობებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსაკუთრებით საშიში დანადგარებია დამონტაჟებული. ამ უბნებში, ქსელის იმგვარი მოწყობაა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია ან უკვე ექსპლუატაციიდანაა გამოსული და 50 წელია არ განუახლებიათ. ამ…

მეტი...