თურქეთში 4.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ სტამბულში 4.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო.

მეტი...

რაულ ხაჯიმბა მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი

რაულ ხაჯიმბა მზადაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი. „კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში კვლავ ხაჯიმბა შეასრულებს. ხაჯიმბას გადადგომა, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ითხოვენ, ქვეყანაში პრობლემებს ვერ გადაჭრის. აუცილებლია კომპრომისი“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა. ვიტალი გაბნიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულია რუსეთიც. 10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

“გაიცანით ქალაქი, სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ” – CNN თბილისზე წერს

CNN-მა თბილისური შობა-ახალი წლის შესახებ სტატია მოამზადა. სარეკლამო მასალაში, რომელიც ახალი წლის აღნიშვნის ქართულ ტრადიციებს ეხება, ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისა და ისტორიული ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობისკენ მოუწოდებენ. „საქართველოში მართლმადიდებლური ტრადიციის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული დიდხანს გრძელდება და ამიტომ ეს ქვეყანა იდეალური ადგილია დღესასწაულის გასაგრძელებლად. თუ არ ხართ მზად, დაემშვიდობოთ საშობაო განწყობას, ჯადოსნურ ბრწყინვალებას, ქუჩის გემრიელ საკვებსა და სადღესასწაულო ხმაურს, თბილისი თქვენთვის იდეალური ადგილი იქნება. თბილისში მკვეთრად ევროპული გარემოა და ეს შესანიშნავი ამბავია ადამიანებისთვის, ვისაც სურს იანვრის შუა რიცხვებამდე იზეიმოს. ამისთვის შესანიშნავი ადგილი ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნებია, სადაც საშობაო ბაზრობებია მოწყობილი. მთელი ქალაქი…

მეტი...

ძალადობაში ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაუშვებენ.   „სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურს, გიორგი ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს, მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ყოფილი ცოლი მღვდელმსახურს თანხის გამოძალვის მიზნით, აშანტაჟებდა და საჩივარზე უარის თქმის სანაცვლოდ მისგან ყოველთვიურად ათას ლარს ითხოვდა.

მეტი...

იაშვილის კლინიკას გრიპის ვირუსით, დღეში 60-80 პაციენტი მიმართავს

თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბოლო პერიოდში, გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ნატო გათენაშვილმა განაცხადა, რომ კლინიკას დღის განმავლობაში 60-80 პაციენტი აკითხავს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა თითქმის არ იცვლება. დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას აკითხავს დაახლოებით 60-დან 80-მდე პაციენტი, აქედან უმეტესობა გრიპის ვირუსით დაავადებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსით. ხშირ შემთხვევაში, არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, რომლებიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ“, – განაცხადა ექიმმა. მისი თქმით, პაციენტთა უმეტესობა მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განაგრძობს.

მეტი...

“საქართველოში ცე ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, ქართველების გარდა” – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. აკაკი ზოიძის თქმით, თავად მედიკამენტების მომწოდებელი კომპანიის „გილეადის“ მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მესვეურების მიმართ, არც საჯარო და არც დახურულ ფორმატებში პრეტენზია არ გამოთქმულა. „არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება და თეთრზე შავის თქმა! საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ისევ ქართველების გარდა! და ეს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ვერაგი დაავადების ელიმინაციის (აღმოფხვრის) მართლაც უნიკალურ…

მეტი...

“ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს” – რომან გოცირიძე

“უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია ცე ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლა და ის, რომ დაახლოებით, ხუთასი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები იყო, ფაქტობრივად, გაფუჭებული და გადაყრილი, ეს არის დანაშაული”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. „გვაქვს ეჭვი კორუფციისა. არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ საკითხის გამოძიება. რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ მენეჯმენტის პირობებში, უკეთეს მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. იმედია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სრულად განხორციელდება და…

მეტი...

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს. როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება. როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების” ქონას ასახელებს.

მეტი...

თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ აიღო

ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს. როგორც ირანის „ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო. ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სრულად იღებენ და მზად არიან, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

მეტი...

ქუთაისის კლინიკებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა

ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაზრდილია. ამის შესახებ კლინიკა “მედიქალ სითის” ინფექციური დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა რთულია, მაგრამ საგანგაშო არ არის და მკურნალობას ექვემდებარება. ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ კლინიკებს, რათა თავიდან აირიდონ გართულებები.

მეტი...

“ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ განმარტა, ახლა ირანისგან სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან, რათა დამნაშავეებმა შესაბამისი პასუხი აგონ, დაღუპულების ცხედრები კი, სამშობლოში დააბრუნონ. „დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა მან ჭეშმარიტება მოგვიტანა. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167…

მეტი...

“რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია. „ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. დღევანდელი რიცხვით, გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკჯგუფებისთვის. რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რისკჯგუფი, ვთხოვ – მობრძანდით. ასევე დიაბეტიანებს ვთხოვ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. „ზოგადად, გრიპის ვირუსს რაც შეეხება, წინა სეზონთან მიმართებაში უფრო მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის…

მეტი...

ესტონელი მომღერალი ევროვიზიაზე საქართველოზე იმღერებს

მომღერალი Egert Milder, მისი ახალი სიმღერით “Georgia”, ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთის სახელით ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება. ევროვიზიის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსი Ahoy Arena-ზე ჩატარდება. წლევანდელი ევროვიზიის სლოგანი კი „Open Up“ იქნება. ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართელოს, ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ კონკურსს, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს, თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

მეტი...

ნახევარი მილიარდის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა

C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი ბენეფიციართა მომართვიანობის მკვეთრი შემცირება იყო, რომელიც 2017 წლის ივლისიდან დაიწყო. მიზეზად ასევე სამკურნალო პრეპარატის სოფოსბუვირი (სოვალდი) სახელდება, რომელიც სამკურნალო რეჟიმის მიხედვით სხვა მედიკამენტებთან ერთად ინიშნებოდა. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტებიც. ინფორმაციას C ჰეპატიტის ვადაგასულ სამკურნალო მედიკამენტებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ კონსოლიდირებული ანგარიშების ფინანსური აუდიტის ანგარიშში ვეცნობით. ანგარიშში ასევე ვიგებთ ინფიცირებულთა რაოდენობას წლების მიხედვით. 2015…

მეტი...

“საქართველოს, ცე ჰეპატიტის მკურნალობის მხრივ, ყველაზე კარგი ინდიკატორები და მონაცემები აქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცე ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე კარგი ინდიკატორები და მონაცემები აქვს. „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, უპრეცედენტო გახლავთ, ანუ დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია მსოფლიოში პირველად ხდება. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება – „ყვავილი“. ის ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ…

მეტი...

„ტრიბუნას“ ლიდერი „ლელოს“ დამფუძნებელს ფსევდოდასავლურობაში ამხელს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი „ლელოს“ დამფუძნებელს ფსევდოდასავლურობაში ამხელს. “მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან ბორჯომიც კი რუსებს მიყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?! ანაკლიის პორტს რაც ეხება, ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცების“ დროს, 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ. ანუ, როგორ შეიძლება დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა  შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?! თანაც ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე.და ამიტომ მაინტერესებს: რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები? რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის…

მეტი...

პატარა ანიტას ოპერაციამ კარგად ჩაიარა

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას ოპერაციამ კარგად ჩაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილტვები სისხლისგან გასუფთავდა. “ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. ჩაიდგა ორთვიანი “ეკმო” აპარატი. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა. იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე. უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ. გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა. ნათლობის სახელი – ანიტა”, – წერენ ჯგუფში, რომელშიც ანიტას გულშემატკივრები არიან გაერთიანებული. ხოლო, პატარა ანიტას ბებიის, თამუნა გლურჯიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია. გოგონას მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. ცოტა ხნით ანიტას გული გაუჩერდა, მედიკოსებმა ბავშვს გული ხელის მასაჟით აუმუშავეს.

მეტი...

“ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ ცე ჰეპატიტი აქვს და მკურნალობის პროცესში არ არის ჩართული. ამ დროს კი ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულიაა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს, პირველი ფინანსური ბარიერია.  „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა…

მეტი...

“ირანი თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ღრმა სინანულს გამოხატავს” – ჰასან რუჰანი

“ირანი უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ღრმა სინანულს გამოხატავს”, – აცხადებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი. ჰასან რუჰანის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ. „შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. რამდენიმე საათის წინ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ვადა ორიდან სამ თვემდეა. ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ „საკასაციო სასამართლომ“ განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით, არეულობის ფონზე მიიღო. „გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავებისა და უზენაესი სასამართლოს შენობის ფაქტობრივად, ალყაში მოქცევის პირობებში. ასეთი ზეწოლის გათვალისწინებით, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს ჰქონდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების პირობები. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ საჩივრის განხილვა ზედამხედველობის წესით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე…

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ20-კმ55 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო

რამდენიმე დღიანი უარის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს. ინფორმაცია გე შტაბის აღიარების შესახებ ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ. შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მეტი...