“აშშ-ს მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია“ – ელიზაბეთ რუდი

“ანაკლიის კონსორციუმისათვის” კონტრაქტის შეწყვეტის საკითხს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოეხმაურა. “მე, დღეს ვნახე ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის, ასევე, ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს,” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

მეტი...

საქართველოს მაღალმთიან ტერიტორიაზე თოვს

ნაქერალას უღელტეხილზე თოვლის უხვი ნალექის გამო, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება კი დაშვებულია. თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” კი თოვლის საფარი 50 სმ-ია. ნალექის გამო შეფერხებებია გზებზე. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დაშვებული. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში უახლოეს დღეებში უცვლელი დარჩება. დასავლეთ საქართველოში, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაქსიმალური ტემპერატურა კი 11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი ამინდები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსს მიაღწევს. მაღალმთიან რეგიონებში თოვა ხვალამდე გაგრძელდება.

მეტი...

“თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა” – BBC

“ბიბისის” ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი, რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა. ამასთან, „სიბიეს“-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა. „სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.

მეტი...

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ წყვეტს საინვესტიციო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. კონსორციუმის პოზიციაა, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა. ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირა პროექტისთვის და ეძებნა გამოსავალი, თუ როგორ გადაეჭრა პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხები. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების…

მეტი...

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, გულის შეტევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გულის შეტევა დაემართა, ჰოსპიტალიზებულია.  ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „სპიკერი“ შენობიდან ექიმების თანხლებით გამოვიდა, რა დროსაც „პარლამენტის” შენობასთან შეკრებილებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებდა. 73 წლის ვალერი კვარჩია ამ თანამდებობაზე პირველად 2012, მეორე ვადით კი 2017 წელს აირჩიეს.

მეტი...

“გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. შესაბამის წერილს საქართველოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ”,-ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

მეტი...

ჩახერგილი ქვეითთა სავალი ნაწილი – ბათუმის მოსახლეობა მანქანების არასწორ პარკირებას უჩივის

ბათუმში, მძღოლთა უმრავლესობა, პარკირების არარსებობის გამო, მანქანებს ტროტუარებზე აყენებს. ძირითადად, დატვირთული ქუჩები ჭავჭავაძე და გორგილაძეა. აიპი “მუნიციპალური ინსპექციის” მიერ პირველი იანვრიდან დღემდე 300-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა ბათუმელ მძღოლებზე. აღსანიშნავია, რომ მსგავს პრობლემას ძველი ბათუმის მოსახლეობაც, ვიწრო ქუჩებსა და ტროტუარებზეც უჩივის.

მეტი...

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას, სახელმწიფო დააფინანსებს. სამინისტრომ ამისთვის 2019-2020 სასწავლო წელს, 4 მილიონი ლარი გამოყო. “მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს,  ჩვენ 4 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსება დავამტკიცეთ, რითაც გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერ საფეხურზე,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.  2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება.

მეტი...

საქართველოში ახალი სტრუქტურა – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა

საქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისი ცვლილება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა. ცვლილების თანახმად, სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ითვლება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ნაწილში, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. ახალი სააგენტოს ზედამხედველობას დაექვემდებარება მაგალითად, სამშენებლო მასალები – არმატურა, ცემენტი, ელექტროკაბელები. სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მასალის თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში კი უზრუნველყოს ბაზრიდან საფრთხის შემცველი პროდუქციის ამოღება. განმარტებითი ბარათის თანახმად,…

მეტი...

“სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს” – ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს. ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. „ყველამ კარგად იცის, თუ რა მოხდა დღეს. პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ სიტუაციის ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ. ყველა ჩვენმა სტრუქტურამ, სახელმწიფო თუ ძალოვანმა სტრუქტურებმა, რომლებიც სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობაზე არიან პასუხისმგებელი, ნორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაონ“,- აღნიშნა ხაჯიმბამ. ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ხაჯიმბამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს სოხუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

მეტი...

რუსეთის ე.წ. საელჩო აფხაზეთში განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „თვალყურს ვადევნებთ სოხუმში ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. დედაქალაქში, ქალაქის ცენტრის გამოკლებით ვითარება სტაბილურია. სოხუმში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დემონსტრაციის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მეტი...

ავსტრალიაში 10 000 აქლემის დახოცვის ოპერაცია დაიწყო

ავსტრალიაში 10 000 აქლემის დახოცვის ოპერაცია დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონის სამხრეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობას სნაიპერები იღებენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ვერტმფრენების საშუალებით 10 000 აქლემს დახოცავენ. აქლემების დახოცვის მიზეზად მათი რაოდენობის სწრაფი ზრდა და დასახლებულ პუნქტებისკენ გადაადგილება სახელდება, რის გამოც ცხოველები წყლის სისტემას საფრთხეს უქმნიან. ამასთან ერთად, როგორც აღინიშნა, აქლემები ინფრასტრუქტურას აზიანებენ. კიდევ ერთ მიზეზად აქლემების მიერ სათბურის აირების გამოყოფა სახელდება. ექსპერტების შეფასებით, აქლემები წელიწადში ტონამდე ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ავსტრალიაში მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ეს რაოდენობა ჰაერს წელიწადში 400 000 მანქანის მსგავსად აბინძურებს.

მეტი...

უკრაინული „ბოინგის“ კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად რუსული რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდებას განიხილავენ

უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზებად რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპელქსის გამოყენება, ტერაქტი, ძრავის აფეთქება და უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახება სახელდება. უკრაინის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, მთავარ ვერსიებს შორის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ტორის“ რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდება განიხილება, რადგანაც ავიაკატასტროფის ადგილის სიახლოვეს რუსული რაკეტის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში უკვე გამოჩნდა. დანილოვის თქმით, უკრაინელი ექსპერტები ირანში იმყოფებიან და ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლის შემდეგ, პირველ რიგში რუსული რაკეტის ფრაგმენტებს მოძებნიან. თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა.

მეტი...

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო  ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს დაიწყო. „2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების შვიდი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.…

მეტი...

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ე.წ. ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, კვლავ შენობაში იმყოფებიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ კი ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დატოვა და ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე იმყოფება. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ახრა ავიძბამ განაცხადა.  რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ. სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მეტი...

მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს  დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. „ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ამავე საქმეზე, 2020 წლის…

მეტი...

სოხუმში, მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ხაჯიმბას გადადგომაა – არიან დაშავებულებიც

სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან აქცია მიმდინარეობს. ცოტახნის წინ, ისინი დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25…

მეტი...

სოხუმში, მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

სოხუმში, მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გრძელდენა. შენობასთნ მილიციაა მობილიზებულია. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.

მეტი...

“დამპალოს” სასაფლაოზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს

“დამპალოს” სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი წაუყენეს. მთავარი ბრალდება იგივეა, რაც სპეცრაზმელის შემთხვევაში. ამის შემდეგ უკვე სასამართლო დაინიშნება, რომელზეც აღმკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. ჯგუფური ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც 24 წლის მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია – ეს ის ბრალდებაა, რომელიც ოფიციალურად ვახტანგ ბურძენაძეს სულ ცოტა ხნის წინ, სამმართველოში წარუდგინეს. ბრალის წარდგენას მისი უფლებადამცველიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობაში უდანაშაულოა. რაც შეეხება საქმის მასალებში არსებულ სხვა დეტალებს, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად ადვოკატი ამბობს, ის მასალებს…

მეტი...

„ცოტნე ძალიან კარგ პირობებშია“ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე თურქეთიდან დაბრუნდა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია ისევ ძილის მდგომარეობაში იმყოფება და მას 2 კვირა არ გააღვიძებენ. თურქეთში მეუღლის სანახავად იმყოფებოდა მისი მეუღლე ანა ჯაბაური, რომელმაც „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, რომ ოდნავ, დადებითი დინამიკა შეინიშნება. „მე ვიყავი ცოტნესთან ჩასული. ისევ ისეთი მდგომარეობაა, ჯერჯერობით, სტაბილურია. იმყოფება ნარკოზის ქვეშ და ფიქრობენ, რომ 1-2 კვირა  უმჯობესია, არ გააღვიძონ. ასე სჭირდება ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას. ჯერჯერობით, დაცვითი ნარკოზის ქვეშაა. ოდნავი დადებითი დინამიკა შეინიშნება. მე გუშინ ჩამოვედი. კლინიკაში მასთან ერთად რჩება ქალბატონი მანანა. ვაპირებ, კიდევ ჩავიდე. ამ ეტაპზე, რადგან 2 კვირა არ გააღვიძებენ, მერე…

მეტი...

“ანაკლიის კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტა სწორია” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ოღონდ სხვა ინვესტორის მეშვეობით. “იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, იმის გამო, რომ ეს არის მთლიანად ინვესტორის პასუხისმგებლობა. ისევ ვამბობ, რომ ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც მთავრობამ გამოუცხადა ესოდენ მაღალი მხარდაჭერა. გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი. აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში დედა გაჰყვა, მასთან კლინიკაში მანანა გამსახურდია იმყოფება

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში მარტო არ იმყოფება და მასთან კლინიკაში დედა, მანანა გამსახურდია  იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ცოტნე გამსახურდიას უფროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა. „ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიახლე არაფერია. მას თბილისიდან დედა გაჰყვა და კლინიკაში თავზე ადგას. ქალბატონი მანანა მასთან ერთადაა. დედა მასთან ერთად თავიდანვე გაფრინდა. ცოტნე ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც იყო, მართვით სუნთქვაზე“ – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.    

მეტი...

“თუ აშშ კიდევ ერთ დანაშაულს ჩაიდენს, ძლიერ პასუხს მიიღებს” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო შეხვედრა გამართა. როგორც ჰასან როუჰანიმ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიის შემთხვევაში თეირანის პასუხი შესაბამისი იქნება. “დღეიდან, თუ ამერიკას სურს კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა, უნდა იცოდეს, რომ ძლიერ პასუხს მიიღებს,”- განაცხადა ირანის პირველმა პირმა. ეს განცხადება თეირანში მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან. ასევე ტრამპმა ნატოს მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთონ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. “ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე…

მეტი...

“საპატრიარქოს უგულობას წერტილი დაესმება” – მღვდელმონაზონი

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ცოტა ხნის წინ, მასთან გლდანის ციხეში მღვდელმონაზონი ანდრია სარია შევიდა, რომელიც სასულიერო პირს აზიარებს. როგორც მამა ანდრია სარიამ ციხეში შესვლის წინ განაცხადა, გლდანის მერვე დაწესებულებაში თავად დეკანოზის თხოვნით მივიდა. მამა ანდრია სარიამ გლდანის მერვე დაწესებულებაში შესვლის წინ განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდასხმისა და ცილისწამების ობიექტად აქციეს. მისი თქმით, მსჯავრდებული დეკანოზის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. “მამა გიორგიმ თვითონ ითხოვა, რომ შევხვედროდი, ზიარება უნდა საშობაოდ, მე მგონი არავის არ უზიარებია, ეს ერთი, მეორე, რაც კი ამ ბოლო საშობაო პერიოდში ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა მასზე თავდასხმის, არა…

მეტი...

თორნიკე ყიფიანი – საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. თორნიკე ყიფიანი უკვე მეორე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, ისეთი, როგორიც  X Factor და „საქართველოს ვარსკვლავია“. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, ის ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალურ სცენაზე ქვეყანას წარმოადგენს. წელს, ევროვიზიის კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს Ahoy Arena-ზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანი, რომელშიც 41 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის ავსტრალიაც, არის Open Up (გაიხსენე). თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერა, სავარაუდოდ, ინგლისურენოვანი იქნება.

მეტი...

,,ირანიდან საქართველოში ლტოლვილების დაძვრის თემა ყურით მოთრეულია, ირანელებისთვის საქართველო მიმზიდველი არ არის’’ – მამუკა არეშიძე 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ირანიდან საქართველოში ლტოლვილების მასობრივი შემოდინების საფრთხე არ არსებობს. აღნიშნულ საკითხზე მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,სირიის მოვლენების დროსაც, განსაკუთრებით ნერვიულობდა ქართული სოციალური ქსელების საზოგადოება, რომ ლტოლვილები მოაწყდებოდნენ. მაშინ იყო ლტოლვილების ძალიან მინიმალური რაოდენობა. ვინ შეიძლება იყოს ირანიდან წამოსული ლტოლვილი? იქ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ დიდი რაოდენობით, მაგრამ ისინი წავლენ აზერბაიჯანში და არა საქართველოში. ასევე, ირანში ცხოვრობენ დიდი რაოდენობით სომხები, რომლებიც წავლენ სომხეთში“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, დღეს, საქართველოში ირანელების შემოსვლა საკმაოდ შეზღუდულია. „ვიღაც შეიძლება იყოს, ვინც საქართველოსკენ წამოვიდეს,…

მეტი...

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყეს

მსოფლიოში განვითრებული მოვლენის გამო, რომელიც ირანში არსებულ მწვავე სიტუაციას უკავშირდება, მსოფლიოს საერთაშორისო ავიაკომპანიები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას იწყებენ. ისინი უარს ამბობენ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. Flightradar24-ის საჰაერო მიმოსვლის რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ევროპის და მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცე დატვირთულია. უმსხვილესი საჰაერო კომპანიები, როგორებიცაა: Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways უარს აცხადებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. ასევე, უკრაინის თვითმფრინავის ავიკატასტროფის შემდეგ, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა უკრაინულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალათ.

მეტი...

“სულეიმანი იყო სამიზნე, მას გავლენები კავკასიაში და საქართველოშიც ჰქონდა“ – მამუკა არეშიძე

 „ძალიან სეროზული ძალებია ჩართული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების ესკალაცია არ მოხდეს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. გამორიცხული არ არის, ატომურ პროგრამაში ყველა დაბრუნდეს, ვინც გასული იყო“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ლიკვიდირებული გენერლის გავლენებზეც ისაუბრა. „შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულეიმანი იყო სამიზნე. განსაკუთრებით, ამას მოწმობს ის, რომ სულეიმანის წინააღმდეგ, ბოლო დღეებში, გაილაშქრა ერაყელი შიიტების სერიოზულმა ჯგუფმა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. სულეიმანის აქტივობა ნერვებს უშლიდა მოსკოვში მთელ გენშტაბს, ვინც ს ერიის საკითხებით იყო დაკავებული. სელეიმანის აქტივობა აღიზიანებდა თავად ირანის ხელისუფლების ცალკეულ პირებს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“…

მეტი...

“ამერიკამ, გენერლის ლიკვიდაციით საკუთარი ამოცანა გადაწყვიტა” – ბრიგადის გენერალი

ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს მხრიდან ბაღდადის აეროპორტის მიმდებარედ მიტანილი საჰაერო დარტყმისას ირანის სამხედრო ლიდერის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ განვითარებული პროცესები შეაფასა. ამირან სალუქვაძის განცხადებით, ამერიკის ამოცანა, ირანის სამხედრო ლიდერის ლიკვიდაცია იყო. მისი თქმით, ირანისთვის ამერიკასთან ომის დაწყება განაჩენის გამოტანის ტოლფასია. „ისეთი  გავლენიანი პირის ლიკვიდაცია, როგორიც ყასემ სოლეიმანი იყო, აუცილებლად მოიტანდა ომს. როგორც თვითმკვლელობა, ასეც კი  შეიძლება შეფასდეს ირანის მხრიდან ამერიკასთან ომში ჩაბმა. არც ერთ მხარეს ჰქონდა განწყობა საომარი მოქმედებების დაწყების. მნიშვნელოვანი იყო, ორივე მხარეს შეენარჩუნებინა სახე. ერთი მხირვ, ირანს უნდა ეპასუხა სულეიმანის ლიკვიდაციაზე და…

მეტი...

„ტრამპის განცხადება იყო დათმობა დიდი სახელმწიფოს მხრიდან“ – ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ მ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება დათმობაზე წასვლას ნიშნავს. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა. ,,რა თქმა უნდა, ყველაფერი დეესკალაციისკენ მიდის. ტრამპის განცხადება იყო დათმობა და პოზიცია ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო თვეებში, ამერიკა ირანს შორის იძაბებოდა ვითარება. იყო თავდასხმები ამერიკის ბაზაზე ერაყში, შემდეგ, საელჩოს აღების მცდელობა და ასე შემდეგ. საკმაოდ დაძაბული მოვლენები უსწრებდა 3 იანვარს. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა რომ ამერიკის მხრიდან არ იყო სურვილი რეგიონული ომის, ასე რომ არ ყოფილიყო მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. ეს იყო ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გატაწყვეტილება, რომელიც…

მეტი...

„სულეიმანის სიკვდილი ბევრს აწყობდა, მათ შორის ირანშიც“ – მამუკა არეშიძე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სულეიმანის ზარ-ზეიმით დაკრძალვის შემდეგ პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და გენერლის მოშორება ბევრის ინტერესებში შედიოდა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ პროცესებზე მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „შთაბეჭდილება შეიქმნა ისეთი, რომ გენერალ სულეიმანის სიკვდილი ბევრს აწყობდა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს, რეგიონალურ ქვეყნებს – არაბულს, თურქეთს, რუსეთს, ირანის ხელისუფლებაშიც ბევრს. საბოლოო ჯამში, სულეიმანი დაასაფლავეს ზარ-ზეიმით და დაიწყეს სამშვიდობო პროცესი. მთელი ეს სპექტაკლი ემსახურებოდა იმას, რომ სულეიმანი მოეშორებინათ თავიდან. ასეთი გამოვიდა დრამატურგია“ – განაცხადა მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, ყველაფერი ისე გაგრძელდება…

მეტი...

„ეს იყო კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპექტაკლი“ – მამუკა არეშიძე ამერიკა-ირანზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება კუნთების შეთამაშება და პოლიტიკური სპექტაკლი იყო. აღნიშნულის შესახებ, მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა მთელი ამ პროცესებიდან, რომ ეს იყო კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპექტაკლი. პრაქტიკულად, მხარეებმა, ვინც პროცესებში იყო ჩართული, შეინარჩუნა სახე, შეინარჩუნა ღირსება, აჩვენა ძალა და კუნთები შეათამაშა. საბოლოო ჯამში, დადგა პერიოდი, როცა უნდა დაიწყოს ახალი სამშვიდობო პროცესი“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და მესამე მსოფლიო ომი და სერიოზული ესკალაცია გამორიცხა.

მეტი...

„მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს“ – გიორგი გახარია

„ჩვენ, პირველივე დღიდან დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. „ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. პირველივე დღიდან დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ, ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე…

მეტი...

მურად წურწუმიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით ექსპერტმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა

ექსპერტმა, 24 წლის მურად წურწუმიას გვამი, ოჯახის თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაათვალიერა. პროკურორი დავით გუმბერიძე, გარდაცვლილის არც ერთი თვალის დაკარგვას არ ადასტურებს. “საქმის მასალებშიც ჩანდა, ექიმებსაც ჰქონდა დაწერილი, რომ ორივე თვალბუდე თავის ადგილას იყო და კომატოზური მდგომარეობა თავიდან სწორედ თვალების შემოწმებით დაადგინეს. კითხვის ნიშანს არ დავტოვებთ. დანარჩენი არის აღწერილი ექსპერტიზაზე, დასკვნას მივიღებთ და გაგაცნობთ ყველაფერს,” – განაცხადა პროკურორმა. ექსპერტიზა მოკლულის ოჯახმა მოითხოვა. 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა…

მეტი...