ოკუპირებულ ახალგორში მედიკამენტებისა და სურსათის დეფიციტია

ოკუპირებულ ახალგორში უკვე ოთხი თვეა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. შექმნილია მედიკამენტების და სურსათის დეფიციტი. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაყვანა ესაჭიროებათ. ყველაფერი კი ხუთ სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა, ახალგორში გადასასვლელი გზა ჩაკეტეს. მას შემდეგ მუნიციპალიტეტში მედიკამენტები და სურსათი რუსეთიდან შეაქვთ, რამაც ფასები თითქმის გაახუთმაგა. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

მეტი...

პუტინმა მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.  პუტინმა აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა. მან დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დააანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა.

მეტი...

დავით ჭიჭინაძე „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშს ეხმაურება

“სხვანაირ ანგარიშს არც ველოდი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშს, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი. დავით ჭიჭინაძის თქმით, დოკუმენტში ხაზგასმულია ყველა ის დარღვევა და მძიმე მოვლენა, რომელიც 2019 წელს საქართველოში არა მარტო ოპოზიციის, არამედ საზოგადოების პროტესტსაც იწვევდა. “აქიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯით  გადადგა იმ ღირებულებებთან დასაშორებლად, რასაც ცივილიზებული სამყარო ატარებს. ამიტომ სხვანაირ ანგარიშს არც კი ველოდი,  რადგან  ის, რაც 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას აკადრა, არ…

მეტი...

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა. „აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა. რუსეთის ლიდერმა კი განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეხვდება, მანამდე კი მათ სთხოვა, უფლებამოსილება…

მეტი...

„ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ“ – დეპუტატთან დაპირისპირებისთვის დაკავებული 3 დღით დააპატიმრეს  

სასამართლომ, ბაკურიანში, დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ბრალდებული აცხადებს, ის დეპუტატის პირადი პატიმარია. სასამართლო პროცესი ახალციხეში გაიმართა.   როგორც დაკავებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატი ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა. „მე ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ…მას მივმართე, რომ არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი. რეალობა ვუთხარი, სხვა არაფერი”, – განაცხადა რობაქიძემ ბრალდებულის ინფორმაციით, ის დეპუტატ ოხანაშვილს…

მეტი...

“პრინციპულად არ მიმაჩნია, ერთსა და იმავე პირს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტობის თანამდებობა ეკავოს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტის დაკავების მსურველთათვის. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრინციპულად არ მიაჩნია საკონსტიტუციო დებულება, რომ ერთსა და იმავე პირს ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუმცა აღნიშნულს ეთანხმება. როგორც ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი განხილვა და ხმის მიცემა უნდა გაიმართოს.

მეტი...

ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის გამო დაკავებულს, 3 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

ბაკურიანში, პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო დაკავებულს სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული “ლელოს” აქტივისტი ვახტანგ რობაქიძეა, რომელმაც სასამართლო პროცესზე, მომხდარი ინციდენტი იმით ახსნა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდებული ანრი ოხანაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხყოფას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა.  “ვიყავი ნასვამი, თან ბავშვებთან ერთად ვიყავი. ბოდიშს მოვუხდი, თავს ვგრძნობ დამნაშავედ პოლიციის წინაშე და იმ პიროვნების წინაშე, უბრალოდ, ეს გამოიწვია ჩემმა ნასვამობამ. არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში,” – განაცხადა პროცესზე ვახტანგ რობაქიძემ. ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ…

მეტი...

თბილისს სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანა მოემსახურება

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა. სასწრაფო მანქანების პრეზენტაცია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად მოერგება.

მეტი...

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ 2019 წლის ანგარიშში, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე წერს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობითა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. “შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა დაუსჯელობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე; შრომითი უფლებების, ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და…

მეტი...

საქართველოში, 2019 წლის დეკემბერში, საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 194.8 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172.5 ლარს შეადგენს. ერთი ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკემბერში და 326.8 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით გასული წლის დეკემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 172.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 276.1 ლარით, სამსულიანზე – 310.6 ლარით, ოთხსულიანზე – 345.1 ლარით, ხუთსულიანზე – 388.2 ლარით, ექვსსულიანი და მეტი –…

მეტი...

ხვალ, თბილისში შესაძლოა ითოვოს

ხვალ, 16 იანვარს დედაქალაქში სინოპტიკოსები თოვას და მაქსიმუმ +3 გრადუსს სითბოს პროგნოზირებენ. ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა. ითოვებს აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში. მაღალმთიან კუროტებზე ტემერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა. გუდაურში დღისით -2, ხოლო ღამით -12 გრადუსი იქნება. თბილისში თოვა ერთ დღეს გასტანს.

მეტი...

კურორტ “გოდერძიზე” ავსტრიული ვერტმფრენი იფრენს

კურორტ “გოდერძიზე” ვერტმფრენი იფრენს. პირველ რეისს ავსტრიული კომპანიის ვერტმფრენი კურორტზე 18 იანვარს შეასრულებს.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის ვერტმფრენი „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. აღნიშნული ავსტრიული კომპანია ფრენებს გოდერძის გარდა მესტიასა და ყაზბეგშიც განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში ოპერირებას, 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით განახორციელებს.

მეტი...

“რამე არ გამოგეპაროთ” – კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა

კახი კალაძემ დღეს მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა. თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობას კორუფციის რისკების პრევენციისკენ მოუწოდებს. კახა კალაძემ, განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ გადაცდომების შემთხვევაში მერია პრინციპულ და მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს. „მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რათა  რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით,  არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა,  მაგრამ…

მეტი...

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რა ფუნქცია და დატვირთვა ექნება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას. საქართველოს პარლამენტი ერთი წლის წინ სამუშაოდ ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოვიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემოდა და იქ პოლიციის რეგიონული ცენტრი დაფუძნდებოდა.

მეტი...

ირანიდან ბრიტანეთის ელჩს აძევებენ

ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს. როგორც ცნობილია ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა. ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დიპლომატი რობერტ მაკაირი თეირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე საათით დააკავეს. თეირანში პროსახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის საელჩოსთან ბრიტანეთის ელჩის სურათი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დროშები დაწვეს. ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 იანვარს ხელისუფლებამ „უკრაინის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა.

მეტი...

“დეკანოზის სიცოცხლე ყოველ წუთს საფრთხეშია” – მამალაძის ადვოკატი და ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი და ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვენ. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” საჩივარზე უკვე მუშაობს, რომელიც საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში უნდა შევიდეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის გადავადების პრეცედენტები მართლმსაჯულებაში არსებობს. “ეს არ არის ჩვენი ნახვის შემდეგ შეფასება, ეს მართლა რეალობაა და ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე. პრეცედენტები არსებობს მართლმსაჯულებაში და ყოფილა სასჯელის გადავადება. ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დეკანოზი თავისუფლებაში შეხვდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება…

მეტი...

„აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია” – გური მენაბდიშვილი

შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებებთან დაკავშირებით, აფხაზეთში სავალალო მდგომარეობაა. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველი მოადგილემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში, სხვა, მძიმე ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელებული. „აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია, რიცხვებსაც ვერ დავასახელებ, არა 10 , 20  ან 30 ან 40…, უფრო მეტია ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ასევე, ჩემი ინფორმაციით იქ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელბული. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იქ მოქალაქეებად ირიცხებიან, ჩვენი სერვისით სარგებლობა თვისუფლად შეუძლიათ,“ – აღნიშნა გური მენაბდიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებიც ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობენ, პრეპარატის მისაღებად, ყოველ დღე ე.წ. საზღვრის…

მეტი...

“დე-ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება მისცეს” – ელიზაბეთ რუდი

“მოვუწოდებთ, დე-ფაქტო ხელისუფლებას მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. ელიზაბეთ რუდი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მან სოფლის მცხოვრებლებს სკოლის გახსნა მიულოცა და ფინანსური დახმარებისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. „აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ – განაცხადა რუდმა.

მეტი...

“ჯი ეიჩ პი” – ფხვნილის ფორმის ნარკოტიკი, რომელიც გულის გაჩერებას და გარდაცვალებას იწვევს

“ჯი ეიჩ პი” ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება არ არის. წლებია, ამ საშუალების საქართველოშიც მოიხმარენ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ “მედიაცენტრ მთავარს” არ დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს ნარკოტიკული საშუალება ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია. ”ჯი ეიჩ პი” ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება სულაც არ არის და ვერ დაგიდასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, შავ ბაზარზე, ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა. წლებია, ამ საშუალების მოხმარების ფაქტები არსებობს საქართველოში. ის განცხადებები, თითქოს ეს საშუალება ახლა გამოჩნდა შავ ბაზარზე არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების არსებობა, ბუნებრივია, საფრთხილო და საგანგაშოა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ახალი არ არის,…

მეტი...

საქართველოში, ნარკოტიკების ყველაზე პატარა მომხმარებელი 15 წლისაა

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. რაც შეეხება ყველაზე პატარა პაციენტს, მისი ასაკი 15 წელია, თუმცა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველმა მოადგილე გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს არ ნიშნავს რომ მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა.    „ყველაზე პატარა ასაკის პაციენტი 15 წლის გვყავდა. იყო ერთეული შემთხვევები ამაზე პატარა ასაკის, თუმცა, ეს შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაახალგაზრდავდა. ბოლოს, 17 წლის ახალგაზრდა გვყავდა, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული“ – განაცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რადგან, ამაზე ეფექტური არაფერია. „აკრძალვა…

მეტი...

ნარკოტიკების გავრცელების მხრივ, თბილისის შემდეგ, აჭარა და ქუთაისი ლიდერობს (ვიდეო) 

საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების კუთხით, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ინტერნეტ-გამოწერა სახელდება. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ, ე.ს. ცხელი წერტილი აჭარის რეგიონია. შავ ბაზარზე არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველმა მოადგილემ გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ნარკოტიკების გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი არის ინტერნეტ გამოწერა, რომელთანაც სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ამავდროულად არის საშიში და მომხმარებელი რჩევა მოტყუებული,  ცაიტნოტში, რადგან მან არ იცის რას ყიდულობს. ყიდულობს სხვა რამეს და რეალურად, ხელში რჩება სხვა პრეპარატი.  ამას ვამბობ ჩვენთან მოსული პაციენტებიდან გამომდინარე. ისინი აცხადებენ, რომ მოიხმარენ ერთი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა,…

მეტი...

თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოძრაობა შეიზღუდება. ლადო ასათიანის ქუჩიდან ტრანსპორტი დადიანის ქუჩით თავისუფლების მოედანს ვეღარ დაუკავშირდება და იმოძრავებს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით. ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები…

მეტი...

გენერალური  პროკურორობის  5 კანდიდატი

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ  თანამდებობაზე  ხუთი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.   პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე; მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი  რაულ გამისონია; მესამე კანდიდატი − შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი  სოფიო შენგელია; მეოთხე კანდიდატი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია; მეხუთე კანდიდატი –  შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი. ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,  გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში –დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულკანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით…

მეტი...