ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ

ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 23 იანვარს ღამით დაიწყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჰოსპიტალი პაციენტებს 3 თებერვალს მიიღებს. სამუშაოებში 45 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მონაწილეობს. როგორც პეკინში ამბობენ, საავადმყოფოს მშენებლობის დროს წინასწარ გამზადებულ და ჩამოსხმულ კონსტრუქციებს გამოიყენებენ, რაც პროცესს დააჩქარებს. ახალი საავადმყოფოს გახსნა უხანში ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების დეფიციტის მიზეზით გახდა საჭირო.

მეტი...

„როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ძნელია ემოციის მოთოკვა” – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უმრავლესობისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის ძნელია ემოციის მოთოკვა. „ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი აქვს  პირად შეურაცხყოფას და კოლეგების მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებას. მე მას ძალიან ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, განცხადებები არგუმენტების გამოყენებით გაეკეთებინა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა.  როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს.  ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, 2011 წელს გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...

თბილისის მერმა „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. “ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს.  მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა,  ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე…

მეტი...

„ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც“ – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს სიცრუე უწოდა და საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით,  ლევან ხაბეიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების მომატება შეუძლიათ. „ლევან ხაბეიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების მომატება შეუძლიათ. საკრებულო, შენობის დასუფთავებაზე 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჯერ კიდევ  „ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკრებულოს მენეჯმენტში, აცხადებს ტენდერებს. ყოველწლიურად კერძო კომპანიები იმარჯვებენ ამ ტენდერებში და სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საკრებულოს დასუფთავებას. გარდა საკრებულოსი, აღნიშნული…

მეტი...

“საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. თუმცა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, ინფექციის შემოტანის რისკი არის. ამიტომ, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ ინფექციის შემოტანის პრევენცია. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე…

მეტი...

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თადარიგის ვიცე – პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია.  უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია. სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

„მინდა, მალე ვიყოთ ერთად, ეს უკვე გაუსაძლისია… იქ მარტოა, უჩემოდ“ – პატარა ანიტას დედა  

„ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. უსამართლობაა ჩვენი დაშორება. იქ მარტოა, უჩემოდ“ – 2,5 წლის ანიტა ფაცაციას დედის, მარიკო სადრაძის  მძიმე წერილი. ანიტას ისტორია ყველამ იცის, სიახლეა ის, რომ ბავშვი რეანიმაციურ განყოფილებაში რჩება, სადაც დედას შვილთან კონტაქტი მხოლოდ 1 საათით შეუძლია. მარიკო სადრაძე კი ამ მძიმე მდგომარეობას წერილით გამოხატავს.    „რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი…

მეტი...

ლევან იზორიას დედამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა

“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის მიმართ”, – ამის შესახებ ლევან და ვახო (კიტა) იზორიების დედის მიმართვაშია ნათქვამი. როგორც გულიკო კვირკველია აცხადებს, ლევან იზორიას ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც გამოხატვდა გარკვეულ აგრესიას.  “აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის მიმართ. “ნაცების” და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული…

მეტი...

„თუ ხელისუფლება კონგრესმენებს ინფორმაციას ვერ აწვდის, ეს მათი პრობლემაა“ – გია ჟორჟოლიანი კონგრესმენების წერილზე

„კონგრესმენების წერილის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პასუხს უფრო გავაკრიტიკებდი, სადაც ის ამბობს, რომ სწორ ინფორმაციას არ ფლობენ თუ ასეა და კონგრესს საქართველოსთან მიმართებაში სწორი ინფორმაცია არ აქვს, ეს ამ ხელისუფლების და მათი პიარის ბრალია და არა კონგრესმენების“ – ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი კონგრესმენების წერილზე საქართველოს ხელისუფლების შეფასებებს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი არის ნდობა, რაც დღევანდელ ხელისუფლებას დაზიანებული აქვს. „ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ივნისში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დააანონსა. ეს მოთხოვნა პარლამენტში 92-მა პარლამენტარმა შეიტანა, 4 თვე გვაწვალეს და უცებ, გეუბნებიან რომ პროპორციული არჩევნები არ იქნება. ეს საკითხი,…

მეტი...

“მთავარი მესიჯი ამ წერილისა არის ის, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას” – ლორა თორნტონი

“მთავარი მესიჯი ამ წერილისა და კომუნიკაციის არის ის, რომ აშშ და კონგრესი აგრძელებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას”, – ასე აფასებს „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს. „მე თავადაც ვიყავი აშშ-ში და მქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან. მთავარი მესიჯი ამ წერილისა და კომუნიკაციის არის ის, რომ აშშ და კონგრესი აგრძელებს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მუდმივად თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ისინი უნდა იყვნენ გახსნილი, რომ თავიანთი წუხილი იქნება თუ სხვა შეფასება, გამოხატონ. ეს…

მეტი...

გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრების ბრალდებით, ზუგდიდში ხუთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრება.  დაკავებულია სულ ხუთი პირი, რომელთა შორის რამდენიმე ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიითვისეს. როგორც ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს სამართალდამცველები მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

მეტი...

პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო. როგორც კომიტეტში განმარტეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში საგანგებო ზომებს მიიღებენ და ამასთან ერთად გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ადამიანი შეადგინა. ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

მეტი...

“ვინ იქნება მთავარი პროკურორი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ” – გია ჟორჟოლიანი

“ყურადღებით დავაკვირდები კანდიდატებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. გამოკვეთილი პოზიცია არ მაქვს. დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებ, ვინ დაიკავებს ამ პოზიციას”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”, მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს უბრუნდებიან, “ქართული ოცნების” საკადრო კრიზისზე მიუთითებს. “ცალკეულ სფეროებში რაიმე ცვლილებები ან განსაკუთრებული წარმატების მიღწევა, წარმოუდგენლად მეჩვენება. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას. ყურადღებით დავაკვირდები კანდიდატებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. გამოკვეთილი პოზიცია არ მაქვს. დაბრუნების რაღაც ტრადიცია თუ მექანიზმი “ქართულ ცნობაში” ჩამოყალიბდა. ეს ერთგვარად მიუთითებს საკადრო რესურსების ნაკლებობდზე. მთლიანობაში,…

მეტი...

ბათუმში, 3 წლის შემდეგ, პირველად გათოვდა

24 იანვარს საქართველოში ჩრდილოეთიდან შემოსულმა ცივი ჰაერის მასებმა დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ნალექი, ძირითადად თოვლის სახით გამოიწვია. ქალაქ ბათუმში 2016 წლის შემდეგ ნალექი თოვლის სახით არ მოსულა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ზღვაზე შტორმია. ღელვა 4-5 ბალს აღწევს. ტემპერატურა დღისით 4-5 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით კი 2-4 გრადუსი იქნება.მეტეოროლოგების ვარაუდით ხვალიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება.

მეტი...

„ქვეყანა მიკროსკოპის ქვეშ არის, არჩევნები გადამწყვეტი იქნება“ – მირიან წიკლაური

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, მირიან წიკლაურის შეფასებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ხელისუფლებას მსგავსი დაძალება არ უნდა სჭირდებოდეს. როგორც წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის არჩევნების 50/100-ზე პრინციპით ჩატარება მიუღებელია. „თავიდანვე გეტყვით, რომ ხელისუფლების შეთავაზება – 50/100-ზე,  სკეპტიკურად ვუყურებ. თუ გვაქვს შერეული სისტემაა, უნდა დარჩეს ისე, როგორც ახლა არის. ოლქების გამსხვილება დიდ უბედურებას მოიტანს და მიზანშეწონილი არც არის“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მოლოდინს, როგორც ამაზე მეგობარი ქვეყნები მიგვითითებენ, დეპუტატის შეფასებით, ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ქვეყნის…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. საზღვარი, გადმოსასვლელი დროებით გახსნა. ე.წ. რაზდახანის ე.წ.  საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა. ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა და დე ფაქტო რეჟიმის ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და იქ განვითარებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება. 5 სექტემბრის შემდგომ, ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათი კუთვნილი პენსიის აღებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

მეტი...

„უნდა ავუხსნათ, თუ ისევ ისე გააგრძელეს, ჩავთვლი, რომ სააკაშვილის მეგორები არიან და არა საქართველოსი – “ დეპუტატი კონგრესმენების წერილზე

“არ არიან ისინი ღმერთები. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთან მიმართებაში შეიძლება ვიხმაროთ ასეთი ცნობილი გამონათქვამი „მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, მირიან წიკლაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს. როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, აშშ თუ ჩვენი მეგობარია და სიმართლეა ის, რაზეც მიგვითითებენ, მათ შენიშვნები უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, ამვადრიულად ფიქრობს, რომ ისინი სწორად ინფორმირებულები არ არიან. “ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია ამ წერილების მიმართ. კონგრესმენები ღმერთები არ არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან…

მეტი...

“ირაკლი შოთაძეს, სისტემაში მთავარ გამოწვევად შეფერხებული სამართლიანობის აღდგენა ხვდება” – მირიან წიკლაური

„ის არის პასუხისმგებლიანი კაცი, მაღალი დონის პროფესიონალი და შეუძლია, თავი გაართვას სირთულეებს. მთავარი გამოწვევა კი, რომელიც დღემდე ვერ მოხერხდა, არის სამართლიანობის აღდგენა“ – ასე აფასებს დეპუტატი მირიან წიკლაური გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი გამოწვევა, რომელიც შოთაძეს არჩევის შემთხვევაში დახვდება, სწორედ სამართლიანობის აღდგენაა. “ირაკლი შოთაძეს პირადად ვიცნობ და ვიცი მისი საქმიანობის შესახებ. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, შეიძლება მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო. ის იყო პასუხისმგებლიანი კაცი, რაც ზოგადად, საზოგადოებაში დეფიციტია. პახუხისმგებლობის განცდა ბევრს არ აქვს, მათ შორის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელსაც. როდესაც საჭირო იყო…

მეტი...

“ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე, საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი” – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.  „მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს მოხდება ოკუპაციისა და ანექსიის აღიარება. „ვეთანხმები თუ არა რუსეთს ყირიმთან ან საქართველოსთან დაკავშირებით? არა.…

მეტი...

დადიანების სასახლის მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს  

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე  კახა დამენია  დამნაშავედ სცნო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, მას ბრალად ედებოდა დადიანების სასახლის კომპლექსში შემავალი მიწის ნაკვეთის გასხვისება.  “ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქ.ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე,  დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე  კ.დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების…

მეტი...

თბილისში ყალბი 50 დოლარიანი კუპიურების გასაღებისთვის პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის თქმით,”გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.” “გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,”- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტი...

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა.  იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია – ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა. მათივე განმარტებით, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში  ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან  ინფორმაციის გაცვლა და  ანგარიშგების წარმოება იქნება, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყანაში მტიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას.  ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე 5 წელია, რაც თანამშრომლობს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან…

მეტი...

მაშველებმა „ცხენისწყლის“ არხში მეორე გვამიც იპოვეს

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ამ წუთებში აცნობეს, მაშველებმა არხში მეორე ადამიანის გვამიც იპოვეს და ამოიყვანეს. შეგახსენებ, რომ ავტომანქანა  ცაგერში, სოფელ ჩხუტელში არხში გადავარდა, სადაც 3 ადამიანი იყო. ერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.   

მეტი...

„ცხენისწყალში“ ავტომანქანა ჩავარდა, ერთი გვამი იპოვეს, დანარჩენებს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცაგერში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. არხში ერთი მამაკაცის გვამი იპოვეს, დანარჩენები კი ამ დრომდე იძებნებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დღეს დილიდან, ძიების პროცესში მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა ჩაერთო. შემთხვევა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი წყალში გადავარდა. მანქანაში სულ 3 ადამიანი იმყოფებოდა. ორის ძებნა ამ დრომზე გრძელდება. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

„პოლიტიკური პარტნიორებისთვის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის გასაგებია“ – გიორგი გახარია

„პოლიტიკური პარტნიორებისთვის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის გასაგებია“ – გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მკვეთრად გამოიკვეთა მოლოდინი, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. გიორგი გახარიას შეფასებით ეს მოლოდინი გამართლდება. „დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები. ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა…

მეტი...

„წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ…ყველას ყველაფერს ავუხსნით“ – გორგი გახარია

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე დავსხდეთ და წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ; შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები დამეგობრები უნდა საუბრობდნენ“ ,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში ჟურნალისტის მიერ 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. “ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული…

მეტი...

27 იანვრიდან, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრებას იწყებს

საპროკურორო საბჭომ  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, კანდიდატებთან გასაუბრება კი 27 იანვრიდან დაიწყება. „საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ორ პირს  სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა.  ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს. საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.  გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა“…

მეტი...