“თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა, ახალი პოლიტიკური რეპრესიებით” – შალვა ნათელაშვილი

საქალაქო სასამართლოში, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი მიმდინარეობს, “ლეიბორისტული პარტიის” წევრები  იმყოფებიან.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოს, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს.

“დღეს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა და სწორედ ამ ცრუ, თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი პოლიტიკური რეპრესიებით. პირველი მსხვერპლი გახდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც იცავდა შვილმოკლული მამის უფლებებს გარემოვაჭრეებთან ერთად, რომლებმაც ისტორიული ზნეობრივი მაგალითი აჩვენეს და არ იკადრეს დამდგარიყვნენ იქ სამუშაოდ, სადაც საპროტესტო აქცია მიდის უკვე ამდენი თვეა. ეს შენობა და ეს სასამართლო გახლავთ რეპრესიების ცეხი,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი თემები