პარლამენტთან აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ, დაკავებულია ლაშა ჩხარტიშვილი

 

პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა “შეცვალე” მალხაზ მაჩალიკაშვილსა და გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდება ტერიტორიაზე გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს.

აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც, რამდენიმე დღის წინ, კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შენობის წინ კარვები ისევ განთავსდება და პროტესტის გამოხატვა კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან იმყოფებოდა, საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„ჩხარტიშვილი დაკავებლია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები