აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.  CNN-ის ინფორმაციით, სანქციები ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს დაუწესდათ. ამასთანავე სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება,სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის.

მეტი...

“შესაძლოა, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ირანმა გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს. „ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ არ დავუჯეროთ ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ზუსტად ამიტომ, ჩვენ გვჭირდება საფუძვლიანი გამოძიება, რომ დადგინდეს ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ირანული მხრისგან უნდა გვქონდეს სრული თანამშრომლობა გამოძიებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 737 8 იანვარს თეირანი-კიევის რეისს ახორციელებდა. ის აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე სულ 176 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

მეტი...

ტრამპი ამბობს, რომ ნობელის პრემიას ის იმსახურებდა და არა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ის იმსახურებდა და არა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი.  “მსურს, გიამბოთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. მე გადავარჩინე ქვეყანა (ეთიოპია) და ახლახან შევიტყვე, რომ სწორედ ამ ქვეყნის ხელმძღვანელმა აიღო ნობელის პრემია ქვეყნის გადარჩენისთვის”, – უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს. რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის გამო, 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბია აჰმედ ალის გადაეცა.

მეტი...

“აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გმირობა” – რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ  განაცხადა, რომ აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა. მისი თქმით, ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში, აფხაზები ახერხებენ და პროტესტს გამოთქვამენ. „ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ პროცესების ესკალაცია, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უფლებები აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს. მე ვგულისხმობ, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იმ პარტნიორს, რომელიც არის ჩართული ჟენევის დისკუსიაში და მოლაპარაკებებში, გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასევე, ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ეს პროცესები, რაც…

მეტი...

“რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ” – ვლადიმერ ზელენსკი

“ისტორიის რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო, მადლობას უხდის. „მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, მისი მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო“, – წერს ზელენსკი. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

მეტი...

„მამუკა ხაზარაძეს იაფფასიანი ტყუილები ახასიათებს“ – მამუკა ბახტაძე

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა” – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც მამუკა ხაზარაძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მამუკა ბახტაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე რეალობის დამახინჯებასა და მოდელირებას ცდილობს. „წლების განმავლობაში, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება. ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე. უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა…

მეტი...

საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს მიზანმიმართულ ცილისწამებად და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. „2019 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის თანახმად“ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ელექტრონულად განაწილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებში დადგენილი ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით, მოსამართლეთა შემადგენლობების განსაზღვრის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის შესაბამისი კატეგორიის ექვს მოსამართლეს შორის. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, ბრალდებულ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმე განსახილველად მოსამართლე გიორგი არევაძეზე განაწილდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ…

მეტი...

მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “მსურს, გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გაჟღერებულ სიცრუეს. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში; საქართველოში, კერძოდ – ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო და რჩება ხელისუფლება! პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა,…

მეტი...

რაულ ხაჯიმბასა და აფხაზურ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო. საზოგადოებრივი პალატის მდივნის, დანიელ უბირიას თქმით, საზოგადოებრივ პალატას მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსი აქვს. უბირიას არ დაუკონკრეტებია, ოპოზიციიდან ვინ მონაწილეობს დღევანდელ მოლაპარაკებებში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მეტი...

ნიკა გვარამია, სასამართლოს შეურაცხყოფის გამო, დააჯარიმეს

მოსამართლე გიორგი არევაძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიითა და “ფეისბუქით” გაკეთებული განცხადებების გამო, 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, განმარტება მოსთხოვა. ასევე განმარტება მოსთხოვა გვარამიას „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო. “მე არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბაროთ. სხდომის გარეთ გაკეთებული განცხადებები ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,”- უპასუხა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.  მოსამართლემ იკითხა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება თუ არა ის სიტყვები, რაც მოსამართლის მისამართით ითქვა, გვარამიამ განაცხადა: “სიტყვები “ნაბიჭვრები” და “ნაძირლები” ეხება ყველას, ვინც აყალბებს ჩემს საქმეს და ვინც ცდილობს უკანონო განაჩენი მომისაჯოს”. ამის შემდეგ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინული ავიალაინერის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა. საქართველოს პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა და დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარება გამოხატა.  “მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.   ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში. 

მეტი...

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს. ეროვნული ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინულ სამგზავრო ლაინერს რაკეტა არ მოხვედრია და ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ ისევ უცნობია. კანადის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თეირანის აეროპორტიდან აფრენილი სამგზავრო ლაინერი, ირანის მხარის მიერ გასროლილი „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტით ჩამოვარდა. ჯასტინ ტრუდოს პოზიციას იზიარებს გაერთიანებული სამეფოც.

მეტი...

“აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით”- კარლ ჰარცელი

აფხაზეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პირველი კომენტარი გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. “ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ ინციდენტებს, რაც ხდება აფხაზეთში. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს საქმეზე სრული სურათი, თუ რა ხდება იქ და რა არის ამის მიზეზი. თუმცა გეტყვით, რომ კონტაქტზე ვარ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომ დავადგინოთ ის მოვლენები, რაც დღეს აფხაზეთში ხდება და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემთვის,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მეტი...

“თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ” – აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ პრობლემებს მიხედონ. „ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“ ,- აცხადებს კოვე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მეტი...

“ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით” – ქეთევან ციხელაშვილი

“ზოგადად, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ამ პროცესში არ დაზარალდება. „რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები, ისევე როგორც ყველა მოვლენა, ჩვენთვის არის საყურადღებო და საინტერესო. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ რომელიღაც პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას ვცნობთ, მაგრამ თავისთავად სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს ამ განვითარებებს. ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ, რომ არ შეექმნას რაიმე რისკი მოსახლეობის უსაფრთხოებას. უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული. ჩვენთვის ამ ჭრილში განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა პროცესი, რაც…

მეტი...

ვარკეთილში, აქციაზე 6 პირი დააკავეს

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას სულ ექვსი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები. საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. აქედან ოთხი პირი საქალაქო სასმართლოში იმყოფება, ორი კი პოლიციის განყოფილებაში. ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები აქციას დილიდან მართავენ, ისინი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მეტი...

ანტალიაში, რუსული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ანტალიაში, რუსულ თვითმფრინავს ავარიული დაშვების დროს კორპუსი დაუზინადა.„ნორდვინდის“ ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან მიემართებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში ავარიული დაშვება ბორტზე დაკვამლიანების გამო ითხოვა. ინციდენტის დროს თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის წევრები კი, ავარიული დაშვების დროს არ დაშავებულან.

მეტი...

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი უფროსი ჰყავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა. ლერი ბარნაბიშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2013-2015 წლებში – აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.

მეტი...

ავსტრალიაში მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვეღარ ახერხებს

ავსტრალიაში მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვეღარ ახერხებს. “კენგურუს” კუნძულიდან ძლიერი ხანძარი ქალაქ კინგსკოტის საავტომობილო გზებთან გავრცელდა, რის გამოც ქალაქის მცხოვრებლები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ. მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში. ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სტიქიის ზონის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მაშველებს  ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ურთულეს პირობებში უწევთ ყოფნა. შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიას ხანძართან გასამკლავებლად 150-ზე მეტი მეხანძრე გაუგზავნა. ავსტრალიაში უკვე მესამე თვეა რაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიას უკვე 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 15 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოში 9 მილიონიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა

“გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა” – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. „2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა. ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა”. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად, ყველა იმ სახელწმიფოდან შეინიშნება, რომელთა შესახებაც მათ…

მეტი...

„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებას ყურადღებას აქცევს. „ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას”, – წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ვითარება გუშინ დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

მეტი...

აფხაზეთში ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა. მისივე თქმით, „მინისტრთა კაბინეტი“ მუშაობს, თუმცა არასრული შემადგენლობით, ამიტომ „გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვა დაწესდა“. “მინისტრის” შეფასებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ე.წ. მთავრობა „ხელფასებისა“ და „პენსიების“ გაცემას ვერ შეძლებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  პროტესტი გუშინ დაიწყო, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრითა და დარბევით დასრულდა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ…

მეტი...

ოსკარების ცერემონია წელსაც წამყვანის გარეშე ჩატარდება

ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კინოდაჯილდოება წამყვანის გარეშე ჩაივლის.  “ABC Entertainment”-ის პრეზიდენტმა, კერი ბრუკმა ,,კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიასთან’’ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზად გასული წლის გამოცდილება დაასახელა. მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ხდება, პირველად დაჯილდოება წამყვანის გარეშე 1989 წელს ჩატარდა. მეორედ 2019 წელს, როდესაც მსახიობმა და კომიკოსმა კევინ ჰარტმა წამყვანობაზე უარი თქვა. ოსკარების 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს ანჯელესში დოლბის კინოთეატრში გაიმართება. დაჯილდოება პირველად 1927 წლის 16 მაისს ჩატარდა კინოინდუსტრიაში მიმდინარე მიღწევების აღსანიშნად. ყოველწლიურად აკადემიის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. დღეს მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მეტი...

„საპატრიარქო ამ საქმიდან ანგელოზი ვერ გამოვა“- ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მამა გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობას  სტაბილურად მძიმედ აფასებს და მისი სპეკულაციის საგნად ქცევა არ სურს. „მამა გიორგი პირადი ტყვეა. მამა გიორგის ჯანმრთელობით სპეკულაციას მე არ ვაპირებ. სტაბილურად მძიმეა მისი მდგომარეობა, მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეძლება.  ეს დამცირებაა. მამა გიორგი იმდენად სიანტერესო არაა, როგორც საპატრიარქოს ცუდი საქციელი, ეს უკიდურესი ფორმებია და მათ საზღაური უკვე მიიღეს. ადამინებმა მათი ნდობა დაკარგეს“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ. კითხვაზე, რა მიზეზით უნდა მოხდეს მამა ანდრიას შეწყალება მაშინ, როცა არაერთი პატიმარს…

მეტი...

ავსტრალიაში საელჩოები მუშაობას აჩერებენ

“ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ხანძრების გამო, კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა. უნგრეთის, ირლანდიის, იტალიისა და ესტონეთის საელჩოები და დიპლომატიური მისიები წყვეტენ საქმიანობას. მიზეზად ავსტრალიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება სახელდება. ავსტრალიური მედიის ცნობით, იგივე ზომებს მალე ისრაელის საელჩოც მიმართავს. ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება. მეტეოროლოგების ცნობით, დღეს ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, რაც ხანძრების ახალი კერების საფრთხეს ქმნის.

მეტი...

„ახალი დე ფაქტო არჩევნები, რუსეთი აფხაზეთს სხვა გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს და პროცესები დე ფაქტო არჩევნებისკენ წავა. აღნიშნულ თემაზე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აფხაზეთში ბაკქანალია შექმნა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც აპროტესტებენ. იქაური სასამართლო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს რომ გააკეთოს და არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალოს, ამით პირდაპირ რუსეთს დაარტყამს. რუსეთი კი მათ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიაღებინებს. ამიტომ, იქნება ახალი დე ფაქტო არჩევნები“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ყველა,…

მეტი...

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით“ – პაატა იმნაძე

“გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. „ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების…

მეტი...

,,ჩათვალეთ, რომ ხაჯიმბა გადაგდებულია, აფხაზეთში აფხაზებისთვის ადგილიც არ დარჩება’’- ჯემალ გამახარია

„ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან“ –  ეს  განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს კრიმინალებისა და პოლიტიკოსების ერთობლივი მოქმედება უწოდა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, აგვისტო-სექტემბერში, როდესაც აფხაზეთში ე.წ. არჩევნების პირველი და  მეორე ტური იყო. ხაჯიმბა აუცილებლად წავა თანამდებობიდან, ეს ჩემი აზრია. მოვლენების განვითარება ამას გვიჩვენებს, არა მხოლოდ გუშინდელ პროცესებზე დაყრდნობით, არამედ აგვისტო-სექტემბრიდან მოყოლებული, ხაჯიმბა განწირულია’’ – აღნიშნა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“ ჯემალ გამახარიას თქმით, ხაჯიმბა მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, მოლაპარაკება მხოლოდ მის გადადგომაზე შეიძლება. „ის მარტოა და არავინ დარჩა. დეფაქტო პარლამენტმა მისი…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის ე.წ. საელჩო მოქალაქეებს პროტესტის ადგილიდან თავის არიდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ახსენებს. როგორც დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ ადგილებში ვითარება მშვიდი რჩება. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო ტურისტებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი აარიდონ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას და იმ ადგილებს, სადაც პარასკევს საპროტესტო აქციები გაგრძელდება. “უკეთესია, რომ არ გამოჩნდეთ ქალაქის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზონაში და სამთავრობო შენობების კომპლექსში, რადგანაც სწორედ იქ არის დაძაბულობა კონცენტრირებული,” – აცხადებს რუსეთის საელჩო.

მეტი...

პარლამეტის რიგგარეშე სხდომაზე 30-მდე საკითხი განიხილება

17 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა იგეგმება. არსებული ინფორმაციით რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დეპუტატები უკვე ინფორმირებული არიან. რიგგარეშე სხდომაზე 30-მდე საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა საორგანიზაციო საკითხები და ათი კანონპროექტი. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრეზიდენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართავს. პარლამენტმა საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს დახურა და რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ ამიტომ იგეგმება. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს გახსნის.

მეტი...

,,ეს იყო კრიმინალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი იერიში’’- ჯემალ გამახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

„აფხაზეთში დაწყებულ პროცესებს ხელმძღვანელობს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ, კრიმინალი ახრა ავიძბა. ის პროცესები, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს, კრიმინალებისა და პოლიტიკური ძალების ერთობლივი მოქმედებით ხდება“ – ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, მიმდინარე წელი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა,  ის ბაკქანალია, რაც აფხაზეთში ხდება, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გამორიცხულია. „წელი აფხაზეთიდან დევნილებისთვის და აფხაზეთისთვის სიანტერესოდ დაიწყო. ის, რაც ახლა ხდება არ იყო მოულოდნელი. სიტუაცია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ვამახვილებ ყურადღებას, მიზეზად, ყველა არჩევნების გაყალბებას ასახელებს, ეს სწორია მაგრამ, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი…

მეტი...

401 დევნილი ოჯახი, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლს მიწის ნაკვეთით თავად აირჩევს

საკუთარი სახლი მალე 401 დევნილ ოჯახს ექნება. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი შეისწავლა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში სახლს მიწის ნაკვეთით თავად არჩევს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. “დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა პროექტს სოფლად სახლის ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვა. კომისიას წარედგინა 715 განაცხადი, საიდანაც 401 დევნილ ოჯახს ეთქვა დადებითი გადაწყვეტილება. ახლო მომავალში დევნილმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შერჩეული სახლები, რომელსაც სააგენტო ჩაუტარებს შესაბამის ექსპერტიზას. ექსპერტიზის…

მეტი...

“გამორიცხული არ არის, ირანიდან ლტოლვილები საქართველოსკენაც დაიძრნენ” – ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით, თუ აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს დააკისრებს,  საქართველოში ირანიდან ლტოლვილების რიცხვის გაზრდა მოსალოდნელია. როგორც ბრიგადის გენერალმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ირანის მოსახლეობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე დასავლეთი ბევრად მიმზიდველია. “ტრამპა დაანანონსა საკმაოდ მწვავე სანქციები. რა თქმა უნდა, თუ ეკონომიკური ვითარება ირანში გაუარესდა, არაა გამორიცხული ლტოლვილთა ნაკადების ზრდა. რა თქმა უნდა,  ლტოლვილების რაოდენობა მოიმატებს საქართველოშიც. თუმცა, მათ გაცილებით მიმზიდველი ქვეყნები აქვთ, იგივე თავის გარემოცვაში, ევროპაში, კანადაში, არაბულ სამყაროში. მაინცდამაინც საქართველოში არ ჩამოვლენ, მაგრამ გარკვეული წილი იქნება. საგანგაშო ტენდენციებს ამ კუთხით ვერ ვხედავ”, – განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ…

მეტი...