აჭარაში, გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

აჭარაში, გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს ბოლო პერიოდში, დღის განმავლობაში 250-მდე ადამიანი მიმართავს. უწყების ცნობით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიქსირდება. არის „ეიჩ ერთისა“ და „ეიჩ სამის“ შემთხვევებიც.

მინისტრის განცხადებით, კლინიკები და ამბულატორიები დასვენების დღეებშიც იმუშავებენ.

მსგავსი თემები