„მანანა გამსახურდიას ცოტნე იზოლაციაში ჰყავს, მისი გადაწყვეტილებით, ცოტნესთან მეუღლესაც არ უშვებენ“ – სკანდალი გამსახურდიების ოჯახში

ცოტნე გამსახურდიასთან არც მის მეუღლეს, ანა ჯაბაურს უშვებენ და არც სხვა პირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მანანა გამსახურდიამ მიიღო.  უფრო მეტიც,  საქართველოდან ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, მანანა გამსახურდიამ ანა ჯაბაური კლინიკიდან გამოაძევა და ცოტნეს პალატასთან მიახლოების უფლებას არ აძლევს. ინფორმაციას ამ უცნაური ამბის შესახებ  ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენელი ჯაბა კვარაცხელია ავრცელებს და საქართველოს მთავრობისგან პასუხს ითხოვს. როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, მანანა გამსახურდია ყველაფერს აკეთებს შვილის, ცოტნე გამსახურდიას ქონების მისატაცებლად.    „მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია…

მეტი...

“პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს” – ზურაბიშვილი რუსეთის წარმომადგენელს

„საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსეთის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ გააკეთა. ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“.…

მეტი...

“რაც უფრო დიდია ქვეყანა, უფრო ნაკლებად არის სანქციების ან მკაცრი მონიტორინგის ობიექტი” – სალომე ზურაბიშვილი

„გამარჯობა, ქალბატონო პრეზიდენტო. თქვენი ქვეყნის, საქართველოსა და ჩემი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შედეგები საშინელია. თუმცა რუსეთი განაგრძობს ევროსაბჭოს სტატუტის დარღვევას და უგულებელყოფს ამ ასამბლეის რეზოლუციებს. რა შეიძლება გაკეთდეს ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების მიერ და კერძოდ, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობისას, რომ რუსეთს ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ. უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, მათ შორის, თქვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის? დიდი მადლობა!“ – ასე მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის წარმომადგენლმა, ოლექსი გონჩარენკომ საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილმა კი გონჩარენკოს ასე უპასუხა: „მართლაც, რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს. ეს არის ხანგრძლივი ამბავი, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით ჯერ კიდევ მაშინ,…

მეტი...

პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის განცხადებით,  22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა. პაატა იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არცერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა. პაატა იმნაძის განმარტებით, გოგონა შინ მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.

მეტი...

„მაჩალიკაშვილს ხელყუმბარასთან დაკავშირებით შენიშვნა არ განუცხადებია… ის დაეთანხმა, რომ ხელყუმბარა მის შვილს ეკუთვნოდა“

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა“ – აცხადებენ გენეტალურ პროკურატურაში. პანკისის ხეობაში მოკლულ თემირლან მაჩალიკშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და საქმე დახურა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და  მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: „2017 წლის 21 ნოემბერს  სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსისქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირამ“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი.  აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა  განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას  შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი  თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების  და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან,  როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ  შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები დაკომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები“ – ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის გარდაცვალების ფაქტზე მის მეგობრებსა და სკოლის მოსწავლეებს კითხავენ

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარდაცვლილის ძმამ, ლუკა სირაძემ განუცხადა, დაკითხულია დაახლოებით 200-მდე მოზარდი  როგორც „მწვანე სკოლიდან“, ისე ლუკას და მისი მეგობრები. „ლუკას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სიახლე ამ ეტაპზე არაფერია. გრძელდება ხალხის დაკითხვა, იკითხებიან როგორც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები, ისე ლუკას და ჩემი მეგობრები. ჩემი მეგობრები იმიტომ, რომ ლუკასგან სატელეფონო ზარებია მათთან შესული და ჩემს მეგობრებთან ლუკაც მეგობრობდა. დედამ ორჯერ რომ მისცა ჩვენება, მას მერე პოლიციაში არ ყოფილა. როგორც ვიცი, სულ 200 ადამიანია გამოკითხული“ – განუცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“. დღეს, ამ თემაზე განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის…

მეტი...

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ტურისტი გადმოვარდა

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლამდე ბიჭი რუსეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი გალავანზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშთა განყოფილებაში გადაიყვანა.

მეტი...

პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა

პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ 500 ლარით დააჯარიმა. სკოლის დირექტორის, კახა დავითურის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ დღეს განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.

მეტი...

ევროვიზია 2020 წლის კენჭისყრა დღეს გაიმართება

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა 28 იანვარს გაიმართება და გადაწყდება, რომელი ქვეყანა რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. კენჭისყრა 19:10 საათზე დაიწყება და მას ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.

მეტი...

„მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას” – ლონდა თოლორაია

“დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.  როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში განმეორებით დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის მშობელი. მისივე ინფორმაციით, ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება.  თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატი აცხადებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს…

მეტი...

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. განცხადება თბილისის პროკურატურაში  გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყების განმარტებით, “სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.” შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამრთლომ გამოიტანა.

მეტი...

„კორონავირუსით“ ცხოველები ინფიცირდებიან, რომელიც ადამიანებზე გადადის. ადრე,  გავრცელების წყარო კატები და აქლემები იყვნენ

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების წყარო ამ ეტაპზე დაუდგენელია, თუმცა, სავარაუდო მიზეზად გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა სახელდება, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს. რაც შეეხება „კორონავირუსის“ ადრე დაფიქსირებულ შემთხვევებს, მათი გავრცელების წყარო, სავარაუდოდ კატა და აქლემი იყო. როგორც პედიატრმა თამარ  ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს არის ვირუსებს ის ჯგუფი, რომლითაც ცხოველები ინფიცირდებიან და შემდეგ ადამიანებზე გადადის.     „კორონავირუსი“  ეს არის ვირუსების დიდი ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად აინფიცირებს ცხოველებს და არის რიგით მე-17 რომელიც ადამიანებში ვრცელდება. მანამდე ორი აფეთქება უკვე ახსოვს კაცობრიობას, ეს იყო 2002 წელს, რომელიც მაშინაც  ჩინეთიდან წამოვიდა და მას ერქვა „სარსი“. მისი…

მეტი...

გეითსების ფონდი “ახალი კორონავირუსის” წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი “ახალი კორონავირუსის” წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხის ნახევარი ჩინეთისთვისაა განკუთვნილი. ის დაიხარჯება დაავადების გამოვლენის ღონისძიებებზე, მკურნალობის მეთოდებისა და ვაქცინის შემუშავებაზე. დანარჩენი ხუთი მილიონი განკუთვნილია აფრიკული კავშირის სახელმწიფოებში დაავადების პრევენციაზე მომუშავე ცენტრებისთვის. ფული დაიხარჯება აფრიკულ ქვეყნებში სავარაუდოდ ინფიცირებულების გამოკვლევებზე, ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე პაციენტების მკურნალობასა და მათ იზოლაციაზე.

მეტი...

ჩხოროწყუში სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში გულუების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამულ დახმარებას გაუწევს.

მეტი...

„ინფრასტრუქტურა არის, ფული არის, რესურსი არის, მაგრამ უკან წავედით. ეს პრეზიდენტი არ უნდა აირჩონ“ – ვითარება რაგბის კავშირში

„მილიონიანი ბანკის ვალი, კომერციული ორგანიზაციების ვალი, მუნიციპალიტეტის ვალი და ათასობით საურავი, რის გამოც პრეზიდენტი იძულებულია მიწები გაყიდოს“ – ასე აფასებენ რაგბის კავშირის დღევანდელ ვითარებას ვეტერანი მორაგბეები და მთავარ პრობლემად პრეზიდენტს ასახელებენ, რომელიც არასწორად მართავს. ვეტერანმა მორაგბეებმა არსებულ რთულ ვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და მას კრიზისი უწოდეს. „თუ, დღეს იმაზე უკეთ ვთამაშობთ ვიდრე 4 წლის უკან,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვვითარდებით. დღეს ქართული რაგბი უკან მიდის. არადა, ყველაფერი არსებობს, რომ შედეგი გვქონდეს. ფონდმა „ქართუს“ დახმარებით, უპრეცენდენტო, დაახლოებით 200 მილიონის ინფრასტრუქტურა აქვს დღეს კავშირს,  გაჩნდა განვითარების რესურსი, რაც მანამდე არ ყოფილა,…

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. რკინის კონსტრუქცია, რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტის ინტერიერის მოწყობაზე 11 661 920 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინტერიერის მოწყობაზე 11 661 920 ლარის დახარჯვა იგეგმება. ამ თანხით აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალი მოეწყობა. ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს მაინც მოემსახურება. საწყის ეტაპზე მგზავრებს შენობის ახალი ნაწილიდან შეეძლებათ გაფრენა და ქვეყანაში დაბრუნება.

მეტი...

კორონავირუსის გავრცელების რუკა

ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 107 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4474 პირს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად გვთავაზობს. ამისათვის რუკა იყენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს, ისევე როგორც გეოგრაფიული საონფორმაციო სისტემის კარტირებას. რუკაზე ნათლად ჩანს ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთი და სხვა ქვეყნები, სადაც ვირუსის ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. ვირუსმა ავტრალიის და აფრიკის კონტინენტამდეც მიაღწია, ამასთან ერთად გერმანია, საფრანგეთი და აშშ-ც დაფიქსირდა.

მეტი...

ვეტერანი მორაგბეები რაგბის გადასარჩენად „რაგბის ქომაგთა კავშირს ქმნიან“

„რაგბის ქომაგთა კავშირი“ – ასე ერქმევა იმ ახალ ორგანიზაციას, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები ჩიხში შესული რაგბის კავშირის გადასარჩენად ქმნიან. მორაგბეებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს და კავშირში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა რაგბში დაგროვილია ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემების გარეთ გამოტანა ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდის წინ. უცებ, მივიღებთ ხოლმე ისეთ რეალობას, რომ მოდის იმდენი პრობლემა, რომ ქომაგებისთვის რთულია ამდენი პრობლემის ერთდროულად გადახარშვა. სამწუხაროდ, არ შევქმენით თავის დროზე ორგანიზაცია, თუმცა, დღეიდან გამოვასწორებთ ამ სიტუაციას და საზოგადოებას შესაძლებლობას მივცემთ, პერიოდულად და პერმენენტულად ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება რაგბის კავშირში. ყველა ინფორმაციას გამოვიტანთ…

მეტი...

ჩინეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც კორონავირუსის განზრახ გავრცელებას ამტკიცებდა

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებს, დააკავეს. შემთხვევა ჩინეთში, პეკინთან ახლოს მოხდა. მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას სახალხო დაწესებულებებში ცდილობდა. როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული. ამჟამად მამაკაცი დაკავებულია, მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება წაუყენეს. გამოძიება კი გრძელდება. ჩინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ პანიკის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 106 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს. ვირუსი ჰონგ კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში,…

მეტი...

ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის, ყველაფერი კეთდება. „ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი“, – განაცხდა ტიკარაძემ.

მეტი...

რა უნდა გავითვალისწინოთ „კორონავირუსის“ საპრევენციოდ – პედიატრის რეკომენდაცია

რა სიმპტომები ახასიათებს „ახალ კორონავირუსს“ და  როგორ უნდა მივცვხვდეთ, რომ შესაძლოა ე.წ. მკვლელ ვირუსთან გვაქვს საქმე – ამ საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა  თამარ ოგბაიძემ ისაუბრა. „ახალი კორონავრუსის“ სიმპტომები სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია და ეს არის:  ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან ნაკლები ინტენსივობით, უსიმპტომოდ ან შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ გამოხატული მაღალი ცხელებით. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ დაავადების თავისებურებაზე, არამედ თვითონ ადამიანის თავისებურებაზე“ – განაცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება პრევენციას, თამარ ოგბაიძე რამდენიმე აუცილებელ და გასათვალისწინებელ რეკომენდაციას იძლევა.  „ყველაზე…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან, დაგეგმილი რომელთაც ზურაბიშვილი შეხვდებაქ. სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ევროპის…

მეტი...

„კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, გლობალურად, ქვეყნები მაღალი რისკის ზონაში მოხვდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, „ახალი კორონავირუსის“  გავრცელების მხრივ მსოფლიო ქვეყნების კატეგორიები შეცვალა. გლობალურად შეცვლილ კატეგორიაში საქართველოც მოხვდა და მაღალი რისკის ზონაში მოექცა. „კორონავირუსის“ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა,  მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა  თამარ  ობგაიძემ ისაუბრა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ცვლის გავრცელების მხრივ რისკის მატარებელი ქვეყნების კატეგორიას. წინა დღეებში  ეს რისკი იყო ასეთი: ჩინეთის  ტერიტორია იყო ძალიან მაღალი რისკის ზონა, ასევე, მაღალი რისკის ზონებს მიეკუთვნებოდა მიმდებერე ტერიტორია. გლობალურად კი ზომიერი რისკი სახელდებოდა. ბოლო ორი დღეა, ეს მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ,  ჩინეთში კვლავაც რჩება ძალიან  მაღალი რისკი, მიმდებარე რეგიონებში მაღალი, გლობალურად კი რისკი გაიზარდა…

მეტი...

“ვფიქრობ, ჩინეთიდან ფრენების შეჩერება მოგვიწევს” – ნათია თურნავა

“ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს,” – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვისა და სხვა უწყებები ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში არიან ჩართულნი და ყველაფერი კეთდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის. “პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება,…

მეტი...

„ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია

დღევანდელი მონაცემებით, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ ეტაპისთვის, 3000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეჭვი გაცილებით მეტ ადამიანზე არსებობს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა,  მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას. დღევანდელი მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია. სულ 2798 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2741 შემთხვევა ჩინეთში. ესაა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, თუმცა საეჭვო შემთხვევები 5 000-ზე მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 80-მდე“ – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ვირუსმა შეაღწია, ესენია:  ჩინეთის მოსაზღვრე ტერიტორიები –  ვიეტნამი, იაპონია, ნეპალი, სინგაპური. ცოტა…

მეტი...

„ახალმა კორონავირუსმა“ გერმანიაშიც შეაღწია

გერმანიის ქალაქ ბავარიაში „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპისთვის, პაციენტი, რომელსაც ე.წ. მკვლელი  ვირული აღმოუჩინეს, იზოლირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც დაავადებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ყველას აფრთხილებენ, რომ პრევენციისთვის სათანადო შემოწმება  გაიარონ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსით,“ დადასტურებულად 100 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებულთა რაოდენობა კი 5 000-მდეა.

მეტი...

გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრება დღეს 11:00-ზე დაიწყება

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებას  აგრძელებს.  დღეს, საბჭო 11:00 საათზე შეიკრიბება და კიდევ რამდენიმე კანდიდატს მოუწმენს, პროცესი კი „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 27 იანვარს დაიწყო. გუშინ, საბჭოს წევრებმა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს – ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების…

მეტი...