ლევან ხაბეიშვილს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილიბრივ დააკმაყოფილა, პროკურატურა გირაოდ 3 000 ლარს ითხოვდა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება. „მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინა

2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, მას  ბრალად ედება   დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით  მიმართა. ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.   

მეტი...

რუსეთში “კორონავირუსი” დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა. ტატიანა გოლიკოვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, 30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა.

მეტი...

“საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდებათ, თუ პატიმრობას შეუფარდებენ” – ლევან ჟორჟოლიანი

“საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდებათ, თუ მათ პატიმრობას შეუფარდებენ”, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, თუ დეპუტატებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო ან სხვა არასაპატიმრო საშუალება შეეფარდებათ, მათ უფლებამოსილება არ უჩერდებათ. „ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვაპირებთ ასე გაგრძელდეს, ვიდრე ხელისუფლებაში ვიქნებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, მასზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება იქნება. რაც თქვენ ნახეთ პროკურატურის განცხადება სამი პირის მიმართ წაყენებულია ბრალი ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია შესაბამის ორგანოში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მეტი...

“ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. საუბარია უჰანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე. „ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან გახლავთ ის, რომ  თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს ევაკუაციის შესახებ თანხმობა, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადების კუთხითაა დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა  კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია…

მეტი...

“ქართული ოცნების” წევრები ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ

პროკურატურის მიერ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” 3 დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ბრალდებულებმა ავთანდილ ცინცაძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ განცხადება გააკეთეს. “ქართული ოცნების” დეპუტატები ბრალს არ აღიარებენ. “შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს. ყველა მიიღებს იმ შედეგს, რაც დაიმსახურა. ამიტომ, მოვლენებს ნუ ვუსწრებთ. ჩვეულებრივი პროცესია, მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების დამთავრებას,”- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ. “მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც თავის პასუხს იტყვის დროთა განმავლობაში. მე, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბრალი წარდგენილია, დაველოდები გამოძიებას,”- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ. შეგახსენებთ, საკრებულოში 24 იანვარს მომხდარი ინციდენტისას ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” 3…

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე შემოწმება უტარდებათ. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ. მათი თქმით, ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა. “აეროპორტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ჯერ არც ერთ მგზავრზე ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ დაფიქსირებულა. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა, ვცდილობთ, ყველა მგზავრი დავარწმუნოთ მის საჭიროებაში,”- ამბობს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე მედდა, იამზე ჩაფიჩაძე. საქართველოს აეროპორტში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მგზავრებს დისტანციური თერმოტესტით ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. 

მეტი...

ბექა ბურდიაშვილს თბილისში 2 თებერვალს ჩამოასვენებენ

26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს. პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4. სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13 საათზე.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება წარედგინა

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურიდან აცნობეს. „2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“,…

მეტი...

“ამერიკას სჭირდება საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირეები”

“ამერიკას სჭირდება საქართველოს მსგავსი სანდო მოკავშირეები” – ამ სათაურით სტატიას გამოცემა The Hill აქვეყნებს. სტატიაში ვაშინგტონში ქართული დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზეც არის საუბარი და წერია, რომ ამ ვიზიტმა შესაძლოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უფრო გაამყაროს. ასევე, ხელი შეუწყოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლას. “ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით”,- ნათქვამია სტატიაში

მეტი...

კუბლაშვილი 20 ივნისის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვს

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. როგორც მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მორის მაჩალიკაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს. „ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით იმყოფებოდა. მისი მიზანი იყო საკუთარი ბიძის უსაფრთხოება. მას ჰქონდა გარკვეული ნივთები, რადგან კარავში ცხოვრობდა და სჭირდებოდა. პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ფიქსირდება და ამას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ ეს ადამიანი უპირატესად მოქმედებდა ბიძის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა. საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილის დღევანდელი პროცესი გადაიდო და 3 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

“მიღწეულია შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხორციელდება, რათა უჰანიდან, რომელიც დაავადების ეპიცენტრია, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზად ვიყოთ. „საბჭოს შეხვედრა ემყარება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებას და იმ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი კვირაა, ტარდება ჩვენი უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან. აქ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყება. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენი ქმედებები, რომლებიც ერთი კვირაა, ძალიან თანმიმდევრულად და მწყობრად მიმდინარეობს, შედეგობრივია და ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. დღეს მინდა, შევეხო იმ განვითარებულ…

მეტი...

ე.წ. КГБ ახალგორის მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნებას ორ თვეში ერთხელ მისცემს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ე.წ. რაზდახანის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ონლაინ სააგენტო “რესი” ავრცელებს. “საქართველოში გადასვლა ლენინგორის რეგიონის მითითებული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით არის ნებადართული. პუნქტი რაზდახანი საქართველოს მიმართულებით ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად,”- აღნიშნულია ე.წ. КГБ-ს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, პუნქტ ე.წ. რაზდახანის მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.

მეტი...

ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა გააკეთეს. მათი ინფორმაციით, დაავადება 2 ადამიანს აღმოაჩნდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

მეტი...

ჩილეში ვულკანი ამოიფრქვა

ჩილეში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყანაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 4 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას ვულკანიდან კიდევ რამდენჯერმე ამოფრქვევის შესახებ აფრთხილებს და სტიქიის ზონასთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

შავ ზღვაში 5 ბალიანი შტორმია

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ მხრივ ხვალ და ზეგ ვითარება შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე სამ-ოთხ ბალამდე შემცირდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით 7-9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს 8-10 გრადუსს ვარაუდობენ.

მეტი...

მეცნიერთა ნაწილი „კორონავირუსის“ „შავ ჭირთან“ კავშირს ხედავს – ლადო კახაძის შეფასებები „მედიაცენტრ მთავარში“

მეცნიერთა ერთი ნაწილი „ახალ კორონავირუსს“ „შავ ჭირს“ ადარებს და აცხადებს, რომ მაშინაც კი, როცა ამ დაავადებამ კაცობრიობა გაანადგურა, სიმპტომები თითქმის ანალოგიურად მიმდინარეობდა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  მეცნიერებმა დასკვნები ანალოგიით უნდა გააკეთონ და მეცნიერება ყოველთვის სიზუსტეს არ ნიშნავს.      „მეცნიერებას ევალება, ანალოგია გაატაროს მის წინამორბედ მდგომარეობაში, იმ პლანეტაზე, სადაც კაცობრიობა სწრაფი ტემპით ვითარდება. საუბარია, გასულ საუკუნეებში, რა პათოლოგიებმა გაიარეს და რა კვალი დატოვეს. მე-20 საუკუნეში ჭირმა, ქვეყნად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოცელა თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანალოგიასთან გვაქვს საქმე. მეცნიერების მეორე ჯგუფი მუშაობს…

მეტი...

“მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა” – პაატა იმნაძე

“ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.  იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. „ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება არის, ვინაიდან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.…

მეტი...

ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს, არცერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან სამშობლოში სხვადასხვა გზით ჩამოვიდნენ, არცერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ორ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტად. ლუგარში ორჯერ მოხდა გატესტვა, რათა დავრწმუნებულიყავით. ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე.…

მეტი...

“ყველას მობილიზაციისკენ მოვუწოდებ” – რეკომენდაციები და მიმართვა მედიას კორონავირუსისგან თავდასაცავად

“მობილიზაციისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენგანს. არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რომელსაც კოორდინირებული მოქმედებით უნდა დავუპირისპიროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში”, ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა. ვლადიმერ კახაძემ ჟურნალისტებს, ექიმებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბევრ ადამიანებთან უწევთ კომუნიკაცია, რეკომენდაციით მიმართა. კახაძის უპირველესი რჩევა, ნიღბის ტარებაა. “ჟურნალისტები მედიატორები ხართ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, საშური ენერგიით  მოქმედებთ და თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ. როდესაც დაუდგენელ შემთხვევაში პირდაპირ, ღია წესით, ნიღბის გარეშე, საუბრის დროს ვირუსის პოტენციურ მატარებელზე, ან ინკუბაციის პერიოდში მყოფ ადამიანთან ახლოს მიდიხართ, თქვენც დაუცველ გარემოში აღმოჩნდებით. მით უმეტეს, მიკროფონები გაქვთ, რომლის…

მეტი...

„მინისტერიალი უნდა ჩატარდეს, გააჩნია რა გვინდა, ქვეყნის ძლიერება თუ ჩრდილებთან ბრძოლა“ – კობა კობალაძე

პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი უნდა ჩატარდეს, რადგან, ეს სწორედ ჩვენი, თავმჯდომარე ქვეყნის ვალდებულებაა. როგორც კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, ამ თემაზე სპეკულირება მიუღებელია. „კომიკურ სიტუაციას იღებს ეს ყველაფერი. როდესაც ჩვენ ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენს ვალდებულებაში შედის, რომ საქართველოში ჩატარდეს ევროსაბჭოს მინისტერიალი. მოგვწონს თუ არა ესა თუ ის შემადგენლობა, ცალკეული კონსულტაციები იქნება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გადაწყდება, თუ როგორ, რა ვითარებაში, რა შეზღუდვებით, რა შესაძლებლობებით რა ფორმატში უნდა ჩატარდეს მინისტერიალი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ თემაზე სპეკულირება და გულზე მჯიღის ცემა იმ შემადგენლისგან, რომლებიც თითქმის მზარეულებად…

მეტი...

„ბატონის და მონის პოზიცია მიუღებელია, თუ ხარ პარტნიორი, უნდა იყო პარტნიორის პატივისმცემელი“ – კობა კობალაძე წერილებზე  

საქართველოს პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კობა კობალაძის განცხადებით, პარტნიორ ქვეყანასთან მონისა და ბატონის პოზიციიდან საუბარი მიუღებელია და თუ პარტნიორ ქვეყანას ესაუბრები, თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. ეს განცხადება კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ კონგრესმენებისა და სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. „ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ, უმთავრესი, რასაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, ერი და ბერი ჩვენგან ითხოვს, არის ის, რომ ნებისმიერმა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა, პატივისცემა გამოხატონ ქვეყნის მიმართ და არა დატუქსვის პოზიციიდან, არამედ კონსტრუქციულად გველაპარაკონ.…

მეტი...

კორონავირუსმა ჩინეთის ყველა რეგიონი მოიცვა

„ბიბისის“ ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში. ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისათვის, ინფექცია უკვე გავრცელებულია 18 სხვა ქვეყანაშიც. ამის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მეტი...

კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტია) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ. “მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საეთაშორისო განგაში გამოაცხადა

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელება საგანგაშო ნიშნულს აღწევს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო განგაში გამოაცხადა. მიზეზი „კორონავირუსის“ ეპიდემიის ჩინეთის გარეთ გავრცელება გახდა. „ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი არის არა ის, თუ რა ხდება ჩინეთში, არამედ ის, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში“, – აცხადებს ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ჟენევაში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მედიას არსებული რეალობა გააცნო. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, შემაშფოთებელია ის ვითარება, რაც ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყნებში არსებობს. რისკი კი უფრო მეტად იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებსაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ.

მეტი...