იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია იაშვილის საავადმყოფოს პედიატრმა, თამარ არახამიამ განაცხადა, რომ მიმართვიანობის ძირითადი მიზეზი ვირუსული ინფექციაა. „ჩვენი კლინიკის მონაცემებით, კვირიდან კვირამდე მომართვიანობის თვალსაზრისით არის მზარდი ტენდენცია. მომართვიანობის ძირითადი მიზეზი ბოლო პერიოდში არის ვირუსული ინფექცია, არის დადასტურებული შემთხვევები ძირითადად ,,ბე” ტიპის ვირუსული ინფექციისა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომატიკა: ეს არის ჰექტიური ცხელება, ანუ მაღალი სიცხე, კატარალური მოვლენები, ანუ ნინორეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომატიკით თავსდებიან ძირითადად ჩვენთან პატარები. ჩვენს კლინიკას ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის პრობლემა ჯერჯერობით არ აქვს, ადგილები, რა თქმა უნდა, გვაქვს“ ,- განაცხადა თამარ არახამიამ.…

მეტი...

“დეკანოზს არ შეიწყალებენ” – გიორგი მამალაძის ადვოკატი

„ციანიდის საქმეს“ თუ გადავავლებთ თვალს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობიდან დაწყებული დღემდე, მიმაჩნია, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება. ეს შეიძლება გარკვეული პირების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მიხეილ რამიშვილის თქმით, თუ დეკანოზს შეიწყალებენ, ეს ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ქართულ მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილის ფურცელი იქნება. „ჩვენმა მხარემ გააკეთა მაქსიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არსებობს, გარდაცვლილია და ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახება, ჩვენ დეტალურად…

მეტი...

ჩამოვა თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოში სერგეი ლავროვი?

მაისში საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროსაბჭოს წევრია რუსეთიც. ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ჯერ უცნობია. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, მინისტრის ვიზიტის შესახებ ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა შეგვპირდა რომ მინისტრის გრაფიკს დააზუსტებს. ხოლო რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე,  მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში სერგეი ლავროვი ჩამოვა თუ არა.  „საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში…

მეტი...

გუდაურში წყალი ისევ არ არის – ტურისტების დიდი ნაწილი კურორტს ტოვებს

გუდაურში წყალი ისევ არ არის. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტზე წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ განაცხადა, წყლის მიწოდების აღდგენამდე „რედკოს“ კორპუსებისთვის წყალი ცისტერნებით მიუტანეს. „რედკოს დასახლებისთვის“ წყლის მიწოდებაზე პრობლემა გუშინ საღამოს შეიქმნა. ამ წუთში „რედკოს“ კორპუსებს წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა ჩვენ სასწრაფოდ ცისტერნებით უზრუნველვყავით წყლის მიტანა. რვიდან ხუთ კორპუსს გააჩნია ავზები და ამ ავზებს ახლა ვავსებთ ცისტერნებით მიტანილი წყლით. ვაგროვებთ წყალს, რათა პრობლემის მოგვარებამდე კორპუსებში წყლის მიწოდება უზრუნველვყოთ. მანამდე იმედია, დაზიანებული მილის შეკეთებაც მოგვისწრებს, თუმცა რჩება სამი კორპუსი, რომლებიც არ არიან ავზებზე დაერთებული და მათ არ აქვთ წყალი“, – განაცხადა…

მეტი...

გრიპის ვირუსის სიმპტომებით, თბილისში მცირეწლოვანი გარდაიცვალა

თბილისში, თემქის ერთ-ერთ კლინიკაში, ვირუსული ინფექციით, რვა წლის ბავშვი დაიღუპა. ექიმების განმარტებით, მცირეწლოვანს მაღალი სიცხე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის გამოც ბავშვი სამი დღის წინ ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე მედიკოსებს უჭირთ იმის თქმა, იყო თუ არა, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი. მასალები ლაბორატორიაში კვლევისთვისაა გადაგზავნილი.

მეტი...

დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ კენიის სამხედრო ბაზას დაესხა თავს – მოკლულია 4 ტერორისტი

CNN-ის ცნობით, სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებიც იმყოფებიან. კენიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტერორისტების თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც 4 თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით, „ალ-შაბააბმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია აფრიკის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს აწყობს.

მეტი...

ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში კავშირზეა ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციით, ქ. დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. უწყების ცნობით, ამასთან საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799. ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“. მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. 

მეტი...

„საქართველოს აალებულ საზღვრებს უნდა მივხედოთ, ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული“ – ელიკო წიკლაური-ლამიხი (ვიდეო)

“ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრების დაცვას“ – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, რომელიც ინიციატივას აყენებს და აალებული საზღვრების დასაცავად ბრძოლას იწყებს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მიტოვებულ, საზღვრისპირა რეგიონების მიმართ ინტერესს გაზრდის და იქ დასახლება ყველას მოუნდება. „შატილი ჩვენი ერთ-ერთი მარგალიტია. ჩემი ინიციატივის მიზანია სასაზღვრო რეგიონებში, მოსახლეობისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც, ადგილობრივებს იქ ცხოვრებას გაუადვილებს და იქ ცხოვრება ყველას მოუნდება. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია კონფლიქტური ზონების სივრცეში და გამორიცხული არ არის,  საფრთხეების რკალი კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრები დაცვას. ერთადერთი ბუნებრივი…

მეტი...

„გამრავლებისადმი მიდრეკილი ლტოლვილები წალეკავენ საქართველოს“ – ელიკო წიკლაური-ლამიხი

მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი, კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ამერიკა-ირანს შორის დაძაბულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ეს კონფლიქტი საქართველომდე ძალიან მალე მოაღწევს. „შატილიდან ე.წ.რუსულ საზღვრამდე 4 კილომეტრია! ახლო აღმოსავლეთში ერაყსა და ირანში შექმნილი კონფლიქტი, ძალიან მალე მოაღწევს საქართველომდე, სხვა თუ არა, გამრავლებისადმი მიდრეკილი ლტოლვილები, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად უნდა მიიღოთ და დააპუროთ, წალეკავენ არა მარტო საქართველოს. ქვეყანა სადაც თვითმკვლელობისა და აბორტების სტატისტიკური მონაცემებით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა დემოგრაფიულად კატასტროფულ მდგომარეობაშია“ – აცხადებს ელიკო წიკლაური -ლამიხი, რომელთანაც ვრცელი ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავარმა“ ჯერ კიდევ ოქტომბრის…

მეტი...

ავტრალიაში ხანძარი ისევ მძვინვარებს (ფოტოები)

ავსტრალიაში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ვერ უმკლავდებიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ცეცხლი ქალაქ ედენს მიუახლოვდა. საშიშროების გამო, მოქალაქეებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში დღეს გაწვიმდა და ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერის ჩასაქრობად ეს არ იქნება საკმარისი. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ხანძრების ლიკვიდაციის გეგმა არ აქვს. ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 24 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული.

მეტი...

სტალინის ვაგონს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

სტალინის ვაგონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. სტალინის ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ერთი წლის წინ, სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მიმართა. ვაგონი აქამდე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა, თუმცა ახლა ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ის შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. გადაწყვეტილება ვაგონისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ მიიღო. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაგონს გარდა იოსებ სტალინის საკუთრებისა, კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს, რომელიც სამეფო ოჯახს უკავშირდება. სხვადასხვა შეფასებით, საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ტერორს 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები  ATP Cup-ის გათამაშებაში ასპარეზობს, რომელიც 3-12 იანვრის ჩათვლით იმართება, პრესტიჟულ ტურნირს კი ავსტრალია მასპინძლობს. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფის პირველ მატჩში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს და ტურნირის ფავორიტს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ალექსანდრე მეტრეველმა რობერტო ბაუტისტასთან გამართა და ორ სეტში, გეიმის მოუგებლად დამარცხდა – 6:0, 6:0. მსგავსი შედეგი მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო, რადგან ჩვენი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 679-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი მეცხრეზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება ლეგენდარულ ჩოგბურთელთან, რაფაელ ნადალთან, რომელიც დღეს მსოფლიოს პირველი ჩოგანია. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ…

მეტი...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე – საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა. ილია მეორეს დაბადების დღე პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიულოცეს. საქართველოს საპატრიარქო შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.

მეტი...

“ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც.  ტრამპის თქმით, ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი. „ირანი ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით საუბრობს, რომ მზადაა, დაარტყას კონკრეტულ ამერიკულ ობიექტებს და ეს შურისძიების მიზნით გააკეთოს, რადგან ჩვენ მსოფლიოს მათი ტერორისტების ლიდერი მოვაშორეთ, რომელმაც ახლახან მოკლა ამერიკელი და ბევრი სხვა დაჭრა. მან მთელი ცხოვრების განმავლობაში არაერთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ირანელი დემონსტრანტები. ის თავს ესხმოდა ჩვენს საელჩოს და დამატებით დარტყმებს სხვაგანაც ამზადებდა. ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის. ეს უნდა იყოს გაფრთხილება,…

მეტი...