“პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია” – არჩილ თალაკვაძე

„პრაქტიკულად, მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს შეეხება, გულისხმობს პროპორციულ, რეგრესულ მოდელს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში. ის პოლიტიკური პარტიები კი, რომელიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმით პროპორციულზე მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება ასევე პრაქტიკულად მიღწეულია სარეკლამო დროის განაწილებაზე. „ეს არის უფრო სამართლიანი მოდელი, რომელიც არჩევნებში რეალური…

მეტი...

“ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად, ამას მე შევასრულებ” – მამუკა ხაზარაძე

“ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, რა გზით მოხდა ფულის გათეთრება. „ვერანაირად ახსნეს, სად მოხდა ფულის გათეთრება. როცა საბანკო ოპერაციები ხორციელდება, მაშინ პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ისინი ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს საფინანსო ოპერაციები. რასაც ამტკიცებენ აბსურდის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ. დაგპირდით ყველას, რომ ამ სისტემას აუცილებლად შევცვლი ერთ წელიწადში, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ამასთან, ხაზარაძის თქმით,…

მეტი...

“სირიიდან გასული აშშ-ის ჯარი ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს” – კოფის ინიციატივა

„ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი, ლუკ კოფი წინადადებით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს. როგორც კოფი “ტვიტერზე” წერს, საქართველო ახლა უფრო საიმედოა ვიდრე ერაყი. „წინადადება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს. ის გახდება „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – წერს კოფი. როიტერის ცნობით, აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, დასავლეთ ერაყში გაგზავნის.

მეტი...

“მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა სხვისთვის ბოროტის მსურველი იყოს” – საპატრიარქო არქიმანდრიტის კომენტარს ეხმაურება

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მისამართით გაკეთებულ კომენტარს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. „ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ “ფეისბუქ” სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ, მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი…

მეტი...

“მზად ვართ, ავსახოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში” – არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტი მუშაობს ეუთოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად, სრულად ითვალისწინებს ეუთოს რეკომენდაციებს და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია არის, მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც უნდა განხორციელდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა. მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა – უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროცესი კონსტრუქციულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის,…

მეტი...

“ჩემი ფული მე ვერ დამითვლია, თქვენ რა უნდა დაითვალოთ“ – ავთანდილ წერეთელი

“ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, ჩემი ფული მე ვერ დამითვლია” – ამის შესახებ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა, ავთანდილ წერეთელმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ავთანდილ წერეთლის თქმით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან ფული გათეთრების მიზნით მისცა მამუკა ხაზარაძეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „მე კრედიტი იმისთვის კი არ ამიღია, რომ ამათთვის ფული მიმეცა. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ჩემი ფული მივეცი. ის კრედიტი ჩემი საჭიროების გამო ავიღე და გამოვიყენე. ბანკს უნდა დავესაჯე. დამსაჯა? ესე იგი არ ჩამიდენია დანაშაული. ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, რომ ჩემ ფულს ითვლის. ჩემი ფული მე ვერ დამითვლია, თქვენ რა…

მეტი...

ქალი, რომლის გადასარჩენადაც შვილებმა ტაქსაობა დაიწყეს, გარდაიცვალა

ქალი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც შვი­ლე­ბი – ნიკა და რატი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ტაქ­სა­ობ­დნენ, გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი­სა და ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ნიკა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლმა დაწერა და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. “მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ”, – წერს ნიკა ქართველიშვილი. 54 წლის მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილს მწვა­ვე ლე­ი­კე­მია ივ­ნის­ში და­უდ­გინ­და. სამ­კურ­ნა­ლოდ ის თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის ოჯახს 150 000 დო­ლა­რი სჭირ­დე­ბო­და. დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად ბი­ჭებ­მა ტაქ­სა­ო­ბა გა­და­წყვი­ტეს, მან­ქა­ნა­ზე წარ­წე­რით „#მა­ი­ას­თვის და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია“. ოჯახს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა, შე­იქ­მნა „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დი „მა­ი­ას­თვის“, სა­დაც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ქალსა და მის ოჯახს მო­რა­ლუ­რად ამ­ხნე­ვებ­დნენ, მათ…

მეტი...

“მინისტრ თურნავს, „ნაცმოძრაობისგან” შეგულიანებული ჭიჭინაძისგან” – დეპუტატი მინისტრს პასუხობს

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პასუხობს. „ნაცმოძრაობის მთავრობის” მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრ ნათია თურნავს, „ნაცმოძრაობისგან” შეგულიანებული ჭიჭინაძისგან“, – ამ სათაურით ავრცელებს დეპუტატი საპასუხო წერილს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “თურნავას ტყუილი #1: ნათია თურნავა ისევ განაგრძობს მტკიცებას, რომ „ჭიჭინაძე თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებს, როცა მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროშიო“. პასუხი : ქალბატონი ნათია თურნავა, 2000-2005 წლის მაისამდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. 2004 წლის ოქტომბერში ოფიციალურად უპასუხა საქართველოს ავიატორთა კოლექტიურ განცხადებას, სს“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ აქციათა პაკეტის საქართველოს ავიატორებისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ავიატორები მოატყუა – „გადააგდო“.…

მეტი...

რუსთავში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ დატოვება აიკრძალა

რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალა. მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მსხვილფეხა პირუტყვისთვის, გადარეკვის მიზნებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქუჩებზე იქნება შესაძლებელი. საკრებულომ ამისთვის შესაბამისი საათებიც დაადგინა – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 06:00 საათდან 08:00 საათამდე და 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 17:00 საათადან 19:00 საათამდე. წესის დარღვევის შემთხვევაში, პირუტყვის მესაკუთრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 20 ან 50 ლარის ოდენობით. დოკუმენტის მიხედვით, უპატრონო პირუტყვი სპეციალურ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება. თუ პირუტყვს პატრონი 30 დღის განმავლობაში არ გამოუჩნდება…

მეტი...

ნინო თანდილაშვილმა ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს კვირეულის (17-24 ოქტომბერი) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს თანამშრომლებთან, თბილისის საკრებულოსა და მერიის წევრებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ხეების დარგვის აქციაში მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში გამწვანების აქცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის მერიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რადგან ერთი მხრივ, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქის ჰაერის ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა თანდილაშვილმა.…

მეტი...

მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს გამოცდების ჩააბარება მოუწევთ

“შეფასება განვითარებისთვის” – ასე ჰქვია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ პროექტს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება) მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ითვალისწინებს. ნაეკის ინფორმაციით, სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც დარეგისტრირდებიან მოსწავლეები და ამავე პლატფორმაზე გაივლიან ტესტირებას. „შეფასება განვითარებისათვის“ – ეს არის პროექტი სკოლებისთვის, რომელიც სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება. შედეგები კი დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ…

მეტი...

სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო.  რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატების თხოვნით მომზადებული დასკვნის დაუშვებლად ცნობას ეხებოდა, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა.  “სასამართლომ ე.წ. უცხოელი ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა, რადგან ეს ადამიანები არიან უბრალოდ კონსულტანტები და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია”, – ასე შეაფასა „თიბისი ბანკის” დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მიღებული გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ფულის გათეთრების განზრახვა არ ყოფილა. „ჩვენ…

მეტი...

მოსამართლემ მოწმეს ოკუპანტის ენაზე საუბარი აუკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაკითხვის დროს, მოწმეს სთხოვა, ოკუპანტის ენაზე არ ესაუბრა.  “აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ”, – მიმართა მოსამართლე მამისეიშვილმა მოწმეს. დღეს, მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე, მოწმის სტატუსით, “კონვერტ ჯორჯიას” წარმომადგენელ ვახტან ჩიქოვანს კითხავდნენ, რომელმაც საუბრის დროს, რამდენიმე რეპლიკა რუსულად თქვა.  30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს. საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან 24 სექტემბერს გაათავისუფლეს. 

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

აქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ალიანსის შტაბბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.

მეტი...

“ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე” – ემზარ კვიციანი რომან გოცირიძეს

იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანსა და  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორი შელაპარაკება მოხდა. კერძოდ, შელაპარაკება რომან გოცირიძის რეპლიკამ გამოიწვია ემზარ კვიციანის მიმართ, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა: ” ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, სტრასბურგმა ირაკლი ბათიაშვილი რომ გაამართლა, მეც ხომ გამამართლა? ანუ, ჩვენი საუბარი გაამართლა. გაამართლა ის, რომ ჩემი და ირაკლის საუბარი გაყალბებული იყო. ირაკლის ვუთხარი, რომ აფხაზებმა შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მეც შევთავაზე დახმარება, როცა არეულობა გვქონდა, მაგრამ ეს ფორმალური შეთავაზება იყო. ეს…

მეტი...

საქართველოს პარლამენტი ცხინვალში უნდა აშენდეს – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, მსოფლიო ინოვაციების ცენტრი უნდა გაიხსნას, ხოლო პარლამენტი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს. „ქუთაისი ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულია. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს. პარლამენტის ყოფილ შენობაში კი მსოფლიო ინოვაციების ცენტრს გავხსნით. აქვე განლაგდება სტარტაპების, ტექნოპარკების და საგრანტო სისტემების დაწესებულებები. აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით”,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ​ნათელაშვილის განმარტებით, პარლამენტი უნდა აშენდეს ცხინვალთან, რათა „დეპუტატებმა ოკუპირებული ტერიტორიები ყოველდღე დაინახონ”

მეტი...

“აჭარიდან, კომპანიების უმრავლესობა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს” – ბიზნესომბუდსმენი

2019 წელს, ცხრა თვეში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 15 პროცენტი აჭარიდანაა. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, აჭარიდან, კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატს. მისი თქმით, ასევე, აქტიურია მიკროსაფინანსო და მომსახურების სექტორი. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესი რეგიონებში ძირითად შემთხვევებში მოქნილ ბიუროკრატიულ პროცედურებსა და საინვესტიციო შეთავაზებებს ითხოვს. „თბილისის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავენ. უმრავლეს შემთხვევებში, საგადასახადო ადმინისტრირების და ბიუროკრატიული პროცედურების საკითხებზე მოგვმართავენ. ყველაზე ხშირად ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც გამოწვევად რჩება რეგულაციები“, – განაცხადა ლექვინაძემ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2019 წლის ცხრა თვეში აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან…

მეტი...

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოთხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებს და პრეზიდენტისგან “ლაკმუსის ტესტის” ჩაბარებას ელოდება

“ესაა ჩემი პოლიტიკური დევნა, სისტემაზე მებრძოლი ხმის წინააღმდეგ” – ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, საბჭოს წევრების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისთვის, უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.  ანა დილიძის განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება “ლაკმუსის ტესტი”. “ქართული ოცნება” და მათი ინტერესების გამტარებელი იუსტიციის საბჭოს წევრები, შეწუხებულნი  არიან კრიტიკული ხმების აქტიურობით. იმდენად შეწუხდნენ, რომ მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს, არ აქვს სურვილი ან უნარი, გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის  შესაძლო გადაწყვეტილება იქნება “ლაკმუსის ტესტი”, თუ რამდენად გახდება პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღდეგ კრიტიკული ხმების მხარეს. მე…

მეტი...

“გენერალურ პროკურატურაში საკმაოზე მეტნი არიან საბოტაჟური ძალები“  – მიხეილ კალანდიას ადვოკატი  

„მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მიხეილ კალანდიას საქმის მიმდინარეობა“ – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“. ის თანახმაა, სასამართლო სხდომა დაიხუროს ნაწილობრივ.კერძოდ, მხოლოდ დარჩენილი შვიდი არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის პროცესში.    ადვოკატი მიხეილ კალანდიას საქმის დახურულ რეჟიმში წარმართვას ეჭვქვეშ აყენებს და აღნიშნულში პროკურატურის ინტერესსაც არ გამორიცხავს. „ამ კატეგორიების საქმეების დახურვა სრულ წინააღმდეგობაში ამერიკული და ევროპული სასამართლო სისტემის სტანდარტებთან და შესაბამისობაშია მხოლოდ რუსულ მართლმსაჯულებასთან.   სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სრულადაა იგნორირებული ამ საქმეზე აშშ ილინოისის შტატის მოსამართლის (NDA -ის რეკომენდაციით საქმეზე სპეციალურად მოწვეული) რეკომენდაციები…

მეტი...

“მე რომ შემოვედი, მაშინვე თქვით: ეს აქ ააფეთქებს იუსტიციის საბჭოს-ო”, ჩემი შეგეშინდათ” – ანა დოლიძე გიორგი მიქაუტაძეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსაზრებას, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ანა დოლიძეს, საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კითხვით მიმართა: “ადასტურებთ თუ არა, რომ პოლიტიკური საქმიანობაა ის, რასაც აკეთებ იუსტიციის საბჭოს მიღმა? “ ანა დოლიძემ კი, საბჭოს მდივანს მიუთითა, საქართვლეოს კანონმდებლობაში ჩაეხედა. მისი თქმით, ამ კითხთან დაკავშირებით ვრცელ პასუხს ბრიფინგზე გასცემს. „ არ ვიზიარებ იმ მითითებას, რომ მე ვახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას. დღეს, 14:00 საათზე გიპასუხებთ საჯარო ბრიფინგზე შინაარსობრივად იმ საკითხებზე, რომელიც აქ წამოჭერით. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ მითითებას,…

მეტი...

სასამართლო პროცესზე ადვოკატი გარდაიცვალა

იურისტი, „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ნოდარ ილურიძე, სასამართლოში, პროცესის მსვლელობისას გარდაიცვალა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სასამართლოში გაუცხადეს, ადვოკატი, მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდესის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მეტი...

დიმიტირი გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოში, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველი ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობაა, რაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.​ მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაც. „ამ მომართვის მიზანია უფლებამოსილება შეუწყდეს ანა დოლიძეს, რადგან იგი უკვე არსებითად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო…

მეტი...

“ლელომ” ახალი წევრები წარადგინა და პარტიაში გაწევრიანება ყველას შესთავაზა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება. მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, რომ პარტიაში გაწევრიანების საშუალება ყველას შეეძლება და პროცესი გაუმჭვირვალე იქნება.  „პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვეყანას გამარჯვებისკენ. პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა…

მეტი...

ოკუპანტებმა ევროკავშირის მონიტორები დააკავეს – საგარეო უწყების განცხადება

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე“- აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე განცხადებით, მომხდარ ფაქტს საქართველო-ერევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავენ, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008…

მეტი...

კენკროვანი იმპორტირებული ნერგის შეძენა, ადგილობრივი კომპანიებისგან იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა  ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.  როგორც საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორცილებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს. უწყების ცნობით, ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა. “აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ – მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ. პროგრამის მიზანია,…

მეტი...

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდნენ

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.  ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი…

მეტი...

ოთხმეზურის მკვლელობის „ოქროს მოწმის“ ოჯახი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის გამოძიების დაწყებას ითხოვს (ვიდეო)

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ე.წ. ოქროს მოწმე შოთა შანიძეა. „ოქროს მოწმეობიდან“ გამომდინარე, შანიძე და მისი ოჯახი, სახელმწიფოს მხრიდან „მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამაში“ ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციამ გაჟონა და გარდა აღნიშნულისა, ფარული ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა „ოქროს მოწმის“ ჯანმრთელობის მხგომარებოს შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ოქროს მოწმის“ მეუღლემ სოფიო სლაბინსკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.           „2019 წლის 22 ოქტომბერს, ჩემმა მეუღლემ – შოთა შანიძემ კორესპონდენციით მიმართა მთავარ პროკურატურას ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებათა გამო: დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, სამსახურეობრივი მდგომარეობის…

მეტი...

„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — არქიმანდრიტი ოპერის მომღერალზე

ბერა ივანიშვილის მხრიდან ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად  გადარიცხული 1.1 მილიონ აშშ დოლარი, საქართველოში, გარკვეული ჯგუფების მხრიდან კრიტიკისა და ლანძღვის საგანი გახდა. ზოგიერთები ქველმოქმედებას დადებითად აფასებდნენ, ზოგიერთები კი პირიქით. ერთ-ერთი, ვინც ბერა ივანიშვილი ამაზონისთვის გაღებული მილიონის გამო გააკრიტიკა, ოპერის ცნობილი მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილია. “ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!”- ასე შეაფასა ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილის ქმედება. მსგავსი განცხადებების გამო, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს როგორც მლანძღველები, ისე დამცველებიც გამოუჩდნენ. ერთ-ერთი, ვინც ბერა განხორციელებული ქველმოქმედებისთვის დაიცვა,  სასულიერო პირი,…

მეტი...

იპოდრომზე კორპუსები არ აშენდება, მერიის გადაწყვეტილება საბოლოოა

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას, რომ იპოდრომი სამშენებლო ტერიტორიად ვერ გადაიქცევა და იქ კორპუსების ჩადგმის უფლებას არავის მისცემენ. „გპირდებით, რომ იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას ისევ ძველი სტატუსი დაუბრუნდება და იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც კორტებსაც მოიცავს“ – აცხადებს თბილისის მერი. რეკრეაციულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონას ვინ მოაწყობს, ამაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.  ცნობილია ის, რომ ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი გადაწყვეტილია. „ეს იყო ყაზახური ინვესტიცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” წაართვა კერძო საკუთრება ანაზღაურებისა და ყველა პროცედურის გარეშე და მეპატრონეები ისე დატოვა. ჩვენ, მეპატრონეებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ და…

მეტი...

„მიშას გარეშე არაფერი გამოვა“ – გუბაზ სანიკიძის გეგმები

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის გადარჩენისთვის პოლიტიკურ გააქტიურებას გეგმავს. მისი  ერთ-ერთი უახლოესი სტრატეგია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან შეკავშირება და სტრატეგიის დაგეგმარებაა. აღნიშნული მიზნისთვის, ის წლის ბოლომდე კიევში ჩასვლას გეგმავს.     „უახლოეს პერიოდში,  ახალ წლამდე, ყველა ვარიანტში, ვაპირებ, ჩავიდე კიევში, შევხვდე მიხეილს სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე–ბედზე. მარტო მიშა ვერაფერს იზამს თუმცა არც მის გარეშე გამოვა რამე“ – ფიქრობს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე.   

მეტი...