ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.  შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თუმცა, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული, უცნობია. რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში შელაპარაკების ნიადაგზე, ძმამ ძმა მოკლა. ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

შალელიშვილს მგალობლიშვილი შეცვლის – სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირასვე ცნონ

შოთა შალელიშვილს, ლევან მგალობლიშვილი შეცვლის. პარლამენტმა მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ცნოს. შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა წარუდგინოს. ცესკოს მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს. შოთა შალელიშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მანდატზე უარი მან თავად თქვა.

მეტი...

მეორე ტიპის დიაბეტთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება დასახელდა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მეორე ტიპის დიაბეტთან საბრძოლველად 5 წლის განმავლობაში სხეულის წონის 10%-იანი კლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. Science Alert-ის ინფორმაციით, კვლევაში 40-დან 69 წლამდე 867 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდათ. კვლევაში მონაწილეთა ნაწილი სტანდარტულად მკურნალობდა, მეორე ნაწილი კი მკურნალობასთან ერთად სამედიცინო კონსულტაციებიც უტარდებოდათ. 5 წლის შემდეგ დაავადების რემისია კვლევაში მონაწილეთა 30%-ს დაუფიქსირდა (257 მონაწილე).  კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც წონის 10% დაკარგეს, რემისიის ან დიაგნოზის ცვლილების შანსები ორჯერ გაეზარდათ, ვიდრე იმათ, ვისი წონაც 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. 

მეტი...

“ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან 7 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობა, რაც უპრეცედენტოა. „პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენმა წინამორბედმა ვერ აარიდა, სახელმწიფოს ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა. პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობასა და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს.…

მეტი...

“ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება, ვინაიდან, მისი თქმით, ეს მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ასი ათასობით ქართველს, რომელთაც გარკვეულ მობილობაში პრობლემა ექმნებოდა. რაც შეეხება რისკებს, პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი – უფრო ხარისხიანი. გიორგი გახარიამ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. პრემიერის განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ამჯერად აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრა შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პოლიტსაბჭოს წევრი, ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს.

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება. სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. „დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ…

მეტი...

“პენსიონრებს, მასწავლებლებსა და პოლიციელებს სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს” – გიორგი გახარია

“პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ის მცირე, რაც მთავრობას შეუძლია იმ ადამიანებს გაუკეთოს, რომელზეც ქვეყნის მომავალი დგას. „ეს არიან ბავშვები, ეს არიან ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს. მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით. ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური…

მეტი...

“განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი გამარჯვებებითა და მიღწევებით” – “ქართული ოცნების” განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებას ავრცელებს.  პარტია მოსახლეობას დღევანდელ დღეს ულოცავს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სწორედ 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე. “7 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან. ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე. ქვეყანას წლები დასჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს 1 ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.…

მეტი...

ტყიბულში, მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება დაიფარა. ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება. „ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე, პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. მოცემული საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მეტი...

“2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილმა გადადგა წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის” – გიორგი გახარია

“2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ მთავრობა ასე ღიად საუბრობს ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას თავის ვალდებულებად მიიჩნევს. „მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ…

მეტი...

“2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია” – ნუკრი ქანთარია

„ამ დღეს, პირველ ოქტომბერს, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით ეპოქალური ცვლილება მოხდა, შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი “, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ქანთარიას თქმით, ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში. “მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულ იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა. ადამიანს შეუძლია დღეს, ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ შვიდობიანად წავიდეს სახლში. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, რომ…

მეტი...

“მუხროვანის ე.წ. ამბოხი იყო კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა” – კობა კობალაძე

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, თუ რა უნიჭოდ იყო დადგმული სცენარი, რაც შეეხება მუხროვანის ე.წ. ამბოხს. არც ერთ საბრძოლო ტექნიკას, არც ერთ პირად შემადგენლობას დაუტოვებია სამხედრო ბაზის პერიმეტრი და არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედება,” – აღნიშნული განხადება, უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე საუბრისას გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, არც ერთი დოკუმენტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ადასტურებდა იმას, რომ სამხედრო ნაწილის ოპერატიულმა მორიგემ მიმართა რომელიმე უბრალო თავის ხელმძღვანელს. “სამხედრო ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი არ იყო კავშირზე არც გენერალური შტაბის უფროსთან, არც სახმელეთო ჯარების იმ პერიოდის სარდალთან. ის პირდაპირ სამხედრო ბაზის მეკავშირის როლს ასრულებდა და…

მეტი...

“უნამუსო ხარ შენ, მწამებელი ხარ შენ, უვიცი ხარ შენ, მკვლელი ხარ შენ” – ხმაური პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატატებს შორის დაპირისპირება მოხდა. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ადა მარშანია გიგა ბოკერიას რეპლიკებმა გააღიზიანა და მას სხდომათა დარბაზიდან მკვლელი და მწამებელი უწოდა. ადა მარშანია გააღიზიანა პოლიტიკურმა დებატებმა, რომელიც მიმდინარეობდა გიგა ბოკერიას, ირაკლი სესიაშვილსა და კობა კობალაძეს შორის. დებატი კი მოჰყვა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც, მან ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე. “შენ ვინა ხარ? შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მვკლელების მეგობარი ხარ და მკვლელი, წამებელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ” – მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.

მეტი...

“დანაპირები შევასრულეთ – მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს” – გურამ მაჭარაშვილი

„საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, კანდიდატების მოსმენა, გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით განხორციელდებოდა – შევასრულეთ” – აღნიშნული განცხადება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. დეპუტატმა კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ხანგრძლივი და ფართო ჩართულობით განხორციელებული პროცესიც შეახსენა და აღნიშნა, რომ გაწერილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს დადებითად აფასებს ევროკავშირიც. “დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას. გასული კვირის ხუთი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოსთან შედარებით, რომელმაც ასევე დააწესა საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებების სტანდარტი, ჩვენ თამასა კიდევ უფრო ავწიეთ…

მეტი...

“მოიზიდე და გაანადგურე” – ფაროსანას მოსპობის რეკომენდაციები

ფაროსანასთან  ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლას –  „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით ახორციელებს.  აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებასთან ერთად საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ იწყებს გადაადგილებას. ამ პერიოდში მავნებელი, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებით კვებას და გამოზამთრებისთვის ემზადება, რის გამოც იგი ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სახლებში, მიტოვებულ შენობებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებული აზიური ფაროსანას  მექანიკური მეთოდებით განადგურება და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართვა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რეკომენდებულ და სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ მექანიკურ მეთოდებს გვთავაზობენ, თუ როგორ მოვსპოთ მავნებელი.  1. მუუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციები,  რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან  ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი  მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება. 2. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან  ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად,  მავნებელი ნადგურდება. 3. სახლებში შესული ფაროსანას  შეგროვება და განადგურება, მათ შორის სანათურის მეთოდის და წყლის გამოყენება. 

მეტი...

მამაკაცი, რომელიც ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და ემუქრებოდა, დააკავეს

55 წლის მამაკაცი, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა, დაკავებულია. დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და პატიმრობა შეუფარდეს. მსახიობ ეკა ჩხეიძის განმარტებით, დაკავებული მამაკაცი, დაახლოებით 2 წელია მას აწუხებს და მასთან ქორწინებას ითხოვს. „ხშირად მოდიოდა ჩემს სახლთანაც და სამსახურთან. ითხოვდა მასზე დავქორწინებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა“ –  აღნიშნა მსახიობმა. ბრალდებულმა, რამდენიმე დღის უკან, მსახიობის სახლთან გასროლაც მოახდინა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. დაკავებული მამაკაცი  თავს დამნაშავედ ცნობს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავებულ მამაკაცს, უჩა მიშველაძეს 3 000 ლარიანი გირაო და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის…

მეტი...

პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ბაღია გაშენებული

კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. კონფერენციას კაკლოვანი კულტურის 150-მდე მწარმოებელი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, დაახლოებით, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ახალი ბაღია გაშენებული.   „კაკლოვანი კულტურების განვითარება ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო მეთხილეობის ტრადიციით გამორჩეული ქვეყანაა; აგრარული პროდუქციის ექსპორტში თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დღეს უკვე სხვა კაკლოვანი კულტურებიც – ნუში, კაკალი, ფსტა და სხვა, ინტენსიურად ვითარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  კონფერენცია,…

მეტი...

კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება

საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა. როგორც იური ნოზაძემ აღინიშნა, ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განხილვა რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა და იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყდება. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ექსპერტის, ჯოზეფინე ლანგლის განცხადებით, საქართველოში კოლხური ჰაბიტატების…

მეტი...

“თბილისობა 2019” – ის პროგრამა ცნობილია

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად…

მეტი...

გურამ ჩალაგაშვილი დაკავებულია, შსს მას წვრილმან ხულიგნობას ედავება

ირაკლი ოქრუაშილის თანაპარტიელი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დაკავებულია.  გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. ჩალაგაშვილი სასამართლოში გადაიყვანეს და ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მეტი...

წყალზე მხატვარი პირველ ქართველი, რომელიც საკუთარი ტექნიკით მსოფლიოს დაპყრობას გეგმავს

22 წლის ლელა სარიშვილი „თვითნასწავლი ხელოვანია“. სკოლა ისე დაამთავრა, არც ინტერნეტი ჰქონია და არც ტელეფონი, ხატვის მასწავლებელსაც არასდროს გაკარებია. პროფესიით ეკონომისტმა ბავშვობის გატაცება – ხატვა, დღეს უკვე თავის ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ აქცია. „ხატვისადმი სიყვარულით მინდა საქართველო მსოფლიოს გავაცნო“ – გვეუბნება პირველი ქართველი წყალზე მხატვარი, რომლის საოცარ პროფილსაც „მედიაცენტრი მთავარი“ წარმოგიდგენთ. ლელა აქტიურად ხატავდა ბავშვობიდან, თუმცა, „ებრუს“ ხელოვნებით (წყალზე ხატვა) რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა.  სამხატვრო მიმართულებით განათლება არ მიუღია, თუმცა ბოლო 3 წელია, ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საკმაოდ წარმატებითაც. დროის ძირითად ნაწილს წყალზე ხატვას უთმობს და თითოეულ ნამუშევარს…

მეტი...