“სულ მალე გვექნება კიდევ უფრო წარმატებული და კომფორტული ქალაქი” – გიორგი გახარია

“ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი – ტოლერანტობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლისა და გამარჯვების ქალაქი. „მინდა, თბილისელებს მივულოცო თბილისობა. ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მდუმარე მწუხარებით ვხვდებით ამ დღესასწაულს. მინდა, თბილისობა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ და მინდა, თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას…

მეტი...

მეეზოვე, მძღოლი, გარე განათების ოსტატი – ვინ არიან 2019 წლის საპატიო თბილისელები

„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. გალაკონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა და შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის…

მეტი...

“შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ” – პრეზიდენტი შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს.  პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე ახსნა-განმარტების უფლემა მას არ აქვს. “შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, ერთი 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გასამართლებულია, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მეტი...

ჩემთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ” – თბილისის მერი

“ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და ქალაქის მერისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა. „ის, რომ წესი უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს, ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თვითონ. გამოძიებაც დაწყებულია და დაველოდოთ. თუ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება, ამაზე დაწყებულია გამოძიება და ვნახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ჭორვილაში ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ახალგაზრდამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სარდაფში ოჯახის წევრებმა ნახეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“ჩემთვის მიუღებელია ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება” – გიორგი გახარია

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სკანდალური შეწყალების საქმეს.  გიორგი გახარიას თქმით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. „მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციების მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორ ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და  ამაზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

მეტი...

გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს

ლეგენდარული ქართველო კომპოზიტორი, გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადოება სიმბოლურად ყვითელი ფოთლებით მივიდა. მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, საკუთარი სურვილის თანახმად, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.  გენიალურ კომპოზიტორთან გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები მივიდნენ. გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მეტი...

რუსთავში კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავიდან თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანა. მედიკოსების განცხადებით, ბავშვს სხეულის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა  საყურადღებო.

მეტი...

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის პედოფილია

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, ერთი 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გასამართლებულია, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. როგორც ირკვევა, 2018 წლის 17 დეკემბრიდან – 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა სხვა დანაშაულებია: ქურდობა, თაღლითობა, ძარცვა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ყალბი დოკუმენტის დამზადება, სამსახურებრივი გულგრილობა, უკანონო თევზჭერა. რაც შეეხება 2019 წლის 27 აგვისტოს შეწყალებულ ადამიანებს, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვისაა გასამართლებული, 1 კი განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში. შეწყალებულების სხვა დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ქრთამის მიცემა, ქრთამის აღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა.  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სკანდალურ შეწყალებაზე გამოძიება პროკურატურამ…

მეტი...

“პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, შეწყალების აქტი დაასაბუთოს” – თეა წულუკიანი

შეწყალებების სკანდალზე პრეზიდენტისგან გარკვეულ განმარტებებს ითხოვს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, საქართველო არა სამეფო, არამედ რესპუბლიკაა და მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. “აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ თუ რომელიმე კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნა, რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს. აქ არ იგულისხმება რამდენიმეგვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება უბრალოდ ახნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

მსახიობი ეკა ჩხეიძე შსს-ს მიმართავს

მსახიობი ეკა ჩხეიძე შიშობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ. მსახიობისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელიც მას წლებია დასდევს და ემუქრება, გირაოთია გათავისუფლებული. საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად, მსახიობი სამართალდამცველებს მიმართავს. ეკა ჩხეიძე ბოლო წლებია, მისთვის უცნობი მამაკაცისგან მუქარისა და ადევნების მსხვერპლია. როგორც აღმოჩნდა მამაკაცი, მსახიობს უკვე 5 წელია ავიწროებს. იყო ფაქტი, როდესაც მან სადარბაზოსთან გაისროლა კიდეც. 56 წლის მამაკაცი, ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქორწინების იძულებაზე და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაიწყო, ბრალდებული დააკავეს. თუმცა სასამართლომ ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ეკა ჩხეიძე…

მეტი...

ქარელში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა აშენდა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1,211,451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. უშუალოდ სამაცივრო მეურნეობების შექმნის მიმართულებით, 2019 წელს, ბიუჯეტით განსაზღვრული 10 მილიონ ლარზე მეტი სრულად ათვისებულია. ფერმერების მხრიდან დაინტერესება კვლავაც დიდია; სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან სამაცივრო ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში, შემნახველი საწარმოების საგრანტო თანადაფინანსებისთვის…

მეტი...

კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ელექტროსადნებისა და გამნიავებელი სისტემების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კმ.-იანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, ასევე, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო შეცვლილი განრიგით – 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს. სამუშაოებს ჯამში ერთი წელი დასჭირდება და და 2020 წლის ივლისშიდასრულდება.

მეტი...

თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტური კომისიის ინიციატივით დაიგეგმა. საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კომპოზიტორის ხსოვნას.  ღონისძიებაზე ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა მათი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შეასრულეს და თბილისის საკრებულოს საიუბილეო ანთოლოგიური გამოცემა რუსთავი 50- 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გადასცეს. საიუბილეო საღამოზე ანსამბლ „რუსთავს“, მის დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილსა და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს.  ანსამბლი რუსთავი 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დაარსა, რომელიც თავიდან მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს, მოცეკვავეთა…

მეტი...

დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრა სცადეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროში. დევნილებმა, რომლებიც მე-19 დღეა უწყების ფოიეს არ ტოვებენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სამინისტროში შეჭრა სცადეს. დევნილებთან შესახვედრად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური მივიდა, რომლის გამოჩენასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. წოწკოლაურის განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად უკვე მუშაობს სპეციალური კომისია და ეს იქ მყოფმა ადამიანებმა იციან. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ეჭვობს, პროტესტი, რომელიც უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს, მართულია. დევნილების ნაწილი, მას შემდეგ რაც წოწკოლაურს გარეთ დახვდნენ, სამინისტროს მიღმა დარჩნენ, ვინაიდან შენობის კარები ჩაიკეტა. დევნილების ნაწილი ამ დრომდე კვლავ სამინისტროს შიგნით რჩება, ნაწილი კი სამინისტროს წინ აგრძელებს პროტესტს.

მეტი...