“ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე” – ემზარ კვიციანი რომან გოცირიძეს

იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანსა და  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორი შელაპარაკება მოხდა.

კერძოდ, შელაპარაკება რომან გოცირიძის რეპლიკამ გამოიწვია ემზარ კვიციანის მიმართ, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა: ” ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, სტრასბურგმა ირაკლი ბათიაშვილი რომ გაამართლა, მეც ხომ გამამართლა? ანუ, ჩვენი საუბარი გაამართლა. გაამართლა ის, რომ ჩემი და ირაკლის საუბარი გაყალბებული იყო. ირაკლის ვუთხარი, რომ აფხაზებმა შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მეც შევთავაზე დახმარება, როცა არეულობა გვქონდა, მაგრამ ეს ფორმალური შეთავაზება იყო. ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსხურების დავალებით შემოგვიტრიალეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აგერ უკან მიზის”,- განაცხადა ემზარ კვიციანმა, რომელშიც რომან გოცირიძე იგულისხმა.

კვიციანის ამ განცხადებაზე, რომან გოცირიძემ ხუმრობით რეპლიკით უპასუხა: „ბატონო ემზარ, კინო გახსოვთ, ის შავი კაცი ვინ იყო? შერეკილებში რომ არის?”

ემზარ კვიციანი: „შავი კაცი? შენ ამას ვერ გაიგებ ვინ იყო ის შავი კაცი, რადგან შენ სამხედრო არ ხარ და არასდროს დაგიცავს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე , იქნებ რაიმე შევიდეს შენს თავში”,- განაცხადა კვიციანმა.

მსგავსი თემები