ქალი, რომლის გადასარჩენადაც შვილებმა ტაქსაობა დაიწყეს, გარდაიცვალა

ქალი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც შვი­ლე­ბი – ნიკა და რატი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ტაქ­სა­ობ­დნენ, გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი­სა და ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ნიკა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლმა დაწერა და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ”, – წერს ნიკა ქართველიშვილი.

54 წლის მაია ქარ­თვე­ლიშ­ვილს მწვა­ვე ლე­ი­კე­მია ივ­ნის­ში და­უდ­გინ­და. სამ­კურ­ნა­ლოდ ის თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის ოჯახს 150 000 დო­ლა­რი სჭირ­დე­ბო­და.

დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად ბი­ჭებ­მა ტაქ­სა­ო­ბა გა­და­წყვი­ტეს, მან­ქა­ნა­ზე წარ­წე­რით „#მა­ი­ას­თვის და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია“. ოჯახს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა, შე­იქ­მნა „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დი „მა­ი­ას­თვის“, სა­დაც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ქალსა და მის ოჯახს მო­რა­ლუ­რად ამ­ხნე­ვებ­დნენ, მათ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე კი მსურ­ვე­ლე­ბი თან­ხა­საც რი­ცხავ­დნენ.

მსგავსი თემები