ყოფილი პროკურორი უწყებაში შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმზე ალაპარაკდა – რატომ დატოვა თანამდებობა სალომე ადეიშვილმა

ყოფილი პროკურორი, სალომე ადეიშვილი უწყებაში შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობს. პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ უწყებას გამოცდილი კადრები ტოვებენ და ამაში ხელმძღვანელობას ღიად სდებს ბრალს.  სამსახურიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად, ადეიშვილი გენდერულ უთანასწორობას ასახელებს.  “იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები; იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გარეშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით); იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მითუმეტეს); იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა – ესე იგი ოფიციალურად დადგენილ…

მეტი...

“საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. ანდრეი რუდენკოს განმარტებით, ეს საკითხი ნამდვილად განიხილებოდა ივნისის ცნობილ მოვლენებამდე. ამ ეტაპზე კი ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, აუცილებელია, მინიმუმ, კრიზისამდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ. ივნისის მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.

მეტი...

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

დაკარგული პასპორტის  შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების  მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.  საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზღვარგარეთ…

მეტი...

“ხაზარაძის მიერ წარდგენილი “მუქარის წერილის” დედანი დაულუქავი იყო” – პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მედიაცენტრი მთავარი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.მიუხედავად ამისა, პროკურატურის…

მეტი...

“შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, თანამდებობის გარდა არაფერი გაინტერესებდათ” – ფოფხაძე მიქაუტაძეს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის ადგილი არა სასამართლოში, არამედ ციხეშია. ფოფხაძემ პარლამენტში, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ, ის დროც გაიხსენა, როდესაც მიქაუტაძე პროკურატურაში მუშაობდა. “უარესი, ე.ი იყავით სააკაშვილის რეჟიმის პროკურორი, მაგის მერე გახდით სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე, ახლა ხართ იმ კლანის ერთ-ერთი სახე, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ხალხს წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს “ქართულ სასამართლოდ”. თქვენ ცოტათი მაინც პატივისცემა რომ გქონოდათ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის, ჩუმად მაინც იქნებოდით და შანტაჟისტი არ გახდებოდით “ქართული ოცნების”. ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით ის მოსამართლეები, თანამდებობის გარდა არაფერი გაინტერესებდათ…

მეტი...

“საშუალება რომ მოგცეთ ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს” – გოგიჩაიშვილი მიქაუტაძეს

“საშუალება რომ მოგცეთ, ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს”, – ამ სიტყვებით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძე 2006 წლიდან 2010-წლამდე საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა, რომელიც მისი თქმით, პირდაპირ იყო ადამიანების გაუბედურების კონვეირი, ყველაზე ბინძური უწყება, სადაც იყო ქონების წართმევა, დაშანტაჟება, თვალთვალი, ადამიანების გაუბედურება. “ბოდიში უნდა მოიხადოთ, როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, რადგან ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო საქართველოს პროკურატურა, არ არსებობდა. ახლა ზიხართ ასეთი გაყინული სახით, ვითომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგცეთ ჯვარს გვაცვამდით თითოეულ…

მეტი...

თურნავა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოელის, კალაძე კი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

“უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას არ მოველით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, თუ წლების მანძილზე არ დაიძრა ჰესების მშენებლობები, გაიზრდება იმპორტი და ტარიფი შიდა პოლიტიკაზე კი არა, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თბილისის მერი. კახი კალაძის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს. „ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს. ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩემი მინისტრობის დროს საინტერესო პროექტები განხორციელდა და მშენებლობის ტენდენცია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს ორპარტიულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების, ჯერი კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი)და ადამ კინზინგერის (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) მიერ არის წარდგენილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარდამჭერ აქტს 30-მდე თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიებიდან. წარმომადგენელთა პალატაში განხილვამდე კანონპროექტი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს. ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ​კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით…

მეტი...

“როგორ გაასამართლებდით არსენა მარაბდელს?” – გოცირიძე მიქაუტაძეს

„თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა. მოვიდა საქმე თქვენთან. არსენა მარაბდელი გიზით წინ. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?”, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს. მიქაუტაძემ გოცირიძეს საპასუხოდ განუცხადა, რომ თუ არსენა მარაბდელი დამნაშავე იქნებოდა, გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანდა. „არის დამნაშავე არსენა, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება?”, – მიმართა გოცირიძემ კანდიდატს. „თუ უკანონოდ წაართვა, დამნაშავეა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება როგორ განკარგა ბატონმა არსენამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა”, – უპასუხა მიქაუტაძემ. დღეს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მეტი...

„ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება“ – ლევან კობერიძე

“ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება, იმ ყველაფრის გამო, რაც სამწუხაროდ ამ დარბაზში ხდება” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მიმდინარეობს. ლევან კობერიძეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა:” სურათს ამჩნევთ ემოციებს ბატონო ლევან”? ლევან კობერიძე: “რომ დააკვირდეთ სურათს, და ამოიღოთ პირველი და ბოლო სხდომის კადრები, ასეა…”

მეტი...

„მუქარის წერილის დედანი“ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევების ჩატარებას ართულებს” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძის მიერ, წარდგენილი, „მუქარის წერილის დედანი“, თვეების განმავლობაში, არაერთი პირისთვის ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყო, რაც ართულებს მასზე დაქტილოსკოპიური კვლევის ჩატარებას. „აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.  ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების…

მეტი...

კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.  დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.  „მაჭავარიანის ქუჩას და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი –  საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე – ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის…

მეტი...

„რუსეთი ფრენებს რაც უფრო მალე აღადგენს, მით უკეთესი იქნება” – ნათია თურნავა

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება, რადგან შეჩერების გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, რაც უფრო მალე განახლდება პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის, ორივე მხარისთვის კარგი იქნება. „რუსეთ-საქართველო შორის ფრენები რაც უფრო მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება.…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს ტიგრან ავინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება. შეხვედრისას, საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები იყო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტიურ საპარლამენტთაშორისო კავშირებზე როგორც კომიტეტების, ისე მეგობრობის ჯგუფების დონეებზე. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის როლს მსხვილი რეგიონული პროექტების განხორციელებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებისა და შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობაზე.

მეტი...

“ანაკლიის პროექტით ბევრი ქვეყანა ინტერესდება” – ნათია თურნავა

“ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ ვაქციოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა. ამიტომ ამ პროექტით ძალიან ბევრი ქვეყანა ინტერესდება. ჩვენ ამ პროექტის ძალიან მაღალ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის ხაზს…

მეტი...

“სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გახდა”- მოსამართლეობის კანდიდატი

“უდავოა, რომ სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა. გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას გარეშე პირების მხრიდან. “სასამართლოს დამოუკიდებლობა, ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას სასამართლო სისტემაზე გარეშე პირების მხრიდან, რასაც შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვამდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ასეთი სურვილები შესაძლებელია ამოძრავებდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მეტი...

პოლიციამ, კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ

თბილისში, ყაჩაღობის ფაქტის მომზადების პროცესში, კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს. მათ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამჯერად, კრიმინალებს, მორიგი მსხვეროლი გადაურჩათ, თუმცა, აგვისტოში, მათ ოქროყანაში ერთ-ერთი ოჯახი აწამეს და დააყაჩაღეს.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობაზე, ყაჩაღობის მომზადებაზე და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაზე. დაკავებულები წარსულშიც გასამართლებულები არიან. „სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ.მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ.…

მეტი...

“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია” – გიორგი გახარია

“ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. “საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია. იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი ნულ პროცენტიანი გადასახადით იბეგრება, გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები. საქართველო როგორც მხოლოდ სამი და შვიდი მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს როგორც…

მეტი...

ყიფშიძეზე დაპირისპირებისთვის ბრალდებული ჯაშის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ელოდება  

“შესაძლებელია, ბრალდების მხარემ, პირველადი მტკიცებულებებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იმედი მაქვს, ყველა მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, ბრალი შეიცვლება“ –  აღნიშნული განცხადება, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ჯაშის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”  გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, დავით ჯაში და მისი მეგობარი გივი ცინცაძე ინვესტორები არიან. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრა, მაკლერ მარიკა წერეთელთან. უფლებადამცველის განმარტებით, დაპირისპირების მიზეზი 80კვმ  ფართი იყო, რომელსაც მარიკა წერეთელი მათგან ითხოვდა. “მარიკა წერეთელი ეწევა სამაკლერო საქმიანობას. დავით ჯაში და გივი ცინცაძე არიან ინვესტორები. ამასთან დაკავშირებით იყვნენ სასაუბროდ ჯაში და ცინცაძე წერეთელთან მისულები. მარიკა წერეთელმა კი…

მეტი...

„ჩვენ, ქართველებს, ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია – ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის“ – გიორგი გახარია

„დღევანდელი ფორუმი, მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და დღეს, ჩვენ სტუმრად გვყავს 2 000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას და „აბრეშუმის გზის განვითარებაში“ საქართველოს როლზე ისაუბრა. „ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის პრიორიტეტია და კიდევ უფრო მეტად საამაყოა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის…

მეტი...

7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მეუღლესაც ბრალი წაუყენეს

რამდენიმე თვის უკან, კასპში მომხდარი საშინელი ტრაგედია ყველას ახსოვს, საუბარია მკვლელობაზე, როცა არასრულწლოვანმა დედამ, საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და სახლიდან გაიპარა. პატიმრობაში მყოფი გოგონას მეუღლეს კი, დღეს, ბრალი არასწრულწლოვანთან ქორწინებას ედავება. როგორც ახალგაზრდა მამაკაცის, მიხეილ დვალიშვილის ინტერესების დამცველმა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასრულწლოვანთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას ედავება. „ედავებიან არასრუწლოვანთან ქორწინებას და სქესობრივი აქტის დამყარებას. ბრალი წაუყენეს, დაკავებული არ არის და არც ველოდები. აღმკვეთ ღონისძიებას ველოდებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარება. ბრალის ფორმულირება არის დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეცნობით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი…

მეტი...

„მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შვილი დააკავეს, მკვლელობის იარაღი მამასთანაა, თუმცა, პროკურატურა არ ინტერესდება“ – ადვოკატი

მამა – დავით ბალახაძე, შვილი – გიორგი ბალახაძე, მოკლული პირი – გიორგი ადუაშვილი.  მკვლელობა 2019 წლის იანვარში მოხდა. ადუაშვილი დანის ერთი დარტყმით გარდაიცვალა. მამა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა ადუაშვილი და მკვლელობის იარაღსაც ის ინახავს, თუმცა, პატიმრობაში, ამ დრომდე, მისი შვილი რჩება. ოჯახი და დაცვის მხარე გამოძიების დაწყებას მამის მიმართ მოითხოვს. ამ თემაზე, გიორგი ბალახაძის დედამ და დავით ბალახაძის მეუღლემ, ადვოკატ ნონა ფილაურთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. „მკვლელობა 2019 წლის 29 იანვარს მოხდა. ამ მკვლელობაში ბრალდებული გახლავთ გიორგი ბალახაძე. დღის საათებში, ბალახაძის სახლში, ახალგაზრდებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც…

მეტი...

“გირჩი” უკანალს პირველ რიგში, აჩვენებდა ჩვენს პოლიციას და შემდეგ რუსებს” – დავით ქაცარავა

“ეს იყო აფსოლიტურად უღირსი საქციელი. ამ საქციელის შესახებ როგორც კი შევიტყვეთ, რომ “გირჩი” აპირებდა უკანალის ჩვენებას, ვთხოვეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაეკეთებინათ. ვინაიდან, ზურა ჯაფარიძე და მისი მიმდევრები, მისი სექტა, ტრაკებს პირველრიგში აჩვენებდნენ ჩვენს პოლიციას და შემდეგ უკვე რუსებს,” – აღნიშნული განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ გააკეთა.  დავით ქაცარავას განცხადებით, “გირჩმა” ამით სრულიად საქართველო შეურაცხყო. მისი თქმით, ამ საქციელის, შემდეგ რუსეთის და ოსეთის მხრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ფრაზა გაჟღერდა.  “ამითი მათ შეურაცხყვეს სრულიად საქართველო. მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ რუსებისგან და ოსებისგან პასუხი, რომ “ქართველი არასოდეს აჩვენებს, თავის ნამდვილ…

მეტი...

წელიწადში ერთხელ, „გაზის ქსელების“ შემოწმება სავალდებულო იქნება, საფასურის გადახდა კი მოსახლეობას მოუწევს

წლის განმავლობაში დაგროვილი უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც მოსახლეობას გაზგაყვანილობის გამართულად მუშაობას დაავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებს ვერ ასცდება. როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, პირველი რეგულაცია, რაც სასწრაფო წესით ამოქმედდება, მოქალაქის მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საქმეში პოლიციის ჩართვაა. „ძირითადად, პრობლემები მაინც არის ძველ კორპუსებში. ახალში პრობლემა ნაკლებია, რადგან კორპუსს ისე არ იბარებენ, თუ იქ ყველა წესი დაცული არ არის. პირველ რიგში, რაც ყველაზე პირველი შევა ძალაში, ეს იქნება პოლიციის ჩართულობა ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა მოქალაქე ცდილობს, თავი აარიდოს შემოწმებას, ან ნებაყოფლობით არ ხსნის…

მეტი...

“ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია და მასში მონაწილეობა საამაყოა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მისი თქმით, ფორუმი, ისტორიული მნიშვნელობის როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში. „ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას – „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შესახებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერმა განმარტა, ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო…

მეტი...

დღეს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშრებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომლეთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.  ლელოვანის სკოლას, მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე გაშენდება. მოსწავლეებს, სატყეო დარგის სპეციალისტებმა პროფესიის მნიშვნელობასა და ტყის მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს. ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

მეტი...

თუ გაზის შემოწმებისთვის მისულებს კარს არ გაუღებენ, საქმეში პოლიცია ჩაერთვება

მაცხოვრებელი, რომელიც გაზის ქსელის შემოწმებას თავს აირიდებს და წარმომადგენლებს კარს არ გაუღებს, საქმეში პოლიცია ჩაერთვება და ბინაში იძულებით შევლენ. ეს ერთ-ერთი რეგულაციაა, რომლის საკანონმდებლო დონეზე ინიცირება მიმდინარე წელს მოხდება. მსგავსი სანქციის ამოქმედება კი განაპირობა არსებულმა მოცემულობამ, რომლის მიხედვითაც, გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს, მოსახლეობის ნაწილი კარს არ უღებს და სახლში არ უშვებს. როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ლიცენზირებუ კომპანიის წარმომადგენელს,  ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, შეეძლება პოლიციას მიმართოს. “პირველი, რაც ძალაში შევა იქნება პოლიციის ჩართულობა ისეთ შემთხვევებთან მიმართებაში, როდესაც მოქალაქე ცდილობს, თავი აარიდოს ლიცენზირებული კომპანიის მიერ შემოწმებას და ნებაყოფლობით არ ხსნის კარს. დღეისათვის, იძულების გამოყენების ღონისძიების შესაძლებლობა კომპანიას და პოლიციას არ აქვს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა არსებობს მყისიერი საფრთხის მოლოდინი, დასაბუთებული ეჭვი, რომ სახლში რაღაც ფეთქდება და უნდა შეხვიდე, რაც არაბუნებრივია. პოლიციის ჩართულობა იქნება პირველი ცვლილება, რაც ძალაში შევა. კომპანიას, ნებისმიერი მოთხოვნის საფუძველზე შეეძლება მიმართოს პოლიციას და პოლიციამ გაახსნევინოს კარი,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.” პოლიციის ჩართულობის გარდა, ქსელების შეუმოწმებლობის შემთხვევაში, შემოდის საჯარიმო სანქციებიც, რომელიც, პირველ ჯერზე 50 ლარი იქნება და ყოველ შემდეგ ჯერზე…

მეტი...