“რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია. პარტია „ამცახარას“ წევრებმა სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, არ აღიარონ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.

მეტი...

მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო. ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის – შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება –…

მეტი...

“ჩემი დიპლომის ნამდვილობით 2018 წლის ზაფხულამდე არავინ დაინტერესებულა” – თადუმაძე

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მისი დიპლომის ნამდვილობით 2018 წლის ზაფხულამდე არავინ დაინტერესებულა. აღნიშნულის შესახებ თადუმაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე დაინტერესდა, რატომ არ გამოიყენა შალვა თადუმაძემ დიპლომის ნამდვილობის დასაზუსტებლად არსებული პროცედურები, რათა ეჭვის საფუძველი გამქრალიყო. „დიპლომის ნამდვილობის დადგენასთან დაკავშირებული პროცესებისთვის არ მიმიმართავს, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის ზაფხულამდე არც ერთ ადამიანს, მათ შორის დღეს არასამთავრობო სექტორში მყოფს, არც ერთ სახელმწიფო უწყებას, არც ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სადაც არაერთხელ მაქვს წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტი, პრობლემა არ ჰქონია, კითხვა არ დაუსვამს, რადგან 1997 წლის კანონმდებლობით…

მეტი...

“თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო” – შალვა ნათელაშვილი

“თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ”, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებებს. “სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე ის უკვე ნამყოფია იქ ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე ის უკვე იქ სწავლობს“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი. შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის საეჭვოობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არასამთავრობო სექტორმა აღმოაჩინა, რომ თადუმაძემ უმაღლეს სასაწავლებელში 1992 წელს ჩააბარა, მაშინ, როცა, სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

მეტი...

ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

დეპუტატი, ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ერთხმად დაუჭირეს მხარი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ლევან კობერიძე იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან უმრავლესობა დატოვა, პოსტი ვაკანტური გახდა.

მეტი...

შალვა თადუმაძე თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს. დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე კი დაინტერესდა, თუ რა დამსახურებისთვის განიხილავს თავს უზენაესის თავმჯდომარედ. “მომწონს თუ არა, უნდა ვისაუბრო ჩემს დამსახურებებზე. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმდენს, რამდენსაც მე, როდესაც სახელმწიფო მანქანა მაქსიმალურად მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. მე ამას ვბედავდი, იმიტომ რომ ვიყავი თავდაჯერებული, მქონდა უკომპრომისო პოზიცია. შეიძლება სხვებს არ შევედრები, მაგრამ პროფესიულ ნაწილში დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი თავის დროზე. საადვოკატო საქმიანობაშიც საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს სწორედ ამ გამბედაობის საფუძველზე“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ. გარდა ამისა, როდესაც ის საპარლამენტო მდივნისა…

მეტი...

საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება, რომელზეც წლიური განაკვეთი 12%-მდე იქნება. ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 პროცენტის ფარგლებში”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მეტი...

“თადუმაძეს არასოდეს ჰქონია რაიმე სახის თანამშრომლობითი ხელშეკრულება ჩვენთან” – „ღია საზოგადოების ფონდი“

„ღია საზოგადოების ფონდი“ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს პასუხობს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში კონტრაქტით თანამშრომლობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დღეს მისი დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ. ასეთ ორგანიზაციებს შორის შალვა თადუმაძემ „ღია საზოგადოება საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაასახელა. „9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენისას, კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი „საკმაოდ მაღალანაზღაურებადი“ იურისტის სტატუსით ჩართული იყო „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდიდან“ და ცენტრალური ოფისიდან დაფინანსებულ პროგრამებში და მისი დიპლომი მაშინ არ ყოფილა ბარიერი თანამშრომლობისთვის. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება…

მეტი...

ნათლიამ ნათლული, სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლა

თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 42 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, 80 წლის ნათლიამ, სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლა. ნათესავების ვარაუდით, საუბარია 400 ლარზე, რომელსაც გარდაცვლილი ვერ აბრუნებდა. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა ავტომობილების გაქირავების კომპანიაში მოხდა, სადაც მოკლული მუშაობდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი საკუთარმა ნათლიამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მეტი...

“გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება” – ილია მეორე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის საკითხზე, კავკასიის მუსლიმთა ხელმძღვანელს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორე დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ წერილს აქვეყნებს. “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ პატრიარქის მიერ გაგზავნილი წერილის ტექსტს. „თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს – უდაბნოსა და ჩიჩხიტურს იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო…

მეტი...

პრეზიდენტისთვის შეძენილ ანტიკვარულ ავეჯსა და ლუი მე-15-ეს კარადაზე, ადმინსტრაცია განმარტებებს აკეთებს

ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი გამოიყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა, ორბელიანის სასახლისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული და შესყიდვა მხოლოდ საქართველოში განხორციელდა. “ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას. ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით,…

მეტი...

უკანონოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს მუციპალური ინსპექია გააკონტროლებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, გაარკვიოს, მართლაც არის თუ არა თბილისის ზღვაზე, უკანონოდ საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, ამასთან, გამოვლინდა ერთი ფაქტი, სადაც თბილისის ზღვაზე ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების უკანონო დაერთებას და ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „მინდა, ერთ სენსიტიურ თემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს საკითხი ეხება თბილისის ზღვაში სავარაუდოდ დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“,…

მეტი...

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც.  როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. “არსებობს ტაქსის ორი კატეგორია – A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში – 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება…

მეტი...

“ჩემი დამსახურებაა, რომ პროკურატურაში კრიზისი გადალახულია” – მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიზისი, რომელიც მის დანიშვნამდე არსებობდა გადალახულია. თადუმაძის განმარტებით, როდესაც იგი საპროკურორო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე წარდგა, განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ პასუხისგებაში მიცემული არ იქნება. “ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე აღმოვჩნდი – მთავარი პროკურორი და ის კონტექსტი, რაც არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო კონკრეტულ დაზარალებულ პირთან. პროკურატურის სწორი კომუნიკაცია და ამ კრიზისული სიტუაციის გადალახვა. შემიძლია, დღეს ვთქვა, რომ პროკურატურის სისტემაში ინდივიდუალურად ჩემი დამსახურებაა, რომ ის კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩემი დანიშვნის დროს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დღეს გადალახულია”, – ამის შესახებ

მეტი...

„არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების, ეს არც გამიჭირდება, მთავარია, დეპუტატს პატიმრობა შეეფარდოს“ – თამთა თოდაძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატის თანაშემწე დეპუტატისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას და დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვს. ის პროკურატურაში უკვე დაიბარეს, საქმეც გააცნეს და გაუთქმელობაზეც ხელი მოაწერინეს. დაზარალებულად ცნობილი თოდაძე ამბობს, რომ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა და ამისი დამტკიცება არ გაუჭირდება. „პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს,“ – განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა…

მეტი...

რაჭაში, ყურძნის 1500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

რაჭაში რთველი იწყება. წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.  როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.  რაჭის მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.  რთველი კახეთის რეგიონში დასკვნით ეტაპზეა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მეტი...

“მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობა სასკოლო განათლების სტანდარტსაც ვერ პასუხობს” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია, იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს.  დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთა უმრავლესობა, სასკოლო განათლებასაც ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, აღნიშნულ სიას, მხარს არ დაუჭერს.  “პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ პასუხობს სასკოლო განათლების სტანდარტსაც კი. ამ სიას არა მარტო არ დავუჭერთ მხარს, არამედ უმჯობესია, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა წარმოდგენილი შემადგენლობა გაწვეულ იქნას პარლამენტიდან,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა 

მეტი...

თბილისში ამ დროისთვის 60 ახალი ავტობუსი გადაადგილდება

თბილისში „ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე „ეურო 6“ (euro 6) ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები დღეს ევროპის მოედანზე წარადგინა. პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „ჯი-თი გრუპ“-ისა და „ისუზუს“ (ISUZU) მწარმოებელი თურქული კომპანია „ანადოლუ გრუპის“ (Anadolu Group) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თბილსის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა. პროექტის მთლიანი ღირებულება კი, 64 790 000 ლარს შეადგენს. 220 ერთეული „ისუზის“ მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასასხდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა. ავტობუსში განთავსებულია…

მეტი...

“არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები” – გიორგი გახარია

“პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არაა, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. “საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში.…

მეტი...

ლიტერატურა და მითოლოგია მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ცხოვრებაში

უაზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძისთვის, რომელიც მოქმედი გენერალური პროკურორია, პარლამენტში კითხვების დასმა, კომედიის ჟანრში მიმდინარეობს. კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმოადგენლები მოსამართლეობის კანდიდატს „ვეფხისტყაოსანსა“ და მითოლოგიაზე კითხავენ. რომან გოცირიძე: სამართლიანობის ქალღმერთი ვინ არის? შალვა თადუმაძე:  ვიკიპედია არ მაქვს, ეგ თქვენ მოიძიეთ. რომან გოცირიძე:  რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი? შალვა თადუმაძე:  არ ვიცი, ალბათ იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. რომან გოცირიძე:   ვის, ძველ ბერძნებს? შალვა თადუმაძე: დიახ. რომან გოცირიძე:  რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს? შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ კარგი. რომან გოცირიძე: რას ნიშნავს პლუტოკრატია (მდიდრების მმართველობა)? შალვა თადუმაძე: იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ…

მეტი...

ვინც გენერალური პროკურორის ჯგუფელებას დაადასტურებს, დეპუტატი მათ სახინკლეში ეპატიჟება – კომედია პარლამენტში 

გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომი პარლამენტში დილიდან ქილიკის თემაა. დეპუტატი რომან გოცირიძე ყველა იმ ადამიანს, ვინც მას შალვა თადუმაძის მსგავს დიპლომს უჩვენებს, სახინკლეში ეპატიჟება. ხინკლისა და სახინკლის თემა კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ, გენერალურ პროკურორს ჯგუფელების დასახელება მოსთხოვა. შალვა თადუმაძე კი იმ მიზეზით არ დაუსახელა, რომ ჯგუფელებთან შეთანხმებული არ ჰქონდა. ამის შემდეგ კი დეპუტატ რომან გოცირიძესა და შალვა თადუმაძეს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა: რომან გოცირიძე:  რამდენი კაცი იყო ჯგუფში? შალვა თადუმაძე: ბევრი. რომან გოცირიძე:  დაახლოებით? შალვა თადუმაძე:  ბევრი რა, რამოდენიმე…

მეტი...

„დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი, მისი დიპლომი ყალბია“ – თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო უმციროსბის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და მიზეზად მის ყალბ დიპლომს ასახელებს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადად შალვა თადუმაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ. “უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს, თუმცა, ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან, როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს…

მეტი...

გენერალური პროკურორი 3 ლექტორსა და 3 კურსელს ვერ ასახელებს

გენერალურ პროკურორსა და  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, რომელის ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კურსელებისა და ლექტორების დასახელება მოსთხოვეს, თუმცა, მან თავი შეიკავა.    სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება შალვა თადუმაძეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ სთხოვა. გენერალურმა პროკურორმა კი უპასუხა, რომ მას ამისი უფლება არ აქვს. „მათგან ნებართვა არ მაქვს და შესაბამისად, ვერ დავასახელებ“ – ასე უპასუხა თადუმაძემ ბოკერიას. ამის შემდეგ, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს. „სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,-  უპასუხა დეპუტატს უზენაესი…

მეტი...

მთავარი პროკურორი უნივერსიტეტში 3-იანებზე სწავლობდა, საერთაშორისო სამართალი კი არც უსწავლია

მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამეტის ტრიბუნიდან ხმამალა განაცხადა, რომ მას 3-იანები ჰყავდა, რასაც საპარლამენტო ოპოზიცის ქილიკი და ხმაური მოჰყვა.     კითხვა ნიშნებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დაუსვა. ოთარ კახიძე: ვინ გასწავლიდათ საერთაშორისო სამართალს უნივერსიტეტში? შალვა თადუმაძე: ერთ-ერთი ლექტორი ოთო კახიძე: ვინ? შალვა თადუმაძე: არ ვიტყვი…   ამ კითხვა პასუხის შემგედ, ოთარ კახიძემ გიგა ბოკერიას სთხოვა, მისთვის შალვა თადუმაძის ნიშნების ფურცელი მიეწოდებინა. როცა კახიძემ ნიშნების ფურცელი მიიღო ის ტრიბუნასთან მდგომ მთავარ პროკურორს მიაწოდა და სთხოვა წაეკითხა მისი ნიშანი. ოთარ კახიძე: ერთ-ერთი ლექტორი?…

მეტი...

მთავარმა პროკურორმა მის დიპლომთან დაკავშირებით, პირველი განმარტება პარლამენტში გააკეთა

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. შალვა თადუმაძე, ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც, მას , როგორც  უზენაესი სასამართლოს უვადოდ ასარჩევ კანდიდატად უსმენენ.  სხდომის დასაწყისში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა და მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აღების საკითხით დაინტერესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტებები გააკეთა. „სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება, უმაღლესი…

მეტი...

ნებისმიერი ბავშვი, ვისაც ტელეფონი და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა აქვს, „ლურჯი ვეშაპის“ პოტენციური მსხვერპლია – ექსკლუზივი „მედიაცენტრ მთავართან“(ვიდეო)

ნანა ბერძენიშვილი შვილმკვდარი დედაა. მისი შვილი, 13 წლის ელენე, მაღალსართულიანი კორპუსის მე-13 სართულიდან გადახტა. ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა, ჩაცმის სტილის შეცვლა და ღია სტილიდან დახურულ სტილზე გადასვლა, ტელეფონზე მიჯაჭვულობა, თვითდაზიანება საკუთარ სხეულზე – ეს ის ჩამონათვალია, რაც „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებს. როგორ შევამჩნიოთ რომ ბავშვი შესაძლოა „ლურჯ ვეშაპში“ იყოს ჩართული, რა როლი აქვთ მშობლებს და როგორ მოვახდინოთ მკვლელი თამაშის პრევენცია – არსებულ ყველა კითხვაზე, შვილმკვდარი დედა – ნანა ბერძენიშვილი ექსკლუზიურად „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრობს. “სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ…

მეტი...

ტყის ინვენტარიზაცია ლაგოდეხშიც დაიწყო

ლაგოდეხის შემდეგ, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება, რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე არიან დასაქმებულები. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს. საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების…

მეტი...

სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება – გაფრთხილება მშობლებსა და მოზარდებს

სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა – თუ ამ სიმპტომებს თქვენს შვილს შეამჩნევთ, დროა განგაში ატეხოთ, თქვენი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია. მშობელი,  რომლის 13 წლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამტკიცებს, რომ მისი შვილი ინტერნეტ თამაშის – “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია.  როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მისმა შვილმა თავი, 29 აგვისტოს მოიკლა, ეს ის დროა, როცა ბავშვი ყველაზე მოწყვლადია. სწორედ ამიტომაა, რომ  ბავშვების თვითმკვლელობა განსაკუთრებით აგტვისტო-სექტემბერში იმატებს. “ინტერნეტ თამაშის, მენტორები ყველაზე უფრო აქტიურდებიან ზაფხულის განმავლობაში. 29 აგვისტოს მოიკლა ჩემმა შვილმა…

მეტი...