შსს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ…

მეტი...

სავარაუდოდ, ისევ გაზი – თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

აფეთქება თბილისში – რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები. მომხდარის შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი. 77 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მეტი...

პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა. პოლიციამ, ჯამში, 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად  297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზია“ ამოღებული. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის…

მეტი...

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. კახა კალაძემ დაზარალებულებს მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. „თქვენ იცით, ჩვენი პრიორიტეტია წლობით შეჩერებული მშენებლობების დასრულება და ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებული მოქალაქეები, ათასობით ოჯახი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თბილისის მერიისა და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო.…

მეტი...

707 ტაქსის მძღოლი 89,900 ლარის ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, პარლამენტის წევრების – მამუკა მდინარაძის, ნინო წილოსანის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი პრინციპების დონეზე გოგა გულორდავამ წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ერთჯერად, ჰუმანურ აქტს, რომლის მიღების შედეგად, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 2019 წლის პირველ ოქტომბერს სახდელდადებული პირები, რომლებზეც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში გაცემული იყო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ცხვარიჭამიას ტყეში ეძებენ

ამ დრომდე ვერ ხერხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, 29 წლის სანდრო ბერაძის პოვნა. ცხვარიჭამიას ტყეში კი სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ასევე იმყოფებიან სანდრო ბერაძის ახლობლები და მეგობრები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სამძებრო მოქმედებებში ჩართვას. “ბოლოს ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია დარეკა 112-ში და აქედან გამომდინარე, რა ინფორმაციასაც ჩვენ ვფლობთ, დაახლოებითი არეალი არის აქ და მაშველებთან ერთად ვეძებთ კონკრეტულ ადგილებზე”, – აღნიშნა სანდრო ბერაძის მეგობარმა გიორგი ჯაფარიძემ.

მეტი...

კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ოჯახები 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ბინებში, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ოჯახებს ბინები საკუთრებაში დღეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. „ოქროყანაში 30 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ სახლებში, ბევრი ლტოლვილია, ბევრი საცხოვრებელი ფართის გარეშე მყოფი შესახლებული. ათეული წლებია ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და ვერ ახერხებდნენ, რომ ეს ფართები ყოფილიყო მათ საკუთრებაში. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ, ბედნიერ ადამიანს ვხედავ. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ…

მეტი...

ბოლონია და ნიცა – “ვიზეარი” ქუთაისიდან ორი ახალი მიმართულებით იფრენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს. რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს; ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. Wizz Air-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).

მეტი...

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე 16 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საია-მ სასამართლოს მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე, ორგანიზაციის შეფასებით, უარი დაუსაბუთებლად უთხრა. „ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა. ნაწილ მათგანს, დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს – პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ…

მეტი...

“განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა” – “იმედი” შეფერხებით მუშაობს

სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევის გამო, ტელეკომპანია „იმედი“, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გათიშული იყო, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები. „იმედის“ იურისტის, ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ”, – აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი. კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა, ის საზღვარგარეთ დაიგეგმა.…

მეტი...

„მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” – რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა?

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა – „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ აამოქმედა. რეფორმის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. “გათანაბრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები ყველა კლინიკაში; ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული, ევროპულ სტანდარტების სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას; გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულება; დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას – ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც მარტივად, უმოკლეს…

მეტი...

“არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც” – ცოტნე გამსახურდია მეუფე იაკობზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან ბოდბელი ეპისკოპოსის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გამსახურდია ფიქრობს, რომ არსებობს მეუფე იაკობის ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან მან ბევრი იცის. “იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. სწორედ ამაზე ვწერდი ამას წინათ, გამოფხიზლდება და გააჩუმებენ-მეთქი. იქ ყველაზე აქვთ კომპრომატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუფთა კაცს ზემოთ უბრალოდ არ აუშვებენ. ამას სულაც არ ვწერ სიხარულით ან ნიშნისმოგებით, უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რა სიბინძურეშია ჩაფლული ინსტიტუცია, რომელიც ერში ყოველმხრივ სამაგალითო უნდა იყოს… ვფიქრობ, არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან ემოციურად გაუწონასწორებელი და ძნელად სამართავი ტიპაჟია, რომელმაც ბევრი იცის”, – წერს სოციალურ…

მეტი...

“ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც აქვს შანსი, მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკეტის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება”  ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნების შემდგომ მთავრობა დააკომპლექტოს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებში კონკურენცია მაღალია. “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა 2020 წლის არჩევნების შემდგომ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  საარჩევნო სისტემა იცვლება, ბუნებრივია, ეს ამოცანა ბევრად უფრო გართულებულია და პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ვიცე სპიკერი კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.   

მეტი...

“მეუფე იაკობის განცხადებები, გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგაა მიმართული. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეუფე იაკობმა საჭიროა ახსნა-განმარტება გააკეთოს. „საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“რუსულ ძალებთან და “ნაციონალური მოძრაობის” ვერც ერთ ძალასთან ვერ ვითანამშრომლებთ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  ფიქრობს,  რომ „ქართულ ოცნებას” სხვა პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არჩევნებზე „ქართული ოცნების” მხარდაჭერა იმდენად მყარი იქნება, რომ კოალიციაზე საუბარი საჭირო არ გახდება. „სხვადასხვა აზრის გამოხატვა არ გვერიდება, საერთო „მესიჯბოქსს” გვაბრალებენ, მაგრამ ერთ ხაზში არ ვსხედვართ. კოალიციურ მთავრობაზე თამარ ჩუგოშვილსა და მდინარაძეს შეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ. არ ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას” ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნა დასჭირდება. ასეც რომ იყოს, ვისთან ვითანამშრომლებთ, წინასწარ ამ ძალებს ვერ დავასახელებ. რუსულ ძალებთან და “ნაციონალური მოძრაობის” ვერც ერთ ძალასთან ვერ ვითანამშრომლებთ, ამას ახლა გეტყვით”,…

მეტი...

„თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, შეუძლია, მივიდეს სხვასთან” – არჩილ თალაკვაძე

“მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მისთვის ტერმინი პატრიარქის გადაყენება აბსოლუტურად გაუგებარია. „თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები არის კანონმდებლობით დარეგულირებული. ისტორიულად მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან დიდი როლი და მისია აქვს ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის მთლიანობის და განვითარების პროცესში, ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც. რაც შეეხება დანარჩენ საუბრებს, ჩვენ გვაქვს კულტურული…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით “მე დავბრუნდები” – კიბერშეტევა სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი, წარწერით “მე დავბრუნდები”, კიბერშეტევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და რამდენიმე არასამთავრობო, ასევე მედიაორგანიზაციის ვებსაიტებზე გამოჩნდა.  კიბერშეტევით პარალიზებულია ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური ვებგვერდები. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას აქვს თუ არა მას კიბერშეტევის შესახებ რაიმე ინფორმაცია ასე უპასუხა – “არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, სახელმწიფო უწყებები დაცულია”. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ კიბერშეტევის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაიგო. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის განცხადებით,…

მეტი...

„ჩვენი სურვილი არ არის, მაგინებელ და მაწყევარ სასულიერო პირებთან ვასოცირდებოდეთ” – მღვდელ-მონაზონი

“ეკლესიას აქვს ნდობა, მაგრამ ამ ნდობას კითხვის ნიშნები გაუჩნდა დროთა განმავლობაში. საპატრიარქო დუმს, ჩემთვის ეს ცალსახაა. ალბათ, იმ პრობლემებზე მსჯელობას გაურბიან, რა პრობლემების წინაშეც დგას ეკლესია”, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიანი პროცესები განიხილა. მღვდელ-მონაზონი ანდრიას განცხადებით, საერო პირების მხრიდან სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას. მისი თქმით, თუ სინოდი არ განიხილავს, იმ მოვლენებს რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო განვითარდა, შესაძლოა ეკლესიის სანდოობას კითხვის ნიშნები გაუჩნდეს. “ეკლესიაში სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სპეკულაციებს. საერო ხალხი გამოდის ეკლესიის სახელით სატელევიზიო ეთერით და სხვადასხვა განცხადებები კეთდებოდა შეთქმულების…

მეტი...

„საპატრიარქო მთავარი მოტივატორია, მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს სინოდის მოწვევა“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია

„საპატრიარქოს ადმინისტრაციის, თავმჯდომარის მხრიდან კეთდება სინოდის მოწვევა, რაც დღემდე არ მომხდარა. სწორედ ესაა პრობლემა  – თემების განუხილველობა’’ – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც სინოდის წევრების, ისე თეოლოგების სურვილია, სინოდი რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს. „ერთხელ და სამუდამოდ,  სრულად უნდა შეფასდეს მოვლენები. მით უფრო, რომ მსგავსი პრობლემური საკითხი არაერთი გვაქვს. სანამ, ეს არ შეფასდება და სანამ ადამიანების შეურაცხყოფამდე, ვიღაც კონკრეტულ საერო და სასულიერო პირებს შორის დადის საუბრები, მანამდე  ჩაკეტილობა და  მდუმარება იქნება. განუსჯელობაა ამ ყველაფრის სახე.  ხედავთ, რომ ყველა მღვდელმსახურს სურს, რომ მიმდინარეობდეს განსჯა, მაგრამ…

მეტი...

„თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ეს არის საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია  

საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიან პროცესებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. „მიმდინარე მოვლენები არაა ხალი და თქვენ იცით, რომ მერამდენე წელია მიმდინარეობს ღია მსჯელობები საეკლესიო თემატიკაზე. მეუფე იაკობის განცხადებამ ფაქტობრივად ხელახლა განაახლა ეს თემა სამსჯელოდ. თუმცა, არც ისე მოულოდნელია ეს. საპატრიარქოს ადმინისტრაციის შეუფერებელი მეთოდები, განცხადებები არაერთხელ გვიმხელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ესაა საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე. ეს რა თქმა უნდა, იწვევს სიბრალულს. სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს ასეთი ლექსიკით. ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელისუფლების ინტერესში…

მეტი...

მეუფე იაკობს საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს და იმეორებს რომ პატრიარქის შეცვლა სურდათ

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის ერს და ბერს ბოდიშს უხდის თუმცა, აცხადებს, რომ ამ ბოდიშით, მას საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს. ეპისკოპოსი, რომელსაც დრეს პატრიარქის ქორეპისკოპოსობა დაატოვებინეს, აცხადებს, რომ პატრიარქის შეცვლაში დახმარებას ნამდვილად სთხოვდნენ.    „მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ის ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. 3  ადამიანის შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი (კვირიკაშვილი) ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგი გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გითხრათ, რაც შევამჩნიე, უხერხულობას გრძნობდნენ  რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ, გიორგიც და ვახტანგიც. რაღაც მითხრეს, უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი…

მეტი...

“გემიდან პირველი გარბიან ვირთხები” – დეკანოზი ანდრია საპატრიარქოსთან დაპირისპირებაზე

საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდის სხდომას ელოდება და აცხდებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სინოდმა უნდა მიიღოს. ამავდროულად, დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოკლე შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის კაპიტნად დარჩენას ისურვებდა. „ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ  გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ). ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს. ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს დეკანოზი. რაც შეეხება კონკრეტულ სკანდალურ განცხადებებს მეუფე იაკობის მხრიდან, დეკანოზი სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება. „ეს განცხადებები…

მეტი...

მეუფე ბოდიშს იხდის და შენდობას ითხოვს

ბოდბელი ეპისკოპოსი შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისთვის  საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ჟურნალიტებთან საუბრსას განაცხადა და აღნიშნა, რომ  სამი წელია, არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაიდუმლოებდა. „ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ ერს და ბერს და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი… როგორც მონაზონს, გულში მქონდა ხინჯი და ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით,…

მეტი...

მეუფე იაკობი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს საპატრიარქომ,  ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანება გაავრცელა. მის მიხედვით, მეუფეს საპატრიარქოში დაკავებული პოზიცია ჩამოერთვა. „ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

მეტი...

ვარკეთილში, მგზავრმა ტაქსის მძღოლი მოკლა

თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა.  ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.   “როგორც მითხრეს კლიენტთან მოუხდა შელაპარაკება. შემოყვანილ იქნა 19:07 საათზე, შოკურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა იყო არასტაბილური, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის ზედაპირზე. ქირურგიული ჩარევიდან 5 წუთში გული გაუჩერდა,“ – აღნიშნა ექიმმა, ხათუნა სიხარულიძემ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

„თქვენს სახლში მდუმარე მკვლელია“ – ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრხილებს

რთულია გაუმკლავდე საფრთხეს, რომელსაც ვერც ხედავ და ვერც აგემოვნებ. სწორად ამ ფაქტმა განაპრობა მისი საზარელი დასახელება – „მდუმარე მკვლელი”. საქართველოში,   ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებები და ადამიანების სიკვდილიანობა, ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემად იქცა. რომელია საშიში რაიონები და უბნები; რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება წლის ბოლომდე; როგორია სიცოხლისთვის საშიში, მკვლელი გამათბლები – ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, „მედიაცენტრ მთავართან“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“:  ყოველ  წელს, სეზონი ისე არ ჩაივლის, რომ ბუნებრივი აირიდან გამომდინარე, უბედური შემთხვევევბი არ გვქონდეს სახეზე. ძირითადად, რა პრობლემა იკვეთება –  გაუნათლებლობა, დაუდებრობა თუ არარსებლი რეგულაციები? სალომე…

მეტი...