გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

ხვალ ვაკეში, რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან ხუთი დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე. ​თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

მეტი...

თბილისში მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლების საკითხი მოლაპარაკების პროცესშია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თბილისის მერის თქმით, კარგი იქნება თუ მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებით მოხდება, რაც მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაშია მისაღები. „რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან, ვინც დღეს ოპერირებს ბაზარზე და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ მიკროავტობუსების მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უფრო მეტიც, კრიტიკული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კახა კახიშვილი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მეტი...

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან – მერიის გადაწყვეტილება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. მამუკა მდინარაძის თქმით, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე. “ქალაქის მერიის ინიციატივით, ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელიც მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები, მათ ნაწილს ეგონა, 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდიც სწორედ ამ ვადამდე იყო. მძღოლები გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხისა და ჯარიმის მოსახსნელად,…

მეტი...

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება გერმანული სტანდარტებით მოხდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ,  სიახლე პაციენტის უსაფრთხოებასა და საავადმყოფოების მიმართ ნდობას გაზრდის. “ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას იწყებს გერმანელ პარტნიორებთან, ვინც დაგვეხმარება ქვეყანაში დაინერგოს KTQ სტანდარტები, რაც ნიშნავს თანამშრომლობას გამჭვირვალობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის სისტემაში. ეს თითოეულ ჰოსპიტალს მისცემს საშუალებას, რომ უკეთ გააცნობიეროს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. საერთაშორისო კომპანია “კა ტე ქიუ”-ს ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს…

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძეს ავთანდილ გალდავა შეცვლის. ავთანდილ გალდავა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ნიკოლოზ დიასამიძე კი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი ტოკიოსგან მანძილით” – სოფო კილაძე

“ნაციონალური მოძრაობა” თავისი სხვადასხვა დანაყოფებით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით”, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება თავისთავად იმის მიმანიშნებელია, რომ მათ პასუხების მოსმენა არ უნდათ, რადგანაც ზუსტად იციან სიმართლე.  „სირცხვილია, როდესაც არ იცის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა, თუ რა ფუნქციას ატარებს კომიტეტის ანგარიში. ყველა კომიტეტის ანგარიში – ეს არის ტექნიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ვმუშაობთ. არც…

მეტი...

“ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა სულმა და სხვა მელოდიაში გადაინაცვლა” – გიორგი კეკელიძე

“ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა სულმა და სხვა მელოდიაში გადაინაცვლა”, – ასე ეხმიანება მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას. გიორგი კეკელიძე ამაყობს, რომ ასეთ გენიალურ კომპოზიტორს იცნობდა. “ვწუხვარ დიდი მუსიკოსის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყოველდღიურობას მოწყვეტილი მოგეჩვენებოდათ, სრულიად პირიქით იყო – წელიც არ არის, რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, ვამაყობ, რა მაგარ საქმეებს აკეთებთო და მერე თითქმის ყველა სოფელი ჩამომითვალა, სადაც წიგნი ჩაგვიტანია. ჩვენი მაგარი საქმეებისა რა მოგახსენოთ, მე კი იმით ვამაყობ, რომ მას ვიცნობდი. ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივი ესწრებოდნენ.  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია…

მეტი...

გაგრის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა

დღეს, 27 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან.  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, გაგრისა და მთლიანად აფხაზეთის განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა შერიგებით და ნდობის აღდგენით. „სამწუხაროდ, დღეს მთელი აფხაზეთი არის ოკუპირებული, მაგრამ გაგრა მთელი სიმძიმით და ბოლომდე არის მოქცეული ოკუპანტის მარწუხებში. ის დროებით დავკარგეთ როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმაც, რაც ნათლად დაადასტურა დე ფაქტო პრეზიდენტის  ბოლო „არჩევნებმა“,” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.  1992 წლის 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში დაიწყო აფხაზეთის ომი. აფხაზეთის “სამხედრო დამარცხება” კი მიუხედავად ერთწლიანი ომისა, ფაქტობრივათ ომის დაწყებიდან თვენახევარში-1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემით…

მეტი...

დე ფაქტო ხელისუფლებამ, ქართველი ბავშვები აიძულა, ანტი ქართული სიმღერები შეესრულებინათ

ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გალის რაიონის სკოლების, ქართველი მოსწავლეები აიძულა, სამხედრო ტანსაცმელში გადაცმულებს, ანტი-ქართული სიმღერები შეესრულებინათ და იგივე შინაარსის ლექსები წაეკითხათ. დე ფაქტო ხელისუფლება, სექტემბრის ბოლო დღეებში, აფხაზეთის  “გამარჯვებას” აღნიშნავს.  როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ოკუპანტის მიზანია, ბავშვებს დაუმახინჯონ ცნობიერება და მოახდინონ ეროვნული იდენტობის შეცვლა.   „როგორც შარშან მიმდინარე წელსაც ე.წ. გამარჯვების დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი ძალადობა ქართველ მოსწავლეებზე, რომელიც სიძულვილის, მილიტარიზმისა და ომის პროპაგანდაში გამოიხატა. საცოდავმა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა დაამახინჯონ ბავშვების ცნობიერება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინონ მოსწავლეთა ეროვნული…

მეტი...

ქვეყანაში წელიწადში 10 000 ტონმდე სამედიცინო ნარჩენი გროვდება, რაც ეპიდემიის წყაროა – დიმიტრი ხუნდაძე სანქციების გამკაცრებაზე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში გადაყრასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ხელისუფლების პირველი პრიორიტეტია. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში მოხვედრა ეპიდემიის წყაროა. „ხშირია ფაქტები, როდესაც საყოფაცხოვრებო სანაგვე ურნებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები ხვდება. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება. როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც. ამიტომ, მივესალმები ქალაქ თბილისის მერის ინიციატივას, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზარდოს და გახდეს 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული…

მეტი...

„ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის“ – მოკლული გოგონას მამა

2018 წელს, სასტიკი წამებით მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაკავებული ადვოკატის გათავისუფლების წინააღმდეგია და უფრო მეტიც, მისთვის საადვოკატო საქმიანობის შეწყვეტას ითხოვს. შეყვარებულის მიერ მოკლული 20 წლის გოგონას მამის, მამუკა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადვოკატის დაკავება მისი შვილის მკვლელობის საქმეს არ ეხება. „არანაირი კავშირი ჩემ ოჯახს არ დაკავებასთან არ აქვს. არც არავის დაპატიმრება შედის ჩემს ინტერესებში, თუმცა, ამ ქალბატონს, მინიმუმ უნდა აეკრძალოს საადვოკატო საქმიანობა. მან, როცა ჩემი შვილის მკვლელს იცავდა, ჩემი შვილის მიმართ ისეთი უხამსი შეფასებები გამოიყენა, მას ადამიანების დაცვისა და საადვოკატო საქმიანობის უფლება არც უნდა ჰქონდეს. ყველა ადვოკატმა კარგად გაიგოს რასაც ვამბობ და…

მეტი...

მერია, დაჯარიმებული “ტაქსისტებისთვის” ჯარიმის ჩამოწერას არც განიხილავს 

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ოპოზიციის მოთხოვნებს, რომ 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები ტაქსის მძღოლებს ჩამოეწეროთ “პოპულიზმს” უწოდებს. ირაკლი ხმალაძეს განცხადებით, ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმება და ყველა ტაქსის მძღოლი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს, დაჯარიმდება. “ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ. არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ, დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები ამის შემდეგაც დაიწერება,” – ირაკლი ხმალაძემ მისი თქმით, ყველა ტაქსის მძღოლი, გაფრხილებული იყო, რომ პირველი ოქტომბრიდან, კატეგორიზებული ნებართვით გაეწიათ მომსახურება. “ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის…

მეტი...

„ირაკლი ქორიძე ვანო ზარდიაშვილის პირადი პატიმარია“ – ადვოკატები დეპუტატის წინააღმდეგ

ადვოკატები ნონა ფილაური და დავით კოკოტაშვილი დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დაკავებული ირაკლი ქორიძე ზარდიაშვილის პირადი პატიმარია. აღნიშნული განცხადება ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელეს. „ვანო ზარდიაშვილი არის ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ კურირებს მართლმსაჯულების რეფორმას.  მას სერიოზული პრეტენზია აქვს ამ რეფორმის სწორად წარმართვაზე. ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში, სადაც დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი სტუმრად იმყოფებოდა საკმაოდ უკანონო და უსამართლო განცხადება გააკეთა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ქორიძეზე. კერძოდ, მან თქვა: მე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, შეესწავლათ ირაკლი ქორიძის საქმე. იგი ადრე იყო დაკავებული 3 000 სუბოტექსის გამოო, რომ ქორიძე…

მეტი...

ავტო მფლობელებს, ელექტროდამტენები სახლთან უფასოდ დაუმონტაჟებენ

კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ, ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ. „თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ…

მეტი...

სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ურნებში განთავსებისთვის ჯარიმები იზრდება

კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში, სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება. მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება სწორედ აღნიშნული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. „გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის…

მეტი...

დედაქალაქის ბიუჯეტი, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან. „მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი…

მეტი...

დედა-შვილისა და ადვოკატის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ, თბილისში, ცრუ დასმენის ბრალდებით 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ბრალად ედაბათ პირადი მოტივით ჩადენილი დანაშაული. „1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი…

მეტი...

“საკმარისია, დაინიშნოს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც სასამართლოს შეინარჩუნებს, – ეს არის 5 ადამიანი”- ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სამოქალაქო სამართალში, ცალკე პალატის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ​როგორც ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სიიდან, საჭიროა, მხოლოდ 5 მოსამართლე დაინიშნოს, რაც უზენაეს სასამართლოს შეინარჩუნებს. მისი თქმით, ყველა სასამართლო პალატა, გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პალატისა, შევსებულია: „უზენაეს სასამართლოს დღეს არ სჭირდება მოსამართლეები სამოქალაქო სამართალში. ყველა პალატა, რომელიც იხილავს დავებს, მათ შორის კომერციულ დავებს, დღეს შევსებულია. რა საჭიროა, შეიქმნას ცალკე პალატა, სამოქალაქო სამართალში. საჭიროება გვაქვს სისხლის სამართლის პალატაში, სადაც სამი ადამიანია საჭირო და ადმინისტრაციულ პალატაში, სადაც დღეის…

მეტი...

“მოსამართლეების შერჩევის ორივე პროცესი მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციაა” – ანა დოლიძე

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შედეგი გადაწყდება კულუარებში, გარიგებებისა და გარკვეული შეთანხმებების შედეგად. სწორედ ასე შემიქმნა ეს 20 კაციანი სია, რომელიც წავიდა პარლამენტში და ასე შეიქმნება, ის სიაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ვინ დაინიშნება უზენაესში,” – აღნიშნული განცხადება, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, დემოკრატიის იმიტაციაა, რომლის უკან, პოლიტიკური ინტერესები დგას. “ამ პროცესის ორივე საფეხური არის მხოლოდ დემოკრატიის იმიტაცია. მთელი ეს გამჭვირვალობის ელფერი, რომელიც ამ პროცესებს ჰქონდა, იუსტიციის საბჭოში და პარლამენტში დემოკრატიის თამაშია. ფასადური თამაშია, რომლის უკან პოლიტიკური…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის  საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იწყება. დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იშუამდგომლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის სხვა ბრალდებულების საქმისგან გამოყოფის შესახებ. მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ოქრუაშვილის საქმეს არანაირი შეხება არ აქვს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილთან, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ ხდება სასამართლო პროცესის გაერთიანება. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ასევე, საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი 14…

მეტი...

ადვოკატები დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებას ითხოვენ

თემქაზე, წამებით მოკლული ახალგაზრდა გოგონას, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო – გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დაკავებულია, მისი კოლეგები კი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატების ინფორმაციით, მათი კოლეგის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ადვოკატის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა და მას 373-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს ცრუ დასმენას ანგარებით ან პირადი მოტივით. სავარაუდოდ, საქმე, 20 წლის გოგონას  გახმაურებულ მკვლელობას ეხება, სადაც ადვოკატი ოტიაშვილი მკვლელობისთვის ბრალდებულს იცავდა. მაშინ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მოკლული გოგონას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რის გამოც, მას გოგონას ოჯახმა უჩივლა. შეგახსენებთ, რომ ანა…

მეტი...

კომპოზიტორი გია ყანჩელი კლინიკაში გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. ცნობილი  და პოპულარული მუსიკის ავტორი, ბოლო პერიოდში,  კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. ის 84 წლის იყო. მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად პოპულარული ნაწარმოებები არაერთ სპექტაკლში გამოიყენეს. მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „მეთორმეტე ღამე“ და სხვა. ასევე, არაერთი კინოფილმიდანაა მის მიერ შექმნილი ნაწარმოები ცნობილი და საყვარელი. მუსიკა ფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“,  „როცა აყვავდა ნუში“ სწორედ გია ყანჩელს ეკუთვნის.

მეტი...