დანაშაულისთვის, რომელსაც მამა აღიარებს, შვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დმანისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მამის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, სასამართლომ პატიმრობა შვილს შეუფარდა. მეგობრის მკვლელობის გამო, გიორგი ბალახაძეს 11 წლიანი სასჯელი შეუფარდეს. დაკავებულის მამა 2 თვეზე მეტია ამტკიცებს, რომ გიორგი ადუაშვილი მან მოკლა, სახელმწიფო ბრალდება კი მამის აღიარებას შვილის დაცვის მიზნით ხსნის. გიორგი ბალახაძის ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. განაჩენის გამოცხადებამდე გიორგი ბალახაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მეგობრის მკვლელი ის არ არის. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულის დედა ელოდა, რომ მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ, ხოლო მის ნაცვლად მეუღლეს – დავით ბალახაძეს დააკავებდნენ. სასამართლო პროცესამდე, გიორგი ბალახაძის…

მეტი...

საბავშვო პროდუქტში საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც კიბოს იწვევს

“ჯონსონს ბეიბის” საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოაჩინეს, საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. ამერიკულმა კომპანიამ 33 ათასი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო, თუმცა ქართულ ბაზარზე მოვლის ეს საშუალება მაინც იყიდება. არც ექიმებს, არც ფარმაცევტებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც მშობლებს, ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. ჯონსონის წარმომადგენლობა საქართველოში ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი საფრთხის შემცველი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პროდუქციის ერთ-ერთ პარტიაში სიცოცხლისთვის საშიში მინარევის აღმოჩენის შესახებ, თავად კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, ჯერ არცერთ სამედიცინო დაწესებულებასა და სააფთიაქო ქსელს ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია. პროდუქციის წარმომადგენლობა რუსეთში მომხდარს არ უარყოფს და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებში ინტერნეტმაღაზიაში ნაყიდი პროდუქციის შემოწმების შემდეგ…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს “საზღვრის” დარღვევაში ადანაშაულებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას “რესი” ავრცელებს.  როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი, იგორ კოჩიევი აცხადებს, КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი „დაარღვია“. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „მესაზღვრეები“ დარწმუნდნენ, რომ ისინი მართლაც ევროკავშირის დამკვირვებლები იყვნენ, დარღვევის შესახებ მიუთითეს და „რესპუბლიკის“ ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს. „სამხრეთ ოსეთის“ მხარემ მაშინვე აამოქმედა „ცხელი ხაზი“, რომლითაც სადამკვირვებლო მისიას განუცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია, რადგან სერიოზულად ძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას რაიონში. დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით…

მეტი...

„დელოიტის“ წერილს კავშირი არ აქვს „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან” – სებ-ის განცხადება

“აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ წერილს კავშირი არ აქვს „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი. სებ-ში განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული წერილი ეხება გარიგების მომენტში უფლებამოსილების საკითხს. „მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ წერილი ეხება სს „თიბისი ბანკის“ მიერ სს „პროგრეს ბანკის“ აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნული ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუკი მათთან არსებობდა…

მეტი...

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზეა

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა. ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება. „რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ…

მეტი...

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ იკლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო – ტყვიის განმეორებითი ანალიზის შედეგების მხრივ, პოზიტიური ტრენდია. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია. გამყრელიძის თქმით, ყველაზე საყურადღებოა და რამდენიმე კვლევითაც იკვეთება სუნელების მნიშვნელობა – ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც. „შედეგების მხრივ, სხვათა შორის, პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ კლებისკენ მიდის. პირველად როცა შევიდნენ, მისცეს რჩევა-დარიგება,…

მეტი...

ბრალდებულ დეპუტატს, პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა            

თბილისის საკრებულოს წევრ, ილია ჯიშკარიანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. როგორც მისი ინტერესების დამცველი აცხადებს, მას დოკუმენტებზე აქვს ხელი მოსაწერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ზარალდება. როგორც მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს შესასრულებელი, რისთვისაც საჭიროა ოფისში მისვლა და მუშაობა. შესაბამისად, მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში განეხორციელებინა კომუნიკაცია, თუმცა, პროკურატურისგან უარი მივიღეთ. არადა, მოქალაქეები ზარალდებიან”, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატ ილი ჯიშკარიანის ბრალს,…

მეტი...

“წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს მეტროში მგზავრთა გადაადგილების ახალ გეგმაზე, რათა მოძრაობის რეგულირებით შესაძლებელი გახდეს მოზღვავებული ნაკადის მართვა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის თავიდან აცილება. “როდესაც დედაქალაქის ახალი მერი მოვიდა ქალაქის მართვაში, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და არსებითი ამოცანები დაგვისახა თბილისის მოსახლეობამ და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. სატრანსპორტო კუთხით საცობების და დაბინძურებული ჰაერის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და კერძო ავტომობილების რიცხვის შემცირება. პრობლემებზე საუბარს არავინ გაურბის. დღეს ჩვენ გვაქვს მეტროში მომატებული ნაკადები. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად…

მეტი...

ადვოკატი პაატა შავაძე, ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის საბჭოს წევრობას სამარცხვინოს უწოდებს

ადვოკატი პაატა შავაძე მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად ის “პოსტს” იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უძღვნის და მის საბჭოს წევრობას “სამარცხვინოს” უწოდებს. “გაუგონარი და სამარცხვინოა მართლაც ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა! ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის ამღლებისათვის ზრუნავდეს, მისი ყოველდღიურობა სისტემის დაკნინებისა და მოსამართლეთა სრული დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული! ეს მართლაც ენჯეოშნიკთა კლანის წარმომადგენელი, საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომლებიც დღენიადაგ სასამართლოს ავტორიტეტს ზრდიან და სამართლიანი სასამართლო დაგვიმკვიდრეს, კლანად მოიხსენიებს! გაუგონარი და სირცხვილი ხართ თქვენ ნაზიბროლა!” – წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “მედიაცენტრი მთავარი” ნაზი ჯანეზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არასერიოზული…

მეტი...

პოლიციის დასტურის გარეშე პასპორტს ვერ გამოცვლით – ახალი რეგულაცა

“საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მხოლოდ იუსტიციის სახლში განცხადება საკმარისი აღარ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე აუცილებელი იქნება, მოქალაქემ წარადგინოს დასტური, რომ ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. „2019 წლის პირველი ნოემბრიდან ახალი წესი შევა ძალაში. როდესაც დავკარგავთ ან მოგვპარავენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, საკმარისი არ იქნება ამის შესახებ იუსტიციის სახლში ან ჩვენ სხვა ტერიტორიულ სამსახურებში უბრალო გაცხადება იმის შესახებ, რომ პასპორტი დავკარგეთ ან მოგვპარეს. აუცილებელი იქნება ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე მოქალაქემ მოიტანოს დასტური, რომ ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ეს…

მეტი...

ენერგოომბუდსმენის შეფასებით, გურამიშვილის აფეთქება ღია წვის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის 30 ნომერში, ძლიერი აფეთქება, ღია წვის წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.  როგორც ენერგოომბუდსმენმა “მედიაცენტრ მთავარს” განუმარტა, წყლის გამაცხელებელი სავარაუდოდ, არასწორად იყო დამონტაჟებული.  “იკვეთება მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა. მომხმარებელს, საცხოვრებელ ბინაში, ღია წვის წყლის გამაცხელებელი ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ არასწორად იყო დამონტაჟებული. ეს დანადგარი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია,” – განუცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”.  სალომე ვარდიაშვილის თქმით, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

მეტი...

მწყემსი მალხაზ კობაური უსაფრთხოების საკანში გადაყვანას ითხოვს

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული, მალხაზ კობაური, უსაფრთხოების საკანში გადაყვანას ითხოვს. როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანამესაკნე, არაადექვატური ქცევით გამოირჩევა, რაც კობაურისთვისაც საფრთხეა. მისი თქმით, თანამესაკნეს ხშირად  აქვს კონფლიქტი, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებთან. “მალხაზ კობაური იმყოფება თანამესაკნესთან ერთად, რომელიც აზიანებს საკანს, ამტვრევს ნივთებს,  ყვირის. ხშირად აქვს კონფლიქტი პენიტენციალურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალთან. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ შესაძლოა, კობაური აღმოჩნდეს უფრო დასჯილი და მასზეც გადატყდეს ჯოხი. მას სურვილი აქვს, ამ საკნიდან გავიდეს. მისი სურვილია, ე.წ უსაფრთხოების საკანში მოთავსდეს, რათა არ მოხდეს…

მეტი...

ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ, 2019 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში  ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა. შედეგად, მეწარმეების მომართვის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის  ინტერესების მხარდასეჭერად ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში 137 წერილობითი რეაგირება მოახდინა. მათ შორის, 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა.  ამ პერეოდში დასრულებული საქმეების (129 საქმე) 68%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. აპარატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.  კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და  მომართვიანობის ძირითადი ნაწილი…

მეტი...

ხადაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს ადვოკატები სტრასბურგში აგზავნიან

ხადას ხეობაში, სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადებიან. ადვოკატები სარჩელის მომზადების პროცესში არიან და იმედი აქვთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაუშვებს პრეცენდენტს და ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილულ საქმეს წარმოებაში მიიღებს. როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა – ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადეს, სასამართლომ, მალხაზ კობაურის მიმართ, დაარღვია დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. “ვამზადებთ სარჩელს. მიგვაჩნია, რომ იშვიათია პრაქტიკაში, როცა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მსჯელობს. თუმცა, ამის პრეცედენტები არსებობს. მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპული სასამართლო იმსჯელებს უფლებების…

მეტი...

“საქართველო არაა დამნაშავეების თავშესაფარი” – თეა წულუკიანი

“საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სუმბაევის ექსტრადირებისთვის არანაირი სამართლებრივი ბარიერი არსებობდა, მათ სორის არც სტრასბურგის მხრიდან. „მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.…

მეტი...

პროკურატურა სახალხო დამცველისთვის, ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული საქმის მასალების გაცნობაზე უარს ამბობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან  სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კანონის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო  წესით ითხოვდა  ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას  გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე, ნათია თურნავას მხრიდან 7 მილიონი დოლარის გასხვისებაზე საუბრობს

„არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე“ – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ჩვენება, 2013 წელს მისცა ფინანსურ პოლიციას, რომლის ხელმძღვანელიც ოთარ ფარცხალაძე იყო. მისი თმით, ოთარ ფარცხალაძის პროკურორად დანიშვნის შემდეგ, საქმე თაროზე შემოიდო. „ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესი“-ს სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა. ის ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს. მისი განმარტებით სს „თბილსრესის“ გაკოტრების…

მეტი...

ცნობილ რესტორანში „ჩემო კარგო“ სტუმრები მოიწამლნენ, ეჭვი სალმონელას ჩხირებზეა – რას აცხადებენ ადმინისტრაციაში?

თბილისში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში სადილობისას სტუმრები მოიწამლნენ. ისინი, კვებითი ინტოქსიკაციით მკურნალობას კლინიკაში გადიან. მოწამლულებს შორისაა მომღერალი სოფო ტოროშელიძეც. ობიექტი სურსათის უვნებლობის სამსახურმაც შეამოწმა. იყო თუ არა მოწამვლის მიზეზი სალმონელას ჩხირი, კვლევები მიმდინარეობს. „რამოდენიმე დღის წინ რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2…

მეტი...

რა წერილი მისწერა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების დედამ სამუდამო პატიმრობაში მყოფ 20 წლის მწყემსს?!

მაიკლ სმიტის დედას ლინ სმიტს, საქართველოში მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან წერილი მკვლელობისთვის მსჯავრდებულს გაუგზავნა, თუმცა, რადგანაც მან არა თუ ინგლისური, არამედ, ქართულად წერა-კითხვაც არ იცის, ამ ეტაპზე, წერილის ზუსტი შინაარსი უცნობია.    ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგიკული ისტორია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ყველამ გაიგო. რაიან და ლორა სმიტები, მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 2018 წელს დახოცეს, მკვლელობისთვის კი 19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს, ნაფიცმა მსაჯულებმა სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს. რაიან სმიტის დედამ, ლინ სმიტმა, მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, ციხეში წერილი გაუგზავნა, რომელთან დაკავშირებითაც, ადვოკატებმა…

მეტი...

ბერა ივანიშვილი “ტყის ხალხის” ელჩი გახდა

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ ახალი ელჩი გახდა. როგორც ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველი მუსიკოსი ევროპამდე, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას მიიტანს და გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს. ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო. „იესეი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს. ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს. შეგახსენებთ,…

მეტი...

“პატივს ვცემთ წინადადებას, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ აქტში შესაძლო სანქციების დაწესებას ეხება” – გიორგი გახარია

“საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს  დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რომელიც აქტშიც აღინიშნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას ჩვენი ქვეყნის მიმართ. „ასევე ხაზგასმულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა…

მეტი...

სმიტების ოჯახმა, მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ამერიკიდან წერილი გაუგზავნა (ექსკლუზივი)

ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ, მისი შვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მისჯილ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკიდან წერილი გამოუგზავნა. მომხდართან დაკავშირებით,  დღეს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ მალხაზ კობაურის ადვოკატები ისაუბრებენ. როგორც „მედიაცენტრი მთავარსთვის“ გახდა ცნობილი, ციხის ადმინისტრაციამ, კერძოდ, სოციალურმა სამსახურმა, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატს წაუკითხა და წაიღო. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ, რამდენია სწორად გააცნეს გზავნილის შინაარსი მწყემსს, რომელმაც არა თუ ინგლისური, ქართულად წერა-კითხვაც არ იცის. გარდა აღნიშნულისა, როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, მალხაზ კობაურის საქმე სტრასბურგში მიდის. ადვოკატები სარჩელს ამზადებენ და ევროსასამართლოში მალე გაგზავნიან.   შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული…

მეტი...