ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოთხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებს და პრეზიდენტისგან “ლაკმუსის ტესტის” ჩაბარებას ელოდება

“ესაა ჩემი პოლიტიკური დევნა, სისტემაზე მებრძოლი ხმის წინააღმდეგ” – ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, საბჭოს წევრების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისთვის, უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. 

ანა დილიძის განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება “ლაკმუსის ტესტი”.

“ქართული ოცნება” და მათი ინტერესების გამტარებელი იუსტიციის საბჭოს წევრები, შეწუხებულნი  არიან კრიტიკული ხმების აქტიურობით. იმდენად შეწუხდნენ, რომ მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს, არ აქვს სურვილი ან უნარი, გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის  შესაძლო გადაწყვეტილება იქნება “ლაკმუსის ტესტი”, თუ რამდენად გახდება პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღდეგ კრიტიკული ხმების მხარეს. მე საზოგადოებრივად აქტიური ვიყავი ყოველთვის,” – განაცხადა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდეს.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1/

მსგავსი თემები