„საქართველოს ელექტროსისტემაში“ დარღვევები აღმოაჩინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას სავარაუდო დარღვევებზე მიუთითებს. ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გადახდილი თანხების ნაწილი დაუსაბუთებელია. აუდიტორებმა ხარვეზები იპოვეს „ელექტროსისტემის“ მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიებისა და ხელფასებშიც.  „დარღვევები და ხარვეზები გამოვლინდა რამდენიმე მიმართულებით. 2014-დან 2017 წლამდე კომპანიის საქმიანობა ოთხივე წლის შედეგებით იყო ზარალიანი. ჯამურმა ზარალმა 80 მილიონი შეადგინა,“ – აცხადებს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე შერმადინი.  კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „ელექტროსისტემას“ 2018 წლიდან ახალი მენეჯმენტი მართავს და დასკვნას სწავლობს. ახალი მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიამ გასული წელი 72 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.  დასკვნა საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა და უწყება მასში დანაშაულის…

მეტი...

“ლელო” ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება. მათი ბრალდებების მთავარი სამიზნეები დღეს სამშენებლო კომპანია “როუდ ქონსთრაქშენი” და მუნიციპალური განვითარების ფონდი გახდნენ. მოძრაობაში ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ. “ლელოს” ბრალდებებს ცილისწამება უწოდა “როუდ ქონსთრაქშენის” დირექტორმა. როგორც ვაჟა ფანჩულიძე განმარტავს, საგზაო ვალდებულებები კომპანიამ, ორივე შემთხვევაში, დათქმულ ვადაზე ადრე შეასრულა. “როუდ ქონსთრაქშენის” წევრის ქეთი ენუქიძის მტკიცებით, კომპანიამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე სატენდერო ვალდებულების შესრულება 320 დღით, ხოლო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე კი 243 დღით გადააცილა, მაგრამ ამაზე პასუხი არავის მოუთხოვია. არაეფექტური მუშაობის გამო, “ლელომ” მუნიციპალური განვითარების ფონდიც გააკრიტიკა. კრიტიკას დაუსაბუთებლად თვლიან ფონდში და ამბობენ, რომ მხოლოდ მიმდინარე…

მეტი...

თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელეს

იუნესკო-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება შვეიცარიაში მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. პროგრამის სლოგანია – „და შენი შემდეგი წიგნი არის..?“. პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფართომასშტაბურ აქტივობას. პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა ბიბლიოთეკები, გაიმართება წიგნების ფესტივალი ბავშვებისთვის, წარმოდგენილი იქნება ციფრული პროექტები წიგნების თამაშებად გადასაქცევად და საქართველოს პირველი გამომცემლობის აღსადგენად. ღონისძიებების მთავარი მიზანია, კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მსოფლიო წიგნის დედაქალაქის წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს.

მეტი...

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მათივე ცნობით, 41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს…

მეტი...

„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება” – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ცხინვალში მოსკოვის ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. „ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – განცხადა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ალან კოჩიევმა. ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს.

მეტი...

თბილისში უცნობი პირები ეთნიკურად აზერბაიჯანელს დაესხნენ თავს

ცოტახნის წინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა თბილისის ცენტრში. უცნობი პირები ეთნიკურად აზერბაიჯანელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  თვითმხილველებისა და თავად დაზარალებულის განცხადებით, ისმოდა შეძახილები – “საიდან მოხვედი”, “რატომ ჩამოხვედი”. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარიყო.  დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი...

ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს.  თემურ გოცირიძე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია. სიის გათვალისწინებით, დეპუტატი ირაკლი ზარქუა უნდა გამხდარიყო, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია. ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად მის ამჟამინდელ თანამდებობას ასახელებს. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.

მეტი...

“როგორც ჩანს, „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა” – ჭიჭინაძე ზარდიაშვილზე

“როგორც ჩანს, „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების საკითხს. როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია. „საქმე იმაშია, რომ ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ჩათვალა, რომ გარკვეული ჯგუფების ლობისტი იყო, მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რის გამოც ამ ყველაფრისთვის შანტაჟური ხასიათის მიცემას შეეცადა და ამას შეეწირა კიდეც. რადგან ზარდიაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა, მითუმეტეს ორი-სამი დღის წინ სულ სხვა განწყობებით დადიოდა. ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, რომან მუჩიაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი. პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან…

მეტი...

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით. დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან. N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. N51 ავტობუსი გლდანულას…

მეტი...

ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ის ზარდიაშვილს არ ჩაანაცვლებს

„მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე, უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე“ – ეს განცხადებათბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მას არ სურს, საქართველოს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ჩაანაცვლოს. როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისთვის პარლამენტის წევრობა დიდი პატივი და გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. „დაახლოებით ერთი თვის წინ, საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია. მე გამაჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე, უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ მმართველი გუნდის წევრები ვინ რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ,…

მეტი...

“მოსამართლე არაა მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად” – მოსამართლეობის კანდიდატი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელაიმ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მაია ვაჩაძეს კითხვით მიმართა, რომელიც მოსამართლეების საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, აქტიურობას შეეხებოდა. მაია ვაჩაძის განცხადებით, როცა მოსამართლის გამონათქვამი არაეთიკურია, მისთვის მიუღებელი. მისი თქმით, მოსამართლეს აქვს უფლება, გამოთქვას მოსაზრება ეთიკის ფარგლებში თუმცა, არა პოლიტიკურ მიმართებაში. „როცა მოსამართლე დებატებში შედის პოლიტიკოსებთან, ამას არ ვამართლებ, მაგრამ მოსამართლე არაა მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად, ეთიკის ფარგლებში, არაპოლიტიკური შეხედულების მიმართებით. ჩემი მოსაზრება ასეთია – მე მოსამართლე უფრო დაცული ვარ თუ ამ პოლემიკაში არ შევალ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს…

მეტი...

 „კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები“ –  დავით ჭიჭინაძე

„ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“  შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი  თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი“ – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.  მისი თქმით, პარლამენტიდან გასაშვები კიდევ ბევრია: „ხოლო  რადგან ბევრნი არიან და მეშინია  ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ  „კოლექტიურ ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ,  ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია.“ შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო…

მეტი...

სიმთვრალის მსგავსად, გამონაბოლქვზე შემოწმება სპეციალური აპარატით, ქუჩებში მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება. პროექის მიხედვით, ქალაქის მასშტაბით პატრულირება განხორციელდება, რომელიც ავტომანქანებს გააჩერებს, გამონაბოლქვს სპეციალური აპარატით შეამოწმებენ და ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში, სანქციებსაც დააკისრებენ. როგორც  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპისთვის სპეციალური აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. „მზადდება საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის ზედამხედველობისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდება. საუბარია მემორანდუმზე, რომელიც სატესტო რეჟიმში, პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით განხორციელდება.  საპატრულო პოლიციისა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლის ერთობლივი ეკიპაჟი თბილისის ქუჩებში იმოძრავებს. როცა ვიზუალურად შესამჩნევია ავტომანქანის…

მეტი...

“ვანო ზარდიაშვილს წერტილი ივანიშვილმა დაუსვა” – ეკა ბესელია

“ვანო ზარდიაშვილის გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან” , – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბესელია მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. „ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ კლანის, რომელიც მას კბილებით იცავდა. მას მფარველობდა კლანი, მფარველობდა ჩინჩალაძე. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს…

მეტი...

ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში ირაკლი ზარქუა შეცვლის

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს, თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა შეცვლის. ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია. ვანო ზარდიაშვილმა, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

მეტი...

“ვანო ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია”- ლევან გოგიჩაიშვილი

“ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ, ეს არაა საფუძველი პარლამენტის დატოვების”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, არსებითი მნიშნველობა არ ჰქონდა, დარჩებოდა თუ არა ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში. „ გადაწყვეტილება თავად მიიღო, რისკი თავად აიღო და ამის თანაზიარი ვერ ვიქნები. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, განმარტებები სჯობს, უმრავლესობამ გააკეთოს. კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაც მანდატის შეჩერებას იწვევს, არ გაუკეთებია. დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია. მთავარი ბრძოლა სასამართლოზე გადის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.…

მეტი...

„თუ ასეა, საპატრიარქოს მღვდელმსახურებიც გაიწვიონ ჯარში, არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ, ქვეყანა იმან დაიცვას, ვისაც ამისი სურვილი აქვს“ – მღვდელმთავარი

„გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიური თავისუფლება“ სამხედრო სავალდებული სამსახურისგან 30 000-მდე წვევამდელი გაათავისუფლა. როგორც „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ პარლამენტი კანონმდებლობას შეცვლის და მათ ამ საქმიანობას შეუზღუდავს, ჯარში წასვლა საპატრიარქოს მღვდელმსახურებსაც მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძემ განცხადება გააკეთა. „ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – ასე შეაფასა მან “გირჩის“ საქმიანობა, რომელმაც, ე.წ. რელიგიური საქმიანობის შეთავსებით, ათასობით ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ და პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელითაც ის მოქმედ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური…

მეტი...

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა, დეპუტატის მანდატი დატოვა.  IX მოწვევის პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილი მესამე დეპუტატია, რომელმაც პარლამენტის მანდატი დატოვა.   “მედიაცენტრი მთავარი” ვანო ზარდიაშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „2016 წლიდან მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე…

მეტი...

თბილისის მერია, ტაქსის მანათობლებს არიგებს

თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო  დილიდან, შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვისაა გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ. ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა,…

მეტი...

ილია ჯიშკარიანისთვის იმუნიტეტის შეჩერებას საკრებულო გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს

თბილისის საკრებულოს წევრისთვის იმუნიტეტის შეჩერება, ამ ეტაპისთვის, არ განიხილება. როგორც  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, იმუნიტეტის შეწყვეტას სამართლებრივი საფუძველი უნდა გააჩნდეს. საუბარია დეპუტატზე, რომელსაც მისივე თანაშემწე ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის ძალადობა, სრულიად მიუღებელია, თუმცა მისივე თქმით, საკრებულო გამოძიების დასრულებას და შედეგებს დაელოდება, რის შემდეგაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება დეპუტატისთვის  უფლებამოსილების შეჩერებას, როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, საკრებულოს რეგლამენტი შეჩერების ორ საფუძველს ითვალისწინებს. „უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია, როდესაც პირის მიმართ…

მეტი...

„ყარაულის სისტემის“ შეცვლამდე, ჯარში გაწვევაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლება, მხოლოდ კონფესიების თხოვნით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით იქნება შესაძლებელი. როგორც ზვიად ტომარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელიწადში, რამდენიმე ათასი ახალგაზრდა წევრიანდება “გირჩის” ფსევდო რელიგიურ ორგანიზაციაში – ბიბლიური თავისუფლება“, რაც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელია.   “კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთან.  27 წლამდე ასაკის მღვდელმსახური ძალიან მცირეა, თითქმის არც გვხვდება  როგორც ჩვენს ეკლესიებში, ასევე სხვაგან. კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა კონფესიებს შეუძლიათ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გაათავისუფლონ წლევამდელი, სავალდებულო ჯარის სამსახურისგან. საკითხი მასშტაბურია, წელიწადში ​რამდენიმე ათასი წევრიანდება ფსევდო რელიგიურ ორგანიზაციაში. პრობლემა…

მეტი...

ფსევდო რელიგიის საბაბით, წვევამდელებს ჯარისთვის თავის არიდება აეკრძალებათ – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია (ვიდეო)

„ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – ასე აფასებს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე  „გირჩის“ საქმიანობას, რომელმაც რელიგიური საქმიანობის შეთავსებით, ათასობით ახალგაზრდას შესაძლებლობა მისცა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ. ზვიად ტომარაძემ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელითაც ის მოქმედ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური მოტივით, ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ვერ გათავისუფლდებიან.   აღნიშნულ თემაზე ზვიად ტომარაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და კანონპროექტიც წარადგინა. „კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ჩამონათვალიდან სიტყვა „მღვდელთმსახური“ ამოვარდება და შესაბამისად, მას, წვევამდელის სამხედრო სამსახურში…

მეტი...

დაცულ ტერიტორიებს, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები ეწვივნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 დაცულ ტერიტორიას –  მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშსა და ქობულეთს ეროვნულ პარკებს, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები სტუმრობენ. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექსპერტები, ადგილზე ეცნობიან უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. სწორედ, აღნიშნული ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.  შეგახსენებთ, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, 2019 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია – მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის…

მეტი...

„ბილაინის“ 8,7 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გავრცელდა

რუსული გამოცემა Коммерсант-ი ინფორმაციით, “ბილაინის” 9 მილიონამდე მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა.  Коммерсант-ი გავრცელებული ინფორმაციით, ბაზაში ინახება ინფორმაცია „ბილაინის“ 8,7 მილიონი მომხმარებლის შესახებ. კერძოდ, მითითებულია კლიენტების სახელები, გვარები, მობილური და სტაციონარული ტელეფონები. მონაცემთა ბაზა 2016 წლით არის დათარიღებული და როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი კლიენტების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა, რომლებიც „ბილაინის“ კლიენტები არიან, ბაზაში საკუთარი პირადი მონაცემებიც აღმოაჩინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა მონაცემთა ბაზა 2 წლის წინ მოიპარეს. ყველა დამნაშავე გამოვლენილია და სასჯელს იხდის.

მეტი...

მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმეზე, დღეს, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება. მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღემდე სულ 20 მოწმეა დაკითხული, თუმცა მათგან არც ერთი მოწმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა. „მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეთა დაკითხვის სახით. ველოდებით ბრალდებისგან ოთხ მოწმეს, რომლებიც სავარაუდოდ ბრალდების ინტერესებიდან გამომდინარე მისცემენ ჩვენებას“, – განაცხადა ადვოკატმა. ზურაბ თოდუას თქმით,  “ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს ახალი მტკიცებულებები გადმოსცა. ადვოკატის განცხადებით, მიმოწერაში არსად ფიქსირდება კალანდიას მოწოდება შეხვედრაზე „შეიარაღებულები“ მისულიყვნენ. მისი განცხადებით, ეს მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო და მისი გამოკვლევა სხვა მტკიცებულებებთან ერთად მოწმეთა…

მეტი...