სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში, ტოჩინოშინთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით არის წასული, სპორტსმენ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს შეხვდა.  “ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. დღეს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მათთან შეხვედრაზე ქართული ღვინის უნიკალურობას გაუსვა ხაზი. 

მეტი...

ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს გამოფრენის ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბარსელონა-თბილისის გადადებული რეისის მგზავრებს გამოფრენის ალტერნატიული ვარიანტები შესთავაზეს.  მათივე წცნობით, მგზავრებს შეუძლიათ, ოთხშაბათის რეისს დაელოდონ ან სხვა ავიაკომპანიის საშუალებით გამოფრინდნენ, რომლის ბილეთის ღირებულებაც აუნაზღაურდებათ. „20 ოქტომბერს, დილით უნდა განხორციელებულიყო ბარსელონა-თბილისის რეისი, მაგრამ ქართულმა ავიახაზებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის გამო, არ არსებობდა თვითმფრინავის მიღებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტია. თბილისიდან რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, არც ბარსელონადან თბილისის მიმართულებით. აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს შესთავაზეს: 1. დაელოდონ ოთხშაბათის რეისს, რა დროსაც გამოიყენებენ 20 ოქტომბრის ბილეთებს; 2. თავად შეიძინონ ბილეთი იმ ქალაქებამდე, საიდანაც დაფრინავენ ქართული ავიახაზები (ქართულ ავიახაზებზე გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ…

მეტი...

“თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა” – ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და ამერიკის ქართული სამღვდელთმთავროს იუბილეს ულოცავს. “მედიაცენტრი მთავარი” კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. „გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ და ამასთან იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემების დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას. ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს აშშ-ში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს. პირველ რიგში მადლობას ვუხდით მეუფე საბას (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და საერთოდ,…

მეტი...

40-მდე ქართველი ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს – არეულობა ბარსელონასა და მადრიდში

ბარსელონასა და მადრიდში არეულობის გამო, ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. 40-მდე  საქართველოს მოქალაქე უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, საქართველოს გარდა, ყველა მიმართულებით სრულდება ფრენები. “ახლა ბარსელონის აეროპორტში ვიმყოფები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულდება ფრენა, გარდა საქართველოსი. ამის თაობაზე არავინ არ შეგვატყობინა. უფრო მეტიც, ნახევარი საათის დაგვიანებით, როცა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო მოვიდა ესპანელი პიროვნება, გადმოგვცა ფურცლები, სადაც ეწერა “აირზენას” თბილისის ნომრები და გვითხრა, მათ დაუკავშირდით, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვსო. კვირა დღეა, ქალაქის ნომრებზე ვერ ვრეკავთ. ვდგავართ ახლა ქართველები ერთად…

მეტი...

კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმმა განაცხადა, 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელსაც სხეულის 60% აქვს დამწვარი, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მეტი...

ტურისტის გაქურდვის ფაქტზე თერჯოლაში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.ქ.-მ მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.…

მეტი...

დღეს გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ოქტომბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გვირაბში დაგეგმილი ვენტილატორის დამონტაჟებაა. ამის გამო 11:00-დან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.  აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.

მეტი...

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ადგილობრივი მწყემსი. დახოცილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

მეტი...