“სირიიდან გასული აშშ-ის ჯარი ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს” – კოფის ინიციატივა

„ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი, ლუკ კოფი წინადადებით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს.

როგორც კოფი “ტვიტერზე” წერს, საქართველო ახლა უფრო საიმედოა ვიდრე ერაყი.

„წინადადება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს. ის გახდება „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – წერს კოფი.

როიტერის ცნობით, აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, დასავლეთ ერაყში გაგზავნის.

მსგავსი თემები