პროკურატურა ჯიშკარიანისგან 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული დეპუტატისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს. დაზარალებულ თამთა თოდაძის სურვილი, რომ საკრებულოს მაჟორიტარისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, საგამოძიებო უწყებამ არ გაითვალისწინა.  საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ 12:30 საათზე ჩაინიშნა. სავარაუდოდ, სხდომა “ნიუ ჰოსპიტალში” გაიმართება, სადაც რამდენიმე დღეა ილია ჯიშკარიანი მკურნალობს. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მეტი...

“მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში” – ჯიშკარიანის პირველი კომენტარი

“მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში”, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, ილია ჯიშკარიანმა, საავადმყოფოში გააკეთა. “ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით, ქვეყნიდან გასვლა”, – აცხადებს ჯიშკარიანი. თანაშემწის ცემასა და სექსუალური ხასიათის ქცევაში ბრალდებული დეპუტატი, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად იბრძოლებს. ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მეტი...

საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევა – ქართველმა მოსწავლეებმა 17 მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე, წელს, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, 17 მედალი მოიპოვეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში წარადგინა. ესენია: მათემატიკა IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო), ინფორმატიკა IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი), ფიზიკა IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), ქიმია, 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (პარიზი, საფრანგეთი) და ბიოლოგია IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), საიდანაც მოსწავლეები 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედლითა და ორი საპატიო სიგელით დაბრუნდნენ. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, რომელმაც წელს ორ დისციპლინაში იასპარეზა და ოქროსა (ინფორმატიკა) და ვერცხლის…

მეტი...

ნიკა მელიას ისევ ელექტროსამაჯურით გააკონტროლებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას გადაადგილებას ისევ ელექტროსამაჯურით გააკონტროლებენ. დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, საქმეს არანაირი სამართლებრივი მიზანი არ გააჩნია და გამოყენებულია როგორც პოლიტიკური იარაღი. მელიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება პირადი წყენის საფუძველზე მიიღო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

მეტი...

პრინცი, კახეთში, ბაგრატიონის სახელობის ღვინოს ჩამოასხამს

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კახეთში, მეღვინეობა შილდაში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი, პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი სა­მე­ფო ღვი­ნის ახალ ბრენ­დს “პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონს” წა­რად­გენს.  პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, პრე­მი­უმკლა­სის ღვი­ნის შექ­მნით, ქვე­ყა­ნა­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის გამ­დიდ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა ქართუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან კულ­ტუ­რა­ში. “დახ­ვე­წი­ლი, წარ­სუ­ლის ინო­ვა­ცი­უ­რი ხედ­ვით შთა­გო­ნე­ბუ­ლი “პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის” პრე­მი­უმ კლა­სის ღვი­ნო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და წმინდა ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლოდ შე­იქ­მნა. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა 8 000 წლის წინ და­ი­წყო, რა­მაც UNESCO-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის აკ­ვნად აღი­ა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­აა მსოფ­ლი­ო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში…

მეტი...

“ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯიში მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას” – ანდრია ჯაღმაიძე

“უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას”, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. დეკანოზის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც და ტურისტებმაც შეძლონ.  „ტერიტორიებზე რაც ხდება, უკვე ვიცით, ეს არის ჩიჩხიტურისა და უდაბნოს გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, ქედზე არსებული მონასტრები და შეფასება ასეთია – ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება ხდება და მისასალმებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასეთ საქმეზე ორიენტირებული დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და…

მეტი...

პროკურატურა დეპუტატისთვის პატიმრობას ითხოვს თუ გირაოს, ამ ეტაპისთვის უცნობია

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე. ასევე, უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო სხდომა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მეტი...

ზაზა თავაძეს საკუთარი ციტატა თომას ჯეფერსონის გამონათქვამი ეგონა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ციტატა წაუკითხა და დაინტერესდა, თუ არის ცნობილი ზაზა თავაძისთვის, ვინ არის მისი ავტორი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დაფიქრების შემდეგ, განაცხადა – „თომას ჯეფერსონი?“. გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ციტატის ავტორი თავად ზაზა თავაძეა. “უი, ვის შევადარე თავი. ძაან მომეწონა(იცინის)”, – განაცხადა თავაძემ პასუხად.

მეტი...

„ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, ხაზარაძეს ასე რომ ალაპარაკებთ?” – დავით ჭიჭინაძე

“მე ჩემს დაპირებებს, არასოდეს გადავალ! და თქვენ? „ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, მამუკა ხაზარაძეს ასე რომ ალაპარაკებთ?”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმით, 2012 და 2016 წლის დაპირებები სამარცხვინოა. ჭიჭინაძის განცხადებით, მისი დაპირებაც ზუსტად ის იყო, რომ საქართველოში იაფი ფული იქნებოდა. “ბანკირები არაპროფილურ საქმიანობას ჩამოშორდებოდნენ; ბანკები აღარ იქნებოდა ყველა დიდი, თუ მცირე კომპანიის ირიბი მოწილე; საპენსიო რეფორმა მხოლოდ ბანკების მოგებისთვის არ ჩატარდებოდა; მევახშეები დღის წესრიგს აღარ განსაზღვრავდნენ! და მართლაც, უნდა რცხვენოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც მე ამ ყველაფრისთვის ვიბრძოდი, შიგნით საკმაოდ სერიოზული…

მეტი...

207 სუიციდის, 219 სუიციდის მცდელობის ფაქტი – ბოლო 6 თვის საგანგაშო სტატისტიკა

საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ბოლო 18 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ეს საგანგაშო სტატისტიკა დღეს, ფსიქიკურ ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა. “სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით”, – განაცხადა ლომჯარიამ. როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების…

მეტი...

სასულიერო პირების დაშვება დავით-გარეჯში – პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების დაშვებას გამოეხმაურა.  სალომე ზურაბიშვილი მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა.  “ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები”,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.  ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

მეტი...

“ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს” – გიორგი გახარია

“ვფიქრობ, ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც დღეს მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებაზე ჰკითხეს, რომელზეც მათივე ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. პრემიერის თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. „ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება.  თუმცა ვფიქრობ, ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტიანად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება…

მეტი...

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა

ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა. ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება.  სამუშაო პროცესს  ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე…

მეტი...

ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტი გაიხსნა

პოეტ ტერენტი გრანელის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმის ცენტრალურ პარკში ბიუსტი გაიხსნა. ცერემონიას გრანელის შთამომავლები, მოქალაქეები და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ზღვისპირა ქალაქში ბიუსტის დადგმის ინიციატორი ტენერტი გრანელის საგვარეულოა. მონუმენტის დადგმისთვის თანხმები კვირკველიებმა შეაგროვეს. ბიუსტის ავტორი ნოდარი კვირკველიაა. ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე

მეტი...

მეტყევის დღეს, ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის „სანდრო ურუშაძის პრემია” დაწესდა

მეტყევის დღე ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა, სადაც წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა.  „სანდრო ურუშაძის პრემია – 2019“ -ის მფლობელი  სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის   3  სტუდენტი გახდა.   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის,     მადლობის სიგელები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.  შეხვედრაზე მინისტრმა  სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა. „2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი.  რეფორმის…

მეტი...

“ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი” – ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

“ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი”, – ასე მიმართა დარბაზიდან ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილს, რომლის მიზეზი ნიკა მელიას განცხადება გახდა, როდესაც მან მოითხოვა, რომ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და სასამართლოს ემსჯელა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.  ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არაა, დაიფიცოს, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და თუ ასე საუბარს გააგრძელებს მას გააძევებს. “გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არაა სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით”, – მიმართა მოსამართლემ მელიას. საბოლოოდ, ნიკა მელიამ არ…

მეტი...

სახალხო დამცველი გენ პროკურორს ურჩევს, დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად შესაბამის ორგანოს მიმართოს

“ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, შალვა თადუმაძემ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, კარგია, რომ გენერალურმა პროკურორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრების დროს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატსა და კომპეტენციას შეესაბამება ის, რასაც სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს. კერძოდ, ზედამხედველობას უწევს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. ლომჯარიას თქმით, თადუმაძის მიერ გაკეთებული განცხადებები განსხვავებული სულისკვეთების იყო. “რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ და ძირითადად, ხარისხის მართვის სააგენტო არ ადასტურებდა დიპლომის ხარისხს იმ კანდიდატების შემთხვევაში, ვინც განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა ეს კანდიდატები შემდგომ სასამართლოს გზით…

მეტი...

შესაძლოა ტრამვაიმ თბილისის ქუჩებში ისევ იმოძრაოს

თბილისის მერია, ტრამვაის და საბაგიროს ხაზების შექმნის ღირებულების განსაზღვრის შემდეგ გადაწყვეტს, განხორციელდება თუ არა პროექტი.  როგორც თბილისის მერმა, განაცხადა, ტრამვაის ხაზების გაყვანა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. „ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც ტრამვაის ხაზებთან, ასევე სად შეიძლება საბაგირო ხაზების გაკეთება.  საბაგიროს საკითხზე უფრო წინ ვართ და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, სად შეიძლება ასეთი პროექტის განხორციელება. რაც შეეხება ტრამვაის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა. თბილისში იყო ტრამვაის ხაზები და იცით, წლების განმავლობაში რაც მოხდა, სამწუხაროდ, აიღეს. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ასეთი პროექტების გაკეთებას. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როდესაც იქნება დათვლილი და გვეცოდინება…

მეტი...

„ჩვენს თანამშრომელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, ელექტრო შოკიც“ – ბრაკონიერობის შედეგები

ბრაკონიერობა ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა. ბრაკონიერების მსხვერპლნი არა მხოლოდ ცხოველები, არამედ ადამიანებიც ხდებიან, რომელებიც მათ ფაქტზე იჭერენ. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბრაკონიერების მხრიდან ზედამხედველებზე თავდასხმის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.  „არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა ბრაკონიერების მხრიდან, ჩვენს თანამშრომლებზე თავდასხმა განხორციელდა.  2018 წლიდან დღემდე, სულ ასეთი  13  შემთხვევაა დაფიქსირებული.  ჩვენს თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ეს ეხებოდა როგორც უკანონოდ თევზჭერას, ისე  ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ნადირობას“ – განუცხადა  ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლი თანამშრომლებსაც გაუხსნიათ. შესაბამისად, მათ აღჭურვილობაში ცეცხლსასროლი იარაღიც შედის და…

მეტი...

” 5 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, 2002 წელს დავასრულე, ​თადუმაძესთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი” – ნაზი ჯანეზაშვილი

“1997-2002 წლებში, ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ ინსტიტუტში. დიპლომი მე თავის დროზე პარლამენტში წარვადგინე და თუ ვინმეს ამის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებოდა, მათ შორის დამკვირვებლებს და ყველასაც, შეგვეძლო გველაპარაკა მაშინაც”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მის დიპლომს აქვს, ბეჭედი, საიდენტიფიკაციო კოდი, ნომერი და ყველა ის რეკვიზიტი, რაც უნდა ჰქონდეს. “დავასრულე 2002 წელს. რაც შეეხება სახელს, მაშინ მე ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია. საიდენტიფიკაციო კოდს, სახელწოდებას, რაც ბეჭედზეა და ხელმოწერას, ჩემში ეჭვი არ გამოუწვევია მაშინ. რომელი აქტით მიენიჭა ნოდარ…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებ თანაგუნდელებთან ერთად, ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში” – მამუკა ხაზარაძე

“მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი საქმე სასამართლოში აბსურდია და თავს დამნაშავედ არ ცნობს. „იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, რომ კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ  მივიღეთ ტყუილების ქვეყანა. ვცხოვრობთ ფაქტობრივად ტყუილების ქვეყანაში. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს. ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობი და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტყუილი დავამარცხოთ ქვეყანაში. ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭირვალე გავხადოთ ყველა…

მეტი...

მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა – ევროკავშირის ელჩი

“საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარშემო არასდროს ყოფილა ასეთი დეტალური განხილვა და გამჭვირვალობა, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. „ბოლო 11 თვის განმავლობაში ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავ პარლამენტში, არის კარგი ამბავი. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია, შეფასება გააკეთეს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, რომლებმაც საბოლოოდ ამ მოსამართლეების შერჩევაზე სწორი დასკვნა უნდა გააკეთონ. ეს უნდა იყოს შეფასებული უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტების შესაბამისად. ასე რომ, რამდენიმე კვირაში პარლამენტისა და პარლამენტის…

მეტი...

“თქვენ არც მაგისტრის დიპლომი გაქვთ და ვერც მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებთ” – ირაკლი აბესაძე მოსამართლეობის კანდიდატს

“როცა იქნებით დოქტორი შემდეგ მობრძანდით და შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაში,” – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, ზაზა თავაძეს, განათლება ბიზნესის დარგში აქვს მიღბული და საქართველოში, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მას ანიჭებს უფლებას, სამართლის დარგში გახდეს დოქტორი. “არცერთი საგანი არ გისწავლიათ სამართალთან შემხებლობაში. მაგრამ, ჩვენი დღეს მოქმედი კანონით, თქვენ როგორც ბიზნესის დარგში მაგისტრს განიჭებთ უფლებას, სამართლის დარგში გახდეთ დოქტორანტურის წევრი. დღეს, თქვენ მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებთ. თქვენ უბრალოდ არც მაგისტრის დიპლომი გაქვთ და არც შესაბამისი ანალიზი,” – მიმართა…

მეტი...

“ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. როგორც მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინსტიტუტს, რომელშიც შალვა თადუმაძე სწავლობდა, 2003 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა.  “მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი ნაზი ჯანეზაშვილია, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ. მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო…

მეტი...

ტურისტები, გარეჯისთვის, პროგრამაში რამდენიმე საათს ითვალისწინებენ თუმცა, გაწბილებულები ბრუნდებიან

ტურისტების მხრიდან დავით გარეჯზე ინტერესი დიდია, თუმცა, რისთვისაც ჩამოდიან, ვერ ათვალიერებენ. საქართველოში ჩამოსული ტურისტების მხრიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დიდი ინტერესს ადგილზე ჩასული ტურისტების სიმრავლე და თავად გიდებიც ადასტურებენ. როგორც ერთ-ერთმა გიდმა, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, გარეჯისთვის ტურისტები პროგრამაში რამდენიმე საათს ითვალისწინებენ თუმცა, გაწბილებულები ბრუნდებიან. „დღეს, მესაზღვრეების გარდა, დავით გარეჯის ტერიტორია ყველასთვის დაკეტილია. ქვევით, მხოლოდ ლავრაშია  შესაძლებელი შესვლა, სხვაგან, გადაადგილება შეუძლებელია. ადრე, ყველგან მიმყავდა ტურისტები. ბოლოს, გუშინ მყავდა ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები, თუმცა, არ შეგვიშვეს, ჩვენი, ქართული მხარე, მესაზღვრეები არ გვიშვებენ, ამბობენ, რომ არ შეიძლება. რატომ, ამას არ ხსნიან“ – განუცხადა…

მეტი...

“ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ” – დავით ზალკანიანი დავით გარეჯზე

“დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანული და ქართული მხარე მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივესთვის მისაღებ ფორმაში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებიდან გამომდნარე,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა. დავით ზალკანიანის განცხადეით, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ხვალიდან სამღვდელოებისთვის გაიხსნება. მისი თქმით, მომავალში განიხილება სამონასტრო კომპლექსის მთლიანი სივრცის გახსნა საზოგადოებისთვის. “ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ. ხვალიდან სამღვდელოებისთვის გაიხსნება და შემდეგ უკვე განიხილება შემდეგი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხდეს გახსნა ამ სივრცის,” – განაცხადა დავით ზალკანიანმა. შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები…

მეტი...

ხვალიდან, დავით გარეჯი სამღვდელოებისთვის გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც. „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული საზღვრის მონაკვეთებია, რომლებიც არაა დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, რომლის პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამის საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და…

მეტი...

აზერბაიჯანმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ  ალი ასადოვთან. გიორგი გახარიამ შეხვედრებისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არიან მეგობრები, სანდო პარტნიორები და მათ წარმატებულ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. აზერბაიჯანში მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტები მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული…

მეტი...

“ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ე.წ ლურჯ ვეშაპს ემსხვერპლა, გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვების მშობლებს ურჩევს, პირველ რიგში, გაიაზრონ, რომ ეს არის რეალური საფრთხე. “დღესდღეობით საქართველოში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის არ სჯერათ და ამას თავისი მიზეზები აქვს. რომ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე, ნებისმიერი ბრაუზერიდან, თქვენ ვერ ნახავთ “ლურჯი ვეშაპის” სარეგისტრაციო ლინკს. ისინი არსებულ სოციალურ ქსელებს იყენებენ, სადაც ქმნიან გასაიდუმლოებულ ჯგუფებს”, – განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა. ნანა ბერძენიშვილ ი ე.წ ლურჯი ვეშაპის თამაშის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინტერესის დაკარგვა, ჩაცმის სტილის შეცვლა, უკონტაქტობა ოჯახის წევრებთან და მთავარი, ტელეფონზე დამოკიდებულება –  ეს ნიშნები დედამ…

მეტი...

საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. მათივე ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. “საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების…

მეტი...