ნათელაშვილი ტრამპს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნასა და მასზე ბირთვული იარაღის განთავსებას სთხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დონალდ ტრამპს მიმართავს, გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რუსეთს, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაუპირისპირდეს, რადგან “გველეშაპს” ამ უკანასკნელის ეშინია. „დღეს რუსებმა უნდა შეღობონ ჩვენი მამული დაუსჯელად და აქედან არაფერმა წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნას. ეს არის ივანიშვილს რეჟიმის ნაღვაწი, რომლის პრემიერიც დღეს გორში იმალება ვაშლის ბაღებში და გვითვლის, რომ არ ავღელდეთ. როდესაც მათ ძალაუფლებას ეხება საფრთხე ტყვიებს გვესვრიან და ბავშვებს თვალებს თხრიან. ჩვენ უახლოეს თვეებში უნდა დავამთავროთ ეს რეჟიმი და ამით დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია. მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს…

მეტი...

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ – რეკომენდაციები

ფუტკრის, ბზიკის ან კრა­ზა­ნას ნაკ­ბე­ნი საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლია და ხში­რად სა­ში­ში ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. მედიკოსების თქმით, განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის. ექიმების თქმით, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.  ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები: – იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია; – დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით; – ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან; – დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად; – არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა…

მეტი...

“შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფილმს “შინდისი”. დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

მეტი...

“აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება, თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის თქმას მოვერიდები” – გიორგი გახარია

“მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც სპორტსმენების საჭიროებებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სპორტის განსაკუთრებულ როლს შიდა ქართლის რეგიონისთვის. „შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, რადგან ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დღეს დილით, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი. “ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყება მადლობას უხდის ინციდენტზე საგანგებო რეაგირებაში ჩართულ თითოეულ პირს.

მეტი...

“ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას” – გიორგი გახარია

“ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი – ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება, წინსვლა და წარმატება. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური და ამავე დროს, საქმიანი შეხვედრა იყო პედაგოგებთან. ძალიან ემოციური საყურებელია მათი შეფასებები, როდესაც განათლების სისტემიდან ღირსეულად ვაცილებთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც ათეული წლები ემსახურებოდნენ მომავალი თაობის განათლებას. სახელმწიფოს პოზიტიური…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში” – კახი კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახები მოინახულა. მერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს, კონკრეტული ადგილი უსაფრთხოა, მცხოვრებლები სახლებში დაბრუნდებიან. „ამ წუთებში დაზარალებულების გადაყვანა მიმდინარეობს. ვაკმაყოფილებთ მათ საცხოვრებელი ფართებით, სასტუმროებში დროებით. პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი კონტრაქტორები დაიწყებენ იქ არსებული სიტუაციის დასუფთავებას და აღდგენით სამუშაოებს. მანამდე, როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის, ისეთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ადამიანების დაბრუნებას“, – განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, რაც გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენაში. თუ…

მეტი...

“დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია” – გიორგი გახარია

“დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას გლეხს, რომ ის გაძლიერდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. „ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები, გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ ჩემს თავს მე თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა მიეხმაროს…

მეტი...

“მინიმუმ ერთი კვირით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად” – ნაძალადევის გამგებელი

გურამიშვილის გამზირზე, სადაც დღეს დილით კორპუსი აფეთქდა, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ირაკლი ხელაძის თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობას სასტუმროებში გადაიყვანენ. „მოგვიწევს სრულად გამოყვანა ადამიანების. პირველ ეტაპზე, ვინც სურვილს გამოხატავს გადავიყვანთ სასტუმროებში, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა გამოუსადეგარი იყოს საცხოვრებლად, მერე ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემა აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა იმდენად დაზიანებულია აფეთქების შედეგად, დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. სასაქონლო ზარალის ნაწილში ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის…

მეტი...

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. რუსმა სამხედროებმა ადგილზე რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში. უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჩერებული სამუშაოები საოკუპაციო…

მეტი...

“მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული” – “თბილისი ენერჯი”

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი. „პირდაპირი ეთერის მეშვეობით, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო აბონენეტებს, რომ აუცილებლად ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის შემოწმების მიერ, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიშია აღნიშნული წყალგამაცხელებელი“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. მისივე თქმით, აბონენტისგან, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ „თბილისი ენერჯიში“ ინფორმაცია არ შესულა. „რაც შეეხება აღნიშნულ მისამართს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემოწმდა ბოლო რამდენიმე თვეში…

მეტი...

ისევ გაზი – გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა

თბილისში, გურამიშვილის 30 ნომერში, ძლიერი აფეთება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. საცხოვრებელ ბინებში მომხდარ აფეთქებებს ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელს უკავშირებს. ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარძელაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდა, ზამთრის დადგომამდე, შიდა ქსელები სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შეამოწმებინონ. “ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები არ დაიხმაროს, ან დაიხმაროს ვითომ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე არ იციან. შიდა დაქსელვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ…

მეტი...

„გოდერძი, გუდამაყრის მივარდნილ ხეობაზე ჯერ კიდევ 80-იან წლებში დარდობდა“ – ჩოხში გოდერძის მუზეუმი იხსნება (ექსკლუზიური ინტერვიუ)

 „ _ თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას. _ რატომ?! _ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ – გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე“. გუდამაყარზე, როგორც ერთ მივარდნილ ხეობაზე მუდამ დარდობდა, თურმე, მწერალი. აწუხებდა, რომ იქაურობა ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა. ალბათ, დღევანდელი დღე იწინასწარმეტყველა გოდერძი ჩოხელმა, როცა „სულეფის კიდობანს“ წერდა. რომანში, ერთ-ერთი პერსონაჟი გუდამაყარში…

მეტი...

შსს-მ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში, კონიაკის დასახლების ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მათ ადგილიდან ევაკუატორების მეშვეობით მანქანები გადაიყვანეს. თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სპეცოპერაცია. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პირები სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ადგილზე ჩხრეკა, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. ამ ეტაპზე, სპეცოპერაციის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

მეტი...