“ეს არ იყო გაძარცვის მცდელობა” – გორში მამაკაცმა 16 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

გორში, 20 წლის მამაკაცმა 16 წლის არასრულწლოვანი მოზარდის გაუპატიურება სცადა. ახალგაზრდა გოგონას, სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსიდან აედევნა, სადარბაზოში დაეწია, პირზე ხელი ააფარა და ძალადობას ცდილობდა. მსხვერპლის ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, მათმა გამოჩენამ კი მოძალადე დააფრთხო. “ეს არ იყო გაძარცვის მცდელობა. ერთი ხელი პირზე ამაფარა და მეორე ყელზე წამიჭირა, ფაქტობრივად, მგუდავდა. ვერაფერი მოვასწარი და შეშინებულმა მხოლოდ ყვირილი მოვახერხე. ამ დროს მეზობელი გამოვიდა და დამეხმარა. სახლში შევვარდი და აღარც გამიხედავს უკან”, – ყვება მსხვერპლი. პოლიციამ 20 წლის ტარიელ ციცაგი მეორე დღესვე დააკავა. მისი ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავდასხმის მიზეზი არა სექსუალური ძალადობა, არამედ ძარცვა…

მეტი...

“მტვრის პრობლემა, რომელიც ქარის დროს ანაკლიის მცხოვრებლებს აწუხებთ, მოგვარდება” – ლევან ახვლედიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მტვრის პრობლემა, რომელიც ქარის დროს ანაკლიის მცხოვრებლებს აწუხებთ, მოგვარდება. ლევან ახვლედიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო, მტვრის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, სხვა გზით მოგვარდება. „დაახლოებით, ორი თვე მოუნდება ამ პრობლემის აღმოფხვრას. ვფიქრობთ, რომ ისეთი გადაწყვეტილება გვაქვს მოფიქრებული, რომლის შემდეგ ამის პრობლემა აღარ იქნება. სამუშაოები, პრაქტიკულად, შეწყვეტილია. ანუ მიწის დაჯდომის პროცესი დაახლოებით, ივნის-ივლისში დასრულდა. ამის შემდეგ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვეძლო სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ვიმედოვნებდით, რომ ამ დაჯდომის დასრულებისთანავე დავიწყებდით მშენებლობას. მშენებლობის დაწყება ერთ-ერთი გამოსავალია იმისთვის, რომ მტვერი აღარ იყოს – ზემოდან ბეტონი…

მეტი...

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა, სადაც, ამ ეტაპზე, ოთხი ბავშვი იცხოვრებს მშობელთან ერთად. რულოვსის თქმით, ბავშვებისთვის ტრანსპორტირება, დაბინავება და კვება უფასო იქნება. „გვაქვს ბიბლიოთეკა, დიდი ეზო, გვინდა სათბური გავაკეთოთ, პატარა ცხოველები მოვიყვანოთ, რაც ამ ტიპის ბავშვებისთვის კარგია და მიმზიდველი. ეს იქნება მულტიფუნქციონური ცენტრი, სადაც ჩატარდება მშობელთა კრებები, ჩამოვიყვან სპეციალისტებს ჰოლანდიიდან, რომლებიც აქ დაეხმარებიან ბავშვებს. ამ ეტაპზე აქ არიან ბავშვები, რომლებიც რეაბილიტაციას ნეიროგანვითარების ცენტრში, სახელმწიფო პროგრამით გადიან რეაბილიტაციას, არ ცხოვრობენ ზუგდიდში და უჭირთ ტრანსპორტირება. მინდა, რომ 2020 წელს იყოს აქ დღის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის ბავშვები, დაახლოებით 10-12 მოზარდი,…

მეტი...

ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „ეშვი ქიდს“ (Eshvi Kids) მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. უწყების ცნობით, კომპანიამ Eshvi Kids იაპონურ კომპანიასთან „როჰერმან“ (Roherman) ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე „პიტი ბიმბო“ (Pitti Bimbo) დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo 2019 წლის ივნისის თვეში, ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული…

მეტი...

“ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს, წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება” – დავით ქაცარავა

“წაღვლი-ჩორჩანის ტყეში სამუშაოები არ ჩერდება. ოკუპანტებმა ახალი მიმართულება აირჩიეს და საოკუპაციო ხაზის მიმართულება სოფელ ყობის და დოლომიტის საბადოსკენ მიმართეს, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აბანოში მდებარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს. ქაცარავას ინფორმაციით, მესამე დღეა, ოკუპანტებმა ეს მიმართულება გააქტიურეს. მისი თქმით, ხელისუფლება კვლავ დუმს და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას”  წევრებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას აგრძელებს. “კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტებს, ის სიმაღლე და ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა, მაგრამ იკარგება იმ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, რომელიც დაგვპირდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. მოვიგებთ ომს…

მეტი...

“ნათია თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი” – მთავრობის ადმინისტრაცია და ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც. „გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ,…

მეტი...

“რუსეთი ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო” – მედლინ მუნი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა. მედლინ მუნმა უკანონო ბორდერიზაცია რუსეთის პირდაპირ აგრესიად შეაფასა. ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.   “ჩვენ ვიხილეთ კიბერთავდასხმა ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს. თუმცა, ჩვენ 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა ძალა გამოიყენა თავისი მეზობლის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეშ დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. საქართველოსთან…

მეტი...

“თურნავა წლებია “გარდამავალი დროშასავით” ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წლებია “გარდამავალი დროშასავით” ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს. ჭიჭინაძის თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც არ იტყუება, ადამიანებს ეხმარება და ამაში ფულს არ იღებს, ნათია თურნავასთვის „არასერიოზულია“. “სამაგიეროდ, მისთვის „სერიოზულია“ ის პოლიტიკოსი,  რომელიც კონკრეტულ ფინანსურ ჯგუფებს ემსახურება. პრინციპში, თავადაც  მთელი ცხოვრება, გარდამავალი დროშასავით, სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს ემსახურება და ამ მსახურებაში მიაღწია კიდევაც მინისტრობას. და მართალია მას დღეს საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტებიც კი „აღარ ახსოვს“, მისი სახელმწიფო მოღვაწეობის შესაფასებლად  მხოლოდ ტყიბულისა და „თბილსრესის“ საქმეები კმარა და ამასაც მალე დაერქმევა თავისი სახელი”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მეტი...

“მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო”- მეუფე გრიგორი

“სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა მეუფე გრიგოლის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია. 

მეტი...

“ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა” – ნიკა მელია

„ევროპული საქართველო“ ცდილობს, მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ დეკლარირებული ინიციატივა – „არავინ ციხეში“. “მედიაცენტრი მთავარი” ნიკა მელიას “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ევროპული საქართველო“ ცდილობს, ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებასა და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც…

მეტი...

შალვა ნათელაშვილი თურქეთის ხელისუფლებას სირიის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას სთხოვს

„ლეიბორისტული“ პარტია თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები სირიის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე საომარი იერიშები. შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და საჯარისო მოქმედებების შეწყვეტას სთხოვს თურქეთის ხელისუფლებას. ნათელაშვილის თქმით, ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის და ეს ვითარება „ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს“.~ ,,მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივობლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული…

მეტი...

“პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ღმერთმა წყალობა მისცა მართლაც და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას“,- განაცხადა პატრიარქმა. 14…

მეტი...

ბაგრატიონ-გრუზინსკებს, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეაქვთ

ბაგრატიონ-გრუზინსკები, საქართველოს სამეფო სახელის აკრძალვის მოთხოვნით, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანენ. როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა, აღნიშნული საქმის განხილვაზე, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სასამართლო უფლება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს დარ​ღვევას, ბაგრატიონ- გრუზნისკებს ხელახლა ექნებათ უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართონ.  “იცით, რომ სასამართლომ საერთოდ უარი გვითხრა განხილვაზე. არ გადაწყვიტა ეს დავა, ამიტომ მიგვაქვს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. იმ შემთხვევაში თუ, სტრასბურგმა დაადგინა, რომ სასამართლოს უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს იქნება ახლად აღმოჩენილი გარემოება. ამის შემდეგ, ხელახლა მაქვს უფლება მივმართო…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობამ 3 728 000 ადამიანი შეადგინა

2017 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო წლიურმა რიცხოვნობამ 3 728 000 ადამიანი შეადგინა. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის, 2017 წლის სტატისტიკურ ცნობარშია აღნიშნული, მოსახლეობის 52.1% ქალია, ხოლო 47.9% – კაცი. “მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღინიშნა სიკვდილიანობის შემცირების და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების ტენდენცია. ამგვარი ცვლილება ნაწილობრივ არაფატალური დაავადებების წილის ზრდასთან და ტრავმული დაზიანებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების შემცირებასთან და, ასევე, რისკფაქტორების კონტროლის გაუმჯობესებასთან, დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და გაუმჯობესებულ მართვასთან არის დაკავშირებული,” –  აღნიშნულია 2017 წლის სტატისტიკურ ცნობარში. ​მონაცემების მიხევით, საქართველოში, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრითი წილი,…

მეტი...

“სვეტიცხოველი ქართული ეკლესიის სიმბოლოა და თავად მცხეთა ქართული ისტორიის სიმბოლო” – გიორგი გახარია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“სვეტიცხოვლობა სრულიად ქრისტიანული დღესასწაულია, ასეთი არსად არაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

სინოდის სხდომაზე გადაწყდება, დაუჭერს თუ არა საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიას  მხარს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს. სამღვდელოების განცხადებით, სინოდს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და მსჯელობას საჭიროებს. საპატრიარქოს წამომადგენლები თავშეკავების მიზეზად აცხადებენ, რომ ეს არაა მარტივად გადასაწყვეტი საკითხი და დრო სჭირდება, ისევე როგორც დრო დასჭირდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას სხვა ქვეყნების მხრიდან. მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტის მეუფე ანანიას განცხადებით, ის მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ საკითხზე, სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.  “ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ესაა პროცესი, რომელიც გრძელდება. ერთ დღეში ეს ვერ გადაწყდება. ჩვენ ხომ…

მეტი...

ახალი რეგულაციით,დამრღვევი დაჯარიმდება და ბუნებრივი აირი შუწყდება

 ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საცხოვრებელ ბინებში მომხდარი აფეთქებების მიზეზი, არასწორად დამონტაჟებული გამათბობელია. ენერგო ომბუდსმენმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდა, ზამთრის დადგომამდე, შიდა ქსელები სერთიფიცირებულ სპეციალისტებს შეამოწმებინონ. “ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები არ დაიხმაროს, ან დაიხმაროს ვითომ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე არ იციან. შიდა დაქსელვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადავდოთ და ვთქვათ, რომ არაუშავს, როგორც გააკეთებენ გააკეთებენ ამით არაფერი დაშავდება,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა. ომბუდსმენის განცხადებით, პირს, რომელსაც, საცხოვრებელ ბინაში, არ…

მეტი...

კუსტარულად დამზადებული სამხერხაოები სვენეთსა და სამცხე ჯავახეთში, თითქმის ყველა ოჯახშია

უკანონოდ, სახლებში თუ გადამალულ ადგილებში განთავსებული სამხერხაოები ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად რჩება.  ამ მხრივ, სვანეთი და სამცხე ჯავახეთი ლიდერობს, სადაც კუსტარულად დამზადებული სამხერხაოები თითქმის ყველა ოჯახშია. შედეგად კი ნადგურდება ის იშვიათი ჯიშებიც კი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, უკანონო სამხერხოების აღმოჩენა მარტივი საკითხი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ყველამ ყველაფერი იცის, შესაბამის სამსახურებს არ ატყობინებენ. „ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება შარშანაც და წელსაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება. ცხელი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გახსოვთ ალბათ რამდენიმე თვის წინა სვანეთში მომხდარი ამბები,…

მეტი...

ტაქსის მძღოლს, რომელმაც უკრაინელი ქალი სცემა 3 წლით პატიმრობა ემუქრება

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. “ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს,” – აცხადებენ სამინისტროში. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

მეტი...

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორი პარტია “სამართალი და სამართლიანობა” (PiS) 43.6%-ით ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილზეა ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია, რომელმაც, ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში ხმათა 27.4% მოიპოვა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს : მემარცხენე ალიანსმა არჩევნებში 11.9%, კონსერვატიულმა „პოლონეთის კოალიციამ“ – 9.6% და მემარჯვენე “კონფედერაციამ” კი ხმათა 6.4% მოიპოვეს. არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათ სეიმის (ქვედა პალატის) 460 დეპუტატი და სენატის (ზედა პალატის) 100…

მეტი...

დღეს, სვეტიცხოველში, პატრიარქი წირვას აღავლენს

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად, 10:00 საათიდან აღავლენს. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.

მეტი...