“მე რომ შემოვედი, მაშინვე თქვით: ეს აქ ააფეთქებს იუსტიციის საბჭოს-ო”, ჩემი შეგეშინდათ” – ანა დოლიძე გიორგი მიქაუტაძეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსაზრებას, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ანა დოლიძეს, საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კითხვით მიმართა: “ადასტურებთ თუ არა, რომ პოლიტიკური საქმიანობაა ის, რასაც აკეთებ იუსტიციის საბჭოს მიღმა? “

ანა დოლიძემ კი, საბჭოს მდივანს მიუთითა, საქართვლეოს კანონმდებლობაში ჩაეხედა. მისი თქმით, ამ კითხთან დაკავშირებით ვრცელ პასუხს ბრიფინგზე გასცემს.

„ არ ვიზიარებ იმ მითითებას, რომ მე ვახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას. დღეს, 14:00 საათზე გიპასუხებთ საჯარო ბრიფინგზე შინაარსობრივად იმ საკითხებზე, რომელიც აქ წამოჭერით. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ მითითებას, რომ მე ვახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, თქვენ კარგად არ იცით. იმიტომ, რომ ამდენი ხანი იფიქრეთ და გადაწყვიტეთ უკანონო ნაბიჯი გადადგათ. ცოტა უფრო დაფიქრება გმართებდათ. მე რომ შემოვედი, მაშინვე თქვით – “ეს აქ ააფეთქებს იუსტიციის საბჭოს”, ჩემი შეგეშინდათ. თქვენთან ახსნა- განმარტებების დიდ აზრს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ანა დოლიძემ საბჭოს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი,  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

მსგავსი თემები