ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა – თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნეს

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.  ჭიშკარიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილს ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ის უწყებაში…

მეტი...

პატრიარქი შს მინისტრს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. “მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოსა და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წ. 5-7 მარტს და 1996 წ. 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა…

მეტი...

სამეფო ოჯახი ავტომობილს ისევ ვერ იყოფს

„პორშე კაიანისა“ და „მერსედეს ჯიელის” შემდეგ, სამეფო ოჯახის სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია. ეს ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.  აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება იმ მიმართულებით დავას, თუ რომელი „უფრო ბაგრატიონია“, ამ თემაზე ისტორიკოსები სასამართლოს აკრიტიკებენ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა სწორედ სასამართლოს ჰქონდა, თუმცა მან ეს თავიდან აირიდა.  მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.   ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ოფიციალურად 2016 წელს…

მეტი...

კომიტეტის სხდომაზე გოგიჩაიშილი და ყაველაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ხმაური იყო.  ერთმანეთს სიტყვიერად ლევან გოგიჩაიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. მიზეზი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხი გახდა. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. “ყველაზე მეტად ჩემი კოლეგების მიკვირს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და სხვასაც  არ აძლევენ საშუალებას, საქმე გაკეთდეს. რამდენიმე ჩინოვნიკის იმედად უნდა ვიყოთ, როდის გაიღვიძებენ, როდის დაუკვეთენ კვლევას, როდის განიხილავენ დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ხელში თხის კუდი დაგვრჩება ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ ჯანსაღ სივრცეში…

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. შტაინაიმერს ევროკავშირის მონიტორები ოფიციალური პრეზენტაციით დახვდნენ და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარება გააცნეს. გარდა ამისა, გერმანიის პრეზიდენტს მიეცა საშუალება სპეციალური აღჭურვილობით, საკუთარი თვალით ენახა რუსული ბაზა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მეტი...

საქართველო კორუფციისაგან თავისუფლებით, ევროპის საუკეთესო ათეულშია – ახალი კვლევა

2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს. კვლევის შედეგებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების დონეზეა. „მმართველობის ეფექტურობის“ შეფასებისას (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას, მათ შორის 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა…

მეტი...

რატომ უნდა აიცრან 9 წლამდე აუცრელი ბავშვები 2-ჯერ – პედიატრის რეკომენდაციები

“9 წლამდე ასაკის ის ბავშვები, რომლებიც მანამდე არასოდეს აცრილან გრიპის საწინააღმდეგოდ, უნდა აიცრან 2-ჯერ”, – ასეთია პედიატრ მაკა ლომიძის რეკომენდაცია. პედიატრის თქმით, კონკრეტული ექიმის გადასაწყვეტი არ არის, შესაბამის ასაკში, გრიპის საწინააღმდეგოდ ბავშვი ერთხელ უნდა აიცრას თუ ორჯერ. მისი განმარტებით, ვაქცინას მნიშვნელობა არ აქვს. “ასეთი რეკომენდაციების გაცემის უფლება მხოლოდ ექსპერტებს აქვთ და მათი რეკომენდაციით: 9 წლამდე ასაკის ის ბავშვები, რომლებიც მანამდე არასოდეს აცრილან გრიპის საწინააღმდეგოდ, უნდა აიცრან 2-ჯერ მინიმუმ ერთი თვის (უფრო სწორად 28 დღის) შუალედით. რატომ? – საქმე ისაა, რომ ამ ასაკის ბავშვებს დიდი ალბათობით, მანამდე არასოდეს უავადიათ გრიპით. ამასთან, თუ არც…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები – გიორგი ბეგაძე, პაატა მხეიძე, სავალან მირზოევი, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, გოგი მეშველიანი, კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ. „ქართული…

მეტი...

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის. სტაჟირების პროგრამაზე ჩარიცხვის…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება, მოსამართლის გათავისუფლების წინაპირობა არაა” – მოსამართლეობის კანდიდატი

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, მიმაჩნია, რომ საქართველოში სამართლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ზამბახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს. კითხვაზე, რას ფიქრობს იმ შემთხვევაზე, თუ სტრასბურგის სასამართლო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ევროპული სასამართლოს ყველა განმარტება მნიშვნელოვანია. „ევროპული კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია. მაგრამ არც ერთ ქვეყანაში თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას და განსხვავებულად განმარტავს ამა თუ იმ საკითხს, ეს მოსამართლის გათავისუფლების და რაიმე ტიპის წარმოების დაწყების წინაპირობა არაა“, – აღნიშნა ზამბახიძემ.

მეტი...

UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

“იუნესკო-ს გადაწყვეტილება თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელების თაობაზე, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მედიათეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურული დიპლომატიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდოს. დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისს შესაძლებლობას მისცემს, ერთი წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას უმასპინძლოს, რაც მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას…

მეტი...

„ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო” – 20 ივნისს დაკავებული ლევნა ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ლევან ჯიქური 2 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმის პროკურორების განცხადებით ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ლევნა ჯიქური თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ 50 დღის შიმშილის მიუხედავათ, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არაა. „ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, მიწვრილდება ხელიც, ფეხიც, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია. მე იქ მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ…

მეტი...

“ქვეყანაში წამლების ფასი კატასტროფულად იზრდება, სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია” – მირიან წიკლაური

„ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი მირიან წიკლაური საქართველოს პარლამენტს “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. დეპუტატ მირიან წიკლაურის განცხადებით, საქართველოში წამლების ფასი ყოველდღიურად იმატებს და არაადეკვატურია. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტები, 10-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან.  “საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მეგონა, ორჯერ-სამჯერ ძვირი იქნებოდა, თურმე ექვსჯერ, 10-ჯერ ძვირია ჩვენთან შედარებით. მათ შორის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ მოხმარებაშია. ეს მედიკამენტები ყოველწლიურად ტონობით იყიდება და შემოსავალი გიგანტურ თანხებს აღწევს. ვფიქრობ, დროა სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს,” – განაცხადა მირიან წიკლაურმა. “ქართული დასის”…

მეტი...

ტურიზმიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს, რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.

მეტი...

„როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას 2020 არჩევნებს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ემზადება. „ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის. „არ ვადასტურებ. მეორე, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად პირდაპირი ფრენები ყველაზე ეფექტურია, ფრენების რუსეთიდან სუბსიდირებას არ განვიხილავთ“, – პრემიერ-მინისტრი

„პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში“ – აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე განცხადებით, ფრენების რუსეთიდან სუბსიდირება არ განიხილება. „ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს, ჩვენ, დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომში გამოვიყენებთ შემდგომში. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა…

მეტი...

“მიმდინარე კვირას ორი ვირუსი ცირკულირებს – რინო და ადენო” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას ორი ვირუსული ინფექცია  – რინო ვირუსი და ადენო ვირუსები ცირკულირებს. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, რინო ვირუსი, სასუნთქი სისტემის დაავადებაა და შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება. მისი თქმით, ადენო ვირუსებს, თვალების სიწითლე და შეშუპება ახასიათებს. „ორივე, გაციებით გამომწვევი ვირუსია. ამ ვირუსებს სიცხე ახასიათებს და რამდენიმე დღე გრძელდება,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავართან”. მისივე განმარტებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა. “ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იმყოფება გრიპის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ: ორსულები, 65 წელზე…

მეტი...

“საბოლოო მიზანია – მეტი ტურისტი, შემოსავალი, სამუშაო ადგილი და ქვეყნის ცნობადობა” – გიორგი გახარია

“მთავრობის ფუნქციაა, იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია, მდგრადი განვითარება დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე და იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას. „ტურისტული სექტორში, ბოლო წლების განმავლობაში იყო ყველაზე დიდი გარღვევა. ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. გამოწვევები ძალიან ბევრია. კარგად უნდა ვიცოდეთ, რაა მთავრობის ფუნქცია”, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი…

მეტი...

ღვინისა და ჭაჭის ექსპორტმა, ქვეყანას 236 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა

2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში  განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი.  როგორც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნების სამინისტროში აცხადებენ, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 60% (533 206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 40% (93 067 ბოთლი), პოლონეთი – 18% (2 905 372 ბოთლი) და ჩინეთი – 11% (5 334 939 ბოთლი).  ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 52% (503 832 ბოთლი), გერმანია – 36% (476 145 ბოთლი), ბელარუსი – 35% (1 606 565 ბოთლი), ისრაელი – 88% (218 921…

მეტი...

„შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება არასწორია“ – დეკანოზი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მორატორიუმის გამოცხადება, პატიმრების შეწყალებაზე არასწორია. როგორც დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმართა შეწყალების საკითხში, საჭიროა ბევრი ადამიანი ჩაერთოს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები. “ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება არ არის. ერთი-ორი ადამიანის დანაშაულის გამო, ყველა პატიმარს არ უნდა შეუწყვიტო კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. მღვდელი თავს ვერავისზე დადებს, მაგრამ ვიცნობ პატიმრებს, რომლებიც დღეს რომ შეიწყალონ, დარწმუნებული ვარ,  დანაშაულს აღარ ჩაიდენენ. რაც მეტი ხალხი იქნება ჩართული პატიმართა შეწყალებაზე, არამარტო სასულიერო პირები, მესამე სექტორი და ა.შ კარგი იქნება. უნდა მოხდეს შეჯერება, რომ ისეთი…

მეტი...

„პატიმრები ჩვენთან ისეთ რამეებს ამბობენ, რაც პროკურორმაც კი არ იცის, შეწყალებისას, მამაოების ჩართულობა აუცილებელია“ – დეკანოზი

სასულიერო პირები პატიმართა შეწყალებისას მათი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. დეკანოზებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პატიმართა შეწყალებისას სასულიერო პირების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრეს. „სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: ვინც ერთ მშიერს დააპურებს – მე დამაპურებს; ვინც ერთ შიშველს შემოსავს – მე შემმოსავს; ვინც ერთ გაჭირვებულს შეიწყალებს – მე შემიწყალებს;  ვინც ერთ პატიმარს მოინახულებს – მე მომინახულებს. პატიმრების მონახულება ეს არის მაცხოვრის ბრძანების შესრულება. პატიმრების მონახულებაში ხელისუფლებაც ხელს გვიწყობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ შევდივართ ციხეებში და ვაკეთებთ იმას, რაც გვავალია, ეკლესიის მთავარი დანიშნულებაა ადამიანი მოახვედროს სამოთხეში, მიეხმაროს, რომ…

მეტი...

„აზარტული თამაშები სოციალური პრობლემაა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აზარტული თამაშები სოციალური პრობლემაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მისი თქმით, იმისათვის, რომ ახალგაზრდები მეტად დაცულები იყვნენ, საჭიროა განათლება, ახალგაზრდების დასაქამება, სპორტი, ფსიქოლოგიური დახმა და ეკლესიის ჩართულობა. „აზარტული თამაშები სოციალური პრობლემაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა და დარეგულირება სჭირდება ისე, რომ დაცული იყვნენ არასრულწლოვნები და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“ჩვენი სურვილია, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ნაკლები დაპირისპირება იქნება” – არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე. სხვა პარტიები ამ ცვლილებას მხოლოდ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ითხოვდნენ, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეეძლოთ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ,” – აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროპორციული არჩევნების შემდეგ, პარლამენტი იქნება უფრო პლურალისტული და მეტად წარმომადგენლობითი. მისი თქმით, პარლამენტში, დაახლოებით 7 პოლიტიკური პარტია შევა. „სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ასი პარტია შევა, მაგრამ ეს არაა სწორი. შევა ალბათ ხუთი, ექვსი, ან შეიძლება შვიდი პოლიტიკური პარტია – ამას მიუთითებს წინა…

მეტი...

ბენზინში ტყვიის მაღალი შემცველობა არ აღმოჩნდა, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი გამონაბოლქვია

აღებული ბენზინის ნიმუშებიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, ტყვიის გადაჭარბებული კონცენტრაცია არ დაფიქსირდა. რაც შეეხება დიზელის კვლევას, შედეგებს რამდენიმე დღეში ელოდებიან. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბენზინთან დაკავშირებით 240 ნიმუში აიღეს, დიზელზე კი დაახლოებით 120. „საქართველოში, ავტოგასამართი სადგურებიდან ავიღეთ სინჯები. მთლიანობაში, სულ 240 ოპერატორიდან ავიღეთ ნიმუშები. საუბარია როგორც მსხვილ ოპერატორებზე, ისე პატარ-პატარა მეწარმეებზე. შემოწმება ეხებოდა საწვავში ტყვიის შემცველობას.  სინჯების აღება მოხდა გაუფრთხილებლად. ნიმუშები გადავაგზავნეთ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში და შემოწმებამ აჩვენა, რომ ტყვიის გადამეტება არც ერთ ნიმუშზე არ დაფიქსირდა“ – განუცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა…

მეტი...

ქუთაისში პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. მომხდარის შედეგად მსუბუქად ავტომობილში მჯდომი ორი სამართალდამცველი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...