“ჩვენი პრობლემა არ არის” – ტრამპი სირიაში თურქეთის ოპერაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს მოსაზრებას, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანამ ქურთები ბედის ანაბარა დატოვა, რუსეთი კი რეგიონში „ვაკუუმის შესავსებად შევიდა“. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქურთები, რომლებიც ამერიკულ ჯართან ერთად იბრძოდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანგელოზები არ არიან. მისი თქმით, ისინი კარგად არიან დაცული და იციან, როგორ იბრძოლონ. „სირია შესაძლოა, რაღაც დახმარებას იღებს რუსეთისგან და ეს ნორმალურია. თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აშშ-ისთვის ბრწყინვალედ განვიხილავ. ჩვენ პოლიციის აგენტები არ ვართ. დროა, სახლში დავბრუნდეთ. ვცდილობთ, შევაჩეროთ ომები. რუსეთს თუ სურს, სირიაში ჩართული იყოს, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული…

მეტი...

ლევან ძნელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი წაუყენეს  

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის უკან წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარების ტარებას ედავება, ასევე, სხეულის განზრახ დაზიანებას. ბრალდებული დანაშაულს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. ლევან ძნელაძეს ყოფშიძის ქუჩაზე მომხდარ სს დანაშაულთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა, თუმცა, ეს სტატუსი ბრალდებულით შეიცვალა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მასალები, რომელიც მას გადასცეს საკმაოდ ვრცელტანიანი და მის გასაცნობად დრო დასჭირდება. „ამ ეტაპზე ვიყენებთ დუმილის უფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ჩვენ გადმოგვეცა 3 დისკი, ეს არის 212 დოკუმენტი…

მეტი...

რუსთავში, ფეხით მოსიარულეებს, რომელთაც ეტლით ბავშვი გადაჰყავდათ, მოტოციკლი დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მოტოციკლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რომელთაც საბავშვო ეტლით მცირეწლოვანი გზაზე გადაჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ბავშვის ნათლია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

“საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა განახლდა” – რუსული მედია

ავი­ა­კომ­პა­ნია „სი­ბი­რი“ მოს­კო­ვი­დან ქუ­თა­ის­ში იფ­რენს. “ლენტა.რუ”-ს ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც „რო­სა­ვი­ა­ცი­ის“ ვებ-გ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა. მოს­კო­ვი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­კომ­პა­ნია „გლო­ბუ­სიც“ იფ­რენს. ინ­ფორ­მა­ცია და­გეგ­მი­ლი რე­ი­სე­ბის შე­სა­ხებ, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლა 8 ივ­ლი­სი­დან შე­წყდა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 22 ივ­ნისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 8 ივ­ლი­სი­დან რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა აეკ­რძა­ლათ. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი რე­ი­სე­ბიც 8 ივ­ლი­სი­დან შე­ჩერ­და.

მეტი...

“კალაძის ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას” – მამუკა ხაზარაძე

“კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას”, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი დედაქალაქის მერის განცხადებას.  “ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ამიტომ, მე არც ვთვლი საჭიროდ, მას პასუხი გავცე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. კახი კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია. „მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

“ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს – დინამიკებს დაუწიეთ!” – ნათია ფანჯიკიძე

გადაჭარბებული ხმაური და ბავშვებისთვის, ხშირად, სრულიად შეუფერებელი გარემო ბავშვთა ცენტრებში – აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით საქართველოში, უამრავი მშობელია შეწუხებული. ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ბავშვთა ცენტრებში ხმამაღალი მუსიკით, ბავშვებთან ერთად, დიდებიც შეშინებულები არიან. “ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, – დინამიკებს დაუწიეთ, თუ ხალხი ხართ, ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბადების დღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი “კაპლი” ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ. და საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და…

მეტი...

ტვ “პირველის” გენდირექტორი ინგა გრიგოლია გახდა

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია დღეიდან ტვ “პირველს” უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის დამფუძნებელი და მფლობელი, ვატო წერეთელი ავრცელებს. ტვ “პირველის” მფლობელის თქმით, ტელეკომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომელსაც დიდი გეგმებითა და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით, ახალი დირექტორი ჩაუდგება სათავეში. “ინგა “პირველზე” იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან “რეაქციასთან” ერთად, ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ”, – წერს ვატო…

მეტი...

“ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემის მიზანი ფულის გათეთრება იყო” – საერთაშორისო ჯგუფის შეფასება

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. „მტკიცებულებების შეფასება „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბატონო შალვა, თქვენი თხოვნით ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჯგუფი“), რათა პერიოდულად  მოგვეწოდებინა ჩვენი წერილობითი მოსაზრება მიმდინარე გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევაფასოთ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობა…

მეტი...

“თითქოს ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და ამიტომ აგრძელებს სახელმწიფო ვადას, ტყუილია” – მამუკა ხაზარაძის განცხადება

“დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე „ანაკლიის კორპორაციის“ მიმართ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა”, – ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხაზარაძის შეფასებით, ეს არის მოსახლეობისა და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ხელისუფლება, მისი სხვადასხვა უწყება ინტენსიურად აკეთებს. “15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მაყურებელს, რომ მე და ბადრი ჯაფარიძემ შეგნებულად დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალი…

მეტი...

“არ მეგონა, ივანიშვილი ბავშვებთან დარეკვასაც თუ ამიკრძალავდა” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მას შვილებთან დარეკვა აუკრძალა. “ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა. სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.  ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მეტი...

გამვლელმა კიდევ ერთი ბავშვი დაჭრა 

გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მუცლის არეში დაჭრილი ბიჭი უკვე მეორე დღეა, კლინიკაში იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგები კიდევ ერთ ოპერაციას არ გამორიცხავენ. ბავშვს ბასრი საგნით მუცლის ღრუში აქვს ჭრილობა მიყენებული. „პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობით, დაზიანებული იყო კუჭი და პანკრეასი, ჩატარებულია ქირურგიული ოპერაცია, რის შემდგომაც პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით. სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო. ეს ქირურგებთან შეთანხმებით გადაწყდება. ჯერჯერობით, პაციენტის კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“, – აცხადებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი ქეთი კუპატაძე. დაჭრილი მოზარდის ახლობლებს…

მეტი...

“მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან” – დავით ჭიჭინაძე ანაკლიის პორტზე

„თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება  და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს,“ – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი, პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცა და მას კომერციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დეპუტატი  ანაკლიის პორტის მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა, სახელმწიფომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. „როდესაც ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი, ამ პროექტს კომერციულთან უკვე ნაკლები შეხება აქვს და აქ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. კერძო პირებზე კი არ…

მეტი...

თბილისში, არალეგალური ტაქსები მომრავლდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ტაქსით მომსახურების არალეგალური სერვისი გაჩნდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მძღოლები, რომლებიც თეთრი ავტომანქანებით არ გადაადგილდებიან და არც ტაქსის მანათობელი ნიშნები აქვთ, ტაქსის სერვისით მომსახურებას სთავაზობენ. თბილისის მერმა შს სამინისტროს და საპატრულო პოლიციას დააკისრა პასუხისმგებლობა, არალეგალური სერვისით მომუშავე ტაქსის მძღოლების გამოსავლენად. „ბერკეტი გვაქვს ის, რომ ეს ქმედება დასჯადია და კანონის წინააღმდეგ ქმედებაა. ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. როგორც სხვა შემთხვევაში დაჯარიმდნენ ადამიანები, აქაც იქნება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება. ამას დაემატება ასევე ჩვენი სამსახურები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება გააკონტროლონ სიტუაცია და დააჯარიმონ კანონდამრღვევები“, – განაცხადა…

მეტი...

„ადვოკატის საქმიანობის შესწავლა რომ დავიწყოთ, საჭიროა საჩივარი“ – ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ კუბლაშვილზე

ადვოკატთა  ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ესაუბრა. როგორც დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კონკრეტული ადვოკატის საქმის მოკვლევას თავისი წესები აქვს და ამისთვის საჭიროა საჩივარი. „ადვოკატთან დაკავშირებით საქმის შეწასვლას თუ მოკვლევას სჭირდება საჩივარი ეთიკის კომისიაში. სწორედ ამის შემდეგ შეისწავლის ამ საქმეს ასოციაცია. ზეპირი განცხადებებით ადვოკატის საქმიანობის შესწავლა არ ხდება“ – განუცხადა „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით ასათიანმა „მედიაცენტრ მთავარს“. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მედიით გაკეთებული განცხადება და თქვენთვის მომართვა არ ითვლება საფუძვლად? ასოციაციის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ ეს საკმარისი არ არის: „ვიღაცამ უნდა იჩივლოს, ასე თავისით არ შეიძლება. თავისი ინიციატივით ვერ…

მეტი...

“მამუკა ხაზარაძეს, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები” – კახა კალაძე

“მამუკა ხაზარაძე რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას განაცხადა. კახა კალაძე, მიესალმება, ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობითაა დაკავებული. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების…

მეტი...

დეპუტატი მელია პროკურატურას არ ემორჩილება, შესაძლოა ის დააკავონ

“ნაციონალური მოძრობის” წევრი ნიკა მელია, დღეს პარლამენტში ისე მივიდა, რომ პროკურატურა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა დეპუტატმა , საცხოვრებელი ადგილი ისე დატოვა, საგამოძიებო ორგანო არ გაუფრთხილებია. ნიკა მელიას განცხადებით, ის სხდომებზე დასწრებას და რეგიონებში ხალხთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, ის არაპირებს პროკურატურას დაემორჩილოს. “მოვალ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ და ვივლი არამხოლოდ პარლამენტში, არამედ იქ, სადაც როგორც პარლამენტარმა უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. ვივლი ქუჩაში, რაიონში და ა.შ.  მე, პარლამენტის წევრი, როდესაც პარლამენტის შენობაში უნდა მოვიდე, არანაირად არ ვთვლი აუცილებლად, პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო. მოვედი იქ, სადაც წესით და რიგით ყოველდღე…

მეტი...

მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო – ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მიესალმება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს. ლევან ახვლედიანი მთავრობას, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. მისი განცხადებით, ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი. „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია და ჩვენ ამას მივესალმებით. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, თვითონ არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი…

მეტი...

ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ერმაკოვისა და პატიმრობაში მყოფი მერიის კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ადვოკატები ითხოვდნენ გირაოთი გათავისუფლებას იმ პირობით, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაკავებულები სრულად აანაზღაურებდნენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს. გარდა ამისა, ბათუმის მოქმედ მერ ლაშა კომახიძესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დაკავებულები მერიის სასარგებლოდ 480 ათასი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას აგირავებდნენ. მოსამართლემ განაცხადა, რომ მოქმედ მერთან შეთანხმება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით უნდა გაფორმებულიყო. გარდა ამისა, მოსამართლე მიიჩნევს, რომ შეთავაზებული ქონება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის მილიონ 370…

მეტი...

„ვირუსების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არ გვაქვს“ – პაატა იმნაძე

„დიდი ალბათობით,  მშვიდი სეზონი გვექნება“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და სეზონური ვირუსებს მიმდინარეობაზე ისაუბრა. „ამ ეტაპისთვის, მეთვალყურეობას ვახორციელებთ 15 სხვადასხვა ტიპის  ვირუსზე. როგორც კი აცივდება, ვირუსების მატება დაიწყება. საპანიკო სიტუაცია არ გვაქვს და არც ზამთრისთვის ველოდებით პანიკას, რადგანაც, სამხრეთ ნახევარსფეროში ვირუსების სეზონი უკვე დამთავრდა“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით,  სერიოზული მატება  ნოემბრიდან დაიწყება: „ვირუსების მატება  ნოემბრის ბოლოს იწყება. დეკემბრის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება,  მერე ისევ ჩაწყნარდება და თებერვლის ბოლოს ისევ მოიმატოს. მეზობლად სიწყნარეა და არანაირი ახალი…

მეტი...

„კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს” – გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მის კანდიდატურას განიხილავენ, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში. „კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ, საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. “, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მეტი...

ე.წ. შემოდგომის ვირუსები – მიმდინარე კვირას „ადენო“ და „რინო ვირუსები“ ცირკულირებს – რჩევები მოსახლეობას

„შემოდგომის ვირუსებთან“ დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად 2 ტიპის ვირუსია გავრცელებული. „ვირუსები ყოველთვისაა, მათ შორის,  ზაფხულშიც. შემოდგომაზე კი, ცივი ამინდის კვალობაზე, ვირუსების შემთხვევები იმატებს. მზე რომ  მიიმალება ვირუსები გააქტიურდება,  მზე რომ  გამოვა, ვირუსები დაიმალება. მზის პირდაპირი სხივები ყველა ვირუსს კლავს წუთებში. მაშინ, როცა სიცივეა და ყინავს, ვირუსები ზედაპირზე 7 საათამდე ძლებს. დახურულ სივრცეში, რაც უფრო მეტი ადამიანია, რისკი გაცილებით მეტია, რომ ყველა დავირუსდეს“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, ამ ეტაპზე გავრცელებულ…

მეტი...

„მარიამ კუბლაშვილის რამდენიმე ქმედება ადვოკატებისთვის დამაკნინებელია“ – ადვოკატი ვასილ მამულაშვილი

ადვოკატთა ნაწილი „ადვოკატთა ასოციაციას“ მიმართავს და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაცვის პროცესის შესწავლას სთხოვს. საუბარია იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ადვოკატმა კუბლაშვილმა დაზარალებული მხარის საწინააღმდეგოდ არაერთგზის გააკეთა და დაზარალებული მხარე და მისი კოლეგა ადვოკატი დებატებშიც კი გამოიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა, ადვოკატთა გარკვეული ჯგუფის სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.        „დაცვის განხორციელების დროს ხშირია ხარვეზები და ამაში გასაკვირი არაფერია.  ჩვენთვის მთავრია ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია და ნდობა საზოგადოების თვალში. ადვოკატი უნდა იყოს სანდო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე გვქონდა როგორც პირადი რეპუტაციის შემლახავი განცხადებები, ისე ზოგადად…

მეტი...

“ადვოკატი არ უნდა საუბრობდეს ისე, როგორც მარიამ კუბლაშვილი” – ვასილ მამულაშვილი

ადვოკატთა ნაწილი, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველ მარიამ კუბლაშვილს მისი ქცევების გამო აკრიტიკებს და ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. როგორც ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარიამ კუბლაშვილმა ადვოკატთა კორპუსი სამასხარაოდ გახადა. “დაცვის დროს ხშირია ხარვეზები. მთავარია ადვოკატთა კორპუსის რეპუტაცია. დამოუკიდებლობა, კოლეგიალურობა მნიშვნელოვანი პრინციპებია, რომელიც ადვოკატმა უნდა შეასრულოს, რომ ის იყოს სანდო მათ შორის სასამართლოს თვალში. პერსონალურად არ ეხება ეს მარიამ კუბლაშვილს. ხშირად გვიწევს ემოციური განცხადებების გაკეთება, თუმცა ამაზე რეაგირება უნდა იყოს. ადვოკატი არ უნდა საუბრობდეს ისე, როგორც მარიამ კუბლაშვილი საუბრობს. მარიამ კუბლაშვილი, თავისი დაცვის განხორციელებით,…

მეტი...

“რუსული ოკუპაცია საქართველოს მთავარი საფრთხეა” – გრიგოლ ლილუაშვილი

“სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა,  უკანონო დაკავებები და ა.შ”, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომლის კანდიდატურასაც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. როგორც ლილუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები. „ საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის…

მეტი...

ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს. ოფიცრები, ასევე ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია

ზესტაფონში, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, ფარიკაობაში სიმონ საყვარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, 2003-05 და 2006-08 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის გაიმართა, სადაც ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, უფროსი ასაკის ვაჟთა შორის, რაპირით ფარიკაობაში, ირაკლი მიქელაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ძმებმა ლუკა და ნიკა კეჟერაძეებმა შესაბამისად მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გაინაწილეს. ხმლით ფარიკაობაში კი ლაშა კუჭუხიძე მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. უფროსი ასაკის გოგონათა შორის, დაშნით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ევა აჰამიანი…

მეტი...

„სურვილი გვაქვს, არჩევნებში ურავლესობა მოვიპოვოთ“ – თამარ ჩუგოშვილი

„ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელიგავაუმჯობესოთ“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების მაქსიმალურ ოდენობას ელოდება. „2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი.  ჩვენი ამოცანა,  ისევ როგორც ყველა სხვა პარტიის, არის მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება, უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, აშენდეს” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ცუგოშვილი ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი უნდა აშენდეს. ამავე დროს, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე. „როგორც პარლამენტის წევრმა ვიცი, რომ ორივე საკითხი არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აშენდეს და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ საბანკო სისტემა იყოს სანდოობის და სიმყარის მქონე, იმიტომ, რომ ამის ჩამოშლას მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, როგორ წავა გამოძიების პროცესი,  როგორ გასცემს ის კითხვებზე პასუხებს, ეს  ცალკე საკითხია და…

მეტი...

“კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას” – მაია ცქიტიშვილი

“ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, დღეს კი შუალედური ვადა ამოიწურა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ვადის გახანგრძლივებით, კონსორციუმს საშუალება მიეცემა ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე 400-მილიონიანი სესხი. „მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. დღეს ამოიწურა შუალედური ვადა. ამ ვადის მთავარი ამოცანა იყო, რომ მისი დაცვის შემთხვევაში ჩვენ ერთობლივად გვექნებოდა იმის გარანტია, რომ ეს ვალდებულება წლის ბოლომდე ნამდვილად შესრულდებოდა. სამწუხაროდ, დღეს…

მეტი...