“თამთამ ტექნიკა დაამტვრია და ზედ დაეცა, ნასვამი იყო, ილია მივიდა და წამოაყენა, აგრესიული იყო“ – დეპუტატის ადვოკატი

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი იმ ინციდენტზე საუბრობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მის თანაშემწეს შორის მოხდა. კუბლაშვილის განცხადებით, რაც ჯიშკარიანმა თოდაძეს მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანაზე უარი უთხრა, მას შემდეგ გახდა აგრესიული და დალეწა ოფისში ტექნიკა.  ადვოკატის განმარტებით, თოდაძეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. “თამთა თოდაძეს ეგონა, ბ-ნ ილიას შეეძლო მისი მერიაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანა. და როდესაც მისგან უარი მიიღო, დგება და ყრის ნივთებს დაბლა. იმტვრევა პრინტერი და კომპიუტერის მონიტორი. შემდეგ, მოვლენები ისე გრძელდება, რომ თოდაძეს ნამსხვრევებზე უცდება ფეხი და ეცემა ძირს. ბ-ნ ილია უახლოვდება მას, ცდილობს მის წამოყენებას, თუმცა…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროსთან მოშიმშილე ქალმა თვითმკვლელობა სცადა – დევნილების პროტესტი გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც, თითქმის, 1 თვეა დევნილები სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.  საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მოშიმშილე ქალმა თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმე შეუძლოდ გახდა. გარეთ გამოსული აქციის მონაწილეები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბესო შენგელიასთან ერთად, სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობაში არ შეუშვეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიციელებმა შენგელია ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიას განარიდეს.  ვითარება ჯანდაცვის სამინისტროსთან, დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სია გახდა, რომელშიც, აქციის მონაწილე დევნილების უმრავლესობის გვარი არ აღმოჩნდა.

მეტი...

„როცა მარტო დავრჩით, სიყვარულის ბუშტი შეცვალა აგრესიით“ – დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწეზე

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი საკუთარ თანამშრომელს შანტაჟში ადანაშაულებს და ძალების აღდგენას ელოდება, რომ ბოლომდე იბრძოლოს. დეპუტატი მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ გოგონაზე არც უძალადია და არც ფიზიკურად შეხებია. „ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს. მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ მე ამ ბრძოლისთვის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი? განაჩენი გამოტანილი მაქვს.  რატომ ვარ ლოგინში იცით? განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ამ ლიბერალებმა“, – აცხადებს დეპუტატი, რომელსაც სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მისივე მტკიცებით, მისმა თანამშრომელმა გოგონამ სამსახურის ტექნიკა თავად დაამტვრია. „ყველაფერი დალეწა…

მეტი...

“ამ ახალგაზრდა გოგონაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, უნდა, თავს ლაფი დამასხას” – დეპუტატი თავს იმართლებს

საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალური ძალადობის მცდელობასა და თანაშემწის ცემაში ედება ბრალი, მომხდარზე საავადმყოფოდან საუბრობს. დეპუტატი დეტალებზე არაფერს ამბობს და არც მომხდარზე ყვება. ერთადერთი, რასაც ილია ჯიშკარიანი ამბობს, არის ის, რომ დეპუტატი ავტორიტეტული პიროვნებაა და ამიტომ მის რეიტინგს ზიანი მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ის, რასაც თამთა თოდაძე ამბობს, ტყუილია და ეს ყველაფერი უბრალოდ, შავი პიარია. “ძალიან მინდა, საზოგადოებას გავაგებინო, რა არის სიმართლე, თუმცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს. რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ტყუილია. მე მას ხელით არ შევხებივარ. ყველაფერი შეთითხნილი და შავი პიარია, რაც მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ.…

მეტი...

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები ინიშნება

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე. მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე. „გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორ წუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

მეტი...

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის

მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის 487-ე დადგენილებით, მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმნის.  დადგენილების თანახმად, ახლადშექმნილ სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. იმავე დადგენილებით, წამლის სააგენტო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან ერთიანდება. შედეგად, ჩამოყალიბდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.  აღნიშნული დადგენილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, იქმნება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

მეტი...

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 686 დევნილ ოჯახს გადაეცემა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 686 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 215 ერთოთახიანია, 143 ოროთახიანი, 305 სამოთახიანი, 23 კი ოთხოთახიანი.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ნგრევის პირას მყოფი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები, ბინებს, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც მიიღებენ. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ,…

მეტი...

უვადოდ გამწესებული 37 მოსამართლის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, უვადოდ 37 მოსამართლე გამწესდა. “მედიაცენტრი მთავარი” განწესებული უვადო მოსამართლეების ნუსხას გთავაზობთ: 1. გოჩა აბუსერიძე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა2. თამარ ბეჟანიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია3. თეა ბერაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია4. ლალი ბესტავაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლო5. ნინო გერგაული – გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია6. ნანა დარასელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა7. ნინო ელიეშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია8. არარატ ესოიანი – ახალქალაქის რაიონული სასამართლო9. თამარ ზამბახიძე – თბილისის სააპელაციო…

მეტი...

“ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მითხარით, რა პრობლემა გაქვთ” – გიორგი გახარია

“ყოველგვარი დანდობისა და მოფერების გარეშე მაცნობებთ, სად რა პრობლემა გაქვთ, ან ამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველანი ბედნიერები ვიქნებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიზომოს ტემპერატურა განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ეკონომიკისთვის ძირითადი მამოძრავებელია როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. “მესმის, რომ 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018. გასულ წელს გარკვეული პრობლემები გვქონდა როგორც რეგულირების, ისე ადმინისტრირების საკითხებში. მიმდინარე წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, კარგად გვესმის, რომ საბანკო და სხვა სახის რეგულაციების შემოღებისა თუ გამკაცრების შედეგად, გარკვეული სირთულეები შეიქმნა. არსებული პრობლემების…

მეტი...

ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა

ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქის საჩივრის გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებული სულგუნი შეიძინეს და ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის დასადგენად ჩააბარეს.  ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული. “მომხმარებელი.ჯი”-ს ცნობით, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი.  მათივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო.

მეტი...

თბილისის მერია, მეტროს ვაგონების 40 შემადგენლობის შესყიდვას გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროსთვის ვაგონების დამატებას აპირებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში მეტროში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა, პიკის საათებში კი, აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია. მისი განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება ყველა შემადგენლობას, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება. აგრეთვე, 40 შემადგენლობაზე შესყიდვა უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ლოდინის დრო, რომელიც ოთხი, ოთხ-ნახევარი წუთი იყო, ახალი შემადგენლობების დამატების შემდეგ ჩამოვიდა სამ წუთზე, ორ-ნახევარზე, თუ რამე შეფერხება და პრობლემა არ აქვს. თუ შეფერხება და პრობლემაა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ხანი უწევთ ლოდინი. ზოგადად, გაზრდილია მოთხოვნა მეტროს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. სტატისტიკას თუ ვნახავთ, მგზავრების…

მეტი...

სუსის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გიგა ნიკოლეიშვილი 2016-2017 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო. ამავე უწყებაში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა.  გიგა ნიკოლეიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ; აქვს სპეციალური წოდება-სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი. 1999 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო, მედალი-,,მხედრული მამაცობისთვის” მიიღო.

მეტი...

ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 12-13 ოქტომბერს, „პურის ფესტივალი“ მეორედ გაიმართება.  ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას და შემეცნებით ილუსტრაციებს პურის ცხობის ტრადიციების, ასევე, შემეცნებით ილუსტრაციებს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.  ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. ღონისძიება 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნება. 

მეტი...

სვეტიცხოვლობის გამო მცხეთაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. კერძოდ, 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, 13 ოქტომბერს 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა, 14 ოქტომბერს კი მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფისა და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

მეტი...

37 მოსამართლე უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, უვადოდ 37 მოსამართლე გამწესდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, მის კოლეგებს უვადოდ გამწესება მიულოცა. „ჩვენ გვყავდა სამი წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები, რომელთაც ჰქონდათ სამ წელზე ბევრად მეტი გამოცდილება – ზოგს 10-წლიანი და 10 წელზე მეტი გამოცდილებაც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიღებულია გარდამავალი ნორმა, რომელმაც დაგვავალდებულა, რომ ასეთი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხი საბჭოს განეხილა განსაკუთრებული წესით. სწორედ ასეთი გადაწყეტილება მივიღეთ დღეს და 37 მოსამართლე, რომელიც მიუხედავად მათი ხანგრძლივი ვადით გამოცდილებისა, მაინც სამწლიანი ვადით იყვნენ გამწესებული, გამწესდენ უვადოდ. ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას”, –…

მეტი...

“ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ” – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ვლადიმერ კაკაბაძის განცხადებით, გასულ წლებში ქვეყანაში დემოკრატია იყო. აღნიშნულ განცხადებას, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის რეპლიკა მოჰყვა. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებას „ზონდერი“ მოსამართლეების არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა ვლადიმერ კაკაბაძემ დასძინა, რომ ამ განცხადებას არ ეთანხმება, რადგან მისთვის დასახელებული ფაქტები არაა ცნობილი. „როცა საუბრობდით, რომ იყო დემოკრატია ქვეყანაში, მგონი, მარტო თქვენ გგონიათ და „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილი რომ ამბობს დავბრუნდებიო, დაბრუნდება. ნუ გეშინიათ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება, თუ დაბრუნდება წავა „იქ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მეტი...

საკრებულოს დეპუტატი 10 000 ლარიანი გირაოს ფასად თავისუფალია

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, რომელსაც მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა და გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ჯიშკარიანს კვლავ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა სასამართლოში ყოფილიყო, არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სხდომის კლინიკაში გამართვის გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.…

მეტი...

“პატრიოტთა ალიანსი” დავით ზალკანიანს, დავით გარეჯთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს

პარლამენტში 29 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება. ინტერპელაციის ფორმატში, დავით ზალკალიანი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა” დაიბარა. მიზეზი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია. რეგლამენტის გათვალისწინებით, მინისტრმა კითხვებს პირადად უნდა უპასუხოს, რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვება. ინტერპელაციის პროცედურა შემდეგია: თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა. ამის შემდეგ მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი, განსხვავებით სხვა პროცედურებისგან და არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. ესენი არიან ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი​, პიროვნული განვითარების ტრენერი ქეთევან ჟვანია-თაისონი​, ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი, ეკონომისტი ნიკოლოზ კიკვიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეთერ გაიაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თემურ არაბიძე, მსახიობი ირაკლი აფაქიძე, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი, ბიზნესის მართვის სპეციალისტი ნუკრი საჯაია, მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი, პიანისტი და ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი ნინო ყამბეგაშვილი​, ​მხატვარ-არქიტექტორი ირაკლი ქადეიშვილი​. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობას „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილი დაზარალებულად ცნო

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.   კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის…

მეტი...

49 გამოწვევა და 1 სასიკვდილო დავალება – “ლურჯი ვეშაპის” სტრატეგია

“ლურჯი ვეშაპის” თამაშისას, 50 გამოწვევაა. თამაში 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. თავიდან ბავშვი, რომ ერთვება თამაშში, მნიშვნელოვანია მოთელვითი სამუშაო და ნდობის მოპოვება.” – აღნიშნული განცხადება, შვილმკვდარმა დედამ, ნანა ბერძენიშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას გააკეთა, რომლის შვილიც, მისი მტკიცებით, “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია. ნანა ბერძენიშვილის განმარტებით, “თამაშის” მენტორები, ბავშვებს თავიდან უწყინარ დავალებებს აძლევენ. მისი თქმით, დავალებები ნელ-ნელა რთულდება და საბოლოო დავალება სუიციდია. “უშუალოდ ნდობის მოპოვების შემდეგ ხდება, დავალებების გაცემა. თავიდან უწყინარია დავალებებია, მაგრამ შემდეგ რთულდება. საბოლოო დავალება თვითმკვლელობაა. ბავშვს ბოლომდე გააზრებული არ აქვს რაზე მიდის, რადგან გარდატეხის ასაკია. ბავშვს სჯერა, რომ ესაა თამაში” – განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა…

მეტი...

სკანდალი – მასწავლებელი, რომლის დირექტორობისას სკოლაში ბავშვი დაიღუპა, დააჯილდოვეს – ოჯახის მას მკვლელს უწოდებს და პროტესტს გამოხატავს (ექსკლუზივი)

1989 წლის 18 აპრილის ტრაგედია სენაკის მუნიციპალიტეტში ყველას ახსოვს. 15 წლის ასაკის 15 მოზარდი, სენაკის მუნიციპალიტეტის #1 სკოლა-გიმნაზიაში უბედურის შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 15-დან 14 გადარჩა, ერთი – გია კუპრეიშვილი კი დაიღუპა. ეს საშინელი ტრაგედია, გარდაცვლილის ოჯახს ხელახლა დაატყდა თავს, როცა, რამდენიმე დღის უკან, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოებული მაშინდელი სკოლის დირექტორი იხილეს. კუპრეიშვილების ოჯახის ტრაგედია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებით არ დამთავრებულა. ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას მამაც გადაყვა და დედაც. მაშინ, სენაკის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი გრიალა რობაქიძე იყო, რომელმაც რამდენიმე დღის უკან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან აღიარება და ჯილდო მიიღო. ამბავი კი შემდეგია 1989…

მეტი...

დავით გარეჯში, მესაზღვრეები სასულიერო პირებს არ უშვებენ

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერსა და ჩიჩხიტურის კოშკი მესაზღვრეები სასულიერო პირებს არ უშვებენ. არქიმანდრიტი კირიონის განცხადებით, აუცილებელია სტატუსკოს აღდგენა. მისი თქმით, დავით გარეჯი არამარტო სასულიერო პირებისთვის, ტურისტებისთვისაც უნდა გაიხსნას. “ეკლესია ერთიანობაა. მე წავიდე შენ აქ იყო ესე არ გამოვა. ამას ვერ დავარქმევთ მონასტრის გახსნას იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ შევდივართ. ადგილობრივი მესაზღვრეებისგან განაცხადი ასეთია, რომ მონასტერში ჩვენ ვერ შევალთ,” – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, გახდა ცნობილი რომ დავით გარეჯი სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა.  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, წლების შემდეგ ხელახლა დაკომპლექტებული ორ მხრივი კომისია მომდევნო შეკრებას საქართველოში გამართავს.

მეტი...

“ალუდა ქეთელაური” ებრაულ ენაზე ითარგმნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თსუ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოემის მთარგმნელი ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძეა. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძეს განცხადებით, უნივერსიტეტში ებრაული ენისა და კულტურის შესწავლა იმ დროს დაიწყო და დაარსდა ებრაისტიკის კათედრა, როდესაც ეს სხვა ქვეყნებში მაინცდამაინც მიღებული არ იყო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. „როგორც ებრაული ენის სპეციალისტები გვეუბნებიან, „ალუდა ქეთელაურის“ თარგმანი კონგენიალურია. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა, რომელიც შეიძლება მთარგმნელმა დაიმსახუროს. ვულოცავ ქართულ და ებრაულ საზოგადოებას. ის კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები, რომელიც ადამიანურ დონეზე გაგვაჩნია, აუციელებლად საჭიროებს წახალისებას, რათა ახალი…

მეტი...

ციხეების ნაწილში ტარაკნები და ბაღლინჯოებია გავრცელებული – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რომელიც “მედიაცენტრ მთავარმა” შეისწავლა, 2018 წლის განმავლობაში ციხეებში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. ანგარიშში წერია, რომ ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში. „გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, წინა წლების მსგავსად, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები №2, №8, №12, №14, №15, №17, №18 და №19 დაწესებულებებში. №2, №8, №15, №16, №N17 დაწესებულებებში გავრცელებულია მწერები. ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და…

მეტი...

ბრაკონიერები წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებსაც ხოცავენ, უიშვიათეს ხის ჯიშებსაც ანადგურებენ და ადამიანებსაც უსწორდებიან

ელექტრო შოკი, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტი და ზღარბი – ეს  იმ აღჭურვილობის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბრაკონიერების წინააღმდეგ რეინჯერებსთვის თავდასაცავად აუცილებლობას წარმოადგენს. წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები და ხის ჯიშები ბრაკონიერების ინტერესებს ხშირად ეწირება, თუმცა, ისინი თავად გარემოსდამცველებსაც ესხმიან თავს, რის გამოც გადაწყდა, ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროშოკით ყველა თანამშრომელი აღიჭურვოს.      რა არის ძირითადი გამოწვევები, რაზე ნადირობენ ბრაკონიერები, რატომ ვერ ეშველა უკანონო, სახლებში მოწყობილ სამხერხაოებს, რატომ და რა მიმართულებით მკაცრდება კანონმდებლობა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშილი ესაუბრა. ირაკლი მუკნიაშილი: დღეს, ჩვენი დეპარტამენტის მთავარი გამოწვევებია ბრაკონიერობა,…

მეტი...

იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება, საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“ – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ იაპონიას ტაიფუნი სულ რაღაც ერთი თვის წინა დაატყდა თავს.  ქარიშხლის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა. შედეგად, ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა, რამდენიმე ადამიანი კი დაიღუპა.

მეტი...