„თიბისი ბანკის“ ჯგუფისა და „თიბისი ბანკის“ მმართველობის სტრუქტურაში ცვლილებებია

“თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა „თიბისი ბანკის“ ჯგუფისა და „თიბისი ბანკის“ მმართველობის სტრუქტურაში. ინფორმაციას „თიბისი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად “თიბისი ბანკის” ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა“ (Mirror Board) დაამტკიცა. ახალი სტრუქტურის მიხედვით: „თიბისი ბანკის“ ჯგუფის…

მეტი...

ხვალ “რიყე-ნარიყალას” საბაგირო მგზავრებს ვერ მოემსახურება – სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

14 აგვისტოს, “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. “თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს “თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის”, – ვკითხულობთ სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მეტი...

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა. ახალი რეგულაციის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არ მქონე პირს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკრაინის ინტერესებს იცავდნენ, მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებაში, მათ შორის დონბასის კონფლიქტის დროს, შეუძლიათ უკრაინის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ. ახალი კანონი ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებებითა და მოტივით იდევნებიან. ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი პასუხია ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგების შესახებ განკარგულებას ხელი 17 ივლისს მოაწერა.

მეტი...

ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ მამაკაცს ძეგლს დაუდგამენ

მამაკაცს, რომელიც  ქობულეთში აღელვებულ ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლს დაუდგამენ. კამპანია სოციალური ქსელში წამოიწყეს. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ქობულეთის მერია გამოეხმაურა. ქობულეთის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმარონ იდეის ავტორებს. როგორც მერიაში განაცხადეს, უახლოეს მომავალში იგეგმება პეტიციის ავტორებთან შეხვედრა და მათთან ერთად ყველა დეტალის განხილვა. შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

“წელს გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს” – მამუკა ბახტაძე

“გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით გზების განვითარებისთვის ბიუჯეტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. „წელს ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ჩავატარეთ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული, ანუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან კარგი და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ეს ტემპი ადასტურებს, რომ 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ ყველა მნიშვნელოვანი…

მეტი...

“ვიმედოვნებთ, არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც სხვა მედიასაშუალებების შემთხვევაში მოხდა” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში მაინც დადგინდება დამნაშავის ვინაობა. განცხადებას, რომელსაც ორგანიზაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა “ტვ პირველმა” შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია, დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება,” – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის…

მეტი...

თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო, დაახლოებით, 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას. პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება. მამუკა ბახტაძემ…

მეტი...

“ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რაც ხდება” – დიანა ტრაპაიძე “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე

„ტვ პირველიზე” განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ, ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივებსა და ყველა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. “ტვ პირველმა” ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. ამ ეტაპზე არხი მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობას ახერხებს ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის რაც ახლა ხდება ბოლო მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა.  „ფაქტობრივად, ვიდეო არქივი განადგურებულია, სერვერი, ანუ ტექნიკური ბაზა, რომლითაც შეიძლება მასალის მიწოდება მაყურებლისთვის, დავირუსებულია და შეუძლებელია მისი გამოყენება. მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა შეგვიძლია. ახალი ამბები ვერ გავა ეთერში, ამიტომ მე შევეცდები მხოლოდ ერთი კამერისა და…

მეტი...

ძაღლების ჩხუბის გამო, 17 წლის მოზარდს თავში ესროლეს

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ძაღლების ჩხუბს სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი, 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა” – მამუკა ბახტაძე

“ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ქვეყანას არასდროს ჰქონია. „წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობასა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უფრო და…

მეტი...

ხვალიდან ლაგოდეხის ნაკრძალში მასშტაბური პროექტი – ,,Wood Games“ იწყება

14 აგვისტოდან ლაგოდეხის ნაკრძალში მასშტაბური პროექტი – ,,Wood Games“ (ტყის თამაშები) 2019-ის მესამე სეზონი იწყება. პროექტის იდეა ლაგოდეხელ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომელსაც ორგანიზებასდეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, თავადვე უწევენ. ,,ტყის თამაშების“ ეს ფორმატი სხვა მსგავსი ფორმატის თამაშებისგან განსხვავებულია. ორგანიზატორების შეფასებით, ,,Wood Games“-ის იდეა გულისხმობს ახალგაზრდების შეჯიბრს როგორც ინტელექტუალურ, ასევე ფიზიკურ აქტივობებში, რომელიც ტყის სიღრმეში გაიმართება. მათივე თქმით, ადგილობრივ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და აქტიური კვირა ელით. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, პროექტს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ,,Wood Games“ ხელს შეუწყობს, ლაგოდეხელი და ყვარლელი ახალგაზრდების დამეგობრებას, მათში…

მეტი...

“ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის” – ფინანსთა მინისტრი

“ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობაა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი განცხადებით, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. მაჭავარიანი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მუდმივი პროცესია და იმედს იტოვებს, რომ ვალუტა ცოტა კიდევ გამყარდება. „იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ ცოტა კიდევ გამყარდეს. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც მან მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება“, – განაცხადა მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, არც ეროვნულ ბანკსა და არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყვია.

მეტი...

წლის ბოლომდე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება

“რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე. “პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო…

მეტი...

„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან” – მამუკა ბახტაძე

„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან. ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ ქართველი ერის გადასაწყვეტია, რომელიც საკუთარ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირებს. „სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით,…

მეტი...

“საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება” – იური ბარზიკინი

„საქართველოსთან ავიამიმოსვლა მინიმუმ ერთი წელი, საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება. თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვალა“, – განაცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა. მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტები ნაკადი, ფრენების აკრძალვის შემდეგ, 70%-ით შემცირდა. „თითქმის ყველა, ვინც საქართვლოში თვითმფრინავით ჩადიოდა, იქ აღარ ჩადის. აღარ იყიდება კომპლექსური ტურებიც. ბუნებრივია, მათ, ვინც მოგზაურობას დამოუკიდებლად გეგმავს, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა ლარსის ან მესამე ქვეყნების გავლით, მაგრამ ეს შედარებით რთული და რისკიანია“, – განაცხადა ბარზიკინმა. რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად წინაპირობები ჯერ არ არსებობს. „საქართველოში არსებული სიტუაცია იქ რუსი ტურისტების ყოფნისთვის…

მეტი...

“ტვ პირველი“ პარალიზებულია – არხზე კიბერშეტევა განხორციელდა

“ტვ პირველის” ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც არხის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ტელევიზიის განცხადებაშია ნათქვამი. “მედიაცენტრი მთავარი” “ტვ პირველის“-ის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია, არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში” – კურტ ვოლკერი

“რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა”, – ამის შესახებ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა. „ფაქტებით ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, დაახლოებით, ორი წელი სამხედრო ზეწოლასაც. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა.…

მეტი...