“ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის” – ფინანსთა მინისტრი

“ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობაა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მუდმივი პროცესია და იმედს იტოვებს, რომ ვალუტა ცოტა კიდევ გამყარდება.

„იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ ცოტა კიდევ გამყარდეს. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც მან მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, არც ეროვნულ ბანკსა და არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყვია.

მსგავსი თემები