თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ძაღლების ჩხუბს სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი, 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.