„ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა“ – ირაკლი კობახიძე გახარიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა, როცა ის აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა.

„ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

მან მედიასთან აღნიშნა, რომ „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები