დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა გამოუყენებელი არ დაგვრჩება.
„ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე შეფასებით, ე.წ. ბუსტერ დოზებზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც მოსახლეობის 40 პროცენტი აიცრება.