საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი.
გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.