საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 563-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 212 პირს დაუდასტურდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები