შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები გიორგი ხოჯევანიშვილს ტყუილში ამხელენ

შიდა ქართლის ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები სიცრუეს უწეოდებენ პარტია ,,საქართველოსთვის’’ ლიდერის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მის სახელს უკავშირდება. ხოჯევანიშვილი ერთ-ერთ ეთერში პროექტების ჩამოთვლის დროს ახსენებს ატენის გზის, სამეფო ქუჩისა და ახალ ბაღის რეაბილიტაციას, ცხოველთა თავშესაფრისა და მონიტორინგის პროგრამას და სპორტის სასახლის აშენებას.

კახა სამხარაძე ვინც ხოჯევანისშვილამდე იკავებდა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, ტყულებს ფაქტებს უპირისპირებს, მისი განმარტებით – ატენისა და ახალ ბაღის განვითარების იდეა, ჯერ კიდევ 2018 წლამდე არსებობდა, რომლის წინა საპროექტო კვლევის განხორციელება იმავე წელს დაიწყო. ამ პერიოდში, გიორგი ხოჯევანიშვილი გორის გუბერნატორი არ ყოფილა. კახა სამხარაძისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს ხოჯევანიშვილი ასე ურცხვად საზოგადოების მოტყუებას.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულურის განცხადებით გორის სპორტის სასახლის აშენების იდეა ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც თვითონ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მუშაობდა. ხუბულურის თქმით, სპორტული კომპლექსის აშენება მმართველ გუნდთან აქტიური თანამშრომლობით მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდა.

ხოლო, გიორგი ხოჯევანიშვილის გულგრილობის და უყურადღებობის გამო, დარბაზის გახსნის პროცესი გაჭიანურდა, სწორედ ამიტომ, ხოჯევანიშვილის მიერ, სპორტის სასახლის აშენების იდეის მითვისება ზნეობრივ და ადამიანურ მორალს ცდება.

გიორგი ხოჯევანიშვილი კიდევ ერთხელ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მის სახელს უკავშირდება რაც შეეხება სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას, ის 2018 წელს განხორციელდა. გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ყველა დიდი და ძირითადი პროექტი გუნდური მუშაობის შედეგად მიიღწეოდა და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიერ.

მისი განმარტებით ერთ კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას რეგიონული ცხოველთა თავშესაფარიც. შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხოჯევანიშვილის მიერ ტყუილის თქმა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

მსგავსი თემები