გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გუმათში პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო, ამასთან, მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1-ელ ივნისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მუკბანიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინაღმდეგო აქციაზე სამართალდამცავს თავს დაესხა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები